„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №424
2006 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 2 2 ნოემბრ ის № 649 ბრძანებულება - სსმ III, № 168 , 28.11. 200 7 წ., მუხ. 1850
„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება №766 -ვებგვერდი, 29.08.2012წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სისტემაში სამსახურის გავლის წესი
ეს წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს განეკუთვნებიან სასაზღვრო პოლიციის კადრებში ჩარიცხული პირები, რომელთაც ‚‚სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.
მუხლი 2 სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის პრინციპები
1. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, შესაბამისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და დაქვემდებარების, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, შრომისათვის წახალისების, თანამშრომელთა საქმიანი კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს აქვთ ფორმის ტანსაცმელი, რომლის ნიმუშები დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს აქვთ უფლება შეინახონ, ატარონ და გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 3. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს წესი და სხვა ნორმატიული აქტები.

მუხლი 4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები მოქმედი კანონმდებლობის, დადებული ფიცის, კონტრაქტისა და ამ დებულების შესაბამისად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და სარგებლობენ გარკვეული უფლებებით იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მათ აკისრიათ დაკავებული თანამდებობით.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს კანონი.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ხელმძღვანელობს კანონით. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
4. აკრძალულია სასაზღვრო პოლიციის საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. იგი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონების მოთხოვნებით. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედობის ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურთა და მისაღებ კანდიდატთა პროფესიული მომზადება
სასაზღვრო პოლიციის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით სასაზღვრო პოლიცია ახორციელებს მოსამსახურეთა და მისაღებ კანდიდატთა მომზადება-გადამზადებას სხვადასხვა თანამდებობის შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, აგრეთვე უზრუნველყოფს მოსამსახურეთა და მისაღებ კანდიდატ თ ა პროფესიულ და ფიზიკურ მომზადებას, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესების დასაუფლებლად ატარებს პერიოდულ მომზადებასა და შემოწმებას. (გავრცელდეს 2012 წლის 20 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე).
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება №766 -ვებგვერდი, 29.08.2012წ.
თავი II
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამსახურში მიღება და გადაადგილება
მუხლი 6. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურში მიღების წესი
1. სასაზღვრო პოლიციაში მისაღებ კანდიდატს უნდა გააჩნდეს დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი განათლება ან კვალიფიკაცია.
2. სასაზღვრო პოლიციაში მისაღები კანდიდატი ეცნობა დაკავებული თანამდებობისათვის განსაზღვრულ ფუნქცია- მოვალეობებს, რომელსაც ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
3. სასაზღვრო პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებებიდან, განათლებიდან, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები და ფლობენ სახელმწიფო ენას.
31. წვევამდელმა სასაზღვრო პოლიციაში მიღებამდე ან მიღების შემდეგ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების პროგრამა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.
32. წვევამდელს სასაზღვრო პოლიციაში მიღების შემდეგ მიენიჭება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალის/საზღვაო კაპრალის უმცროსი სპეციალური წოდება.
33. წვევამდელს სასაზღვრო პოლიციაში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად.
34. 35 წელს გადაცილებული პირი სასაზღვრო პოლიციაში სამუშაოდ შესაძლებელია მიღებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით.
35. სამხედრო სამსახურიდან ადრე დათხოვნილი ან სპეციალური წოდების მქონე პირების სასაზღვრო პოლიციაში მიღებისას (დანიშვნისას) ასაკობრივი შეზღუდვა განისაზღვრება ამ წესის 30-ე მუხლის მიხედვით.
4. სასაზღვრო პოლიციის რიგით, უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობაზე მიიღებიან საშუალო ან/და უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები.
5. სასაზღვრო პოლიციის უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობაზე ინიშნებიან უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები.
6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღება ფორმდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.
7. სასაზღვრო პოლიციაში მოსამსახურე შეიძლება დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით არა უმეტეს 6 თვისა.
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 2 2 ნოემბრ ის № 649 ბრძანებულება - სსმ III, № 168 , 28.11. 200 7 წ., მუხ. 1850
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 დეკემბრის №674 ბრძანებულება - სსმ III, №174, 10.12.2007წ., მუხ.1919
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №962 ბრძანებულება - სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1897
მუხლი 7. შეზღუდვები სასაზღვრო პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
სასაზღვრო პოლიციაში არ მიიღება:
ა) ნასამართლევი პირი;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური და სხვა ქრონიკული სნეულებებით დაავადებული პირი;
გ) პირი, რომელიც სასამართლო წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი.
მუხლი 8. სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვა
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეკრძალება სამეწარმეო და სხვა ანაზღაურებად საქმიანობაში მონაწილეობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.
მუხლი 9. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება:
ა) ზემდგომ თანამდებობაზე – სამსახურებრივი დაწინაურებით დასაწინაურებელ მოსამსახურესთან შეთანხმების საფუძველზე;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე – სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანხმობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მოსამსახურეთა პირადი თვისებების, ცოდნის, მომზადებისა და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის;
გ) დაბალ თანამდებობაზე;
გ.ა) შტატების შემცირებისას;
გ.ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;
გ.გ) პირადი თხოვნით;
გ.დ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
გ.ე) დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველზე;
გ.ვ) სპეციალური სწავლებების დამთავრების არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე.
2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მომიჯნავე სპეციალობის გამოცდილების გათვალისწინებით. მოსამსახურის თანამდებობრივ გადაადგილებას საჭიროების შემთხვევაში წინ უნდა უძღოდეს მისი შესაბამისი სამსახურებრივი გადამზადება.
3. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ხორციელდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, გადაადგილების საფუძვლის მითითებით. ბრძანება მოსამსახურეს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა.
4. ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამსახურე შეიძლება დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად 3 (სამი) თვის ვადით.
5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ან სასმართლო ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
6. სასაზღვრო პოლიციაში სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელებისას, სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადაში არ შედის დროებითი შრომისუუნარობის გამო საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დრო.

მუხლი 10. ატესტაცია, კონკურსი
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ექვემდებარება ატესტაციას, რომლის მიზანია მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
2. სასაზღვრო პოლიციაში გარკვეული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი.
3. ატესტაციის და კონკურსის მოწყობის ვადებსა და წესს განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 ნოემბრის №649 ბრძანებულება - სსმ III, №168, 28.11.2007წ., მუხ.1850
მუხლი 11. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაადგილება ტერიტორიულად სხვა ადგილზე
სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ტერიტორიულად სხვა ადგილზე სამსახურებრივი გადაადგილებისას სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III
სპეციალურ წოდებათა მინიჭება და ჩამორთმევა
მუხლი 12. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდებები
1. სასაზღვრო პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) რიგითი შემადგენლობისათვის:
უმცროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალი/საზღვაო კაპრალი, უმცროსი სერჟანტი/უმცროსი მიჩმანი, სერჟანტი/მიჩმანი, უფროსი სერჟანტი/უფროსი მიჩმანი, მასტერ-სერჟანტი/მასტერ-მიჩმანი;
ბ) ოფიცერთა შემადგენლობისათვის:
საშუალო სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი/კაპიტან-ლეიტენანტი;
უფროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი/მესამე რანგის კაპიტანი, ვიცე-პოლკოვნიკი/მეორე რანგის კაპიტანი, პოლ-კოვნიკი/პირველი რანგის კაპიტანი;
უმაღლესი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორი/ვიცე-ადმირალი, გენერალ-ლეიტენანტი/ ადმირალი.
მუხლი 13. სპეციალური წოდების მინიჭება
1. სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
2. რიგით და ოფიცერთა შემადგენლობას სპეციალურ წოდებებს (გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებებისა) ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. ოფიცერთა შემადგენლობას უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობისათვის მინიჭებული წოდებები მუდმივია, სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა ,,გადამდგარი” ან ,,თადარიგის” .
