,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №16
2006 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ
,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის ორგანიზებულად მოწყობის მიზნით:
1. საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1000 კაცით.
მათ შორის:
ა) საქართველოს შეირაღებულ ძალებში – 1000 კაცით.
2. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა გაწვევა გაიმართოს 2006 წლის 10 იანვრიდან 2006 წლის 15 მარტამდე.
3. საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო ძალებში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.
4. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის თანდართული შემადგენლობა (დანართი №1). საქართველოს ქალაქებისა და რაიონების გამწვევი კომისიების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობა და კონტროლი განახორციელოს ცენტრალურმა გამწვევმა კომისიამ.
5. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადნენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. სამხედრო ძალებისათვის ახალწვეულების ორგანიზებულად გადაცემა განხორციელდეს 2006 წლის 30 იანვრიდან წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტიდან (ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე-2/ბ კორპუსი).
7. ეთხოვოს ქ. თბილისის მერს (გ. უგულავა) დახმარება გაუწიოს ცენტრალურ გამწვევ კომისიას წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის მომზადება-ფუნქციონირებაში.
8. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტების პირადი შემადგენლობის დროებითი შტატი და მუშაობის წესი განსაზღვროს თავისი განკარგულებით.
9. შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებზე წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება განახორციელოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ (დანართი №2).
10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი):
ა) განუსაზღვროს ქალაქებისა და რაიონების გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისათვის;
ბ) კოორდინაცია გაუწიოს მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარულ-ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღეში.
12. ეთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (ი. მერაბიშვილი) აღმოუჩინოს დახმარება, ადგილებზე რაიონების (ქალაქების) გამგეობების სამხედრო განყოფილებებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
13. საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ (ი. ოქრუაშვილი) პერიოდულად მომახსენოს მოქალაქეთა გაწვევის მიმდინარეობის შესახებ.
14. ეთხოვოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ფართოდ გააშუქონ გაწვევის მიმდინარეობა და ამ ღონისძიებათა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.
15. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა (ი. ოქრუაშვილი).
მ. სააკაშვილი
დანართი №1
საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა
ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე
ჯამბულ ცომაია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის განყოფილების უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
ვახტანგ მეგრელიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი ნადირაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე
ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
გოჩა ფარულავა – საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი
კახაბერ ჩიქოვანი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
გულიკო ჭელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – კომისიის მდივანი
ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე
შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
დანართი №2
საქართველოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის შემადგენლობა
ვლადიმერ ჭიპაშვილი – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე
გიორგი გორგოშიძე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ლევან ჯუღელი – კომისიის მდივანი
არჩილ საყვარელიძე – ნევროპათოლოგი
თამარ ფაღავა – თერაპევტი
ბენიამინ კაკაბაძე – ქირურგი
მერაბ კაშია – ფსიქიატრი
თინათინ მახარაძე – ფტიზიატრი
გიორგი ჩაჩუა – ოფთალმოლოგი
მიხეილ ჯაში – ოტორინოლარინგოლოგი
თამარ კლინიკაძე – სტომატოლოგი
იოსებ კერესელიძე – დერმატოვენეროლოგი
გიორგი მამულაშვილი – რენტგენოლოგი
ლიანა კაპანაძე – ნარკოლოგი
ნონა შელია – ექიმ-ლაბორანტი
მზია გაბუნია – ლაბორანტი.
+

1. საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 5800 კაცით, აქედან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში – 4900 კაცით, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ ქვედანაყოფებში – 900 კაცით.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 მარტის ბრძანებულება №183-სსმ III, №31, 09.03.2006წ; მუხ.355
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მარტის ბრძანებულება №214-სსმ III, №37, 21.03.2006წ; მუხ.442
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 მაისის ბრძანებულება №334-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.906
2. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა გაწვევა გაიმართოს 2006 წლის 10 იანვრიდან 2006 წლის 15 ივლისამდე.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 მარტის ბრძანებულება №183-სსმ III, №31, 09.03.2006წ; მუხ.355
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მარტის ბრძანებულება №214-სსმ III, №37, 21.03.2006წ; მუხ.442
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 მაისის ბრძანებულება №334-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.906
1. საქართველოს სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 1000 კაცით.
მათ შორის:
ა) საქართველოს შეირაღებულ ძალებში – 1000 კაცით.
2. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა გაწვევა გაიმართოს 2006 წლის 10 იანვრიდან 2006 წლის 15 მარტამდე.
3. საქართველოს სამხედრო ძალებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო ძალებში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება.
31. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად გათვალისწინებულ იქნეს 500 წვევამდელი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 აპრილის ბრძანებულება №253-სსმ III, №49, 10.04.2006წ; მუხ.620
4. დამტკიცდეს საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის თანდართული შემადგენლობა (დანართი №1). საქართველოს ქალაქებისა და რაიონების გამწვევი კომისიების მუშაობის საერთო ხელმძღვანელობა და კონტროლი განახორციელოს ცენტრალურმა გამწვევმა კომისიამ.
5. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადნენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოს სამხედრო განყოფილებებში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. სამხედრო ძალებისათვის ახალწვეულების ორგანიზებულად გადაცემა განხორციელდეს 2006 წლის 30 იანვრიდან წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტიდან (ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე-2/ბ კორპუსი).
7. ეთხოვოს ქ. თბილისის მერს (გ. უგულავა) დახმარება გაუწიოს ცენტრალურ გამწვევ კომისიას წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის მომზადება-ფუნქციონირებაში.
8. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტების პირადი შემადგენლობის დროებითი შტატი და მუშაობის წესი განსაზღვროს თავისი განკარგულებით.
9. შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებზე წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება განახორციელოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიამ (დანართი №2).
10. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ვ. ჭიპაშვილი):
ა) განუსაზღვროს ქალაქებისა და რაიონების გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევებისათვის;
ბ) კოორდინაცია გაუწიოს მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარულ-ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
11. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღეში.
12. ეთხოვოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (ი. მერაბიშვილი) აღმოუჩინოს დახმარება, ადგილებზე რაიონების (ქალაქების) გამგეობების სამხედრო განყოფილებებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
13. საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ (ი. ოქრუაშვილი) პერიოდულად მომახსენოს მოქალაქეთა გაწვევის მიმდინარეობის შესახებ.
14. ეთხოვოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ფართოდ გააშუქონ გაწვევის მიმდინარეობა და ამ ღონისძიებათა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა.
15. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა (ი. ოქრუაშვილი).
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 მარტის ბრძანებულება №183-სსმ III, №31, 09.03.2006წ; მუხ.355
2. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 მარტის ბრძანებულება №214-სსმ III, №37, 21.03.2006წ; მუხ.442
3. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 8 აპრილის ბრძანებულება №253-სსმ III, №49, 10.04.2006წ; მუხ.620
4. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 მაისის ბრძანებულება №334-სსმ III, №73, 01.06.2006წ; მუხ.906
5. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ივნისის ბრძანებულება №353-სსმ III, №81, 15.06.2006წ; მუხ.1050
6. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №360-სსმ III, №82, 20.06.2006წ; მუხ.1076
დანართი №1
დანართი №1
საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის შემადგენლობა
ირაკლი ოქრუაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე
ჯამბულ ცომაია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის განყოფილების უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ალექსანდრე დიდებულიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
ვახტანგ მეგრელიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ირაკლი ნადირაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე
ლევან ნიკოლეიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი
გოჩა ფარულავა – საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი
კახაბერ ჩიქოვანი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
გულიკო ჭელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი – კომისიის მდივანი
ვლადიმერ ჭიპაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე
შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 მარტის ბრძანებულება №183-სსმ III, №31, 09.03.2006წ; მუხ.355
დანართი №2
საქართველოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის შემადგენლობა
ვლადიმერ ჭიპაშვილი – მუდმივმოქმედი სამხედრო სამედიცინო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე
გიორგი ბუაძე – ოტორინოლარინგოლოგი
მზია გაბუნია – ლაბორანტი
თინათინ გასიტაშვილი – კომისიის მდივანი
ეკატერინე დევიძე – ნევროპათოლოგი
ქეთევან ესვანჯია – რენტგენოლოგი
გიორგი გორგოშიძე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ლევან ჯუღელი – კომისიის მდივანი
არჩილ საყვარელიძე – ნევროპათოლოგი
თამარ ფაღავა – თერაპევტი
ბენიამინ კაკაბაძე – ქირურგი
ლიანა კაპანაძე – ნარკოლოგი
თამარ კვინიკაძე – სტომატოლოგი
იოსებ კერესელიძე – დერმატოვენეროლოგი
მერაბ კაშია – ფსიქიატრი
თინათინ მახარაძე – ფტიზიატრი
მანანა მშვენიერაძე – თერაპევტი
ნატო ტყეშელაშვილი – ფსიქიატრი
თამარ ფაღავა – თერაპევტი
გიორგი ქამუშაძე – ოფთალმოლოგი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ნონა შელია – ექიმი ლაბორანტი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 მარტის ბრძანებულება №183-სსმ III, №31, 09.03.2006წ; მუხ.355
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ივნისის ბრძანებულება №353-სსმ III, №81, 15.06.2006წ; მუხ.1050
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 19 ივნისის ბრძანებულება №360-სსმ III, №82, 20.06.2006წ; მუხ.1076
გიორგი ჩაჩუა – ოფთალმოლოგი
მიხეილ ჯაში – ოტორინოლარინგოლოგი
თამარ კლინიკაძე – სტომატოლოგი
იოსებ კერესელიძე – დერმატოვენეროლოგი
გიორგი მამულაშვილი – რენტგენოლოგი
ლიანა კაპანაძე – ნარკოლოგი
ნონა შელია – ექიმ-ლაბორანტი
მზია გაბუნია – ლაბორანტი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ”“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ”“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.08.2006.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ”“?
- „,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ”“ მიღებულია 09.01.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 120.090.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ”“-ში?
- დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.08.2006.
- სად არის „,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.08.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს სამხედრო ძალებში 2006 წელს მოქალაქეთა გაწვევის შესახებ”“, №16, 09.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 120.090.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/96868/