„მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №104
2006 წლის 8 თებერვალი
ქ. თბილისი
მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად განისაზღვროს:
ა) მიწისზედა და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტითა და ავტობუსებით ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვა;
ბ) სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურება.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითმა ორგანოებმა ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობების რეგულირებისა და მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ეს ბრძანებულება ძალაშია 2007 წლის 1 იანვრამდე.
მ. სააკაშვილი
+

მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 დეკემბრის №758 ბრძანებულება - სსმ III, №174, 26.12.2006წ., მუხ.2353
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 დეკემბრის №721 ბრძანებულება - სსმ III, №186, 28.12.2007წ., მუხ.2075
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 მაისის ბრძანებულება №235 - ვებგვერდი, 06.05.2011წ.
1. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად განისაზღვროს მიწისზედა ელექტროტრანსპორტით, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და ავტობუსებით (M3 კატეგორია - 5 ტონაზე მეტი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 დეკემბრის №721 ბრძანებულება - სსმ III, №186, 28.12.2007წ., მუხ.2075
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №620 ბრძანებულება - სსმ III, №184, 26.12.2008წ., მუხ.1882
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №959 ბრძანებულება - სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1894
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 12 დეკემბრის ბრძანებულება №807 - ვებგვერდი, 12.12.2011წ.
11. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილების შესაბამისად, რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად შესაძლებელია განისაზღვროს აგრეთვე ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა M2 კატეგორიის ავტობუსით ან/და საბაგირო გადაყვანა შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება№886 - სსმ III, №143, 04.11.2010წ., მუხ.2051
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 მაისის ბრძანებულება №406 - ვებგვერდი, 23.05.2012წ.
12. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროდ განისაზღვროს ქ. თბილისის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება.
საქართველოს პრეზიდენტის 201 1 წლის 4 მაისის ბრძანებულება № 235 - ვებგვერდი, 06.05 .201 1 წ.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობის რეგულირებისა და მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 დეკემბრის №758 ბრძანებულება - სსმ III, №174, 26.12.2006წ., მუხ.2353
3. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 დეკემბრის №758 ბრძანებულება - სსმ III, №174, 26.12.2006წ., მუხ.2353
4. ეს ბრძანებულება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრამდე.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 დეკემბრის №758 ბრძანებულება - სსმ III, №174, 26.12.2006წ., მუხ.2353
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 დეკემბრის №721 ბრძანებულება - სსმ III, №186, 28.12.2007წ., მუხ.2075
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №620 ბრძანებულება - სსმ III, №184, 26.12.2008წ., მუხ.1882
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №959 ბრძანებულება - სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1894
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება№886 - სსმ III, №143, 04.11.2010წ., მუხ.2051
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 12 დეკემბრის ბრძანებულება №807 - ვებგვერდი, 12.12.2011წ.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 დეკემბრის №758 ბრძანებულება - სსმ III, №174, 26.12.2006წ., მუხ.2353
2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 27 დეკემბრის №721 ბრძანებულება - სსმ III, №186, 28.12.2007წ., მუხ.2075
3. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 25 დეკემბრის №620 ბრძანებულება - სსმ III, №184, 26.12.2008წ., მუხ.1882
4. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №959 ბრძანებულება - სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1894
5. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება№886 - სსმ III, №143, 04.11.2010წ., მუხ.2051
6. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 მაისის ბრძანებულება №235 - ვებგვერდი, 06.05.2011წ.
7. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 12 დეკემბრის ბრძანებულება №807 - ვებგვერდი, 12.12.2011წ.
8. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 22 მაისის ბრძანებულება №406 - ვებგვერდი, 23.05.2012წ.
მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად განისაზღვროს:
ა) მიწისზედა და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტითა და ავტობუსებით ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვა;
ბ) სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურება.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითმა ორგანოებმა ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობების რეგულირებისა და მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ეს ბრძანებულება ძალაშია 2007 წლის 1 იანვრამდე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.07.2012.
- როდის იქნა მიღებული „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”?
- „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ” მიღებულია 08.02.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №104. სარეგისტრაციო კოდი — 300.390.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”-ში?
- დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.07.2012.
- სად არის „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.07.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ”, №104, 08.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97240/