4. (ამოღებულია).
5. სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით .
6. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
7. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ანდა სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
8. სამხედრო წოდების ან „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირებს სასაზღვრო პოლიციაში მიღებისას ენიჭებათ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდება, რომელიც მათი სამხედრო ან სპეციალური წოდების თანაბარია.
9. ოფიცრის წოდების არმქონე პირებს, რომლებიც ოფიცრის თანამდებობაზე ინიშნებიან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება მიენიჭებათ შემდეგი წესით:
ა) უმაღლესი განათლების მქონე პირებს – ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე;
ბ) საშუალო ან საშუალო სპეციალური განათლების მქონე პირებს – სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ.
9 1 . მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება წოდებით სამსახურის ვადის გავლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.
10. ომის პირობებში ოფიცერთა შემადგენლობისათვის წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადები მცირდება 1 წლამდე და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 ნოემბრის №649 ბრძანებულება - სსმ III, №168, 28.11.2007წ., მუხ.1850
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №962 ბრძანებულება - სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1897
მუხლი 14. სამსახურის ვადა ოფიცერთა შემადგენლობისათვის სპეციალური წოდების მისანიჭებლად
ოფიცერთა შემადგენლობისათვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) უმცროსი ლეიტენანტიდან – ლეიტენანტამდე – 1 წელი;
ბ) ლეიტენანტიდან – უფროს ლეიტენანტამდე – 2 წელი;
გ) უფროსი ლეიტენანტიდან – კაპიტნამდე (კაპიტან ლეიტენანტამდე) – 3 წელი;
დ) კაპიტნიდან (კაპიტან ლეიტენანტიდან) – მაიორამდე (მესამე რანგის კაპიტნამდე) – 3 წელი;
ე) მაიორიდან (მესამე რანგის კაპიტნიდან) – ვიცე-პოლკოვნიკამდე (მეორე რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი;
ვ) ვიცე-პოლკოვნიკიდან (მეორე რანგის კაპიტნიდან) – პოლკოვნიკამდე (პირველი რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი;
ზ) პოლკოვნიკისათვის (პირველი რანგის კაპიტნისათვის) სამსახურის ვადა დაწესებული არ არის.

მუხლი 15. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
3. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭების წესსა და პირობებს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
მუხლი 16. სპეციალური წოდების ჩამორთმევა
1. სპეციალური წოდება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს შეიძლება ჩამოერთვას როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესსა და პირობებს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
3. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით.
თავი IV
მოსამსახურის წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა
მუხლი 17. სამსახურებრივი დისციპლინა
სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ფიცის, სამსახურის ხელშეკრულების პირობების, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებების, უშუალო უფროსის მითითებების, მისთვის დაკისრებული მოვალეობისა და უფლებამოსილების შესრულებას.
მუხლი 18. წახალისება სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის
სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო;
გ) მადლობის სიგელით დაჯილდოება;
დ) სასაზღვრო პოლიციის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ე) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ვ) ადრე დადებული დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა;
ზ) სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება.
მუხლი 19. საპატიო წოდების მინიჭება
„საპატიო მესაზღვრის“ საპატიო წოდების მინიჭება ხდება დადგენილი წესის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ.
მუხლი 20. დისციპლინური პასუხისმგებლობა
1. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ე) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;
ვ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ზ) სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნა.
2. სასაზღვრო პოლიციის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში მოხელე ჩამოაშოროს სამსახურს დისციპლინური წარმოების დასრულებამდე. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოხელეს უნარჩუნდება ხელფასი დანამატებთან ერთად.

მუხლი 21. წახალისებისა და დისციპლინური სახდელის გამოყენების წესი
1. წახალისება და დისციპლინური სახდელი გამოიყენება უშუალო და პირდაპირი უფროსის მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში.
2. დისციპლინური სახდელი პირს შეეფარდება სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. დისციპლინური სასჯელი ძალაში შედის დაუყოვნებლივ.
3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ყოველი შემთხვევის გამო შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელის გამოყენება.
4. დისციპლინური სასჯელი სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ სახდელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ შეეფარდა ახალი სახდელი. ვადაზე ადრე დისციპლინური სახდელის მოხსნა ხდება წახალისების სახით მისი უშუალო უფროსის ან ზემდგომი უფროსის მიერ.
5. წახალისებისა და დისციპლინური სახდელის გამოყენების წესს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.

თავი V
სამსახურის გავლის პირობები
მუხლი 22. შრომითი შინაგანაწესი
სასაზღვრო პოლიციის შრომით შინაგანაწესს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 23. სამუშაო დროის ხანგრძლივობა
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის დადგენილია ორმოცდაერთსაათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე.
2. სასაზღვრო პოლიციის თანამდებობათა ჩამონათვალს, რომლებისთვისაც შემოკლებული სამუშაო დღეა დადგენილი, განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დასაქმებულ იქნენ შესაბამისი ბრძანებით დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში. ამ შემთხვევაში მათ ეძლევათ ანაზღაურება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ცვლებში მომუშავე მოსამსახურეთათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის დღის, საღამოსა და ღამის ცვლები.
მუხლი 24. შვებულება
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის განისაზღვრება შემდეგი სახის შვებულებები ხელფასის შენარჩუნებით:
ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი;
ბ) მოკლევადიანი.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე სასწავლო და სხვა სახის შვებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება კალენდარული დღეებით.
4. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს შვებულება არ მიეცემა.

მუხლი 25. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება
ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს ეძლევათ მოსამსახურეთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა დადგენილი რიგითობის შესაბამისად 30 კალენდარული დღის ხანგძლივობით. ცალკეულ შემთხვევებში, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე უფროსის ბრძანებით, პირს ყოველწლიური გამოუყენებელი წინა წლის შვებულება შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში.
მუხლი 26. მოკლევადიანი შვებულება
გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, მშობლის მოვალეობის შესრულებისა და სხვა საპატიო მიზეზების გამო სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით. მოკლევადიანი შვებულების დღეები ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში არ შედის.
მუხლი 27. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება დროებითი შრომისუუნარობის გამო
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობა დროებითი შრომისუუნარობის (ავადმყოფობის) გამო შეუჩერდება სამედიცინო კომისიის ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეს დრო შეიძლება გაგრძელებულ იქნეს თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე უფროსის მიერ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე.
3. შრომითი ურთიერთობის შეჩერების ვადის ამოწურვის შემდგომ მოსამსახურე ექვემდებარება სამედიცინო კომისიის მიერ შემოწმებას ვარგისიანობაზე.
4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეზე, რომელმაც ჭრილობა ან დასახიჩრება მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ამ მუხლით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება. აღნიშნული მოსამსახურე მკურნალობის დამთავრების შემდეგ ექვემდებარება სამედიცინო შემოწმებას.
5. დროებითი შრომისუუნარობის (ავადმყოფობის) გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების დრო არ შედის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში.
6. დროებითი შრომისუუნარობის (ავადმყოფობის) გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში მოსამსახურეს უნარჩუნდება ხელფასი.
თავი VI
სამსახურის შეწყვეტა
მუხლი 28. სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები
სამსახურის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნა;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
გ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება კანონით დადგენილი წესით;
დ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის გარდაცვალება.
