„ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (17)
შემდგომი ცვლილებები (8)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №399
2006 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. დამტკიცდეს დებულება ,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ (დანართი № 1).
2. დამტკიცდეს სავიზო განცხადება-ანკეტის ფორმა (დანართი № 2).
3. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №598 - სსმ III, №180, 18.12.2008 წ., მუხ.1829
2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 მარტის ბრძანებულება №152 - სსმ III, №39, 30.03.2009 წ., მუხ.443
3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
4. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 მაისის ბრძანებულება №218 - სსმ III, №54, 05.05.2009 წ., მუხ.615
5. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №467 - სსმ III, №96, 03.08.2009 წ., მუხ.1033
6. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 თებერვლის ბრძანებულება №142 - სსმ III, №23, 26.02.2010 წ., მუხ.295
7. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულება №815 - სსმ III, №131, 12.10.2010 წ., მუხ.1899
8. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №887 - სსმ III, №143, 04.11.2010 წ., მუხ.2052
9. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011წ.
დანართი №1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ
მუხლი 1. რეგულირების საგანი
დებულება „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ (შემდეგში – დებულება) აწესრიგებს საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესს და განსაზღვრავს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას, თუ მოქმედი კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უცხოელი – პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და არ არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, აგრეთვე, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის III კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირი, რომელსაც დოკუმენტურად არ უდასტურდება და/ან არ უდგინდება რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობისადმი კუთვნილება და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;
ბ) ვიზა – დადგენილი ფორმის აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს უცხოელის უფლებას შემოვიდეს და/ან იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გადაკვეთოს მისი ტერიტორია;
გ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს, ამ ბრძანებულებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის და ყოფნის უფლება;
დ) (ამოღებულია);
ე) მოწვევა – საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;
ვ) სამგზავრო დოკუმენტი – პასპორტი, მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;
ზ) ინსპექტირება სასაზღვრო გამტარ პუნქტში – უცხოელის შემოსვლისას და გასვლისას სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლი;
თ) მეორადი ინსპექტირება – უცხოელის მგზავრობისა და საზღვრის გადაკვეთის მიზეზების დეტალურად დადგენის მიზნით სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის ქვედანაყოფის მიერ ჩატარებული დამატებითი გასაუბრება;
ი) თანმხლები პირი – პირი (პირები), რომელიც უცხოელთან ერთად მოემგზავრება საქართველოში და/ან ჩაწერილია უცხოელის სამგზავრო დოკუმენტში;
კ) უცხოელის ნათესავი – უცხოელის მეუღლე, შვილი, მშობელი, შვილობილი, მშვილებელი, აგრეთვე უცხოელის მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ მყოფი და/ან სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;
ლ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;
მ) ტრანზიტი – საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით;
ნ) ვიზის ბლანკი – მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელიც გამოიყენება საქართველოს ვიზების გაფორმებისას;
ო) სავიზო განცხადება-ანკეტა – დადგენილი ფორმის განცხადება, რომელიც ივსება ვიზის მიღების მიზნით;
პ) სააკრედიტაციო ბარათი – საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და/ან საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული ორგანიზაციების წარმომადგენლებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი;
ჟ) დიპლომატიური წარმომადგენლობები – „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები;
რ) საკონსულო დაწესებულება – „საქართველოს საკონსულო დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს საკონსულო დაწესებულებები;
ს) უცხოელის ოჯახის წევრი – უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მის კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო მშობელი და/ან შვილი, აგრეთვე უცხოელის მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ მყოფი პირი;
ტ) ვიზის გამცემი ორგანო – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და/ან საკონსულო დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო),აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში,საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო;
უ) სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთებისა და სხვა ქონების სასაზღვრო კონტროლს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გახსნილ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №598 - სსმ III, №180, 18.12.2008 წ., მუხ.1829
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 მაისის ბრძანებულება №218 - სსმ III, №54, 05.05.2009 წ., მუხ.615
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 3. საქართველოში შემოსვლის საფუძვლები
1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელები შემოდიან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან, თუ აქვთ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები და საქართველოში ყოფნის ნებართვა (გარდა ამ დებულების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. საქართველოში ყოფნის ნებართვის სახეებია:
ა) საქართველოს ვიზა;
ბ) ბინადრობის ნებართვა.
3. საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს.
4. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები, მათ შორის, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქეები საქართველოში სამუშაოდ პირველადი შემოსვლისათვის საჭიროებენ ვიზას. აკრედიტაციის პერიოდში ისინი ქვეყანაში იმყოფებიან და საზღვარს კვეთენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული სააკრედიტაციო ბარათის საფუძველზე.
5. საქართველოში სატრანზიტო გადაადგილებისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ:
ა) იმ საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთენ საქართველოს აეროპორტებში შუალედური დაჯდომის გარეშე, თუ არსებობს საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა;
ბ) საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადაჯდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ყოფნის ვადა არ აღემატება 72 საათს. ამასთანავე, მგზავრებს არ ააქვთ უფლება დატოვონ აეროპორტში, სადგურსა და ნავსადგურში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სატრანზიტო ტერიტორიის ფარგლები.
51 . რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში – ინგუშეთის, ჩეჩნეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, დაღესტნის, ჩრდილოეთ ოსეთის – ალანიის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილ (რეგისტრირებულ) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ.
6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის გამარტივებული რეჟიმი ან ამ დებულებით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული წესები.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 მარტის ბრძანებულება №152 - სსმ III, №39, 30.03.2009 წ., მუხ.443

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულება №815 - სსმ III, №131, 12.10.2010 წ., მუხ.1899
მუხლი 4. შეზღუდვები საქართველოს ვიზის გაცემაზე
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით დააწესოს გარკვეული შეზღუდვები საქართველოში შემომსვლელი ცალკეული კატეგორიის პირებისათვის.
11. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით დააწესოს შეზღუდვა ცალკეულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ვიზის გაცემასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირებზე ვიზებისა და საქართველოში შემოსვლის ნებართვის გაცემის საკითხი წერილობითი ფორმით თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის და/ან საქართველოს ტერიტორიაზე პირის შემოშვების შესახებ.
4. იმ პირთა წრე (კატეგორია), რომელთათვის ორდინალური ვიზის გაცემის საკითხი სააგენტოს მიერ უნდა შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმებით.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოთხოვნის მიღებიდან 5 დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენს დასკვნას უცხოელისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობასთან დაკავშირებით.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 5 დღის ვადაში დასკვნის მიუღებლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემის საკითხის დამაბრკოლებელი გარემოებები და სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის საკითხზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 თებერვლის ბრძანებულება №142 - სსმ III, №23, 26.02.2010 წ., მუხ.295

მუხლი 5. ვიზის გამცემი ორგანო
1. საქართველოს ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.
2. ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში ვიზა/შემოსვლის ნებართვა შეიძლება გასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აქტით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ.
3. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალური ვიზა გაიცემა სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.

მუხლი 6. საქართველოს ვიზის კატეგორიები
1. საქართველოს ვიზები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) დიპლომატიური;
ბ) სამსახურებრივი;
გ) ორდინალური;
დ) სასწავლო ვიზა.
2. დიპლომატიური, სამსახურებრივი, ორდინალური და სასწავლო ვიზები შეიძლება გაიცეს საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).

მუხლი 7. დიპლომატიური ვიზა
1. დიპლომატიური ვიზა გაიცემა, როგორც წესი, დიპლომატიურ პასპორტში:
ა) უცხო სახელმწიფოს, უცხო სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს და უცხო სახელმწიფოს მთავრობის მეთაურებზე, ოფიციალური დელეგაციის წევრებზე, ზემოაღნიშნული პირების თანმხლებ ოჯახის წევრებზე, აგრეთვე მათ თანმხლებ სხვა პირებზე;
ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების დიპლომატიურ აგენტებსა და საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე;
დ) უცხოელ დიპლომატიურ კურიერებზე;
ე) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან სპეციალური დიპლომატიური მისიით;
ვ) უცხოელ დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე დიპლომატიურ კურიერებზე, რომლებიც მიეზავრებიან მესამე ქვეყანაში და ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;
ზ) საქართველოს საპატიო კონსულებზე;
თ) ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხო სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
2. თუ საქართველო არ ცნობს დიპლომატიური პასპორტის მფლობელი პირის დიპლომატიურ სტატუსს ან ეს პირი მგზავრობს არასამსახურებრივი მიზნით, ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს ორდინალური ან სამსახურებრივი ვიზა.
3. დიპლომატიური ვიზა გაიცემა 360 დღით.
4. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დიპლომატიური ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.

მუხლი 8. სამსახურებრივი ვიზა
1. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა, როგორც წესი, სამსახურებრივ პასპორტში:
ა) უცხო სახელმწიფოს დელეგაციათა წევრებზე, მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე, აგრეთვე მათ თანმხლებ სხვა პირებზე;
ბ) უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულებების საკონსულო მოსამსახურეებსა და მოსამსახურე პერსონალის წარმომადგენლებზე, აგრეთვე ამ პირების ოჯახის წევრებზე;
გ) საქართველოში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე;
დ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ოფიციალური ვიზიტით;
ე) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებზე, რომლებიც მიემგზავრებიან მესამე ქვეყანაში განლაგებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მუშაობის მიზნით და ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;
ვ) საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე;
ზ) ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხო სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
2. თუ საქართველო არ ცნობს სამსახურებრივი პასპორტის მფლობელი უცხოელის ოფიციალურ სტატუსს ან იგი მგზავრობს არასამსახურებრივი მიზნით, ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაიცეს ორდინალური ვიზა.
3. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა 360 დღით.
4. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.

მუხლი 9. ორდინალური ვიზა
1. ორდინალური ვიზა გაიცემა:
ა) უცხოელებზე, რომლებიც შემოდიან საქართველოში საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიების, ფირმების წარმომადგენლებზე, კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
ბ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან საგანგებო სიტუაციათა ლიკვიდაციის მიზნით;
გ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან სამეცნიერო სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა სახის სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
ე) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან რელიგიური მისიით ან სამუშაოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებში;
ვ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით ან საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებისათვის;
ზ) შემოქმედებითი კოლექტივებისა და სპორტული გუნდების ან ორგანიზაციების უცხოელ წევრებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან კულტურულ ან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
თ) საქართველოში ტურისტული მიზნით მომავალ უცხოელებზე;
ი) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან კერძო საქმეებზე, მკურნალობის მიზნით, ახლობლებისა და ნათესავების საფლავების მოსანახულებლად, აგრეთვე საქართველოში დაბადებულ ან გაზრდილ უცხოელებზე, რომლებიც მოემგზავრებიან საქართველოს მოსანახულებლად;
კ) უცხოელებზე, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს საქართველოში;
ლ) თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე;
მ) პირებზე, რომლებიც ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;
ნ) სხვა პირებზე, რომელთა საქართველოში ყოფნის ვადა არ აღემატება 360 დღეს.
2. ორდინალური ვიზა გაიცემა 360 დღით. სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში გაცემულ ორდინალურ ვიზაში, გამონაკლის შემთხვევაში, საქართველოში ყოფნის ვადად შეიძლება განისაზღვროს არა უმეტეს 90 დღისა.
21. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალური ვიზა გაიცემა 360 დღის ან 90 დღემდე მოქმედების ვადით.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ორდინალური ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.
4. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემთხვევაში უცხოელზე გაიცემა ერთჯერადი ან ორჯერადი ტიპის ორდინალური ვიზა ტრანზიტული მიზნებისათვის.
5. ტრანზიტული მიზნით მომავალ პირთათვის საქართველოში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ შემოსვლაზე 72 საათს.

მუხლი 10. სასწავლო ვიზა
სასწავლო ვიზა გაიცემა 360 დღის მოქმედების ვადით უცხოელზე, რომელსაც აქვს საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალური მოწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 11. მოსაკრებელი, ბაჟი, საფასური და ჯარიმები
1. საქართველოს ვიზის გაცემისათვის უცხოელები იხდიან საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში – სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალური ვიზის გაცემისათვის – მომსახურების საფასურს „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო არ გასცემს უცხოელზე ვიზას და/ან საქართველოში შემოსვლის ნებართვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ჯარიმის გადახდისა და აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის გარეშე.
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობა არ აბრკოლებს სააგენტოს მიერ უცხოელზე საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემას. უცხოელზე, რომელიც საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართავს სააგენტოს, საქართველოს ვიზა გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შემთხვევაში.
3. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უცხოელის მიერ ჯარიმის გადახდა შესაძლებელია საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.
4. თუ ობიექტური გარემოებების გამო ვერ ხერხდება უცხოელის მიერ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმის გადახდა საქართველოდან გასვლამდე, მას შესაბამისი სახელმწიფო უწყების პასუხისმგებელი პირი აწვდის ინფორმაციას იმ საბანკო ანგარიშების შესახებ, რომლებზეც უნდა ჩაირიცხოს აღნიშნული თანხა და იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 12. სავიზო განცხადება-ანკეტა
1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ვიზის გამცემ ორგანოში ავსებს სავიზო განცხადება-ანკეტას (შემდეგში – სავიზო ანკეტა) ამ ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის მიხედვით, გარდა სააგენტოში წარსადგენი სავიზო ანკეტისა, რომლის ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
2. სავიზო ანკეტა ივსება ქართულ ან ინგლისურ ენაზე (აუცილებლად ბეჭდური ლათინური ასოებით), ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შესაძლებელია შეივსოს აგრეთვე ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზეც.
3. სავიზო ანკეტა ივსება განმცხადებლის მიერ და სავიზო ანკეტაში შეტანილ მონაცემებს იგი ამოწმებს საკუთარი ხელმოწერით.
4. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს ავადმყოფობის, ფიზიკური მდგომარეობის გამო ან რაიმე სხვა მიზეზით არ შეუძლია სავიზო ანკეტის შევსება და მასში შეტანილი მონაცემების საკუთარი ხელმოწერით დამოწმება, სავიზო ანკეტას ავსებს და ამოწმებს ხელმოწერით მისი მეურვე ან თანმხლები პირი, რაზეც სავიზო ანკეტაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა ამ პირის ვინაობის შესახებ, მისი საპასპორტო მონაცემების მითითებით.

მუხლი 13. საქართველოში უცხოელის მოწვევა და მოწვევის საკითხის განხილვა
1. მოწვევა არის საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.
2. უცხოელი საქართველოში შეიძლება მოიწვიოს 18 წლის ასაკს მიღწეულმა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელმა, ან საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა.
3. პირის მოწვევაში ასახული უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) მოსაწვევი პირის (პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების) მონაცემები – სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი, ნომერი და მოქმედების ვადა, საცხოვრებელი მისამართი ადგილსამყოფელ ქვეყანაში, მგზავრობის მიზანი, საქართველოში ყოფნის სავარაუდო ვადა;
ბ) მომწვევი პირის მონაცემები – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი, ნომერი და მოქმედების ვადა, საქართველოში საცხოვრებელი მისამართი (იურიდიული პირის შემთხვევაში – სარეგისტრაციო მონაცემები);
გ) მოსაწვევი პირის (პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების) განთავსებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მოსაწვევი პირის (პირების) სამშობლოში დასაბრუნებელი ხარჯების გაღების გარანტიები;
4. მოწვევას უნდა ჰქონდეს წერილობითი ფორმა.
5. მოწვევის წარდგენა დასაშვებია როგორც ორიგინალის, ისე მისი ასლის სახით.
6. მომწვევმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უცხოელის საქართველოში მოწვევა ვიზის საზღვარგარეთ გაცემის შემთხვევაში უნდა შეათანხმოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხოლო ვიზის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოსაწვევი პირის ჩამოსვლამდე ერთი თვით ადრე მაინც.
7. ამ მუხლის მეექვსე პუნქტით განსაზღვრული უწყებები უცხოელის საქართველოში მოსაწვევში მითითებული მონაცემების დადგენილი წესით შემოწმების შემდეგ გასცემენ წერილობით თანხმობას უცხოელის საქართველოში მოწვევაზე ან წერილობითი სახით უარს ეუბნებიან მომწვევ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ვიზის გაცემისათვის უფლებამოსილ ორგანოებს. მოწვევის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას მომწვევი პირის მიერ შესაბამისი ორგანოსათვის მიმართვის დღიდან.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უწყებები უფლებამოსილნი არიან უარი განაცხადონ უცხოელის საქართველოში მოწვევაზე, თუ:
ა) მომწვევი ფიზიკური პირი:
ა.ა) იწვევს პირს, რომლის მიმართ არსებობს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიზის გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი მაინც;
ა.ბ) მსჯავრდებულია ან იძებნება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ა.გ) თავისი თავის ან მოსაწვევი პირის (პირების) შესახებ წარადგენს არასრულ ან ყალბ ცნობებს ან უარს აცხადებს მათ წარდგენაზე, ან ცდილობს თაღლითური გზით მოიპოვოს ნებართვა;
ა.დ) საჭიროების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მოსაწვევ პირს (პირებს) სათანადო საცხოვრებელი პირობებით ან ვერ გაიღებს მის (მათ) სამშობლოში დასაბრუნებელ ხარჯებს;
ბ) მომწვევი იურიდიული პირი:
ბ.ა) იწვევს პირს, რომელის მიმართ არსებობს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიზის გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი მაინც;
ბ.ბ) არ არის რეგისტრირებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.გ) წარადგინა ყალბი, არასრული ან მცდარი მონაცემები თავისი საქმიანობის შესახებ.
9. საქართველოში უცხოელის მოწვევაზე უარის მიღების შემთხვევაში მომწვევმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეიძლება განმეორებით მიმართოს შესაბამის უწყებას უარის თქმის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ.
10. მოწვევის წარდგენა ვიზის მისაღებად ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის პირების მოწვევის შემთხვევაში სავალდებულოა.
მუხლი 14. საქართველოს ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და განხილვის წესი
1. საქართველოს ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტებისა და მონაცემების საერთო ჩამონათვალი, აგრეთვე განხილვის ვადები განისაზღვრება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით.
2. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ ამ დებულების შესაბამისად ვიზის გაცემისას მოითხოვება პასპორტი ან მისი შემცვლელი სამგზავრო დოკუმენტი, სავიზო ანკეტა, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწვევა, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში – დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიები. ასევე, გადაიხდევინება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი.
3. ამ დებულების შესაბამისად საზღვარგარეთ ვიზის გაცემისას მოითხოვება პასპორტი ან მისი შემცვლელი სამგზავრო დოკუმენტი, სავიზო ანკეტა, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწვევა, საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიები.
31. საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემისას სააგენტოს მიერ მოითხოვება პასპორტი ან მისი შემცვლელი სამგზავრო დოკუმენტი, სავიზო ანკეტა, 1 ფერადი ფოტოსურათი (3X4 სმ) და „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
4. აუცილებლობის შემთხვევაში ვიზის გამცემმა ორგანომ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან ვიზის მსურველი პირი მოიწვიოს გასაუბრებისათვის, რათა შემოწმდეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა;
ბ) განცხადება-ანკეტასა და წარმოდგენილ დოკუმენტებში აღნიშნული მონაცემების ნამდვილობა;
გ) ფინანსური სახსრების ლეგალურობა;
დ) მგზავრობის მიზანი, მარშრუტი და ხანგრძლივობა;
ე) უკან დაბრუნების გარანტიები.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად გამოითხოვოს აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს სხვა სამთავრობო დაწესებულებებისაგან.
6. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისაგან ვიზის გაცემის თაობაზე დოკუმენტაცია იგზავნება საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში და, შესაბამისად, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან ინფორმაცია მიეწოდებათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
61. ვიზის გამცემი ორგანოები უზრუნველყოფენ მათ მიერ გაცემულ ვიზებთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთმანეთისათვის ხელმისაწვდომობას.
62. ვიზის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ორდინალური ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.
8. სასწავლო ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიღებულ უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.
9. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზები გაცემული უნდა იქნეს, როგორც წესი, 7 დღის ვადაში.
10. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მომუშავე უცხოელი თანამშრომლებისათვის დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზები, როგორც წესი, გაცემული უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში.
11. დოკუმენტაციის სრულყოფის, დოკუმენტაციის დამატებით შემოწმების ან სხვა აუცილებლობის შემთხვევებში ვიზის გაცემის ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს ვიზის გამცემი ორგანოს წარდგინების საფუძველზე არა უმეტეს ერთი თვისა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 15. საქართველოს ვიზების გაცემა სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება გასცეს მრავალჯერადი დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ორდინალური კატეგორიის ვიზა.
2. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფები გასცემენ:
ა) დიპლომატიური ან სამსახურებრივი კატეგორიის ვიზას – საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი მიმართვის შემთხვევაში;
ბ) ორდინალური კატეგორიის ვიზას – ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით;
გ) ორდინალური კატეგორის ვიზას – ტრანზიტით მიმავალ მეზღვაურებზე, რომელთაც გააჩნიათ შესაბამის საზღვაო ხომალდზე მიწერილობა ან მიემგზავრებიან სამშობლოში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ დებულების მე-4 მუხლით დადგენილ წესებს.
3. სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, გარდა იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა, რომელზეც ვრცელდება ამ დებულების მე-4 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა, საქართველოს ვიზები გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ:
ა) არსებობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა და პირი აკმაყოფილებს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლების პირველი პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდული კატეგორიის პირი აკმაყოფილებს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და აქვს ამ დებულებით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირის მოწვევა ან მისი ასლი;
გ) პირი აკმაყოფილებს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, ამასთანავე, იგი არ არის ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდული კატეგორიის პირი;
დ) პირი მოემგზავრება საქართველოში საქართველოს ნავსადგურებში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრის სტატუსით და თან აქვს შესაბამისი მიწერილობა, თუ საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებით არ არის განსაზღვრული გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა.
4. სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ვიზების გაცემისათვის პასუხისმგებელ პირებსა და მათ კომპეტენციას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
5. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ორგანიზებული ტურისტული მოგზაურობის მიზნით საქართველოში შემოსვლისას სარგებლობენ საქართველოში შემოსვლის გამარტივებული რეჟიმით. საქართველოში შემოსვლის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობისათვის ტურისტული სააგენტოები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აფორმებენ შეთანხმებას ორგანიზებული ტურისტული მოგზაურობის შესახებ. შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი ტურისტული სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 3 დღით ადრე უგზავნის შეტყობინებას დაგეგმილი ტურისტული მოგზაურობის თაობაზე, საქართველოში შემოსვლის მსურველ პირთა ვინაობის მითითებით, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებთან ერთად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აღნიშნულ დოკუმენტაციას მიღებიდან 1 დღის ვადაში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას უზრუნველყოფენ აღნიშნულ პირთა საქართველოში შემოსვლას მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. საქართველოში ასეთი შემოსვლა არ უნდა ხორციელდებოდეს ტრანზიტული მიზნით და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №598 - სსმ III, №180, 18.12.2008 წ., მუხ.1829
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 მარტის ბრძანებულება №152 - სსმ III, №39, 30.03.2009 წ., მუხ.443
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 თებერვლის ბრძანებულება №142 - სსმ III, №23, 26.02.2010 წ., მუხ.295
მუხლი 16. თანმხლები პირების ვიზაში შეტანა და ამოწერა
1. ვიზის გამცემი ორგანოს მიერ ყველა კატეგორიის ვიზაში შეიტანება ვიზის მფლობელის თანხმლებ იმ პირთა მონაცემები, რომლებიც მითითებულნი არიან მის სამგზავრო დოკუმენტში.
2. თუ ვიზის მფლობელის თანმხლები პირის მონაცემები არ იქნება შეტანილი პირველად ვიზაში, მაშინ ვიზის მფლობელის სამგზავრო დოკუმენტში დამატებით ფორმდება ვიზა მის თანმხლებ პირზე.
3. თუ თანმხლები პირი მითითებულია ერთი ან მეტი ვიზის მფლობელის სამგზავრო დოკუმენტში, მაშინ თანმხლები პირი შესაძლებელია მოთხოვნის საფუძველზე შეტანილ იქნეს თითოეული მათგანის ვიზაში.
4. თუ ვიზის მფლობელის თანმხლებ პირზე გაიცა სამგზავრო დოკუმენტი, მაშინ ვიზის გამცემი ორგანოს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დამატებით ვიზის გაფორმება თანმხლები პირის სამგზავრო დოკუმენტში ვიზის მფლობელის განცხადების საფუძველზე.
მუხლი 17. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება
1. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დიპლომატიური და სამსახურებრივი კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომლისთვისაც გამოიყენება ამ დებულებით შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი ნორმები.
2. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია, თუ საქართველოში უცხოელის მგზავრობის მიზნის განხორციელებისათვის მის მიერ მიღებული ვიზის მოქმედების ვადა არ არის საკმარისი.
3. გადაწყვეტილება ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, როგორც წესი, მიიღება 7 დღის განმავლობაში.
4. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვემდე.
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №887 - სსმ III, №143, 04.11.2010 წ., მუხ.2052

მუხლი 18. მოქმედი ვიზის გადატანა და აღდგენა
1. მოქმედი ვიზის გადატანა ხორციელდება, თუ ვიზის მფლობელზე გაიცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან თუ ვიზის მფლობელს გააჩნია რამდენიმე სამგზავრო დოკუმენტი.
2. მოქმედი ვიზის აღდგენა ხორციელდება, თუ ვიზის მფლობელმა დაკარგა სამგზავრო დოკუმენტი, რომელშიც გაფორმებული იყო ვიზა და წარმოადგინა ახალი სამგზავრო დოკუმენტი.
3. მოქმედი ვიზის გადატანა და აღდგენა ხორციელდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე გაცემული მოქმედი ორდინალური ვიზის – სააგენტოს მიერ.
4. მოქმედი ვიზის გადატანის და აღდგენის თაობაზე განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ვიზის გადატანის და აღდგენის საფუძვლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

მუხლი 19. ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. უცხოელს საქართველოს ვიზის მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
2. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-14 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზების შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფები ატარებენ უცხოელის მეორად ინსპექტირებას.
21. ვიზის გაცემის პირობების არარსებობის შემთხვევაში, ვიზის გამცემი ორგანო არ არის ვალდებული დაასაბუთოს უცხოელისათვის საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
3. უცხოელის მიერ განმეორებითი განცხადება საქართველოს ვიზის მიღებაზე შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმიდან 1 (ერთი) თვის შემდეგ.

მუხლი 20. ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტა
1. ვიზის მოქმედების ვადა შეიძლება შეწყდეს:
ა) თუ გამოვლინდა საქართველოს ვიზის მოსაპოვებლად ყალბი ან ძალის არმქონე დოკუმენტების წარდგენის ფაქტი ან პირის მგზავრობის მიზანი არ შეესაბამება ამ პირის მიერ ვიზის მისაღებად გაცხადებულ მიზანს;
ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას;
გ) თუ აღარ არსებობს საფუძველი, რომლითაც პირმა მიიღო სასწავლო ვიზა.
დ) საქართველოდან გაძევების შემთხვევაში;
ე) ვიზის ვადის გასვლის შემთხვევაში.
2. საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
3. საქართველოს ორდინალური და სასწავლო ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
4. საქართველოს ვიზა ძალას კარგავს, თუ:
ა) უცხოელზე, რომელზედაც გაიცა მოცემული ვიზა, გაიცემა საქართველოს ახალი ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას;
ბ) უცხოელმა, რომელზედაც გაიცა ვიზა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

მუხლი 21. ვიზის ბლანკის შევსების წესი
1. ვიზის ბლანკი არის ერთიანი ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, რომლის ფორმასაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ერთობლივად ამტკიცებენ საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები.
