„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
2006 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (შემდეგში – ჰოსპიტალი).
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №6 4 3 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.
2. ჰოსპიტლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) ერთი თვეში უზრუნველყოს ჰოსპიტლის დებულების დამტკიცება და ჰოსპიტლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი.ჩოგოვაძე) უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის სარგებლობაში არსებული ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჰოსპიტლისათვის გადაცემა.
მ. სააკაშვილი
+
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №483
+
2006 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის შექმნის შესახებ
+
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (შემდგომში – ჰოსპიტალი).
საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 16 აგვისტოს ბრძანებულება №6 4 3 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.
2. ჰოსპიტლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
3. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (ი. ოქრუაშვილი) ერთი თვეში უზრუნველყოს ჰოსპიტლის დებულების დამტკიცება და ჰოსპიტლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი.ჩოგოვაძე) უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის სარგებლობაში არსებული ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით ჰოსპიტლისათვის გადაცემა.
მ. სააკაშვილი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“, №483, 15.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.08.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/98608-1/