მუხლი 29. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის საფუძვლები
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დაითხოვონ შემდეგი საფუძვლებით:
ა) თავისი სურვილით;
ბ) ზღვრული ასაკის მიღწევისას;
გ) ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის გამო;
დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევის გამო;
ე) რეორგანიზაციისას ან/და შტატების შემცირების გამო;
ვ) ავადმყოფობის, რომლის გამოც აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;
ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომლის გამოც აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;
თ) სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო ატესტაციის ან სპეციალური სწავლების შედეგების საფუძველზე;
ი) დისციპლინის ერთჯერადი უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;
კ) გადაცდომისათვის, რომელიც შეუთავსებელია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლისათვის;
ლ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო;
მ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო;
ნ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ო) სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით.
2. კადრების განკარგულებაში აყვანილი სასაზღვრო პოლიციელები განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, რომელსაც აქვს უფროსი ოფიცრის შემადგენლობის სახელმწიფო სპეციალური წოდება, პენსიაზე გასვლის შემდეგ უფლება ეძლევა ატაროს ფორმის ტანსაცმელი.

მუხლი 30. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკი
სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდების მოსამსახურეთათვის დადგენილია შემდეგი ასაკობრივი შეზღუდვა:
ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – 55 წელი;
ბ) საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – 55 წელი;
გ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – 60 წელი;
დ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – 65 წელი.

მუხლი 31. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის წესი
რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა ხდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.
მუხლი 32. უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირთა მიერ ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სამსახურის გავლა
უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების შტატით განსაზღვრული თანამდებობის პირები დებენ წერილობით ხელშეკრულებას (კონტრაქტს) განსაზღვრული ვადით სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის შესახებ. ხელშეკრულება (კონტრაქტი) ითვლება გაგრძელებულად, თუ რომელიმე მხარე ერთი თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 დეკემბრის №674 ბრძანებულება - სსმ III, №174, 10.12.2007წ., მუხ.1919
მუხლი 33. ოფიცერთა გადადგომით დათხოვნა
უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის პირები სასაზღვრო პოლიციიდან შეიძლება დაითხოვონ გადადგომით:
ა) ასაკის გამო – ამ წესის 30-ე მუხლით დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევისას;
ბ) ავადმყოფობის გამო – სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეულები სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად სამხედრო აღრიცხვიდან ამორიცხვით.

მუხლი 34. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნილთა ვალდებულება
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებისაგან, რომლებიც დაითხოვეს სასაზღვრო პოლიციიდან, ამოღებულ უნდა იქნეს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და გაპიროვნებული სხვა მატერიალური ფასეულობანი, გარდა სანივთე ქონებისა.

მუხლი 35. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნილი მოსამსახურის დაცვის უფლება
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ბრძანება სასაზღვრო პოლიციიდან მისი დათხოვნის შესახებ.
მუხლი 36. საპენსიო უზრუნველყოფა
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VII
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის სამსახურში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენა
მუხლი 37. სასაზღვრო პოლიციაში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის საფუძვლები
სასაზღვრო პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც უკანონოდ იქნენ დათხოვნილი სასაზღვრო პოლიციიდან, გადაყენებული ან ჩამოქვეითებული დაკავებული თანამდებობიდან, რომლებსაც ჩამოერთვათ სპეციალური წოდება, ექვემდებარებიან შესაბამისად აღდგენას როგორც თანამდებობაზე, ისე სასაზღვრო პოლიციაში და სპეციალურ წოდებაში. სამსახურში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, აგრეთვე რეაბილიტირებულის განცხადება სასაზღვრო პოლიციაში აღდგენაზე.
მუხლი 38. სასაზღვრო პოლიციაში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის წესი და ვადები
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უფლება აქვს მისი სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის და სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოს წესით.
2. სასაზღვრო პოლიციაში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის შესახებ კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის სამსახურში აღდგენა ხდება ადრე დაკავებულ ან მის თანაბარ თანამდებობაზე დათხოვნილის თანხმობით.
მუხლი 39. სასაზღვრო პოლიციაში აღდგენის შემდეგ სამსახურის სტაჟის გამოთვლა
სასაზღვრო პოლიციაში აღდგენილ მოსამსახურეებს მუშაობის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.
მუხლი 40. მიყენებული ზარალის ანაზღაურება
სასაზღვრო პოლიციიდან უკანონოდ დათხოვნილ მოსამსახურეებს აღდგენის შემთხვევაში უნაზღაურდებათ მათთვის მიყენებული მატერიალური ზარალი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VIII
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 41. ნამსახურობის წლების გაანგარიშება
ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს:
ა) პოლიციაში, პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამსახურის პერიოდს;
ბ) სამხედრო ძალებსა და სხვა უწყებაში სპეციალური სამსახურის გავლისას სპეციალური ან სამხედრო წოდებით სამსახურის პერიოდს;
გ) სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს უწყებებში (ორგანიზაციებში), რომლებშიც სამსახურის გავლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება/ითვლებოდა სამხედრო სამსახურად;
დ) საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს სასწავლებლებში სწავლის პერიოდს (კურსანტი, მსმენელი), აგრეთვე სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდს;
ე) სსრკ-ის სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე;
ვ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შვებულებაში (მათ შორის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო) ყოფნის პერიოდს;
ზ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს, მაგრამ კადრების განკარგულებაში თითოეული გადაყვანისას – არა უმეტეს 4 თვის პერიოდისა.

მუხლი 42. სამსახურის გავლის წესი ომის პირობებში და იმ ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის სამსახურის გავლის წესი ომის პირობებში და იმ ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულება№649 - სსმ III, №168, 28.11.2007წ., მუხ.1850
2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 დეკემბრის ბრძანებულება №674 - სსმ III, №174, 10.12.2007წ., მუხ.1919
3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება№962 - სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1897
4. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება №766 -ვებგვერდი, 29.08.2012წ.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №424
2006 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 2 2 ნოემბრ ის № 649 ბრძანებულება - სსმ III, № 168 , 28.11. 200 7 წ ., მუხ. 1850
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 2 2 ნოემბრ ის № 649 ბრძანებულება - სსმ III, № 168 , 28.11. 200 7 წ., მუხ. 1850
‚‚ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი.
„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება №766 -ვებგვერდი, 29.08.2012წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სისტემაში სამსახურის გავლის წესი
ეს წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს განეკუთვნებიან სასაზღვრო პოლიციის კადრებში ჩარიცხული პირები, რომელთაც ‚‚სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.
მუხლი 2 სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის პრინციპები
1. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, შესაბამისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და დაქვემდებარების, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, შრომისათვის წახალისების, თანამშრომელთა საქმიანი კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს აქვთ ფორმის ტანსაცმელი, რომლის ნიმუშები დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს აქვთ უფლება შეინახონ, ატარონ და გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 3. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს წესი და სხვა ნორმატიული აქტები.
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 2 2 ნოემბრ ის № 649 ბრძანებულება - სსმ III, № 168 , 28.11. 200 7 წ ., მუხ. 1850
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 2 2 ნოემბრ ის № 649 ბრძანებულება - სსმ III, № 168 , 28.11. 200 7 წ., მუხ. 1850
მუხლი 4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები მოქმედი კანონმდებლობის, დადებული ფიცის, კონტრაქტისა და ამ დებულების შესაბამისად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და სარგებლობენ გარკვეული უფლებებით იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მათ აკისრიათ დაკავებული თანამდებობით.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს კანონი.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ხელმძღვანელობს კანონით. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
4. აკრძალულია სასაზღვრო პოლიციის საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. იგი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონების მოთხოვნებით. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედობის ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება🔗
მუხლი 5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურთა და მისაღებ კანდიდატთა პროფესიული მომზადება
სასაზღვრო პოლიციის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებისა და პროფესიული დონის ამაღლების მიზნით საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ახორციელებს მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადებას სხვადასხვა თანამდებობების შესაბამისად ფუნქცია- მოვალეობების გათვალისწინებით. აგრეთვე მოსამსახურეთა კვალიფიკაციის, ფიზიკური მომზადების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესების ცოდნის პერიოდულ შემოწმებას.