11. სააგენტოს მიერ გასაცემი ვიზის ბლანკის ფორმა, რომელიც არის ერთიანი ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. ვიზის ბლანკი ივსება ინგლისურ ენაზე, ამასთან, დასაშვებია განსაკუთრებული აღნიშვნების გრაფაში ჩანაწერის ქართულ ენაზე გაფორმება.
3. ვიზის ბლანკში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) ვიზის ტიპი (კატეგორია) – დიპლომატიური (DP), სამსახურებრივი (SRV), სასწავლო (STUDY) ან ორდინალური (ORD);
ბ) შემოსვლის ოდენობა – მრავალჯერადი – MULT.
გ) ძალაშია – მიეთითება ვიზის მოქმედების ვადის დასაწყისი;
დ) მდე – მიეთითება ვიზის მოქმედების ვადის დასასრული;
ე) ყოფნის ვადა – მიეთითება ვიზის მფლობელის, ასევე ვიზაში ჩაწერილი თანმხლები პირების საქართველოში ყოფნის ვადა;
ვ) სახელი, გვარი – მიეთითება ვიზის მფლობელის სახელი და გვარი;
ზ) პასპორტის ნომერი – მიეთითება ვიზის მფლობელის პასპორტის, ან სამგზავრო დოკუმენტის ნომერი;
თ) მოსაკრებელი/საფასური/ბაჟი – ვიზის მფლობელის მიერ გადახდილი მოსაკრებელი/საფასური/ბაჟი (თუ ვიზის მფლობელის თანმხლები პირები არიან სრულწლოვანები, მაშინ ვიზაში იწერება ერთიანი თანხა);
ი) გაცემის ადგილი და თარიღი – მიეთითება ვიზის გაცემის ადგილი და თარიღი;
კ) ხელმოწერა – ვიზის გამცემი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ლ) აღნიშვნები – ვიზის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული ინფორმაცია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგ.: ვიზის ბლანკის შევსებისას დაშვებული შეცდომის გასწორება, შევსებული ქართულ და/ან ინგლისურ ენებზე, დამატებით დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და სავიზო ბეჭდით ან ინფორმაცია ვიზის მფლობელის თანმხლები პირების ვიზიდან ამოწერის შესახებ, მოქმედი ვიზის აღდგენის ან გადატანის შემთხვევაში და ა.შ.).
4. ვიზის ბლანკი მოწმდება საქართველოს გერბიანი ბეჭდით ისე, რომ ანაბეჭდის ნაწილი გადავიდეს სამგზავრო დოკუმენტის გვერდზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №467 - სსმ III, №96, 03.08.2009 წ., მუხ.1033

დანართი №2
სავიზო განცხადება-ანკეტის ფორმა
საქართველო/GEORGIA
სავიზო ანკეტა/VISA APPLICATION
| ფოტო PHOTO |
| 1. გვარი / Last name | სახელი / First name | |
| 2. სხვა გვარები / Other names | 3. სქესი მამრობითი მდედრობითი Sex □ Male □ Female | |
| 4. დაბადების თარიღი / Date of birth
| 5. დაბადების ადგილი / Place of birth | |
| მოქალაქეობა / Citizenship
(ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში მიუთითეთ ორივე) (in case of dual citizenship please indicate both) | 6. პასპორტის ნომერი / Passport number
7. პასპორტის ტიპი / Type of passport □ ა) დიპლომატიური / Diplomatic □ ბ) სამსახურებრივი / Service □ გ) ორდინალ ურ ი / Ordinary □ დ) სამგზავრო დოკუმენტი /Travel Document | |
| 8. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი Permanent address | ||
| 9. სამუშაო ადგილი / Employer
| თანამდებობა / Position | |
| 10. მეუღლე, არასრულწლოვანი ბავშვები / Spouse children under 18 years of age გვარი/ სახელი/ დაბადების თარიღი/ მოქალაქეობა/ ნათესაური კავშირი/ Last Name First Name Date of Birth Citizenship Relationship to applicant
| ||
| 11. საქართველოში მომწვევი ორგანიზაციის ან კერძო პირის სახელი, გვარი, მისამართი და ტელ.: / Name, address and telephone of the inviting organization or person
| ||
| 12. თქვენი მისამართი საქართველოში ყოფნის პერიოდში / Your address during your stay in Georgia
| ||
| 13. ყოფილხართ თუ არა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში რომელიმე ქვეყანაში?/ Have you ever been convicted of criminal offence in any country? □ კი / Yes □ არა/No | ||
| 14. საქართველოში მგზავრობის მიზანი /Purpose of your visit to Georgia
ა) ოფიციალური ბ) საქმიანი გ) კერძო □ Official □ Business □ Private დ) ტურისტული ე) სხვა □ Tourism □ Other
15. პასპორტის მოქმედების ვადა / Passport valid until | 16. საქართველოში ყოფნის სავარაუდო ვადა / Length of intended stay in Georgia ა) დღე ბ) თვე გ) წელი Day(s) month(s) year(s) 17. შესვლის თარიღი /Date of entry
18. გასვლის თარიღი / Date of departure | |
| 19. შესვლა-გასვლის ოდენობა/ ა) ერთი ბ) ორი გ) მრავალჯერადი Number of entries □ one □ two □ multiple
| ||
ვაცხადებ, რომ ამ ანკეტაში მითითებული მონაცემები სწორია
I declare that the information provided in this application form is correct
თარიღი პირადი ხელმოწერა
Date Personal signature
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №399
2006 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. დამტკიცდეს დებულება ,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ (დანართი № 1).
2. დამტკიცდეს სავიზო განცხადება-ანკეტის ფორმა (დანართი № 2).
3. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №598 - სსმ III, №180, 18.12.2008 წ., მუხ.1829
2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 მარტის ბრძანებულება №152 - სსმ III, №39, 30.03.2009 წ., მუხ.443
3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
4. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 მაისის ბრძანებულება №218 - სსმ III, №54, 05.05.2009 წ., მუხ.615
5. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №467 - სსმ III, №96, 03.08.2009 წ., მუხ.1033
6. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 თებერვლის ბრძანებულება №142 - სსმ III, №23, 26.02.2010 წ., მუხ.295
7. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულება №815 - სსმ III, №131, 12.10.2010 წ., მუხ.1899
8. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №887 - სსმ III, №143, 04.11.2010 წ., მუხ.2052
9. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011წ.
დანართი №1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ
მუხლი 1. რეგულირების საგანი
დებულება „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ (შემდეგში – დებულება) აწესრიგებს საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესს და განსაზღვრავს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას, თუ მოქმედი კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უცხოელი – პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და არ არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, აგრეთვე, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის III კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირი, რომელსაც დოკუმენტურად არ უდასტურდება და/ან არ უდგინდება რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობისადმი კუთვნილება და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;
ბ) ვიზა – დადგენილი ფორმის აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს უცხოელის უფლებას შემოვიდეს და იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გადაკვეთოს მისი ტერიტორია;
ბ) ვიზა – დადგენილი ფორმის აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს უცხოელის უფლებას შემოვიდეს და/ან იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გადაკვეთოს მისი ტერიტორია;
გ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს, ამ ბრძანებულებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის და ყოფნის უფლება;
დ) (ამოღებულია);
ე) მოწვევა – საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;
ვ) სამგზავრო დოკუმენტი – პასპორტი, მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;
ზ) ინსპექტირება სასაზღვრო გამტარ პუნქტში – უცხოელის შემოსვლისას და გასვლისას სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლი;
თ) მეორადი ინსპექტირება – უცხოელის მგზავრობისა და საზღვრის გადაკვეთის მიზეზების დეტალურად დადგენის მიზნით სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის ქვედანაყოფის მიერ ჩატარებული დამატებითი გასაუბრება;
ი) თანმხლები პირი – პირი (პირები), რომელიც უცხოელთან ერთად მოემგზავრება საქართველოში და/ან ჩაწერილია უცხოელის სამგზავრო დოკუმენტში;
კ) უცხოელის ნათესავი – უცხოელის მეუღლე, შვილი, მშობელი, შვილობილი, მშვილებელი, აგრეთვე უცხოელის მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ მყოფი და/ან სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;
ლ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;
მ) ტრანზიტი – საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით;
ნ) ვიზის ბლანკი – მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელიც გამოიყენება საქართველოს ვიზების გაფორმებისას;
ო) სავიზო განცხადება-ანკეტა – დადგენილი ფორმის განცხადება, რომელიც ივსება ვიზის მიღების მიზნით;
პ) სააკრედიტაციო ბარათი – საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და/ან საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული ორგანიზაციების წარმომადგენლებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი;
ჟ) დიპლომატიური წარმომადგენლობები – „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები;
რ) საკონსულო დაწესებულება – „საქართველოს საკონსულო დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს საკონსულო დაწესებულებები;
ს) უცხოელის ოჯახის წევრი – უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მის კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო მშობელი და/ან შვილი, აგრეთვე უცხოელის მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ მყოფი პირი;
ტ) ვიზის გამცემი ორგანო – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და/ან საკონსულო დაწესებულება, აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო;
ტ) ვიზის გამცემი ორგანო – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და/ან საკონსულო დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო),აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში,საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო;
უ) სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთებისა და სხვა ქონების სასაზღვრო კონტროლს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გახსნილ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №598 - სსმ III, №180, 18.12.2008 წ., მუხ.1829
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 მაისის ბრძანებულება №218 - სსმ III, №54, 05.05.2009 წ., მუხ.615
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 3. საქართველოში შემოსვლის საფუძვლები
1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელები შემოდიან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან, თუ აქვთ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები და საქართველოში ყოფნის ნებართვა (გარდა ამ დებულების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. საქართველოში ყოფნის ნებართვის სახეებია:
ა) საქართველოს ვიზა;
ბ) ბინადრობის ნებართვა.
3. საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს.
4. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები, მათ შორის, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქეები საქართველოში სამუშაოდ პირველადი შემოსვლისათვის საჭიროებენ ვიზას. აკრედიტაციის პერიოდში ისინი ქვეყანაში იმყოფებიან და საზღვარს კვეთენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული სააკრედიტაციო ბარათის საფუძველზე.
5. საქართველოში სატრანზიტო გადაადგილებისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ:
ა) იმ საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთენ საქართველოს აეროპორტებში შუალედური დაჯდომის გარეშე, თუ არსებობს საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა;
ბ) საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადაჯდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ყოფნის ვადა არ აღემატება 72 საათს. ამასთანავე, მგზავრებს არ ააქვთ უფლება დატოვონ აეროპორტში, სადგურსა და ნავსადგურში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სატრანზიტო ტერიტორიის ფარგლები.
51 . რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში – ინგუშეთის, ჩეჩნეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის , დაღესტნის, ჩრდილოეთ ოსეთის – ალანიის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილ (რეგი სტრირებულ) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭირო ებათ.
51 . რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში – ინგუშეთის, ჩეჩნეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, დაღესტნის, ჩრდილოეთ ოსეთის – ალანიის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილ (რეგისტრირებულ) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ.
6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის გამარტივებული რეჟიმი ან ამ დებულებით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული წესები.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 მარტის ბრძანებულება №152 - სსმ III, №39, 30.03.2009 წ., მუხ.443
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულება №815 - სსმ III, №131, 12.10.2010 წ., მუხ.1899
მუხლი 4. შეზღუდვები საქართველოს ვიზის გაცემაზე
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით დააწესოს გარკვეული შეზღუდვები საქართველოში შემომსვლელი ცალკეული კატეგორიის პირებისათვის.
11. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით დააწესოს შეზღუდვა ცალკეულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ვიზის გაცემასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირებზე ვიზებისა და საქართველოში შემოსვლის ნებართვის გაცემის საკითხი წერილობითი ფორმით თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის და/ან საქართველოს ტერიტორიაზე პირის შემოშვების შესახებ.
4. იმ პირთა წრე (კატეგორია), რომელთათვის ორდინალური ვიზის გაცემის საკითხი სააგენტოს მიერ უნდა შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმებით.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოთხოვნის მიღებიდან 5 დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენს დასკვნას უცხოელისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობასთან დაკავშირებით.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 5 დღის ვადაში დასკვნის მიუღებლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემის საკითხის დამაბრკოლებელი გარემოებები და სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის საკითხზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 თებერვლის ბრძანებულება №142 - სსმ III, №23, 26.02.2010 წ., მუხ.295
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 5. ვიზის გამცემი ორგანო
1. საქართველოს ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.
2. ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში ვიზა/შემოსვლის ნებართვა შეიძლება გასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აქტით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ.
3. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალური ვიზა გაიცემა სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №598 - სსმ III, №180, 18.12.2008 წ., მუხ.1829
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 6. საქართველოს ვიზის კატეგორიები
1. საქართველოს ვიზები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) დიპლომატიური;
ბ) სამსახურებრივი;
გ) ორდინალური;
დ) სასწავლო ვიზა.
2. დიპლომატიური, სამსახურებრივი, ორდინალური და სასწავლო ვიზები შეიძლება გაიცეს საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
მუხლი 7. დიპლომატიური ვიზა
1. დიპლომატიური ვიზა გაიცემა, როგორც წესი, დიპლომატიურ პასპორტში:
ა) უცხო სახელმწიფოს, უცხო სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს და უცხო სახელმწიფოს მთავრობის მეთაურებზე, ოფიციალური დელეგაციის წევრებზე, ზემოაღნიშნული პირების თანმხლებ ოჯახის წევრებზე, აგრეთვე მათ თანმხლებ სხვა პირებზე;
ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების დიპლომატიურ აგენტებსა და საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე;
დ) უცხოელ დიპლომატიურ კურიერებზე;
ე) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან სპეციალური დიპლომატიური მისიით;
ვ) უცხოელ დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე დიპლომატიურ კურიერებზე, რომლებიც მიეზავრებიან მესამე ქვეყანაში და ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;
ზ) საქართველოს საპატიო კონსულებზე;
თ) ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხო სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
2. თუ საქართველო არ ცნობს დიპლომატიური პასპორტის მფლობელი პირის დიპლომატიურ სტატუსს ან ეს პირი მგზავრობს არასამსახურებრივი მიზნით, ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს ორდინალური ან სამსახურებრივი ვიზა.
