,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.02.2006 ბოლო ცვლილება 08.03.2008
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.10.003.000.410
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 08/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (3)

1
,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტმობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
08.03.2008
2
,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტმობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
17.10.2007
3
„საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტმობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
26.09.2007

წინა ცვლილებები (2)

4
,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
09.05.2007
5
„საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 თებერვლის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
22.12.2006

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №27

2006 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის 200 7 წლის 9 მაის ის დადგენილება № 87 - სსმ III, № 65 , 11.05 .20 0 6 წ., მუხ. 722

საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ სხვადასხვა ქვეყნებთან გაფორმებულ შეთანხმებებში ასახული ზოგადი დებულების მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც დატვირთული ან დაუტვირთავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების წონა და გაბარიტები აღემატება მეორე მონაწილე მხარის ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ზღვრულ ნორმებს, გადამზიდავმა უნდა მიიღოს სპეციალური ნებართვა ამ მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოებისაგან.

გარდა ამისა, საქართველოს საბაჟო კოდექსის 139-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ცალკეული პირები, საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გათავისუფლდეს გარკვეული ფორმების საბაჟო კონტროლისაგან, თუ ეს შეესაბამება საქართველოს ინტერესებს.

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ა� ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად:

��� მუხლი 1

ეს დადგენილება განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში � საპატრულო პოლიცია), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში � შემოსავლების სამსახური) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში � საავტომობილო გზების დეპარტამენტი) უფლება-მოვალეობებს საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს მთავრობის 200 7 წლის 9 მაის ის დადგენილება № 87 - სსმ III, № 65 , 11.05 .20 0 6 წ., მუხ. 722

��� მუხლი 2

ამ დადგენილების მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ,,დარღვევა� � სატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების (სატრანსპორტო საშუალების საერთო წონა, ღერძული დატვირთვა, ტვირთამწეობა, საგაბარიტო პარამეტრები) დარღვევა;

ბ) ,,კორექტირება� � სატრანსპორტო საშუალებათა საერთო წონის, ღერძული დატვირთვის, ტვირთამწეობის, საგაბარიტო პარამეტრების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, რაც მოიცავს:

ბ.ა) სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის ჩამოცლას;

ბ.ბ) შემდგომ ტრანსპორტირებას/საქონლის დატვირთვა-გადანაწილებას;

ბ.გ) სატრანსპორტო საშუალებათა საგაბარიტო პარამეტრების კორექტირებას.

გ) ,,კორექტირების ადგილი� � დროებითი შენახვის ადგილი, საქართველოს საბაჟო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მნიშვნელობით ან საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეული სხვა დაცული ადგილი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებათა კორექტირებისა და შენახვა/დაცვის პირობებს. კორექტირების ადგილას შესაძლებელი უნდა იყოს კორექტირების ოპერაციების განხორციელება;

დ) შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟოს საბაჟო გამშვები პუნქტი და საბაჟო საგუშაგო;

ე) ,,მოხელე� � პუნქტის უფლებამოსილი მოხელე;

ვ) ,,პოლიციელი� � შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრ ის დადგენილება №243 - სსმ III, № 172 , 22.12 .20 0 6 წ., მუხ. 2317

საქართველოს მთავრობის 200 7 წლის 9 მაის ის დადგენილება № 87 - სსმ III, № 65 , 11.05 .20 0 6 წ., მუხ. 722

��� მუხლი 3

პუნქტში ავტოსატრანსპორტო საშუალების შესვლისას მოხელე დეკლარაციის ან საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობის გაფორმებამდე ადგენს და აქტში ასახავს:

ა) ავტოსატრანსპორტო საშუალების წონას. ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული მასა არ უნდა აღემატებოდეს 44 ტონას;

ბ) გადასაზიდი ტვირთის მასის შესაბამისობას დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვართან;

გ) ღერძულ დატვირთვას. თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას);

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების შესაბამისობას ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ� საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილ პარამეტრებთან.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრ ის დადგენილება №243 - სსმ III, № 172 , 22.12 .20 0 6 წ., მუხ. 2317

��� მუხლი 4

მე-3 მუხლში აღნიშნულ აწონვის აქტს ხელს აწერენ მძღოლი და მოხელე. მოხელე აქტს ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით. აქტი დგება 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი პირი გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მეორე კი რჩება პუნქტში.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრ ის დადგენილება №243 - სსმ III, № 172 , 22.12 .20 0 6 წ., მუხ. 2317