სასაზღვრო პოლიციის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით სასაზღვრო პოლიცია ახორციელებს მოსამსახურეთა და მისაღებ კანდიდატთა მომზადება-გადამზადებას სხვადასხვა თანამდებობის შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, აგრეთვე უზრუნველყოფს მოსამსახურეთა და მისაღებ კანდიდატთა პროფესიულ და ფიზიკურ მომზადებას, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესების დასაუფლებლად ატარებს პერიოდულ მომზადებასა და შემოწმებას. (გავრცელდეს 2012 წლის 20 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე).
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება №766 -ვებგვერდი, 29.08.2012წ.
თავი II
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამსახურში მიღება და გადაადგილება
მუხლი 6. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურში მიღების წესი
1. სასაზღვრო პოლიციაში მისაღებ კანდიდატს უნდა გააჩნდეს დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი განათლება ან კვალიფიკაცია.
2. სასაზღვრო პოლიციაში მისაღები კანდიდატი ეცნობა დაკავებული თანამდებობისათვის განსაზღვრულ ფუნქცია- მოვალეობებს, რომელსაც ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
3. სასაზღვრო პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებებიდან, განათლებიდან, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები და ფლობენ სახელმწიფო ენას.
31. წვევამდელმა სასაზღვრო პოლიციაში მიღებამდე ან მიღების შემდეგ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების პროგრამა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.
32. წვევამდელს სასაზღვრო პოლიციაში მიღების შემდეგ მიენიჭება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალის/საზღვაო კაპრალის უმცროსი სპეციალური წოდება.
33. წვევამდელს სასაზღვრო პოლიციაში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად.
34. 35 წელს გადაცილებული პირი სასაზღვრო პოლიციაში სამუშაოდ შესაძლებელია მიღებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით.
35. სამხედრო სამსახურიდან ადრე დათხოვნილი ან სპეციალური წოდების მქონე პირების სასაზღვრო პოლიციაში მიღებისას (დანიშვნისას) ასაკობრივი შეზღუდვა განისაზღვრება ამ წესის 30-ე მუხლის მიხედვით.
4. სასაზღვრო პოლიციის რიგით, უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობაზე მიიღებიან საშუალო ან/და უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები.
5. სასაზღვრო პოლიციის უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობაზე ინიშნებიან უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები.
6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღება ფორმდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.
7. სასაზღვრო პოლიციაში მოსამსახურე შეიძლება დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით არა უმეტეს 6 თვისა.
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 2 2 ნოემბრ ის № 649 ბრძანებულება - სსმ III, № 168 , 28.11. 200 7 წ ., მუხ. 1850
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 2 2 ნოემბრ ის № 649 ბრძანებულება - სსმ III, № 168 , 28.11. 200 7 წ., მუხ. 1850
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 დეკემბრის №674 ბრძანებულება - სსმ III, №174, 10.12.2007 წ., მუხ.1919
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 დეკემბრის №674 ბრძანებულება - სსმ III, №174, 10.12.2007წ., მუხ.1919
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №962 ბრძანებულება - სსმ III, №158, 29.12.2009 წ., მუხ.1897

91. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება წოდებით სამსახურის ვადის გავლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.
91 . მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება წოდებით სამსახურის ვადის გავლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.

1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 ნოემბრის №649 ბრძანებულება - სსმ III, №168, 28.11.2007 წ., მუხ.1850
1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულება№649 - სსმ III, №168, 28.11.2007წ., მუხ.1850
2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 დეკემბრის №674 ბრძანებულება - სსმ III, №174, 10.12.2007 წ., მუხ.1919
2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 დეკემბრის ბრძანებულება №674 - სსმ III, №174, 10.12.2007წ., მუხ.1919
3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №962 ბრძანებულება - სსმ III, №158, 29.12.2009 წ., მუხ.1897
3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება№962 - სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1897
4. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება №766 -ვებგვერდი, 29.08.2012წ.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №424
2006 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 2 2 ნოემბრ ის № 649 ბრძანებულება - სსმ III, № 168 , 28.11. 200 7 წ., მუხ. 1850
„საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი.
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება №766 -ვებგვერდი, 29.08.2012წ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე
‚‚ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სისტემაში სამსახურის გავლის წესი
ეს წესი განსაზღვრავს და აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (შემდგომში – სასაზღვრო პოლიცია) მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს.
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები🔗
მუხლი 1. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს განეკუთვნებიან სასაზღვრო პოლიციის კადრებში ჩარიცხული პირები, რომელთაც ‚‚სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.
მუხლი 2 სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის პრინციპები🔗
მუხლი 2 სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის პრინციპები
1. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, შესაბამისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და დაქვემდებარების, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, შრომისათვის წახალისების, თანამშრომელთა საქმიანი კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს აქვთ ფორმის ტანსაცმელი, რომლის ნიმუშები დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს აქვთ უფლება შეინახონ, ატარონ და გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 3. სასაზღვრო პოლიციის სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები🔗
მუხლი 3. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” საქართველოს კანონი, ეს წესი და სხვა ნორმატიული აქტები.
მუხლი 4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები
სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, „საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს წესი და სხვა ნორმატიული აქტები.
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 2 2 ნოემბრ ის № 649 ბრძანებულება - სსმ III, № 168 , 28.11. 200 7 წ., მუხ. 1850
მუხლი 4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები მოქმედი კანონმდებლობის, დადებული ფიცის, კონტრაქტისა და ამ დებულების შესაბამისად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და სარგებლობენ გარკვეული უფლებებით იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მათ აკისრიათ დაკავებული თანამდებობით.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს კანონი.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ხელმძღვანელობს კანონით. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
4. აკრძალულია სასაზღვრო პოლიციის საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. იგი თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონების მოთხოვნებით. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედობის ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება🔗
მუხლი 5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურთა და მისაღებ კანდიდატთა პროფესიული მომზადება
სასაზღვრო პოლიციის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით სასაზღვრო პოლიცია ახორციელებს მოსამსახურეთა და მისაღებ კანდიდატთა მომზადება-გადამზადებას სხვადასხვა თანამდებობის შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობების გათვალისწინებით, აგრეთვე უზრუნველყოფს მოსამსახურეთა და მისაღებ კანდიდატთა პროფესიულ და ფიზიკურ მომზადებას, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესების დასაუფლებლად ატარებს პერიოდულ მომზადებასა და შემოწმებას. (გავრცელდეს 2012 წლის 20 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე).
საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება №766 -ვებგვერდი, 29.08.2012წ.
სასაზღვრო პოლიციის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებისა და პროფესიული დონის ამაღლების მიზნით საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ახორციელებს მოსამსახურეთა მომზადება-გადამზადებას სხვადასხვა თანამდებობების შესაბამისად ფუნქცია-
მოვალეობების გათვალისწინებით. აგრეთვე მოსამსახურეთა კვალიფიკაციის, ფიზიკური მომზადების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესების ცოდნის პერიოდულ შემოწმებას.
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამსახურში მიღება და გადაადგილება
მუხლი 6. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურში მიღების წესი🔗
მუხლი 6. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურში მიღების წესი
1. სასაზღვრო პოლიციაში მისაღებ კანდიდატს უნდა გააჩნდეს დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი განათლება ან კვალიფიკაცია.