3. დიპლომატიური ვიზა გაიცემა 360 დღით.
4. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დიპლომატიური ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
მუხლი 8. სამსახურებრივი ვიზა
1. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა, როგორც წესი, სამსახურებრივ პასპორტში:
ა) უცხო სახელმწიფოს დელეგაციათა წევრებზე, მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე, აგრეთვე მათ თანმხლებ სხვა პირებზე;
ბ) უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულებების საკონსულო მოსამსახურეებსა და მოსამსახურე პერსონალის წარმომადგენლებზე, აგრეთვე ამ პირების ოჯახის წევრებზე;
გ) საქართველოში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე;
დ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ოფიციალური ვიზიტით;
ე) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებზე, რომლებიც მიემგზავრებიან მესამე ქვეყანაში განლაგებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მუშაობის მიზნით და ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;
ვ) საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე;
ზ) ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხო სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
2. თუ საქართველო არ ცნობს სამსახურებრივი პასპორტის მფლობელი უცხოელის ოფიციალურ სტატუსს ან იგი მგზავრობს არასამსახურებრივი მიზნით, ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაიცეს ორდინალური ვიზა.
3. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა 360 დღით.
4. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
მუხლი 9. ორდინალური ვიზა
1. ორდინალური ვიზა გაიცემა:
ა) უცხოელებზე, რომლებიც შემოდიან საქართველოში საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიების, ფირმების წარმომადგენლებზე, კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
ბ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან საგანგებო სიტუაციათა ლიკვიდაციის მიზნით;
გ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან სამეცნიერო სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა სახის სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
ე) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან რელიგიური მისიით ან სამუშაოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებში;
ვ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით ან საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებისათვის;
ზ) შემოქმედებითი კოლექტივებისა და სპორტული გუნდების ან ორგანიზაციების უცხოელ წევრებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან კულტურულ ან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
თ) საქართველოში ტურისტული მიზნით მომავალ უცხოელებზე;
ი) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან კერძო საქმეებზე, მკურნალობის მიზნით, ახლობლებისა და ნათესავების საფლავების მოსანახულებლად, აგრეთვე საქართველოში დაბადებულ ან გაზრდილ უცხოელებზე, რომლებიც მოემგზავრებიან საქართველოს მოსანახულებლად;
კ) უცხოელებზე, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს საქართველოში;
ლ) თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე;
მ) პირებზე, რომლებიც ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;
ნ) სხვა პირებზე, რომელთა საქართველოში ყოფნის ვადა არ აღემატება 360 დღეს.
2. ორდინალური ვიზა გაიცემა 360 დღით. სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში გაცემულ ორდინალურ ვიზაში, გამონაკლის შემთხვევაში, საქართველოში ყოფნის ვადად შეიძლება განისაზღვროს არა უმეტეს 90 დღისა.
21. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალური ვიზა გაიცემა 360 დღის ან 90 დღემდე მოქმედების ვადით.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ორდინალური ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.
4. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემთხვევაში უცხოელზე გაიცემა ერთჯერადი ან ორჯერადი ტიპის ორდინალური ვიზა ტრანზიტული მიზნებისათვის.
5. ტრანზიტული მიზნით მომავალ პირთათვის საქართველოში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ შემოსვლაზე 72 საათს.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 მაისის ბრძანებულება №218 - სსმ III, №54, 05.05.2009 წ., მუხ.615
მუხლი 10. სასწავლო ვიზა🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
სასწავლო ვიზა გაიცემა სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით უცხოელზე, რომელსაც აქვს საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალური მოწვევა.
მუხლი 10. სასწავლო ვიზა🔗
სასწავლო ვიზა გაიცემა 360 დღის მოქმედების ვადით უცხოელზე, რომელსაც აქვს საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალური მოწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
მუხლი 11. მოსაკრებელი და ჯარიმები🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
1. საქართველოს ვიზის გაცემისათვის უცხოელები იხდიან საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში – სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 11. მოსაკრებელი, ბაჟი, საფასური და ჯარიმები🔗
1. საქართველოს ვიზის გაცემისათვის უცხოელები იხდიან საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში – სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალური ვიზის გაცემისათვის – მომსახურების საფასურს „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო არ გასცემს უცხოელზე ვიზას და/ან საქართველოში შემოსვლის ნებართვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ჯარიმის გადახდისა და აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის გარეშე.
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობა არ აბრკოლებს სააგენტოს მიერ უცხოელზე საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემას. უცხოელზე, რომელიც საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართავს სააგენტოს, საქართველოს ვიზა გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შემთხვევაში.
3. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უცხოელის მიერ ჯარიმის გადახდა შესაძლებელია საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.
4. თუ ობიექტური გარემოებების გამო ვერ ხერხდება უცხოელის მიერ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმის გადახდა საქართველოდან გასვლამდე, მას შესაბამისი სახელმწიფო უწყების პასუხისმგებელი პირი აწვდის ინფორმაციას იმ საბანკო ანგარიშების შესახებ, რომლებზეც უნდა ჩაირიცხოს აღნიშნული თანხა და იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 12. სავიზო განცხადება-ანკეტა
1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ვიზის გამცემ ორგანოში ავსებს სავიზო განცხადება-ანკეტას (შემდეგში – სავიზო ანკეტა) ამ ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის მიხედვით.
1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ვიზის გამცემ ორგანოში ავსებს სავიზო განცხადება-ანკეტას (შემდეგში – სავიზო ანკეტა) ამ ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის მიხედვით, გარდა სააგენტოში წარსადგენი სავიზო ანკეტისა, რომლის ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
2. სავიზო ანკეტა ივსება ქართულ ან ინგლისურ ენაზე (აუცილებლად ბეჭდური ლათინური ასოებით), ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შესაძლებელია შეივსოს აგრეთვე ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზეც.
3. სავიზო ანკეტა ივსება განმცხადებლის მიერ და სავიზო ანკეტაში შეტანილ მონაცემებს იგი ამოწმებს საკუთარი ხელმოწერით.
4. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს ავადმყოფობის, ფიზიკური მდგომარეობის გამო ან რაიმე სხვა მიზეზით არ შეუძლია სავიზო ანკეტის შევსება და მასში შეტანილი მონაცემების საკუთარი ხელმოწერით დამოწმება, სავიზო ანკეტას ავსებს და ამოწმებს ხელმოწერით მისი მეურვე ან თანმხლები პირი, რაზეც სავიზო ანკეტაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა ამ პირის ვინაობის შესახებ, მისი საპასპორტო მონაცემების მითითებით.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 13. საქართველოში უცხოელის მოწვევა და მოწვევის საკითხის განხილვა
1. მოწვევა არის საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.
2. უცხოელი საქართველოში შეიძლება მოიწვიოს 18 წლის ასაკს მიღწეულმა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელმა, ან საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა.
3. პირის მოწვევაში ასახული უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) მოსაწვევი პირის (პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების) მონაცემები – სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი, ნომერი და მოქმედების ვადა, საცხოვრებელი მისამართი ადგილსამყოფელ ქვეყანაში, მგზავრობის მიზანი, საქართველოში ყოფნის სავარაუდო ვადა;
ბ) მომწვევი პირის მონაცემები – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი, ნომერი და მოქმედების ვადა, საქართველოში საცხოვრებელი მისამართი (იურიდიული პირის შემთხვევაში – სარეგისტრაციო მონაცემები);
გ) მოსაწვევი პირის (პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების) განთავსებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მოსაწვევი პირის (პირების) სამშობლოში დასაბრუნებელი ხარჯების გაღების გარანტიები;
4. მოწვევას უნდა ჰქონდეს წერილობითი ფორმა.
5. მოწვევის წარდგენა დასაშვებია როგორც ორიგინალის, ისე მისი ასლის სახით.
6. მომწვევმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უცხოელის საქართველოში მოწვევა ვიზის საზღვარგარეთ გაცემის შემთხვევაში უნდა შეათანხმოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხოლო ვიზის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოსაწვევი პირის ჩამოსვლამდე ერთი თვით ადრე მაინც.
7. ამ მუხლის მეექვსე პუნქტით განსაზღვრული უწყებები უცხოელის საქართველოში მოსაწვევში მითითებული მონაცემების დადგენილი წესით შემოწმების შემდეგ გასცემენ წერილობით თანხმობას უცხოელის საქართველოში მოწვევაზე ან წერილობითი სახით უარს ეუბნებიან მომწვევ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ვიზის გაცემისათვის უფლებამოსილ ორგანოებს. მოწვევის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას მომწვევი პირის მიერ შესაბამისი ორგანოსათვის მიმართვის დღიდან.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უწყებები უფლებამოსილნი არიან უარი განაცხადონ უცხოელის საქართველოში მოწვევაზე, თუ:
ა) მომწვევი ფიზიკური პირი:
ა.ა) იწვევს პირს, რომლის მიმართ არსებობს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიზის გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი მაინც;
ა.ბ) მსჯავრდებულია ან იძებნება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ა.გ) თავისი თავის ან მოსაწვევი პირის (პირების) შესახებ წარადგენს არასრულ ან ყალბ ცნობებს ან უარს აცხადებს მათ წარდგენაზე, ან ცდილობს თაღლითური გზით მოიპოვოს ნებართვა;
ა.დ) საჭიროების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მოსაწვევ პირს (პირებს) სათანადო საცხოვრებელი პირობებით ან ვერ გაიღებს მის (მათ) სამშობლოში დასაბრუნებელ ხარჯებს;
ბ) მომწვევი იურიდიული პირი:
ბ.ა) იწვევს პირს, რომელის მიმართ არსებობს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიზის გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი მაინც;
ბ.ბ) არ არის რეგისტრირებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.გ) წარადგინა ყალბი, არასრული ან მცდარი მონაცემები თავისი საქმიანობის შესახებ.
9. საქართველოში უცხოელის მოწვევაზე უარის მიღების შემთხვევაში მომწვევმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეიძლება განმეორებით მიმართოს შესაბამის უწყებას უარის თქმის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ.
10. მოწვევის წარდგენა ვიზის მისაღებად ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის პირების მოწვევის შემთხვევაში სავალდებულოა.
მუხლი 14. საქართველოს ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და განხილვის წესი
1. საქართველოს ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტებისა და მონაცემების საერთო ჩამონათვალი, აგრეთვე განხილვის ვადები განისაზღვრება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით.
2. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ ამ დებულების შესაბამისად ვიზის გაცემისას მოითხოვება პასპორტი ან მისი შემცვლელი სამგზავრო დოკუმენტი, სავიზო ანკეტა, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწვევა, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში – დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიები. ასევე, გადაიხდევინება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი.
3. ამ დებულების შესაბამისად საზღვარგარეთ ვიზის გაცემისას მოითხოვება პასპორტი ან მისი შემცვლელი სამგზავრო დოკუმენტი, სავიზო ანკეტა, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწვევა, საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიები.
31. საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემისას სააგენტოს მიერ მოითხოვება პასპორტი ან მისი შემცვლელი სამგზავრო დოკუმენტი, სავიზო ანკეტა, 1 ფერადი ფოტოსურათი (3X4 სმ) და „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
4. აუცილებლობის შემთხვევაში ვიზის გამცემმა ორგანომ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან ვიზის მსურველი პირი მოიწვიოს გასაუბრებისათვის, რათა შემოწმდეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა;
ბ) განცხადება-ანკეტასა და წარმოდგენილ დოკუმენტებში აღნიშნული მონაცემების ნამდვილობა;
გ) ფინანსური სახსრების ლეგალურობა;
დ) მგზავრობის მიზანი, მარშრუტი და ხანგრძლივობა;
ე) უკან დაბრუნების გარანტიები.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად გამოითხოვოს აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს სხვა სამთავრობო დაწესებულებებისაგან.
6. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისაგან ვიზის გაცემის თაობაზე დოკუმენტაცია იგზავნება საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში და, შესაბამისად, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან ინფორმაცია მიეწოდებათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
61. ვიზის გამცემი ორგანოები უზრუნველყოფენ მათ მიერ გაცემულ ვიზებთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთმანეთისათვის ხელმისაწვდომობას.
62. ვიზის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ორდინალური ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.
8. სასწავლო ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიღებულ უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.
9. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზები გაცემული უნდა იქნეს, როგორც წესი, 7 დღის ვადაში.
10. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მომუშავე უცხოელი თანამშრომლებისათვის დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზები, როგორც წესი, გაცემული უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში.
11. დოკუმენტაციის სრულყოფის, დოკუმენტაციის დამატებით შემოწმების ან სხვა აუცილებლობის შემთხვევებში ვიზის გაცემის ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს ვიზის გამცემი ორგანოს წარდგინების საფუძველზე არა უმეტეს ერთი თვისა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 15. საქართველოს ვიზების გაცემა სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება გასცეს მრავალჯერადი დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ორდინალური კატეგორიის ვიზა.
2. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფები გასცემენ:
ა) დიპლომატიური ან სამსახურებრივი კატეგორიის ვიზას – საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი მიმართვის შემთხვევაში;
ბ) ორდინალური კატეგორიის ვიზას – ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით;
გ) ორდინალური კატეგორის ვიზას – ტრანზიტით მიმავალ მეზღვაურებზე, რომელთაც გააჩნიათ შესაბამის საზღვაო ხომალდზე მიწერილობა ან მიემგზავრებიან სამშობლოში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ დებულების მე-4 მუხლით დადგენილ წესებს.
3. სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, გარდა იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა, რომელზეც ვრცელდება ამ დებულების მე-4 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა, საქართველოს ვიზები გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ:
ა) არსებობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა და პირი აკმაყოფილებს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლების პირველი პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდული კატეგორიის პირი აკმაყოფილებს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და აქვს ამ დებულებით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირის მოწვევა ან მისი ასლი;
გ) პირი აკმაყოფილებს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, ამასთანავე, იგი არ არის ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდული კატეგორიის პირი;
დ) პირი მოემგზავრება საქართველოში საქართველოს ნავსადგურებში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრის სტატუსით და თან აქვს შესაბამისი მიწერილობა, თუ საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებით არ არის განსაზღვრული გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა.
4. სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ვიზების გაცემისათვის პასუხისმგებელ პირებსა და მათ კომპეტენციას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
5. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ორგანიზებული ტურისტული მოგზაურობის მიზნით საქართველოში შემოსვლისას სარგებლობენ საქართველოში შემოსვლის გამარტივებული რეჟიმით. საქართველოში შემოსვლის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობისათვის ტურისტული სააგენტოები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აფორმებენ შეთანხმებას ორგანიზებული ტურისტული მოგზაურობის შესახებ. შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი ტურისტული სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 3 დღით ადრე უგზავნის შეტყობინებას დაგეგმილი ტურისტული მოგზაურობის თაობაზე, საქართველოში შემოსვლის მსურველ პირთა ვინაობის მითითებით, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებთან ერთად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აღნიშნულ დოკუმენტაციას მიღებიდან 1 დღის ვადაში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას უზრუნველყოფენ აღნიშნულ პირთა საქართველოში შემოსვლას მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. საქართველოში ასეთი შემოსვლა არ უნდა ხორციელდებოდეს ტრანზიტული მიზნით და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №598 - სსმ III, №180, 18.12.2008 წ., მუხ.1829
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 მარტის ბრძანებულება №152 - სსმ III, №39, 30.03.2009 წ., მუხ.443
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 თებერვლის ბრძანებულება №142 - სსმ III, №23, 26.02.2010 წ., მუხ.295
მუხლი 16. თანმხლები პირების ვიზაში შეტანა და ამოწერა
1. ვიზის გამცემი ორგანოს მიერ ყველა კატეგორიის ვიზაში შეიტანება ვიზის მფლობელის თანხმლებ იმ პირთა მონაცემები, რომლებიც მითითებულნი არიან მის სამგზავრო დოკუმენტში.
2. თუ ვიზის მფლობელის თანმხლები პირის მონაცემები არ იქნება შეტანილი პირველად ვიზაში, მაშინ ვიზის მფლობელის სამგზავრო დოკუმენტში დამატებით ფორმდება ვიზა მის თანმხლებ პირზე.
3. თუ თანმხლები პირი მითითებულია ერთი ან მეტი ვიზის მფლობელის სამგზავრო დოკუმენტში, მაშინ თანმხლები პირი შესაძლებელია მოთხოვნის საფუძველზე შეტანილ იქნეს თითოეული მათგანის ვიზაში.
4. თუ ვიზის მფლობელის თანმხლებ პირზე გაიცა სამგზავრო დოკუმენტი, მაშინ ვიზის გამცემი ორგანოს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დამატებით ვიზის გაფორმება თანმხლები პირის სამგზავრო დოკუმენტში ვიზის მფლობელის განცხადების საფუძველზე.
მუხლი 17. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება
1. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დიპლომატიური და სამსახურებრივი კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომლისთვისაც გამოიყენება ამ დებულებით შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი ნორმები.
2. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია, თუ საქართველოში უცხოელის მგზავრობის მიზნის განხორციელებისათვის მის მიერ მიღებული ვიზის მოქმედების ვადა არ არის საკმარისი.
3. გადაწყვეტილება ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, როგორც წესი, მიიღება 7 დღის განმავლობაში.
4. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვემდე.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შ ესაძლებელია განხორციელდეს ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომლისათვისაც გამოიყენება ამ დებულებით შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემის ათვის დადგენილი ნორმები, ამ მუხლით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.
5. (ამოღებულია).
6. ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია, თუ საქართველოში უცხოელის ყოფნის მიზნის განხორციელებისათვის მის მიერ მიღებული ვიზის მ ოქმედების ვადა არ არის საკმარისი, გარდა ,,უცხოელთა სამართლებ რივი მდგომარეობის შესახებ” საქართვე ლოს კანონის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი ორგანოს მიერ მიიღება გადაწყვეტილება უცხოელის საქართველოდან გასვლის გადავადების შესახე ბ.
6. (ამოღებულია).
7. ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად უცხოელი ვიზის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 2 კვირით ადრე მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოს.
7. (ამოღებულია).
8. გადაწყვეტილება ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძ ელების თაობ აზე , როგორც წესი, მიიღება 7 დღის ვადაში. ეს ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შ ეიძლება გაგრძ ელდეს ორ კვირამდე.
8. (ამოღებულია).
9. ორდინალური ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე დადები თი გადაწყვეტილების მიღების შ ემთხვევაში , საქართ ველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო უცხოელზე გასცემს ორდინალურ ვიზას, რისთვისაც სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი შესაბამისი ოდენობით.
9. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №887 - სსმ III, №143, 04.11.2010 წ., მუხ.2052
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 18. მოქმედი ვიზის გადატანა და აღდგენა
1. მოქმედი ვიზის გადატანა ხორციელდება, თუ ვიზის მფლობელზე გაიცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან თუ ვიზის მფლობელს გააჩნია რამდენიმე სამგზავრო დოკუმენტი.
2. მოქმედი ვიზის აღდგენა ხორციელდება, თუ ვიზის მფლობელმა დაკარგა სამგზავრო დოკუმენტი, რომელშიც გაფორმებული იყო ვიზა და წარმოადგინა ახალი სამგზავრო დოკუმენტი.
3. მოქმედი ვიზის გადატანა და აღდგენა ხორციელდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
3. მოქმედი ვიზის გადატანა და აღდგენა ხორციელდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე გაცემული მოქმედი ორდინალური ვიზის – სააგენტოს მიერ.
4. მოქმედი ვიზის გადატანის და აღდგენის თაობაზე განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ვიზის გადატანის და აღდგენის საფუძვლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 19. ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. უცხოელს საქართველოს ვიზის მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
2. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-14 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზების შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფები ატარებენ უცხოელის მეორად ინსპექტირებას.
21. ვიზის გაცემის პირობების არარსებობის შემთხვევაში, ვიზის გამცემი ორგანო არ არის ვალდებული დაასაბუთოს უცხოელისათვის საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
3. უცხოელის მიერ განმეორებითი განცხადება საქართველოს ვიზის მიღებაზე შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმიდან 1 (ერთი) თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 20. ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტა
1. ვიზის მოქმედების ვადა შეიძლება შეწყდეს:
ა) თუ გამოვლინდა საქართველოს ვიზის მოსაპოვებლად ყალბი ან ძალის არმქონე დოკუმენტების წარდგენის ფაქტი ან პირის მგზავრობის მიზანი არ შეესაბამება ამ პირის მიერ ვიზის მისაღებად გაცხადებულ მიზანს;
ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას;
გ) თუ აღარ არსებობს საფუძველი, რომლითაც პირმა მიიღო სასწავლო ვიზა.
დ) საქართველოდან გაძევების შემთხვევაში;
ე) ვიზის ვადის გასვლის შემთხვევაში.
2. საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
3. საქართველოს ორდინალური და სასწავლო ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
4. საქართველოს ვიზა ძალას კარგავს, თუ:
ა) უცხოელზე, რომელზედაც გაიცა მოცემული ვიზა, გაიცემა საქართველოს ახალი ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას;
ბ) უცხოელმა, რომელზედაც გაიცა ვიზა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
მუხლი 21. ვიზის ბლანკის შევსების წესი
1. ვიზის ბლანკი არის ერთიანი ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, რომლის ფორმასაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ერთობლივად ამტკიცებენ საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები.
11. სააგენტოს მიერ გასაცემი ვიზის ბლანკის ფორმა, რომელიც არის ერთიანი ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. ვიზის ბლანკი ივსება ინგლისურ ენაზე, ამასთან, დასაშვებია განსაკუთრებული აღნიშვნების გრაფაში ჩანაწერის ქართულ ენაზე გაფორმება.
3. ვიზის ბლანკში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) ვიზის ტიპი (კატეგორია) – დიპლომატიური (DP), სამსახურებრივი (SRV), სასწავლო (STUDY) ან ორდინალური (ORD);
ბ) შემოსვლის ოდენობა – მრავალჯერადი – MULT.
გ) ძალაშია – მიეთითება ვიზის მოქმედების ვადის დასაწყისი;
დ) მდე – მიეთითება ვიზის მოქმედების ვადის დასასრული;
ე) ყოფნის ვადა – მიეთითება ვიზის მფლობელის, ასევე ვიზაში ჩაწერილი თანმხლები პირების საქართველოში ყოფნის ვადა;
ვ) სახელი, გვარი – მიეთითება ვიზის მფლობელის სახელი და გვარი;
ზ) პასპორტის ნომერი – მიეთითება ვიზის მფლობელის პასპორტის, ან სამგზავრო დოკუმენტის ნომერი;
თ) მოსაკრებელი – ვიზის მფლობელის მიერ გადახდილი მოსაკრებელი (თუ ვიზის მფლობელის თანმხლები პირები არიან სრულწლოვნები, მაშინ ვიზაში იწერება ერთიანი თანხა);
თ) მოსაკრებელი/საფასური/ბაჟი – ვიზის მფლობელის მიერ გადახდილი მოსაკრებელი/საფასური/ბაჟი (თუ ვიზის მფლობელის თანმხლები პირები არიან სრულწლოვანები, მაშინ ვიზაში იწერება ერთიანი თანხა);
ი) გაცემის ადგილი და თარიღი – მიეთითება ვიზის გაცემის ადგილი და თარიღი;
კ) ხელმოწერა – ვიზის გამცემი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ლ) აღნიშვნები – ვიზის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული ინფორმაცია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგ.: ვიზის ბლანკის შევსებისას დაშვებული შეცდომის გასწორება, შევსებული ქართულ და/ან ინგლისურ ენებზე, დამატებით დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და სავიზო ბეჭდით ან ინფორმაცია ვიზის მფლობელის თანმხლები პირების ვიზიდან ამოწერის შესახებ, მოქმედი ვიზის აღდგენის ან გადატანის შემთხვევაში და ა.შ.).
4. ვიზის ბლანკი მოწმდება საქართველოს გერბიანი ბეჭდით ისე, რომ ანაბეჭდის ნაწილი გადავიდეს სამგზავრო დოკუმენტის გვერდზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №467 - სსმ III, №96, 03.08.2009 წ., მუხ.1033
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
დანართი №2
სავიზო განცხადება-ანკეტის ფორმა
საქართველო/GEORGIA
საქართველო/GEORGIA
სავიზო ანკეტა/VISA APPLICATION
| ფოტო PHOTO
| |||||
3. სქესი მამრობითი მდედრობითი
3. სქესი მამრობითი მდედრობითი
Sex □ Male □ Female
Sex □ Male □ Female
4. დაბადების თარიღი / Date of birth
5. დაბადების ადგილი / Place of birth
მოქალაქეობა / Citizenship
(ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში მიუთითეთ ორივე)
(in case of dual citizenship please indicate both)
6. პასპორტის ნომერი / Passport number
7. პასპორტის ტიპი / Type of passport
□ ა) დიპლომატიური / Diplomatic
□ ბ) სამსახურებრივი / Service
□ გ) ორდინალური / Ordinary
□ დ) სამგზავრო დოკუმენტი /Travel Document
8. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი
Permanent address
9. სამუშაო ადგილი / Employer
თანამდებობა / Position
10. მეუღლე, არასრულწლოვანი ბავშვები / Spouse children under 18 years of age
გვარი/ სახელი/ დაბადების თარიღი/ მოქალაქეობა/ ნათესაური კავშირი/
Last Name First Name Date of Birth Citizenship Relationship to applicant
11. საქართველოში მომწვევი ორგანიზაციის ან კერძო პირის სახელი, გვარი, მისამართი და ტელ.: / Name, address and telephone of the inviting organization or person
12. თქვენი მისამართი საქართველოში ყოფნის პერიოდში / Your address during your stay in Georgia
13. ყოფილხართ თუ არა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში რომელიმე ქვეყანაში?/ Have you ever been convicted of criminal offence in any country? □ კი / Yes □ არა/No

14. საქართველოში მგზავრობის მიზანი /Purpose of your visit to Georgia
ა) ოფიციალური ბ) საქმიანი გ) კერძო
□ Official □ Business □ Private
□ Official □ Business □ Private
დ) ტურისტული ე) სხვა
□ Tourism □ Other
□ Tourism □ Other
15. პასპორტის მოქმედების ვადა / Passport valid until
16. საქართველოში ყოფნის სავარაუდო ვადა /
Length of intended stay in Georgia
ა) დღე ბ) თვე გ) წელი
Day(s) month(s) year(s)
17. შესვლის თარიღი /Date of entry
18. გასვლის თარიღი / Date of departure
19. შესვლა-გასვლის ოდენობა/ ა) ერთი ბ) ორი გ) მრავალჯერადი
Number of entries □ one □ two □ multiple
Number of entries □ one □ two □ multiple
ვაცხადებ, რომ ამ ანკეტაში მითითებული მონაცემები სწორია
I declare that the information provided in this application form is correct
თარიღი პირადი ხელმოწერა
Date Personal signature
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №399
2006 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. დამტკიცდეს დებულება ,,ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ (დანართი № 1).
2. დამტკიცდეს სავიზო განცხადება-ანკეტის ფორმა (დანართი № 2).
3. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 ივლისიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №598 - სსმ III, №180, 18.12.2008 წ., მუხ.1829
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №598 - სსმ III, №180, 18.12.2008 წ., მუხ.1829
2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 მარტის ბრძანებულება №152 - სსმ III, №39, 30.03.2009 წ., მუხ.443
2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 მარტის ბრძანებულება №152 - სსმ III, №39, 30.03.2009 წ., მუხ.443
3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
4. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 მაისის ბრძანებულება №218 - სსმ III, №54, 05.05.2009 წ., მუხ.615
4. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 მაისის ბრძანებულება №218 - სსმ III, №54, 05.05.2009 წ., მუხ.615
5. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №467 - სსმ III, №96, 03.08.2009 წ., მუხ.1033
5. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №467 - სსმ III, №96, 03.08.2009 წ., მუხ.1033
6. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 თებერვლის ბრძანებულება №142 - სსმ III, №23, 26.02.2010 წ., მუხ.295
6. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 თებერვლის ბრძანებულება №142 - სსმ III, №23, 26.02.2010 წ., მუხ.295
7. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულება №815 - სსმ III, №131, 12.10.2010 წ., მუხ.1899
7. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულება №815 - სსმ III, №131, 12.10.2010 წ., მუხ.1899
8. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №887 - სსმ III, №143, 04.11.2010 წ., მუხ.2052
8. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №887 - სსმ III, №143, 04.11.2010 წ., მუხ.2052
9. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011წ.
9. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011წ.
10. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №100- ვებგვერდი,23.02.2011წ.
დანართი №1
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ
მუხლი 1. რეგულირების საგანი🔗
დებულება „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ (შემდეგში – დებულება) აწესრიგებს საქართველოს ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესს და განსაზღვრავს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციას, თუ მოქმედი კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მუხლი 2. გამოყენებული ტერმინები🔗
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უცხოელი – პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე და არ არის საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, აგრეთვე, „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის III კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირი, რომელსაც დოკუმენტურად არ უდასტურდება და/ან არ უდგინდება რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობისადმი კუთვნილება და მუდმივი საცხოვრებელი ადგილი;
ბ) ვიზა – დადგენილი ფორმის აღნიშვნა სამგზავრო დოკუმენტში, რომელიც ადასტურებს უცხოელის უფლებას შემოვიდეს და/ან იმყოფებოდეს საქართველოში ან ტრანზიტით გადაკვეთოს მისი ტერიტორია;
გ) ვიზის მოქმედების ვადა – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აქვს, ამ ბრძანებულებით დადგენილი პირობების გათვალისწინებით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის და ყოფნის უფლება;
დ) (ამოღებულია);
ე) მოწვევა – საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლისა და მგზავრობის მიზნის შესახებ;
ვ) სამგზავრო დოკუმენტი – პასპორტი, მისი შემცვლელი სხვა სამგზავრო დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღიარებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ვარგისია მგზავრობისათვის;
ზ) ინსპექტირება სასაზღვრო გამტარ პუნქტში – უცხოელის შემოსვლისას და გასვლისას სასაზღვრო-მიგრაციული კონტროლი;
თ) მეორადი ინსპექტირება – უცხოელის მგზავრობისა და საზღვრის გადაკვეთის მიზეზების დეტალურად დადგენის მიზნით სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის ქვედანაყოფის მიერ ჩატარებული დამატებითი გასაუბრება;
ი) თანმხლები პირი – პირი (პირები), რომელიც უცხოელთან ერთად მოემგზავრება საქართველოში და/ან ჩაწერილია უცხოელის სამგზავრო დოკუმენტში;
კ) უცხოელის ნათესავი – უცხოელის მეუღლე, შვილი, მშობელი, შვილობილი, მშვილებელი, აგრეთვე უცხოელის მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ მყოფი და/ან სრულ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი, ქმედუუნარო ან შრომისუუნარო პირი;
ლ) სასაზღვრო გამტარი პუნქტი – საერთაშორისო მიმოსვლისათვის ნებადართული გზატკეცილი ან გზის მონაკვეთი, რკინიგზის სადგურის, პორტის, ნავსადგურის, აეროპორტის (აეროდრომის) ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხორციელდება საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სახის კონტროლი;
მ) ტრანზიტი – საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთა მესამე სახელმწიფოში შესვლის მიზნით;
ნ) ვიზის ბლანკი – მკაცრი აღრიცხვის ფორმა, რომელიც გამოიყენება საქართველოს ვიზების გაფორმებისას;
ო) სავიზო განცხადება-ანკეტა – დადგენილი ფორმის განცხადება, რომელიც ივსება ვიზის მიღების მიზნით;
პ) სააკრედიტაციო ბარათი – საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობების და/ან საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული ორგანიზაციების წარმომადგენლებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი;
ჟ) დიპლომატიური წარმომადგენლობები – „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები;
რ) საკონსულო დაწესებულება – „საქართველოს საკონსულო დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს საკონსულო დაწესებულებები;
ს) უცხოელის ოჯახის წევრი – უცხოელის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი, მის კმაყოფაზე მყოფი ქმედუუნარო მშობელი და/ან შვილი, აგრეთვე უცხოელის მზრუნველობის (მეურვეობის) ქვეშ მყოფი პირი;
ტ) ვიზის გამცემი ორგანო – საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა და/ან საკონსულო დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდეგში – სააგენტო),აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში,საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო;
უ) სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ტვირთებისა და სხვა ქონების სასაზღვრო კონტროლს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გახსნილ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №598 - სსმ III, №180, 18.12.2008 წ., მუხ.1829
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 მაისის ბრძანებულება №218 - სსმ III, №54, 05.05.2009 წ., მუხ.615
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 3. საქართველოში შემოსვლის საფუძვლები🔗
1. საქართველოს ტერიტორიაზე უცხოელები შემოდიან საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტებიდან, თუ აქვთ მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები და საქართველოში ყოფნის ნებართვა (გარდა ამ დებულების მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. საქართველოში ყოფნის ნებართვის სახეებია:
ა) საქართველოს ვიზა;
ბ) ბინადრობის ნებართვა.
3. საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს.
3.საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს.
4. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების უცხოელი თანამშრომლები, მათ შორის, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული სახელმწიფოების მოქალაქეები საქართველოში სამუშაოდ პირველადი შემოსვლისათვის საჭიროებენ ვიზას. აკრედიტაციის პერიოდში ისინი ქვეყანაში იმყოფებიან და საზღვარს კვეთენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული სააკრედიტაციო ბარათის საფუძველზე.
5. საქართველოში სატრანზიტო გადაადგილებისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ:
ა) იმ საჰაერო ტრანსპორტის მგზავრებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთენ საქართველოს აეროპორტებში შუალედური დაჯდომის გარეშე, თუ არსებობს საქართველოს საჰაერო სივრცის გადაკვეთის წინასწარი ნებართვა;
ბ) საერთაშორისო ავიახაზების, სარკინიგზო ან საზღვაო ტრანსპორტის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შუალედური გადაჯდომით, თუ მგზავრებს აქვთ დანიშნულების ქვეყანაში შესვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოს ტერიტორიაზე მათი ყოფნის ვადა არ აღემატება 72 საათს. ამასთანავე, მგზავრებს არ ააქვთ უფლება დატოვონ აეროპორტში, სადგურსა და ნავსადგურში მათთვის სპეციალურად გამოყოფილი სატრანზიტო ტერიტორიის ფარგლები.
51 . რუსეთის ფედერაციის სუბიექტებში – ინგუშეთის, ჩეჩნეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის, დაღესტნის, ჩრდილოეთ ოსეთის – ალანიის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ადიღეს რესპუბლიკებში ჩაწერილ (რეგისტრირებულ) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსასვლელად და 90 დღემდე ყოფნისათვის ვიზა არ ესაჭიროებათ.
52. ქუვეითის სახელმწიფოში, კატარის სახელმწიფოში, ბაჰრეინის სამეფოში, საუდის არაბე თის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და არაბ თა გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრებ უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ამ ქვეყნებში დროებითი ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოში შემოსასვლელად და 360 დღემდე ყოფნისა თვის ვიზა არ ესაჭიროებათ.
6. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საქართველოში შემოსვლისა და ყოფნის გამარტივებული რეჟიმი ან ამ დებულებით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული წესები.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 მარტის ბრძანებულება №152 - სსმ III, №39, 30.03.2009 წ., მუხ.443
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულება №815 - სსმ III, №131, 12.10.2010 წ., მუხ.1899
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 ოქტომბრის ბრძანებულება №815 - სსმ III, №131, 12.10.2010 წ., მუხ.1899
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 22 თებერვლის ბრძანებულება №100- ვებგვერდი,23.02.2011წ.
მუხლი 4. შეზღუდვები საქართველოს ვიზის გაცემაზე🔗
1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და უშიშროების მოსაზრებებიდან გამომდინარე, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით დააწესოს გარკვეული შეზღუდვები საქართველოში შემომსვლელი ცალკეული კატეგორიის პირებისათვის.
11. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით დააწესოს შეზღუდვა ცალკეულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ვიზის გაცემასთან დაკავშირებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კატეგორიის პირებზე ვიზებისა და საქართველოში შემოსვლის ნებართვის გაცემის საკითხი წერილობითი ფორმით თანხმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ღებულობს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის და/ან საქართველოს ტერიტორიაზე პირის შემოშვების შესახებ.
4. იმ პირთა წრე (კატეგორია), რომელთათვის ორდინალური ვიზის გაცემის საკითხი სააგენტოს მიერ უნდა შეთანხმდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი შეთანხმებით.
5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოთხოვნის მიღებიდან 5 დღის ვადაში სააგენტოს წარუდგენს დასკვნას უცხოელისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობასთან დაკავშირებით.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან 5 დღის ვადაში დასკვნის მიუღებლობის შემთხვევაში, ითვლება, რომ არ არსებობს საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემის საკითხის დამაბრკოლებელი გარემოებები და სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ვიზის გაცემის საკითხზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 თებერვლის ბრძანებულება №142 - სსმ III, №23, 26.02.2010 წ., მუხ.295
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 5. ვიზის გამცემი ორგანო🔗
1. საქართველოს ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.
1.საქართველოს ვიზა გაიცემა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში.
2. ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში ვიზა/შემოსვლის ნებართვა შეიძლება გასცეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის აქტით განსაზღვრულმა უფლებამოსილმა ორგანომ.
3. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალური ვიზა გაიცემა სააგენტოს მიერ ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №598 - სსმ III, №180, 18.12.2008 წ., მუხ.1829
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 6. საქართველოს ვიზის კატეგორიები🔗
1. საქართველოს ვიზები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) დიპლომატიური;
ბ) სამსახურებრივი;
გ) ორდინალური;
დ) სასწავლო ვიზა.
2. დიპლომატიური, სამსახურებრივი, ორდინალური და სასწავლო ვიზები შეიძლება გაიცეს საქართველოში მრავალჯერადი შემოსვლის უფლებით.
3. (ამოღებულია).
4. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
მუხლი 7. დიპლომატიური ვიზა🔗
1. დიპლომატიური ვიზა გაიცემა, როგორც წესი, დიპლომატიურ პასპორტში:
ა) უცხო სახელმწიფოს, უცხო სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს და უცხო სახელმწიფოს მთავრობის მეთაურებზე, ოფიციალური დელეგაციის წევრებზე, ზემოაღნიშნული პირების თანმხლებ ოჯახის წევრებზე, აგრეთვე მათ თანმხლებ სხვა პირებზე;
ბ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული წარმომადგენლობების დიპლომატიურ აგენტებსა და საკონსულო დაწესებულებათა საკონსულო თანამდებობის პირებზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე;
გ) საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობების თანამშრომლებზე, რომლებსაც საქართველომ მიანიჭა დიპლომატიური სტატუსი, და მათი ოჯახის წევრებზე;
დ) უცხოელ დიპლომატიურ კურიერებზე;
ე) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან სპეციალური დიპლომატიური მისიით;
ვ) უცხოელ დიპლომატებსა და მათი ოჯახის წევრებზე, აგრეთვე დიპლომატიურ კურიერებზე, რომლებიც მიეზავრებიან მესამე ქვეყანაში და ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;
ზ) საქართველოს საპატიო კონსულებზე;
თ) ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხო სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
2. თუ საქართველო არ ცნობს დიპლომატიური პასპორტის მფლობელი პირის დიპლომატიურ სტატუსს ან ეს პირი მგზავრობს არასამსახურებრივი მიზნით, ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაიცეს ორდინალური ან სამსახურებრივი ვიზა.
3. დიპლომატიური ვიზა გაიცემა 360 დღით.
4. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დიპლომატიური ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
მუხლი 8. სამსახურებრივი ვიზა🔗
1. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა, როგორც წესი, სამსახურებრივ პასპორტში:
ა) უცხო სახელმწიფოს დელეგაციათა წევრებზე, მათ თანმხლებ ოჯახის წევრებზე, აგრეთვე მათ თანმხლებ სხვა პირებზე;
ბ) უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ადმინისტრაციულ-ტექნიკური და მომსახურე პერსონალის წევრებზე, საკონსულო დაწესებულებების საკონსულო მოსამსახურეებსა და მოსამსახურე პერსონალის წარმომადგენლებზე, აგრეთვე ამ პირების ოჯახის წევრებზე;
გ) საქართველოში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებსა და მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრებზე;
დ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ოფიციალური ვიზიტით;
ე) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებზე, რომლებიც მიემგზავრებიან მესამე ქვეყანაში განლაგებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში მუშაობის მიზნით და ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;
ვ) საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო კონტინგენტის წევრებზე;
ზ) ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით უცხო სახელმწიფოს სხვა მოქალაქეებზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
2. თუ საქართველო არ ცნობს სამსახურებრივი პასპორტის მფლობელი უცხოელის ოფიციალურ სტატუსს ან იგი მგზავრობს არასამსახურებრივი მიზნით, ვიზის გამცემი ორგანოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია გაიცეს ორდინალური ვიზა.
