,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №71
2006 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №49 დადგენილება (სსმ III, 2005 წ., №33, მუხლი 328) ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №118, 21.08.2007წ; მუხ.1295
2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №222-სსმ III, №142, 12.10.2007წ; მუხ.1570
3. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ივნისის დადგენილება №141-სსმ III, №91, 27.06.2008წ; მუხ.987
4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №186-სსმ III, №129, 22.10.2009წ; მუხ.1479
5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აპრილის დადგენილება №108-სსმ III, №38, 12.04.2010წ; მუხ.611
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და სახელმწიფო პოლიტიკას საქართველოს ენერგეტიკის დარგში.
2. სამინისტრო შექმნილია ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
4. სამინისტროს ამოცანები, უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
5. სამინისტრო თავისი ერთიანი სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო კონტროლსა და სამსახურებრივ ზედამხედველობას.
6. სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.
7. სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.
8. სამინისტრო არის საბიუჯეტო დაწესებულება და მისი დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
9. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
10. სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მისამართია www.minenergy.gov.ge, აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს საჯარო ადგილს.
11. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2, V სართული.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №118, 21.08.2007წ; მუხ.1295
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ივნისის დადგენილება №141-სსმ III, №91, 27.06.2008წ; მუხ.987
მუხლი 2. სამინისტროს ძირითადი ამოცანები და საქმიანობის სფერო
1. სამინისტრო შეიმუშავებს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ენერგეტიკის დარგში და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მათ განხორციელებას.
2. საქართველოს ენერგეტიკის დარგის, როგორც ერთიანი კომპლექსის, განვითარებისა და მისი ცალკეული დარგების სტაბილურად ფუნქციონირების, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო შეიმუშავებს ენერგეტიკის დარგში განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიან სახელწიფო სტრატეგიასა და პრიორიტეტებს.
3. სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესაბამისად სამინისტრო შეიმუშავებს ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, მიწოდებისა და მოხმარების, აგრეთვე იმპორტ-ექსპორტის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებათა ერთიან სახელმწიფო პროგრამებს.
4. სამინისტრო ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ენერგოსისტემის უსაფრთხოების, მისი ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციის მიზნით მოითხოვს საბიუჯეტო დაფინანსებას და ახორციელებს დარგში სახელმწიფო ინვესტირებას.
5. სამინისტრო ახორციელებს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგს, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას, შეისწავლის შესრულების მიმდინარეობას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს.
მუხლი 3. სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილება
1. სამინისტრო თავისი ფუნქციების მიხედვით:
ა) ახორციელებს ენერგორესურსების შიდა ბაზრის მონიტორინგს მისი გაჯერებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო ინვესტირებას; იღებს გადაწყვეტილებას დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე; შეიმუშავებს საიმედოობის სტანდარტებს; ამტკიცებს ენერგეტიკის დარგში ბალანსებსა და ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას; შეისწავლის სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობას;
გ) ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში რეაბილიტაციისა და განვითარების უზრუნველყოფის მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვას;
დ) უზრუნველყოფს ენერგორესურსების ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნასა და კონკურენციის განვითარებას, ამ მიზნით ახორციელებს ენერგეტიკაში დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფას, ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში საიმედოობის სტანდარტების დამკვიდრებას და ენერგეტიკის მდგრადი ფუნქციონირებისათვის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვას, ასევე შეიმუშავებს ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიასა და წესებს;
ე) მონაწილეობს ენერგეტიკის დარგში საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნასა და განვითარებაში, უზრუნველყოფს დარგის ტექნიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგს;
ვ) შეისწავლის ენერგეტიკაში მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზებს, რომლებსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სისტემური მნიშვნელობის ავარია, და ამზადებს სათანადო დასკვნებს;
ზ) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელებას;
თ) ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკის დარგებისა (მათ შორის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს) და უცხო ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარებას, და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში ტრანზიტისა და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობის გაღრმავებას;
ი) ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში საგარეო ურთიერთობათა დამყარებას; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებთან და კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას;
კ) ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარებას;
ლ) ხელს უწყობს რესურსების მოპოვების გაფართოებას, განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების უპირატეს ათვისებას, ენერგოეფექტიან ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტიანობის გაზრდასთან;