2. სასაზღვრო პოლიციაში მისაღები კანდიდატი ეცნობა დაკავებული თანამდებობისათვის განსაზღვრულ ფუნქცია- მოვალეობებს, რომელსაც ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
3. სასაზღვრო პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებებიდან, განათლებიდან, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები და ფლობენ სახელმწიფო ენას.
31. წვევამდელმა სასაზღვრო პოლიციაში მიღებამდე ან მიღების შემდეგ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების პროგრამა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.
32. წვევამდელს სასაზღვრო პოლიციაში მიღების შემდეგ მიენიჭება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალის/საზღვაო კაპრალის უმცროსი სპეციალური წოდება.
33. წვევამდელს სასაზღვრო პოლიციაში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად.
34. 35 წელს გადაცილებული პირი სასაზღვრო პოლიციაში სამუშაოდ შესაძლებელია მიღებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით.
35. სამხედრო სამსახურიდან ადრე დათხოვნილი ან სპეციალური წოდების მქონე პირების სასაზღვრო პოლიციაში მიღებისას (დანიშვნისას) ასაკობრივი შეზღუდვა განისაზღვრება ამ წესის 30-ე მუხლის მიხედვით.
2. სასაზღვრო პოლიციაში მისაღები კანდიდატი ეცნობა დაკავებული თანამდებობისათვის განსაზღვრულ ფუნქცია-
მოვალეობებს, რომელსაც ამტკიცებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.
3. სასაზღვრო პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები, ფლობენ სახელმწიფო ენას. სასაზღვრო პოლიციაში 35 წელს გადაცილებული პირი შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით. იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც ადრე დათხოვნილი იყვნენ სასაზღვრო პოლიციიდან და ახლად იწყებენ სამსახურს, ასაკობრივი შეზღუდვა განისაზღვრება ამ წესის 30-ე მუხლის მოთხოვნებით.
4. სასაზღვრო პოლიციის რიგით, უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობაზე მიიღებიან საშუალო ან/და უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები.
5. სასაზღვრო პოლიციის უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის თანამდებობაზე ინიშნებიან უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები.
6. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღება ფორმდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.
მუხლი 7. შეზღუდვები სასაზღვრო პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით🔗
7. სასაზღვრო პოლიციაში მოსამსახურე შეიძლება დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით არა უმეტეს 6 თვისა.
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 2 2 ნოემბრ ის № 649 ბრძანებულება - სსმ III, № 168 , 28.11. 200 7 წ., მუხ. 1850
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 დეკემბრის №674 ბრძანებულება - სსმ III, №174, 10.12.2007წ., მუხ.1919
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №962 ბრძანებულება - სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1897
მუხლი 7. შეზღუდვები სასაზღვრო პოლიციაში მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
სასაზღვრო პოლიციაში არ მიიღება:
ა) ნასამართლევი პირი;
ბ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური და სხვა ქრონიკული სნეულებებით დაავადებული პირი;
გ) პირი, რომელიც სასამართლო წესით ქმედუუნაროდ არის ცნობილი.
მუხლი 8. სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვა🔗
მუხლი 8. სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვა
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეკრძალება სამეწარმეო და სხვა ანაზღაურებად საქმიანობაში მონაწილეობა, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.
მუხლი 9. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება🔗
მუხლი 9. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება:
ა) ზემდგომ თანამდებობაზე – სამსახურებრივი დაწინაურებით დასაწინაურებელ მოსამსახურესთან შეთანხმების საფუძველზე;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე – სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის თანხმობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მოსამსახურეთა პირადი თვისებების, ცოდნის, მომზადებისა და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის;
გ) დაბალ თანამდებობაზე;
გ.ა) შტატების შემცირებისას;
გ.ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;
გ.გ) პირადი თხოვნით;
გ.დ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
გ.ე) დისციპლინური სახდელის შეფარდების საფუძველზე;
გ.ვ) სპეციალური სწავლებების დამთავრების არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე.
2. თანამდებობრივი გადაადგილება უნდა მოხდეს მოსამსახურის ძირითადი ან მომიჯნავე სპეციალობის გამოცდილების გათვალისწინებით. მოსამსახურის თანამდებობრივ გადაადგილებას საჭიროების შემთხვევაში წინ უნდა უძღოდეს მისი შესაბამისი სამსახურებრივი გადამზადება.
3. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ხორციელდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით, გადაადგილების საფუძვლის მითითებით. ბრძანება მოსამსახურეს უნდა გააცნოს უშუალო ხელმძღვანელმა.
4. ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამსახურე შეიძლება დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად 3 (სამი) თვის ვადით.
4. ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამსახურე შეიძლება დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად 3 თვის გამოსაცდელი ვადით.
5. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ან სასმართლო ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
6. სასაზღვრო პოლიციაში სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელებისას, სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადაში არ შედის დროებითი შრომისუუნარობის გამო საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დრო.
მუხლი 10. ატესტაცია
6. სასაზღვრო პოლიციაში სტრუქტურული რეორგანიზაციის განხორციელებისას, სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვისა. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ხელფასი (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოები) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადაში არ შედის დროებითი შრომისუუნარობის გამო საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დრო.
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ექვემდებარება ატესტაციას, რომლის მიზანია მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობისა და პირადული თვისებების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
2. ატესტაციის მოწყობის ვადებსა და წესს განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაადგილება ტერიტორიულად სხვა ადგილზე
საქართველოს პრეზიდენტის 200 7 წლის 2 2 ნოემბრ ის № 649 ბრძანებულება - სსმ III, № 168 , 28.11. 200 7 წ., მუხ. 1850
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 დეკემბრის №674 ბრძანებულება - სსმ III, №174, 10.12.2007წ., მუხ.1919
მუხლი 10. ატესტაცია, კონკურსი
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე ექვემდებარება ატესტაციას, რომლის მიზანია მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა.
2. სასაზღვრო პოლიციაში გარკვეული ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი.
3. ატესტაციის და კონკურსის მოწყობის ვადებსა და წესს განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 ნოემბრის №649 ბრძანებულება - სსმ III, №168, 28.11.2007წ., მუხ.1850
მუხლი 11. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა სამსახურებრივი გადაადგილება ტერიტორიულად სხვა ადგილზე
სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ტერიტორიულად სხვა ადგილზე სამსახურებრივი გადაადგილებისას სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სპეციალურ წოდებათა მინიჭება და ჩამორთმევა
მუხლი 12. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდებები
მუხლი 12. სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდებები🔗
1. სასაზღვრო პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) რიგითი შემადგენლობისათვის:
უმცროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კაპრალი/საზღვაო კაპრალი, უმცროსი სერჟანტი/უმცროსი მიჩმანი, სერჟანტი/მიჩმანი, უფროსი სერჟანტი/უფროსი მიჩმანი, მასტერ-სერჟანტი/მასტერ-მიჩმანი;
ბ) ოფიცერთა შემადგენლობისათვის:
საშუალო სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი/კაპიტან-ლეიტენანტი;
უფროსი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მაიორი/მესამე რანგის კაპიტანი, ვიცე-პოლკოვნიკი/მეორე რანგის კაპიტანი, პოლ-კოვნიკი/პირველი რანგის კაპიტანი;
უმაღლესი სპეციალური წოდება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გენერალ-მაიორი/ვიცე-ადმირალი, გენერალ-ლეიტენანტი/ ადმირალი.
მუხლი 13. სპეციალური წოდების მინიჭება
მუხლი 13. სპეციალური წოდების მინიჭება🔗
1. სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
2. რიგით და ოფიცერთა შემადგენლობას სპეციალურ წოდებებს (გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებებისა) ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი. ოფიცერთა შემადგენლობას უმაღლეს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
3. სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობისათვის მინიჭებული წოდებები მუდმივია, სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა ,,გადამდგარი” ან ,,თადარიგის” .
