საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.06.2006 ძალადაკარგული 23.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№389
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 87, 28/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №389

2006 წლის 26 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ

მასწავლებელთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია):

ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება.

საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივლისის ბრძანებულება №437-სსმ III, №105, 25.07.2007წ; მუხ.1150

3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ცენტრისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მ. სააკაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 20 ივლისის ბრძანებულება №437-სსმ III, №105, 25.07.2007წ; მუხ.1150

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“, №389, 26.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/98230-1/