��� მუხლი 5

საქონლის დანიშნულების საბაჟო ორგანომდე გადაზიდვის მიზნით სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო კონტროლის შესაბამისი ღონიძიებები, თუ:

ა) აქტით არ არის დაფიქსირებული საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა; ან

ბ) დარღვევის შემთხვევაში წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაცია/შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციიდან და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

��� მუხლი 6

1. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში (გარდა მე-5 მუხლის ,,ბ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) მოხელე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. ოქმი ეგზავნება შესაბამის საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ თანამდებობის პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებას. საბაჟო ორგანოს მიერ სახდელის დაკისრების შემთხვევაში მიიღება შემდეგი ზომები:

ა) გადამზიდავი კორექტირებაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაბამისი დოკუმენტის შედგენისთანავე იხდის ჯარიმას და უმოკლეს ვადაში ტოვებს საქართველოს ტერიტორიას შემოსვლის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით; ან

ბ) ადგილზევე ახდენს კორექტირებას და იხდის ჯარიმას ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; ან

გ) იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოების მიმდინარეობამ ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომამ შეიძლება გამოიწვიოს საბაჟო გამშვები პუნქტის მუშაობის შეფერხება, ავტოსატრანსპორტო საშუალება მოხელის გადაწყვეტილებით გადაიყვანება მის მიერ განსაზღვრულ კორექტირების ადგილას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ფორმდება წერილობითი ოქმით, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

გ.ა) ოქმის შემდგენი თანამდებობის პირების სახელი და გვარი;

გ.ბ) ოქმის შემდგენის თარიღი, დრო და ადგილი;

გ.გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ.დ) საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტები;

გ.ე) ლუქის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ.ვ) მონაცემები მძღოლის/გადამზიდავის შესახებ;

გ.ზ) ინფორმაცია საქონლის შესახებ (ივსება თანმხლები დოკუმენტების მიხედვით);

გ.თ) დანიშნულების ადგილი;

გ.ი) თანამდებობის პირთა და მძღოლის ხელმოწერა;

გ.კ) შენიშვნები.

2. ოქმს უნდა დაერთოს შესაბამისი აწონვის აქტი.

3. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება (ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში � საბაჟო კონტროლიდან მოხსნა) უნდა განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გადამზიდავი საბაჟო კანონმდებლობით დადგენილ საბუთებთან ერთად წარმოადგენს ჯარიმის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების თაობაზე დადგენილების ასლს და კორექტირების აქტს.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრ ის დადგენილება №243 - სსმ III, № 172 , 22.12 .20 0 6 წ., მუხ. 2317

��� მუხლი 7

1. დარღვევის აღმოჩენისას, საბაჟო გამშვები პუნქტიდან, ხოლო მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში � კორექტირების ადგილიდან, სატრანსპორტო საშუალებით საქონლის შემდგომი გადაზიდვა ხორციელდება საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით კორექტირების განხორციელების შემდეგ.

2. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე გამოტანილია საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობის ან ტრანზიტის დეკლარაციის შევსებამდე, აღრიცხვის მოწმობის ან ტრანზიტის დეკლარაციის უკანა მხარეზე კეთდება აღნიშვნა ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე (დადგენილების რეკვიზიტების მითითებით).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრ ის დადგენილება №243 - სსმ III, № 172 , 22.12 .20 0 6 წ., მუხ. 2317

��� მუხლი 8

კორექტირების ოპერაციები ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების მფლობელის ხარჯით, საბაჟო ორგანოს კონტროლითა და მოხელის მეთვალყურეობით. მოხელე კორექტირების ოპერაციის აღრიცხვის მიზნით ადგენს კორექტირების აქტს, რომელშიც აისახება:

ა) აქტის შემდგენი თანამდებობის პირების სახელი და გვარი;

ბ) ოქმის შედგენის თარიღი, დრო და ადგილი;

გ) სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები;

დ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტები;

ე) ლუქის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) მონაცემები მძღოლის/გადამზიდავის შესახებ;

ზ) ინფორმაცია საქონლის შესახებ;

თ) დანიშნულების ადგილი;

ი) მონაცემი კორექტირებამდე;

კ) მონაცემი კორექტირების შემდეგ:

კ.ა) იმ სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელშიც გადაიტვირთა ჩამოცლილი ტვირთი;

კ.ბ) ღერძზე დატვირთვის კორექტირების შედეგები;

კ.გ) სხვა შედეგები;

ლ) თანამდებობის პირთა და მძღოლის ხელმოწერა;

მ) შენიშვნები.