4. (ამოღებულია).
4. მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება შესაბამისი წინა სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
5. სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს ,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით .
6. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.
7. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ანდა სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, მარეაბილიტირებელ საფუძველზე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.
8. სამხედრო წოდების ან „სახელმწიფო სპეციალური წოდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სპეციალური წოდების მქონე პირებს სასაზღვრო პოლიციაში მიღებისას ენიჭებათ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდება, რომელიც მათი სამხედრო ან სპეციალური წოდების თანაბარია.
8. პირველადი სპეციალური წოდების მისანიჭებლად და სასაზღვრო პოლიციის კადრებში ჩასარიცხად წარდგენა უნდა წარმოებდეს სამხედრო აღრიცხვიდან სხვა სპეციალური წოდებიდან მოხსნისა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალურ აღრიცხვაზე დაყენებისთანავე.
9. ოფიცრის წოდების არმქონე პირებს, რომლებიც ოფიცრის თანამდებობაზე ინიშნებიან, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება მიენიჭებათ შემდეგი წესით:
9. სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის წოდება, როგორც წესი, მიენიჭებათ პირებს, რომლებიც დანიშნულნი არიან ოფიცრის თანამდებობებზე. მორიგი სპეციალური წოდება ოფიცრებს მიენიჭებათ წოდებით სამსახურის ვადის გავლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.
ა) უმაღლესი განათლების მქონე პირებს – ოფიცრის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე;
ბ) საშუალო ან საშუალო სპეციალური განათლების მქონე პირებს – სპეციალური მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ.
91 . მორიგი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება წოდებით სამსახურის ვადის გავლისა და დაკავებული თანამდებობის ზღვრული წოდების მისანიჭებელ წოდებასთან შესაბამისობის შემთხვევაში.
10. ომის პირობებში ოფიცერთა შემადგენლობისათვის წოდების მისანიჭებლად სამსახურის გავლის ვადები მცირდება 1 წლამდე და ვრცელდება იმ პირებზე, ვინც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 ნოემბრის №649 ბრძანებულება - სსმ III, №168, 28.11.2007წ., მუხ.1850
მუხლი 14. სამსახურის ვადა სპეციალური წოდების მისანიჭებლად.🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №962 ბრძანებულება - სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1897
მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილია ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
მუხლი 14. სამსახურის ვადა ოფიცერთა შემადგენლობისათვის სპეციალური წოდების მისანიჭებლად
„ოფიცერთა შემადგენლობისათვის:
ოფიცერთა შემადგენლობისათვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი
ა) უმცროსი ლეიტენანტიდან – ლეიტენანტამდე – 1 წელი;
სასაზღვრო პოლიციის ლეიტენანტი – 2 წელი
ბ) ლეიტენანტიდან – უფროს ლეიტენანტამდე – 2 წელი;
სასაზღვრო პოლიციის უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი
გ) უფროსი ლეიტენანტიდან – კაპიტნამდე (კაპიტან ლეიტენანტამდე) – 3 წელი;
სასაზღვრო პოლიციის კაპიტანი– 3 წელი
დ) კაპიტნიდან (კაპიტან ლეიტენანტიდან) – მაიორამდე (მესამე რანგის კაპიტნამდე) – 3 წელი;
სასაზღვრო პოლიციის მაიორი – 4 წელი
ე) მაიორიდან (მესამე რანგის კაპიტნიდან) – ვიცე-პოლკოვნიკამდე (მეორე რანგის კაპიტნამდე) – 4 წელი;
სასაზღვრო პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი– 5 წელი
ვ) ვიცე-პოლკოვნიკიდან (მეორე რანგის კაპიტნიდან) – პოლკოვნიკამდე (პირველი რანგის კაპიტნამდე) – 5 წელი;
სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი – 5 წელი.
ზ) პოლკოვნიკისათვის (პირველი რანგის კაპიტნისათვის) სამსახურის ვადა დაწესებული არ არის.
მუხლი 15. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 ნოემბრის №649 ბრძანებულება - სსმ III, №168, 28.11.2007წ., მუხ.1850
მუხლი 15. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
2. უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
3. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭების წესსა და პირობებს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
მუხლი 16. სპეციალური წოდების ჩამორთმევა
მუხლი 16. სპეციალური წოდების ჩამორთმევა🔗
1. სპეციალური წოდება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს შეიძლება ჩამოერთვას როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.
2. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესსა და პირობებს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
3. სპეციალური წოდების ჩამორთმევის თაობაზე დავა განიხილება სასამართლო წესით.
მოსამსახურის წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა
მუხლი 17. სამსახურებრივი დისციპლინა
მუხლი 17. სამსახურებრივი დისციპლინა🔗
სამსახურებრივი დისციპლინა ნიშნავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ფიცის, სამსახურის ხელშეკრულების პირობების, აგრეთვე სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებების, უშუალო უფროსის მითითებების, მისთვის დაკისრებული მოვალეობისა და უფლებამოსილების შესრულებას.
მუხლი 18. წახალისება სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის
მუხლი 18. წახალისება სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებისათვის🔗
სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო;
გ) მადლობის სიგელით დაჯილდოება;
დ) სასაზღვრო პოლიციის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ე) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ვ) ადრე დადებული დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა;
ზ) სახელობითი ცეცხლსასროლი იარაღით დაჯილდოება.
მუხლი 19. საპატიო წოდების მინიჭება
მუხლი 19. საპატიო წოდების მინიჭება🔗
„საპატიო მესაზღვრის“ საპატიო წოდების მინიჭება ხდება დადგენილი წესის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ.
მუხლი 20. დისციპლინური პასუხისმგებლობა
მუხლი 20. დისციპლინური პასუხისმგებლობა🔗
1. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის გამო სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება;
ე) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;
ვ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ვ) სპეციალურ წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ზ) სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნა.
2. სასაზღვრო პოლიციის უფროსს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში მოხელე ჩამოაშოროს სამსახურს დისციპლინური წარმოების დასრულებამდე. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოხელეს უნარჩუნდება ხელფასი დანამატებთან ერთად.
მუხლი 21. წახალისებისა და დისციპლინური სახდელის გამოყენების წესი🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 ნოემბრის №649 ბრძანებულება - სსმ III, №168, 28.11.2007წ., მუხ.1850
მუხლი 21. წახალისებისა და დისციპლინური სახდელის გამოყენების წესი
1. წახალისება და დისციპლინური სახდელი გამოიყენება უშუალო და პირდაპირი უფროსის მიერ მათი უფლებამოსილების ფარგლებში.
2. დისციპლინური სახდელი პირს შეეფარდება სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. დისციპლინური სასჯელი ძალაში შედის დაუყოვნებლივ.
3. სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ყოველი შემთხვევის გამო შეიძლება მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელის გამოყენება.
4. დისციპლინური სასჯელი სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ სახდელის დადების დღიდან ერთი წლის განმავლობაში მას არ შეეფარდა ახალი სახდელი. ვადაზე ადრე დისციპლინური სახდელის მოხსნა ხდება წახალისების სახით მისი უშუალო უფროსის ან ზემდგომი უფროსის მიერ.
5. წახალისებისა და დისციპლინური სახდელის გამოყენების წესს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 ნოემბრის №649 ბრძანებულება - სსმ III, №168, 28.11.2007წ., მუხ.1850
სამსახურის გავლის პირობები
მუხლი 22. შრომითი შინაგანაწესი
მუხლი 22. შრომითი შინაგანაწესი🔗
სასაზღვრო პოლიციის შრომით შინაგანაწესს ადგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 23. სამუშაო დროის ხანგრძლივობა
მუხლი 23. სამუშაო დროის ხანგრძლივობა🔗
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის დადგენილია ორმოცდაერთსაათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული სამუშაო დღე.
