საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.03.2006 ძალადაკარგული 22.05.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№216
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 37, 21/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №216

2006 წლის 21 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 30 ივნისის ბრძანებულება №454-სსმIII, №76, 30.06.2010წ., მუხ.1105

საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად,  ,,ეფექტიანი მმართველობითი სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №637 განკარგულებით შექმნილი ეფექტიანი მმართველობითი სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის, მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის, აგრეთვე ქვეყნის რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით:

საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 30 ივნისის ბრძანებულება №454-სსმIII, №76, 30.06.2010წ., მუხ.1105

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი.

საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 30 ივნისის ბრძანებულება №454-სსმIII, №76, 30.06.2010წ., მუხ.1105

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის თანდართული დებულება.

საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 30 ივნისის ბრძანებულება №454-სსმIII, №76, 30.06.2010წ., მუხ.1105

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.   საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 თებერვლის ბრძანებულება № 104 - სსმ III, № 31 , 28 .0 2 .2008 წ., მუხ. 323

2.  საქართველოს პრეზიდენტის 200 9 წლის 30 იანვრის ბრძანებულება № 39 - სსმ III, № 11 , 30 .0 1 .200 9 წ., მუხ. 137

3.  საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 30 ივნისის ბრძანებულება №454-სსმIII, №76, 30.06.2010წ., მუხ.1105

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრი (შემდეგში – ცენტრი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. დებულებით  განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები, ბეჭედი თავისი სახელწოდებით და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.

4. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის №12.

    მუხლი 2. ცენტრის მიზნები

ცენტრის მიზნებია:

ა) მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის მიმართულებით გასატარებელი რეფორმის ხელშეწყობა;

ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა (შემდეგში – სამინისტრო) და ,,ეფექტიანი მმართველობითი სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 ივლისის №637 განკარგულებით შექმნილი ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის სახელმწიფო კომისიის (შემდეგში - სახელმწიფო კომისია)  საქმიანობის ხელშეწყობა;

გ) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის მხარდაჭერა.

    მუხლი 3.  ცენტრის ფუნქციები

ცენტრის ფუნქციებია:

ა) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების, მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის მიმართულებით გასატარებელი რეფორმების სფეროებში სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობა;

ბ) სახელმწიფო კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

გ) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების, მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და სამინისტროსათვის, აგრეთვე, მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო კომისიისათვის წარდგენა;

დ) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების,  მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის საკითხებით დაინტერესებულ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

ე) რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგიული დოკუმენტების, აგრეთვე რეგიონული და მუნიციპალური განვითარების სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამებისა და გეგმების განხორციელების დამატებითი ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო მხარდაჭერა;

ვ) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების,  მმართველობის სისტემის შემდგომი დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

ზ) მუნიციპალური განვითარების პროგრამებისა და გეგმების მოსამზადებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობისათვის ხელშეწყობა;

თ) კომპეტენციის შესაბამისად, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, რეგიონული და მუნიციპალური განვითარებისათვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოძიება და დონორ ორგანიზაციებთან დადებული შეთანხმებების შესაბამისად მათი განკარგვა;

ი) რეგიონული და მუნიციპალური განვითარების პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საჯარო მოსამსახურეთა სწავლების ღონისძიებების განხორციელება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასა და სხვა დაინტერესებულ პირებთან, აგრეთვე საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, შესაბამის პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა.

    მუხლი 4.  ცენტრის მართვა

1. ცენტრს ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი (შემდეგში - მინისტრი).

2. ცენტრის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს ცენტრს სხვა პირებთან ურთიერთობაში;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდს და ხარჯთა ნუსხას;

დ) სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის საქმიანობის შესახებ;

ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს, ამტკიცებს შინაგანაწესს;

ვ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს;

ზ) შეიმუშავებს და მინისტრის თანხმობით ამტკიცებს  ცენტრის წლიურ სამუშაო გეგმას და ბიუჯეტს;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და სამინისტროს მიერ დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ცენტრის დირექტორის დავალებით ასრულებს ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი.

    მუხლი 5. ცენტრის დაფინანსება

ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტები;

გ)   საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლები;

დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

დასახული მიზნების შესასრულებლად ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 6.  ცენტრის ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

2. ცენტრის ქონება შეიძლება შეიქმნას:

ა) საკუთარი სახსრებით;

ბ) შემოწირულობებით;

გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით.

    მუხლი 7.  სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 8.  რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 9. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ცენტრის დებულებაში

ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010წლის 30 ივნისის ბრძანებულება №454-სსმIII, №76, 30.06.2010წ., მუხ.1105

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის შესახებ“, №216, 21.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97654-3/