3. სამსახურებრივი ვიზა გაიცემა 360 დღით.
4. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამსახურებრივი ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
მუხლი 9. ორდინალური ვიზა🔗
1. ორდინალური ვიზა გაიცემა:
ა) უცხოელებზე, რომლებიც შემოდიან საქართველოში საინვესტიციო და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიების, ფირმების წარმომადგენლებზე, კონსულტანტებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
ბ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან საგანგებო სიტუაციათა ლიკვიდაციის მიზნით;
გ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან სამეცნიერო სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა სახის სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მუშაკებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად;
ე) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან რელიგიური მისიით ან სამუშაოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებში;
ვ) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით ან საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელებისათვის;
ზ) შემოქმედებითი კოლექტივებისა და სპორტული გუნდების ან ორგანიზაციების უცხოელ წევრებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან კულტურულ ან სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად;
თ) საქართველოში ტურისტული მიზნით მომავალ უცხოელებზე;
ი) უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან კერძო საქმეებზე, მკურნალობის მიზნით, ახლობლებისა და ნათესავების საფლავების მოსანახულებლად, აგრეთვე საქართველოში დაბადებულ ან გაზრდილ უცხოელებზე, რომლებიც მოემგზავრებიან საქართველოს მოსანახულებლად;
კ) უცხოელებზე, რომლებიც ახორციელებენ გადაზიდვებს საქართველოში;
ლ) თავისუფალი პროფესიის ადამიანებზე;
მ) პირებზე, რომლებიც ტრანზიტით კვეთენ საქართველოს ტერიტორიას;
ნ) სხვა პირებზე, რომელთა საქართველოში ყოფნის ვადა არ აღემატება 360 დღეს.
2. ორდინალური ვიზა გაიცემა 360 დღით. სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში გაცემულ ორდინალურ ვიზაში, გამონაკლის შემთხვევაში, საქართველოში ყოფნის ვადად შეიძლება განისაზღვროს არა უმეტეს 90 დღისა.
21. საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალური ვიზა გაიცემა 360 დღის ან 90 დღემდე მოქმედების ვადით.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ორდინალური ვიზა შეიძლება გაიცეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით, არა უმეტეს 15 წლისა.
4. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემთხვევაში უცხოელზე გაიცემა ერთჯერადი ან ორჯერადი ტიპის ორდინალური ვიზა ტრანზიტული მიზნებისათვის.
5. ტრანზიტული მიზნით მომავალ პირთათვის საქართველოში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს თითოეულ შემოსვლაზე 72 საათს.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 2 მაისის ბრძანებულება №218 - სსმ III, №54, 05.05.2009 წ., მუხ.615
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 10. სასწავლო ვიზა🔗
სასწავლო ვიზა გაიცემა 360 დღის მოქმედების ვადით უცხოელზე, რომელსაც აქვს საქართველოში საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალური მოწვევა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 11. მოსაკრებელი, ბაჟი, საფასური და ჯარიმები🔗
1. საქართველოს ვიზის გაცემისათვის უცხოელები იხდიან საკონსულო მოსაკრებელს „საკონსულო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში – სახელმწიფო ბაჟს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე ორდინალური ვიზის გაცემისათვის – მომსახურების საფასურს „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო არ გასცემს უცხოელზე ვიზას და/ან საქართველოში შემოსვლის ნებართვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ჯარიმის გადახდისა და აღნიშნულის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის გარეშე.
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადაუხდელობა არ აბრკოლებს სააგენტოს მიერ უცხოელზე საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემას. უცხოელზე, რომელიც საქართველოს ვიზის მისაღებად მიმართავს სააგენტოს, საქართველოს ვიზა გაიცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შემთხვევაში.
3. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში უცხოელის მიერ ჯარიმის გადახდა შესაძლებელია საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში.
4. თუ ობიექტური გარემოებების გამო ვერ ხერხდება უცხოელის მიერ „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმის გადახდა საქართველოდან გასვლამდე, მას შესაბამისი სახელმწიფო უწყების პასუხისმგებელი პირი აწვდის ინფორმაციას იმ საბანკო ანგარიშების შესახებ, რომლებზეც უნდა ჩაირიცხოს აღნიშნული თანხა და იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 12. სავიზო განცხადება-ანკეტა🔗
1. საქართველოს ვიზის მისაღებად უცხოელი ვიზის გამცემ ორგანოში ავსებს სავიზო განცხადება-ანკეტას (შემდეგში – სავიზო ანკეტა) ამ ბრძანებულებით დამტკიცებული ფორმის მიხედვით, გარდა სააგენტოში წარსადგენი სავიზო ანკეტისა, რომლის ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.
2. სავიზო ანკეტა ივსება ქართულ ან ინგლისურ ენაზე (აუცილებლად ბეჭდური ლათინური ასოებით), ხოლო საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში შესაძლებელია შეივსოს აგრეთვე ადგილსამყოფელი ქვეყნის ენაზეც.
3. სავიზო ანკეტა ივსება განმცხადებლის მიერ და სავიზო ანკეტაში შეტანილ მონაცემებს იგი ამოწმებს საკუთარი ხელმოწერით.
4. იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელს ავადმყოფობის, ფიზიკური მდგომარეობის გამო ან რაიმე სხვა მიზეზით არ შეუძლია სავიზო ანკეტის შევსება და მასში შეტანილი მონაცემების საკუთარი ხელმოწერით დამოწმება, სავიზო ანკეტას ავსებს და ამოწმებს ხელმოწერით მისი მეურვე ან თანმხლები პირი, რაზეც სავიზო ანკეტაში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა ამ პირის ვინაობის შესახებ, მისი საპასპორტო მონაცემების მითითებით.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 13. საქართველოში უცხოელის მოწვევა და მოწვევის საკითხის განხილვა🔗
1. მოწვევა არის საქართველოს მოქალაქის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირის, საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის წერილობითი შუამდგომლობა უცხოელის საქართველოში ჩამოსვლისა და მგზავრობის მიზნის შესახებ.
2. უცხოელი საქართველოში შეიძლება მოიწვიოს 18 წლის ასაკს მიღწეულმა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივი ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელმა, ან საქართველოში რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა.
3. პირის მოწვევაში ასახული უნდა იქნეს შემდეგი მონაცემები:
ა) მოსაწვევი პირის (პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების) მონაცემები – სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, სამგზავრო დოკუმენტის ტიპი, ნომერი და მოქმედების ვადა, საცხოვრებელი მისამართი ადგილსამყოფელ ქვეყანაში, მგზავრობის მიზანი, საქართველოში ყოფნის სავარაუდო ვადა;
ბ) მომწვევი პირის მონაცემები – სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ტიპი, ნომერი და მოქმედების ვადა, საქართველოში საცხოვრებელი მისამართი (იურიდიული პირის შემთხვევაში – სარეგისტრაციო მონაცემები);
გ) მოსაწვევი პირის (პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების) განთავსებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მოსაწვევი პირის (პირების) სამშობლოში დასაბრუნებელი ხარჯების გაღების გარანტიები;
4. მოწვევას უნდა ჰქონდეს წერილობითი ფორმა.
5. მოწვევის წარდგენა დასაშვებია როგორც ორიგინალის, ისე მისი ასლის სახით.
6. მომწვევმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უცხოელის საქართველოში მოწვევა ვიზის საზღვარგარეთ გაცემის შემთხვევაში უნდა შეათანხმოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ხოლო ვიზის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გაცემის შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოსაწვევი პირის ჩამოსვლამდე ერთი თვით ადრე მაინც.
7. ამ მუხლის მეექვსე პუნქტით განსაზღვრული უწყებები უცხოელის საქართველოში მოსაწვევში მითითებული მონაცემების დადგენილი წესით შემოწმების შემდეგ გასცემენ წერილობით თანხმობას უცხოელის საქართველოში მოწვევაზე ან წერილობითი სახით უარს ეუბნებიან მომწვევ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს და მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აცნობებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ ვიზის გაცემისათვის უფლებამოსილ ორგანოებს. მოწვევის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ კვირას მომწვევი პირის მიერ შესაბამისი ორგანოსათვის მიმართვის დღიდან.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უწყებები უფლებამოსილნი არიან უარი განაცხადონ უცხოელის საქართველოში მოწვევაზე, თუ:
ა) მომწვევი ფიზიკური პირი:
ა.ა) იწვევს პირს, რომლის მიმართ არსებობს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიზის გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი მაინც;
ა.ბ) მსჯავრდებულია ან იძებნება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ა.გ) თავისი თავის ან მოსაწვევი პირის (პირების) შესახებ წარადგენს არასრულ ან ყალბ ცნობებს ან უარს აცხადებს მათ წარდგენაზე, ან ცდილობს თაღლითური გზით მოიპოვოს ნებართვა;
ა.დ) საჭიროების შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს მოსაწვევ პირს (პირებს) სათანადო საცხოვრებელი პირობებით ან ვერ გაიღებს მის (მათ) სამშობლოში დასაბრუნებელ ხარჯებს;
ბ) მომწვევი იურიდიული პირი:
ბ.ა) იწვევს პირს, რომელის მიმართ არსებობს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვიზის გაცემაზე უარის თქმის ერთ-ერთი საფუძველი მაინც;
ბ.ბ) არ არის რეგისტრირებული საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ.გ) წარადგინა ყალბი, არასრული ან მცდარი მონაცემები თავისი საქმიანობის შესახებ.
9. საქართველოში უცხოელის მოწვევაზე უარის მიღების შემთხვევაში მომწვევმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა შეიძლება განმეორებით მიმართოს შესაბამის უწყებას უარის თქმის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ.
10. მოწვევის წარდგენა ვიზის მისაღებად ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის პირების მოწვევის შემთხვევაში სავალდებულოა.
მუხლი 14. საქართველოს ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტები და განხილვის წესი🔗
1. საქართველოს ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტებისა და მონაცემების საერთო ჩამონათვალი, აგრეთვე განხილვის ვადები განისაზღვრება „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით.
2. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ ამ დებულების შესაბამისად ვიზის გაცემისას მოითხოვება პასპორტი ან მისი შემცვლელი სამგზავრო დოკუმენტი, სავიზო ანკეტა, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწვევა, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში – დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიები. ასევე, გადაიხდევინება „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი.
3. ამ დებულების შესაბამისად საზღვარგარეთ ვიზის გაცემისას მოითხოვება პასპორტი ან მისი შემცვლელი სამგზავრო დოკუმენტი, სავიზო ანკეტა, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწვევა, საკონსულო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გადაკვეთის შემთხვევაში დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიები.
31. საქართველოს ტერიტორიაზე ვიზის გაცემისას სააგენტოს მიერ მოითხოვება პასპორტი ან მისი შემცვლელი სამგზავრო დოკუმენტი, სავიზო ანკეტა, 1 ფერადი ფოტოსურათი (3X4 სმ) და „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
4. აუცილებლობის შემთხვევაში ვიზის გამცემმა ორგანომ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან ვიზის მსურველი პირი მოიწვიოს გასაუბრებისათვის, რათა შემოწმდეს:
ა) განმცხადებლის ვინაობა;
ბ) განცხადება-ანკეტასა და წარმოდგენილ დოკუმენტებში აღნიშნული მონაცემების ნამდვილობა;
გ) ფინანსური სახსრების ლეგალურობა;
დ) მგზავრობის მიზანი, მარშრუტი და ხანგრძლივობა;
ე) უკან დაბრუნების გარანტიები.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების გაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად გამოითხოვოს აუცილებელი ინფორმაცია საქართველოს სხვა სამთავრობო დაწესებულებებისაგან.
6. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებებისაგან ვიზის გაცემის თაობაზე დოკუმენტაცია იგზავნება საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებში და, შესაბამისად, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან ინფორმაცია მიეწოდებათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.
61. ვიზის გამცემი ორგანოები უზრუნველყოფენ მათ მიერ გაცემულ ვიზებთან დაკავშირებული ინფორმაციის ერთმანეთისათვის ხელმისაწვდომობას.
62. ვიზის გაცემის საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ორდინალური ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიღებული უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.
8. სასწავლო ვიზის გაცემაზე გადაწყვეტილება, როგორც წესი, მიღებულ უნდა იქნეს განცხადების წარდგენიდან 7 დღის ვადაში.
9. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზები გაცემული უნდა იქნეს, როგორც წესი, 7 დღის ვადაში.
10. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მომუშავე უცხოელი თანამშრომლებისათვის დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზები, როგორც წესი, გაცემული უნდა იქნეს ერთი თვის ვადაში.
11. დოკუმენტაციის სრულყოფის, დოკუმენტაციის დამატებით შემოწმების ან სხვა აუცილებლობის შემთხვევებში ვიზის გაცემის ვადა შესაძლებელია გაგრძელებულ იქნეს ვიზის გამცემი ორგანოს წარდგინების საფუძველზე არა უმეტეს ერთი თვისა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 15. საქართველოს ვიზების გაცემა სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ🔗
1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ სასაზღვრო გამტარ პუნქტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა უფლებამოსილმა ორგანომ შეიძლება გასცეს მრავალჯერადი დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ორდინალური კატეგორიის ვიზა.
2. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე არსებულ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში საქართველოს სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფები გასცემენ:
ა) დიპლომატიური ან სამსახურებრივი კატეგორიის ვიზას – საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი მიმართვის შემთხვევაში;
ბ) ორდინალური კატეგორიის ვიზას – ამ დებულების მე-4 მუხლით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით;
გ) ორდინალური კატეგორის ვიზას – ტრანზიტით მიმავალ მეზღვაურებზე, რომელთაც გააჩნიათ შესაბამის საზღვაო ხომალდზე მიწერილობა ან მიემგზავრებიან სამშობლოში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ამ დებულების მე-4 მუხლით დადგენილ წესებს.
3. სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, გარდა იმ სასაზღვრო გამტარი პუნქტებისა, რომელზეც ვრცელდება ამ დებულების მე-4 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა, საქართველოს ვიზები გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ:
ა) არსებობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა და პირი აკმაყოფილებს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-8 მუხლების პირველი პუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდული კატეგორიის პირი აკმაყოფილებს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და აქვს ამ დებულებით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირის მოწვევა ან მისი ასლი;
გ) პირი აკმაყოფილებს „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, ამასთანავე, იგი არ არის ამ დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდული კატეგორიის პირი;
დ) პირი მოემგზავრება საქართველოში საქართველოს ნავსადგურებში მდგომი გემის ეკიპაჟის წევრის სტატუსით და თან აქვს შესაბამისი მიწერილობა, თუ საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებით არ არის განსაზღვრული გემის ეკიპაჟის წევრთა უვიზო მიმოსვლა.
4. სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფების მიერ სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ვიზების გაცემისათვის პასუხისმგებელ პირებსა და მათ კომპეტენციას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.
5. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები ორგანიზებული ტურისტული მოგზაურობის მიზნით საქართველოში შემოსვლისას სარგებლობენ საქართველოში შემოსვლის გამარტივებული რეჟიმით. საქართველოში შემოსვლის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობისათვის ტურისტული სააგენტოები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აფორმებენ შეთანხმებას ორგანიზებული ტურისტული მოგზაურობის შესახებ. შეთანხმების საფუძველზე, შესაბამისი ტურისტული სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს 3 დღით ადრე უგზავნის შეტყობინებას დაგეგმილი ტურისტული მოგზაურობის თაობაზე, საქართველოში შემოსვლის მსურველ პირთა ვინაობის მითითებით, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებთან ერთად. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აღნიშნულ დოკუმენტაციას მიღებიდან 1 დღის ვადაში უგზავნის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საამისოდ უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც სასაზღვრო კონტროლის განხორციელებისას უზრუნველყოფენ აღნიშნულ პირთა საქართველოში შემოსვლას მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. საქართველოში ასეთი შემოსვლა არ უნდა ხორციელდებოდეს ტრანზიტული მიზნით და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 72 საათს.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 17 დეკემბრის ბრძანებულება №598 - სსმ III, №180, 18.12.2008 წ., მუხ.1829
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 მარტის ბრძანებულება №152 - სსმ III, №39, 30.03.2009 წ., მუხ.443
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 თებერვლის ბრძანებულება №142 - სსმ III, №23, 26.02.2010 წ., მუხ.295
მუხლი 16. თანმხლები პირების ვიზაში შეტანა და ამოწერა🔗
1. ვიზის გამცემი ორგანოს მიერ ყველა კატეგორიის ვიზაში შეიტანება ვიზის მფლობელის თანხმლებ იმ პირთა მონაცემები, რომლებიც მითითებულნი არიან მის სამგზავრო დოკუმენტში.
2. თუ ვიზის მფლობელის თანმხლები პირის მონაცემები არ იქნება შეტანილი პირველად ვიზაში, მაშინ ვიზის მფლობელის სამგზავრო დოკუმენტში დამატებით ფორმდება ვიზა მის თანმხლებ პირზე.
3. თუ თანმხლები პირი მითითებულია ერთი ან მეტი ვიზის მფლობელის სამგზავრო დოკუმენტში, მაშინ თანმხლები პირი შესაძლებელია მოთხოვნის საფუძველზე შეტანილ იქნეს თითოეული მათგანის ვიზაში.
4. თუ ვიზის მფლობელის თანმხლებ პირზე გაიცა სამგზავრო დოკუმენტი, მაშინ ვიზის გამცემი ორგანოს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დამატებით ვიზის გაფორმება თანმხლები პირის სამგზავრო დოკუმენტში ვიზის მფლობელის განცხადების საფუძველზე.
მუხლი 17. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება🔗
1. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შესაძლებელია განხორციელდეს დიპლომატიური და სამსახურებრივი კატეგორიის ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელება, რომლისთვისაც გამოიყენება ამ დებულებით შესაბამისი კატეგორიის ვიზის გაცემისათვის დადგენილი ნორმები.
2. დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელება დასაშვებია, თუ საქართველოში უცხოელის მგზავრობის მიზნის განხორციელებისათვის მის მიერ მიღებული ვიზის მოქმედების ვადა არ არის საკმარისი.
3. გადაწყვეტილება ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, როგორც წესი, მიიღება 7 დღის განმავლობაში.
4. ვიზის მოქმედების ვადის გაგრძელებაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთ თვემდე.
5. (ამოღებულია).
6. (ამოღებულია).
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია).
9. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 4 ნოემბრის ბრძანებულება №887 - სსმ III, №143, 04.11.2010 წ., მუხ.2052
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 18. მოქმედი ვიზის გადატანა და აღდგენა🔗
1. მოქმედი ვიზის გადატანა ხორციელდება, თუ ვიზის მფლობელზე გაიცა ახალი სამგზავრო დოკუმენტი ან თუ ვიზის მფლობელს გააჩნია რამდენიმე სამგზავრო დოკუმენტი.
2. მოქმედი ვიზის აღდგენა ხორციელდება, თუ ვიზის მფლობელმა დაკარგა სამგზავრო დოკუმენტი, რომელშიც გაფორმებული იყო ვიზა და წარმოადგინა ახალი სამგზავრო დოკუმენტი.
3. მოქმედი ვიზის გადატანა და აღდგენა ხორციელდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად შემოსულ უცხოელზე გაცემული მოქმედი ორდინალური ვიზის – სააგენტოს მიერ.
4. მოქმედი ვიზის გადატანის და აღდგენის თაობაზე განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ვიზის გადატანის და აღდგენის საფუძვლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 19. ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები🔗
1. უცხოელს საქართველოს ვიზის მიღებაზე შეიძლება უარი ეთქვას „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
2. „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-14 მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მიზეზების შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას სასაზღვრო კონტროლის ქვედანაყოფები ატარებენ უცხოელის მეორად ინსპექტირებას.
21. ვიზის გაცემის პირობების არარსებობის შემთხვევაში, ვიზის გამცემი ორგანო არ არის ვალდებული დაასაბუთოს უცხოელისათვის საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება.
3. უცხოელის მიერ განმეორებითი განცხადება საქართველოს ვიზის მიღებაზე შესაძლებელია შეტანილ იქნეს საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმიდან 1 (ერთი) თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
მუხლი 20. ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტა🔗
1. ვიზის მოქმედების ვადა შეიძლება შეწყდეს:
ა) თუ გამოვლინდა საქართველოს ვიზის მოსაპოვებლად ყალბი ან ძალის არმქონე დოკუმენტების წარდგენის ფაქტი ან პირის მგზავრობის მიზანი არ შეესაბამება ამ პირის მიერ ვიზის მისაღებად გაცხადებულ მიზანს;
ბ) თუ იგი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას;
გ) თუ აღარ არსებობს საფუძველი, რომლითაც პირმა მიიღო სასწავლო ვიზა.
დ) საქართველოდან გაძევების შემთხვევაში;
ე) ვიზის ვადის გასვლის შემთხვევაში.
2. საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
3. საქართველოს ორდინალური და სასწავლო ვიზების მოქმედების ვადის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
4. საქართველოს ვიზა ძალას კარგავს, თუ:
ა) უცხოელზე, რომელზედაც გაიცა მოცემული ვიზა, გაიცემა საქართველოს ახალი ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, რომლის მოქმედების ვადა მოიცავს ადრე გაცემული საქართველოს ვიზის მოქმედების ვადას;
ბ) უცხოელმა, რომელზედაც გაიცა ვიზა, მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
მუხლი 21. ვიზის ბლანკის შევსების წესი🔗
1. ვიზის ბლანკი არის ერთიანი ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, რომლის ფორმასაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ერთობლივად ამტკიცებენ საქართველოს საგარეო საქმეთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები.
11. სააგენტოს მიერ გასაცემი ვიზის ბლანკის ფორმა, რომელიც არის ერთიანი ფორმის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი, მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. ვიზის ბლანკი ივსება ინგლისურ ენაზე, ამასთან, დასაშვებია განსაკუთრებული აღნიშვნების გრაფაში ჩანაწერის ქართულ ენაზე გაფორმება.
3. ვიზის ბლანკში მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) ვიზის ტიპი (კატეგორია) – დიპლომატიური (DP), სამსახურებრივი (SRV), სასწავლო (STUDY) ან ორდინალური (ORD);
ბ) შემოსვლის ოდენობა – მრავალჯერადი – MULT.
გ) ძალაშია – მიეთითება ვიზის მოქმედების ვადის დასაწყისი;
დ) მდე – მიეთითება ვიზის მოქმედების ვადის დასასრული;
ე) ყოფნის ვადა – მიეთითება ვიზის მფლობელის, ასევე ვიზაში ჩაწერილი თანმხლები პირების საქართველოში ყოფნის ვადა;
ვ) სახელი, გვარი – მიეთითება ვიზის მფლობელის სახელი და გვარი;
ზ) პასპორტის ნომერი – მიეთითება ვიზის მფლობელის პასპორტის, ან სამგზავრო დოკუმენტის ნომერი;
თ) მოსაკრებელი/საფასური/ბაჟი – ვიზის მფლობელის მიერ გადახდილი მოსაკრებელი/საფასური/ბაჟი (თუ ვიზის მფლობელის თანმხლები პირები არიან სრულწლოვანები, მაშინ ვიზაში იწერება ერთიანი თანხა);
ი) გაცემის ადგილი და თარიღი – მიეთითება ვიზის გაცემის ადგილი და თარიღი;
კ) ხელმოწერა – ვიზის გამცემი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;
ლ) აღნიშვნები – ვიზის გამცემი უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული ინფორმაცია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს (მაგ.: ვიზის ბლანკის შევსებისას დაშვებული შეცდომის გასწორება, შევსებული ქართულ და/ან ინგლისურ ენებზე, დამატებით დამოწმებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და სავიზო ბეჭდით ან ინფორმაცია ვიზის მფლობელის თანმხლები პირების ვიზიდან ამოწერის შესახებ, მოქმედი ვიზის აღდგენის ან გადატანის შემთხვევაში და ა.შ.).
4. ვიზის ბლანკი მოწმდება საქართველოს გერბიანი ბეჭდით ისე, რომ ანაბეჭდის ნაწილი გადავიდეს სამგზავრო დოკუმენტის გვერდზე.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 21 აპრილის ბრძანებულება №193 - სსმ III, №50, 27.04.2009 წ., მუხ.556
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №467 - სსმ III, №96, 03.08.2009 წ., მუხ.1033
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №16- ვებგვერდი,13.01.2011 წ .
დანართი №2
სავიზო განცხადება-ანკეტის ფორმა
საქართველო/GEORGIA
საქართველო/GEORGIA
სავიზო ანკეტა/VISA APPLICATION
სავიზო ანკეტა/VISA APPLICATION
ფოტო
PHOTO
1. გვარი / Last name
სახელი / First name
2. სხვა გვარები / Other names
3. სქესი მამრობითი მდედრობითი
3. სქესი მამრობითი მდედრობითი
Sex □ Male □ Female
Sex □ Male □ Female
4. დაბადების თარიღი / Date of birth
5. დაბადების ადგილი / Place of birth
მოქალაქეობა / Citizenship
(ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში მიუთითეთ ორივე)
(in case of dual citizenship please indicate both)
6. პასპორტის ნომერი / Passport number
7. პასპორტის ტიპი / Type of passport
□ ა) დიპლომატიური / Diplomatic
□ ბ) სამსახურებრივი / Service
□ გ) ორდინალური / Ordinary
□ დ) სამგზავრო დოკუმენტი /Travel Document
8. მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი
Permanent address
9. სამუშაო ადგილი / Employer
თანამდებობა / Position
10. მეუღლე, არასრულწლოვანი ბავშვები / Spouse children under 18 years of age
გვარი/ სახელი/ დაბადების თარიღი/ მოქალაქეობა/ ნათესაური კავშირი/
Last Name First Name Date of Birth Citizenship Relationship to applicant
11. საქართველოში მომწვევი ორგანიზაციის ან კერძო პირის სახელი, გვარი, მისამართი და ტელ.: / Name, address and telephone of the inviting organization or person
12. თქვენი მისამართი საქართველოში ყოფნის პერიოდში / Your address during your stay in Georgia
13. ყოფილხართ თუ არა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში რომელიმე ქვეყანაში?/ Have you ever been convicted of criminal offence in any country? □ კი / Yes □ არა/No
13. ყოფილხართ თუ არა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში რომელიმე ქვეყანაში?/ Have you ever been convicted of criminal offence in any country? □ კი / Yes □ არა/No
14. საქართველოში მგზავრობის მიზანი /Purpose of your visit to Georgia
ა) ოფიციალური ბ) საქმიანი გ) კერძო
□ Official □ Business □ Private
□ Official □ Business □ Private
დ) ტურისტული ე) სხვა
დ) ტურისტული ე) სხვა
□ Tourism □ Other
□ Tourism □ Other
15. პასპორტის მოქმედების ვადა / Passport valid until
16. საქართველოში ყოფნის სავარაუდო ვადა /
Length of intended stay in Georgia
ა) დღე ბ) თვე გ) წელი
Day(s) month(s) year(s)
17. შესვლის თარიღი /Date of entry
18. გასვლის თარიღი / Date of departure
19. შესვლა-გასვლის ოდენობა/ ა) ერთი ბ) ორი გ) მრავალჯერადი
Number of entries □ one □ two □ multiple
Number of entries □ one □ two □ multiple
ვაცხადებ, რომ ამ ანკეტაში მითითებული მონაცემები სწორია
I declare that the information provided in this application form is correct
თარიღი პირადი ხელმოწერა
Date Personal signature
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების ვადის შეწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №399, 28.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.120.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/98272-9/