2. კორექტირების შედეგები მოწმდება საკონტროლო აწონვა/აზომვით, რასაც კორექტირების აქტზე ხელმოწერით ადასტურებს მოხელე.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრ ის დადგენილება №243 - სსმ III, № 172 , 22.12 .20 0 6 წ., მუხ. 2317

��� მუხლი 9

ქვეყნის შიდა სივრცეში სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ატყობინებს იმ რეგიონალურ საბაჟოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მოხდა დარღვევის გამოვლენა და უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების გადაყვანას რეგიონალურ საბაჟოსთან შეთანხმებულ კორექტირების ადგილამდე პოლიციელის თანხლებით. კორექტირების ადგილამდე სატრანსპორტო საშუალების გადაყვანის თაობაზე დგება ოქმი ამ დადგენილების მე-6 მუხლის ,,გ� ქვეპუნქტით დადგენილი ფორმით. ამ მუხლით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოიყენება ამ დადგენილების მე-6, მე-7 და მე-8 მუხლები.

��� მუხლი 10

ავტოსატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც გააჩნია საპატრულო პოლიციისა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის რეკომენდაცია) საქართველოდან გასვლისას მოხელე შესაბამისი დეკლარაციის ან საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის მოწმობის დახურვამდე ადგენს და შესაბამის აქტში ასახავს ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრულ მონაცემებს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 129​1 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრ ის დადგენილება №243 - სსმ III, № 172 , 22.12 .20 0 6 წ., მუხ. 2317

��� მუხლი 11

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ � საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოთხოვნიდან უმოკლეს ვადაში გაუწიოს შესაბამისი კონსულტაციები შემოსავლების სამსახურსა და საპატრულო პოლიციას სატრანსპორტო საშუალებების პარამეტრებთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის შეთანხმებისა და რეკომენდაციის მისაღებად ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი განცხადებით მიმართავს საავტომობილო გზების დეპარტამენტს. განცხადებას თან უნდა დაერთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტები. საავტომობილო გზების დეპარტამენტი დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში განცხადების წარმოდგენიდან 3 დღეში უზრუნველყოფს მითითებული შეთანხმებისა და რეკომენდაციის საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებას და შემოსავლების სამსახურისათვის გადაგზავნას.

საქართველოს მთავრობის 200 7 წლის 9 მაის ის დადგენილება № 87 - სსმ III, № 65 , 11.05 .20 0 6 წ., მუხ. 722

��� მუხლი 12

ამ დადგენილებით გათვალისწინებულ ერთობლივ ღონისძიებათა ეფექტიანი განხორციელებისათვის შემოსავლების სამსახური, საპატრულო პოლიცია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოყოფენ საკონტაქტო პირებს, რომელთა ფუნქციაა მითითებული უწყებების ერთობლივ ღონისძიებათა კოორდინირებული განხორციელების უზრუნველყოფა.

საქართველოს მთავრობის 200 7 წლის 9 მაის ის დადგენილება № 87 - სსმ III, № 65 , 11.05 .20 0 6 წ., მუხ. 722

��� მუხლი 13

1. დადგენილება, გარდა მე-11 და მე-12 მუხლებისა, ამოქმედდეს 2006 წლის 20 თებერვლიდან.

2. დადგენილების მე-11 და მე-12 მუხლები ამოქმედდეს 2006 წლის 8 თებერვლიდან.

3. 2006 წლის 20 თებერვლამდე, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალებები გათავისუფლდეს საზღვარზე ამ დადგენილების მე-3 მუხლში მითითებული პარამეტრების კონტროლისაგან.

პრემიერ-მინისტრი���� ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 22 დეკემბრ ის დადგენილება №243 - სსმ III, №172, 22.12.2006 წ., მუხ.2317

2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 9 მაის ის დადგენილება №87 - სსმ III, №65, 11.05.2006 წ., მუხ.722

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა (გარდა მსუბუქი ავტომობილებისა) მიერ საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე გადაადგილების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ”“, №27, 08.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.10.003.000.410 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.05.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9736-2/