2. სასაზღვრო პოლიციის თანამდებობათა ჩამონათვალს, რომლებისთვისაც შემოკლებული სამუშაო დღეა დადგენილი, განსაზღვრავს სასაზღვრო პოლიციის უფროსი.
3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დასაქმებულ იქნენ შესაბამისი ბრძანებით დასვენებისა და სადღესასწაულო დღეებში. ამ შემთხვევაში მათ ეძლევათ ანაზღაურება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ცვლებში მომუშავე მოსამსახურეთათვის დგინდება ერთიანი ხანგრძლივობის დღის, საღამოსა და ღამის ცვლები.
მუხლი 24. შვებულება
მუხლი 24. შვებულება🔗
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის განისაზღვრება შემდეგი სახის შვებულებები ხელფასის შენარჩუნებით:
ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი;
ბ) მოკლევადიანი.
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, აგრეთვე სასწავლო და სხვა სახის შვებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება კალენდარული დღეებით.
3. შვებულების ხანგრძლივობა გამოითვლება კალენდარული დღეებით. უქმე და დასვენების დღე (არა უმეტეს 10 დღისა) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების განსაზღვრისას არ ითვლება.
4. კადრების განკარგულებაში მყოფ პირს შვებულება არ მიეცემა.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 ნოემბრის №649 ბრძანებულება - სსმ III, №168, 28.11.2007წ., მუხ.1850
მუხლი 25. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება🔗
მუხლი 25. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება
ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს ეძლევათ მოსამსახურეთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა დადგენილი რიგითობის შესაბამისად 30 კალენდარული დღის ხანგძლივობით. ცალკეულ შემთხვევებში, თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე უფროსის ბრძანებით, პირს ყოველწლიური გამოუყენებელი წინა წლის შვებულება შეიძლება მიეცეს მომდევნო წლის პირველ კვარტალში.
მუხლი 26. მოკლევადიანი შვებულება
მუხლი 26. მოკლევადიანი შვებულება🔗
გადაუდებელი სოციალურ-საყოფაცხოვრებო საკითხების, დაქორწინების, მშობლის მოვალეობის შესრულებისა და სხვა საპატიო მიზეზების გამო სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღის ხანგრძლივობით. მოკლევადიანი შვებულების დღეები ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაში არ შედის.
მუხლი 27. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება დროებითი შრომისუუნარობის გამო
მუხლი 27. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება დროებითი შრომისუუნარობის გამო🔗
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობა დროებითი შრომისუუნარობის (ავადმყოფობის) გამო შეუჩერდება სამედიცინო კომისიის ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე.
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს სამსახურებრივი ურთიერთობა დროებითი შრომისუუნარობის (ავადმყოფობის) გამო შეუჩერდება სამედიცინო კომისიის ან შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს, თუ მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ეს დრო შეიძლება გაგრძელებულ იქნეს თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე უფროსის მიერ სამკურნალო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე.
3. შრომითი ურთიერთობის შეჩერების ვადის ამოწურვის შემდგომ მოსამსახურე ექვემდებარება სამედიცინო კომისიის მიერ შემოწმებას ვარგისიანობაზე.
4. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეზე, რომელმაც ჭრილობა ან დასახიჩრება მიიღო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ამ მუხლით გათვალისწინებული ვადები არ ვრცელდება. აღნიშნული მოსამსახურე მკურნალობის დამთავრების შემდეგ ექვემდებარება სამედიცინო შემოწმებას.
5. დროებითი შრომისუუნარობის (ავადმყოფობის) გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების დრო არ შედის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში.
6. დროებითი შრომისუუნარობის (ავადმყოფობის) გამო სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში მოსამსახურეს უნარჩუნდება ხელფასი.
სამსახურის შეწყვეტა
მუხლი 28. სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები
მუხლი 28. სამსახურის შეწყვეტის საფუძვლები🔗
სამსახურის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნა;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
გ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად გამოცხადება კანონით დადგენილი წესით;
დ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის გარდაცვალება.
მუხლი 29. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის საფუძვლები
მუხლი 29. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის საფუძვლები🔗
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დაითხოვონ შემდეგი საფუძვლებით:
ა) თავისი სურვილით;
ბ) ზღვრული ასაკის მიღწევისას;
გ) ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის გამო;
დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევის გამო;
ე) რეორგანიზაციისას ან/და შტატების შემცირების გამო;
ვ) ავადმყოფობის, რომლის გამოც აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;
ზ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომლის გამოც აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;
თ) სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო ატესტაციის ან სპეციალური სწავლების შედეგების საფუძველზე;
ი) დისციპლინის ერთჯერადი უხეში ან სისტემატური დარღვევისათვის;
კ) გადაცდომისათვის, რომელიც შეუთავსებელია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლისათვის;
ლ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო;
მ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო;
მ) ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კორუფციული სამართალდარღვევის ჩადენის გამო.
ნ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ო) სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით.
2. კადრების განკარგულებაში აყვანილი სასაზღვრო პოლიციელები განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლებიან შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.
3. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, რომელსაც აქვს უფროსი ოფიცრის შემადგენლობის სახელმწიფო სპეციალური წოდება, პენსიაზე გასვლის შემდეგ უფლება ეძლევა ატაროს ფორმის ტანსაცმელი.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 ნოემბრის №649 ბრძანებულება - სსმ III, №168, 28.11.2007წ., მუხ.1850
მუხლი 30. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა ასაკობრივი შუზღუდვა🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №962 ბრძანებულება - სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1897
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს, რომლებსაც აქვთ რიგითი შემადგენლობის სპეციალური წოდება, შეუძლიათ იმსახურონ სასაზღვრო პოლიციაში 55 წლამდე ასაკის ჩათვლით. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებსაც აქვთ უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებანი, შეუძლიათ იმსახურონ შემდეგი ასაკის მიღწევამდე:
მუხლი 30. სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის ზღვრული ასაკი
ა) სასაზღვრო პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი– სასაზღვრო პოლიციის კაპიტანი – 50 წელი (თადარიგი); 55 წელი – გადადგომით;
სასაზღვრო პოლიციის სპეციალური წოდების მოსამსახურეთათვის დადგენილია შემდეგი ასაკობრივი შეზღუდვა:
ბ) სასაზღვრო პოლიციის მაიორი – სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი – 55 წელი (თადარიგი); 60 წელი – გადადგომით.
ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – 55 წელი;
2. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები, რომლებმაც მიაღწიეს ზღვრულ ასაკს, აღნიშნული მუხლით ექვემდებარებიან დათხოვნას, იმ შემთხვევის გარდა, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესით.
ბ) საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – 55 წელი;
3. სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადებითი სამედიცინო დასკვნისას სასაზღვრო პოლიციის უფროსის ნებართვით სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკის სპეცწოდების მქონე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს, მისი თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა განსაზღვრულ ასაკს ზევით 5 წლამდე.
გ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – 60 წელი;
4. სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება არ გამორიცხავს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის დათხოვნის შესაძლებლობას აღნიშნული წესით გათვალისწინებული საფუძვლების შესაბამისად.
დ) უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირთათვის – 65 წელი.
მუხლი 31. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის წესი🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 ნოემბრის №649 ბრძანებულება - სსმ III, №168, 28.11.2007წ., მუხ.1850
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №962 ბრძანებულება - სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1897
მუხლი 31. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის წესი
რიგითი და ოფიცერთა შემადგენლობის თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა ხდება სასაზღვრო პოლიციის უფროსის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.
მუხლი 32. უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირთა მიერ ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სამსახურის გავლა
მუხლი 32. რიგითი შემადგენლობის მიერ ვალდებულების ვადის გაგრძელების წესი🔗
უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების შტატით განსაზღვრული თანამდებობის პირები დებენ წერილობით ხელშეკრულებას (კონტრაქტს) განსაზღვრული ვადით სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის შესახებ. ხელშეკრულება (კონტრაქტი) ითვლება გაგრძელებულად, თუ რომელიმე მხარე ერთი თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.
რიგითი შემადგენლობის თანამდებობაზე მისაღები პირები დებენ წერილობით ხელშეკრულებას – ვალდებულებას სასაზღვრო პოლიციაში მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ (4 წლით). ვალდებულება ითვლება გაგრძელებულად იმავე ვადით, თუ თანამშრომელი ვალდებულებით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე არ მიმართავს ხელმძღვანელობას პატაკით დათხოვნის შესახებ.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 დეკემბრის №674 ბრძანებულება - სსმ III, №174, 10.12.2007წ., მუხ.1919
მუხლი 33. ოფიცერთა გადადგომით დათხოვნა🔗
მუხლი 33. ოფიცერთა გადადგომით დათხოვნა
უმცროს, უფროს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობის პირები სასაზღვრო პოლიციიდან შეიძლება დაითხოვონ გადადგომით:
ა) ასაკის გამო – ამ წესის 30-ე მუხლით დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევისას;
ა) ასაკის გამო – ამ დებულების 30-ე მუხლით დადგენილი ზღვრული ასაკის მიღწევისას თადარიგში ყოფნით;
ბ) ავადმყოფობის გამო – სამხედრო-სამედიცინო კომისიის მიერ მიჩნეულები სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად სამხედრო აღრიცხვიდან ამორიცხვით.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 ნოემბრის №649 ბრძანებულება - სსმ III, №168, 28.11.2007წ., მუხ.1850
მუხლი 34. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნილთა პასუხისმგებლობა🔗
მუხლი 34. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნილთა ვალდებულება
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებისაგან, რომლებიც დაითხოვეს სასაზღვრო პოლიციიდან, ამოღებულ უნდა იქნეს მათთვის მიცემული ფორმის ტანსაცმელი, პირადობის მოწმობა და მათზე გაპიროვნებული სხვა მატერიალური ფასეულობანი.
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებისაგან, რომლებიც დაითხოვეს სასაზღვრო პოლიციიდან, ამოღებულ უნდა იქნეს სამსახურებრივი პირადობის მოწმობა და გაპიროვნებული სხვა მატერიალური ფასეულობანი, გარდა სანივთე ქონებისა.
მუხლი 35. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნილი მოსამსახურის დაცვის უფლება🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №962 ბრძანებულება - სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1897
მუხლი 35. სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნილი მოსამსახურის დაცვის უფლება
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ბრძანება სასაზღვრო პოლიციიდან მისი დათხოვნის შესახებ.
მუხლი 36. საპენსიო უზრუნველყოფა
მუხლი 36. საპენსიო უზრუნველყოფა🔗
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის სამსახურში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენა
მუხლი 37. სასაზღვრო პოლიციაში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის საფუძვლები
მუხლი 37. სასაზღვრო პოლიციაში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის საფუძვლები🔗
სასაზღვრო პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც უკანონოდ იქნენ დათხოვნილი სასაზღვრო პოლიციიდან, გადაყენებული ან ჩამოქვეითებული დაკავებული თანამდებობიდან, რომლებსაც ჩამოერთვათ სპეციალური წოდება, ექვემდებარებიან შესაბამისად აღდგენას როგორც თანამდებობაზე, ისე სასაზღვრო პოლიციაში და სპეციალურ წოდებაში. სამსახურში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, აგრეთვე რეაბილიტირებულის განცხადება სასაზღვრო პოლიციაში აღდგენაზე.
მუხლი 38. სასაზღვრო პოლიციაში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის წესი და ვადები🔗
მუხლი 38. სასაზღვრო პოლიციაში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის წესი და ვადები
1. სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეს უფლება აქვს მისი სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის და სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოს წესით.
2. სასაზღვრო პოლიციაში, სპეციალურ წოდებაში და თანამდებობაზე აღდგენის შესახებ კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის სამსახურში აღდგენა ხდება ადრე დაკავებულ ან მის თანაბარ თანამდებობაზე დათხოვნილის თანხმობით.
მუხლი 39. სასაზღვრო პოლიციაში აღდგენის შემდეგ სამსახურის სტაჟის გამოთვლა🔗
მუხლი 39. სასაზღვრო პოლიციაში აღდგენის შემდეგ სამსახურის სტაჟის გამოთვლა
სასაზღვრო პოლიციაში აღდგენილ მოსამსახურეებს მუშაობის უწყვეტ სტაჟში ჩაეთვლებათ დათხოვნის ბრძანების ხელმოწერის დღიდან აღდგენამდე განვლილი პერიოდი.
მუხლი 40. მიყენებული ზარალის ანაზღაურება🔗
მუხლი 40. მიყენებული ზარალის ანაზღაურება
სასაზღვრო პოლიციიდან უკანონოდ დათხოვნილ მოსამსახურეებს აღდგენის შემთხვევაში უნაზღაურდებათ მათთვის მიყენებული მატერიალური ზარალი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 41. სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებულ მოსამსახურეთა სამსახურის სტაჟის გამოთვლა🔗
მუხლი 41. ნამსახურობის წლების გაანგარიშება
სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებულ მოსამსახურეთა სამსახურის სტაჟი გამოითვლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 42. სამსახურის გავლის წესი ომის პირობებში და იმ ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა
ნამსახურობის წლები (სტაჟი) მოიცავს:
ა) პოლიციაში, პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამსახურის პერიოდს;
ბ) სამხედრო ძალებსა და სხვა უწყებაში სპეციალური სამსახურის გავლისას სპეციალური ან სამხედრო წოდებით სამსახურის პერიოდს;
გ) სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდს უწყებებში (ორგანიზაციებში), რომლებშიც სამსახურის გავლა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება/ითვლებოდა სამხედრო სამსახურად;
დ) საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის სამხედრო, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს სასწავლებლებში სწავლის პერიოდს (კურსანტი, მსმენელი), აგრეთვე სასწავლებლად საზღვარგარეთ გრძელვადიანი მივლინებით ყოფნის პერიოდს;
ე) სსრკ-ის სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა და უშიშროების ორგანოებში სამსახურის პერიოდს 1991 წლის 21 დეკემბრამდე;
ვ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის შვებულებაში (მათ შორის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო) ყოფნის პერიოდს;
ზ) სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდს, მაგრამ კადრების განკარგულებაში თითოეული გადაყვანისას – არა უმეტეს 4 თვის პერიოდისა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №962 ბრძანებულება - სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1897
მუხლი 42. სამსახურის გავლის წესი ომის პირობებში და იმ ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა
სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთათვის სამსახურის გავლის წესი ომის პირობებში და იმ ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 22 ნოემბრის ბრძანებულება№649 - სსმ III, №168, 28.11.2007წ., მუხ.1850
2. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 5 დეკემბრის ბრძანებულება №674 - სსმ III, №174, 10.12.2007წ., მუხ.1919
3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის ბრძანებულება№962 - სსმ III, №158, 29.12.2009წ., მუხ.1897
4. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 29 აგვისტოს ბრძანებულება №766 -ვებგვერდი, 29.08.2012წ.
მ. სააკაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“, №424, 14.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/98368-4/