მ) ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში სხვადასხვა სახის პროექტებისა და პროგრამების შემუშავებისას ბუნების დაცვის უზრუნველყოფას და მათი განხორციელებისას ეკოლოგიური ასპექტების ოპტიმალურად გათვალისწინებას;
ნ) ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან მისი ურთიერთობის მონიტორინგს;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და წარმართავს საკადრო პოლიტიკას, ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში კადრების შერჩევის, მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შექმნას;
პ) ელექტროენერგიის დამატებითი, ალტერნატიული და განახლებადი წყაროების მოძიების, ენერგიის შემცველი წყაროების უპირატესი ათვისებისა და ამ კუთხით დარგის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისას განსაზღვრავს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების კლასიფიკაციასა და სტატუსს, აგრეთვე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის განხორციელების პირობებს;
ჟ) სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ლიცენზიისა და ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის განხორციელების შესახებ;
რ) განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისებისა და ამ კუთხით განხორციელებული ინვესტიციის ამოღების ხელშეწყობის მიზნით ახლად აშენებული ელექტროსადგურის განსაზღვრა, რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ სავალდებულო წესით შესყიდვას.
2. სამინისტრო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წესით, გარდა ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სამართლებრივი აქტებისა, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით იღებს შემდეგ სამართლებრივ აქტებს:
ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი;
ბ) ბუნებრივი გაზის ბალანსი;
გ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები;
დ) ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები;
ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესები;
ვ) გადაწყვეტილება დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე.
3. სამინისტროს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს ყველა სახელმწიფო დაწესებულებისა და ორგანოებისაგან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ინფორმაციული, დოკუმენტური და სხვა მასალები, რომლებიც საჭიროა მინიჭებული უფლებამოსილების სრულფასოვანი განხორციელებისათვის;
ბ) (ამოღებულია);
გ) არსებული წესის დაცვით დაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; დადოს ხელშეკრულებები მინიჭებული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში;
დ) ბაზრის წესების შესაბამისად განახორციელოს მრიცხველებისა და აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა ინსპექცია;
ე) საჯაროდ გამოცხადების მიზნით ინდივიდუალ ური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და სხვა სახის საჯარო ინფორმაცია განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ან/და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდის მისამართზე (www. minenergy.gov.ge);
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №118, 21.08.2007წ; მუხ.1295
მუხლი 4. სამინისტროს ხელმძღვანელობა
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. მინისტრი:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას, აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის კანდიდატურას თანამდებობაზე დასანიშნად ან თანამდებობიდან გასათავი-სუფლებლად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზნობრივად შესრულებისათვის;
ე1) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს;
ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
ზ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
თ) წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში. ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, კონტრაქტებს, ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ი) პერსონალურად აგებს პასუხს საქართველოს მთავრობის წინაშე დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის;
კ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აგრეთვე ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს თავის პირველ მოადგილეს;
ლ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელთა სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს;
მ) მინისტრი უფლებამოსილია აგრეთვე ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტში მითითებულ ხელმძღვანელთა აქტები მიზანშეუწონლობის მოტივით;
ნ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად;
ო) კანონით განსაზღვრული წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას;
პ) დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეწყებო დაწესებულების დებულებას; ასევე ამტკიცებს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტით;
ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
რ) წყვეტს სამართლებრივ დავებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;
ს) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის, ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ტ) სამინისტროსათვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების, მათ შორის, სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით გამოსცემს ბრძანებას;
უ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
3. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი – პირველი.
4. მინისტრის არყოფნისას მის უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე.
5. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის მოვალეობების განაწილება ხდება მინისტრის ბრძანებით. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

მუხლი 5. მინისტრის სათათბირო ორგანოები
1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
2. სათათბირო ორგანო იქმნება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად და შესასწავლად. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს სათათბირო ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს მინისტრი.
3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და მომსახურე სტრუქტურული ქვედანაყოფი.
4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.
5. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და მის სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს სათათბირო ორგანოს მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
6. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია დასახულ ამოცანათა შესასრულებლად გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები.
7. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 6. სამინისტროს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
დ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;
ე) ენერგეტიკული დეპარტამენტი;
ვ) იურიდიული დეპარტამენტი;
ზ) გენერალური ინსპექცია.
2. სამინისტროს ერთიან სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის „ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო“. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით და მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
3. მინისტრის აპარატის ფუნქციებია:
ა) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება და ორგანიზება;
ბ) მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურება;
გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) მინისტრის შეხვედრების, თათბირების, სამინისტროში ზეპირი მოსმენების, პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;
ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ურთიერთობისა და პროტოკოლის საქმიანობა;
ვ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს მოხელეებისა და მოსამსახურეების დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებათა პროექტების მომზადება;
თ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
ი) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
კ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის, სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ლ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
მ) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგანიზება, სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი;
ნ) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება.
4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მიზნით დარგის რესტრუქტურიზაციისა და ძირეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ენერგეტიკული დარგების მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკულ დარგში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი ხელშეწყობა;
გ) სამინისტროს მიერ დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების მონიტორინგი თავისი კომპეტენ-ციის ფარგლებში;
დ) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულებათა შესაბამისად ენერგეტიკის დარგში საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე ენერგეტიკის დარგის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ანალიზი;
ე) ენერგეტიკის დარგში მიზნობრივი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება;
ვ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების წარმოება, ანალიზი;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დაფინანსება და მათი ფინანსური მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) ენერგეტიკის დარგის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი;
ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისათვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავება;
კ) სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება;
ლ) სამინისტროს ელექტრონული ვებგვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. სამინისტროს ნორმატიული აქტების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა სტატისტიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სამინისტროში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსება;
მ) სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;
ო) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი, სათანადო წინადადებების შემუშავება;
პ) საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ანგარიშების პროექტების მომზადება;
ჟ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
5. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
ბ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია (სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში);
გ) სხვა სახელმწიფოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობა, დასკვნების მომზადება, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ე) სხვადასხვა პროექტების განხილვისას ეკოლოგიური (გარემოსდაცვითი) ასპექტების გათვალისწინება;
ვ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
6. საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
ბ) მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობების კოორდინაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ენერგეტიკის დარგში მიმზიდველი საინვესტიციო წინადადებების შემუშავება და ინვესტორებისათვის წარდგენა;
დ) ენერგეტიკის დარგში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებისა და დადებული საინვესტიციო შეთანხმებების მონიტორინგი, მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ე) საინვესტიციო წინადადებების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;

7. ენერგეტიკული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესახებ ტექნიკური დავალებების მომზადება, შესრულებულ სამუშაოთა ანალიზი და დასკვნების მომზადება;
გ) ენერგეტიკული ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ) ენერგეტიკის სფეროში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავება;
ვ) ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მოცულობათა მონიტორინგი;
ზ) ენერგოსექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
თ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, პროგრამების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგავი პოლიტიკის ოპტიმალურად გათვალისწინება;
ი) საქართველოს ენერგოსექტორის ლიცენზიატებსა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა;
კ) ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა;
ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა;
ო) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება;
პ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
8. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის დარგში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) ენერგეტიკის დარგის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარების სამართლებრივი ბაზის შემუშავება;
გ) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებსა და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობა და მათთან სამართლებრივი თანამშრომლობა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში;
ზ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
9. გენერალური ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის და მმათველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა, მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი მოქმედების კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
ბ) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი შემოწმება და მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა;
გ) სამინისტროს ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვისა და მათი რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფის კონტროლი; სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება;
დ) სამინისტროს მოხელეთა, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მუშა-მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ე) სამინისტროს მოხელეთა, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მუშა-მოსამსახურეთა ინტერესების შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათი თავიდან აცილება;
ვ) დაწესებულების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კონტროლი;
ზ) მინისტრის დავალების საფუძველზე ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა სათანადოდ შესრულების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
თ) მომხდარი ავარიებისა და სხვა იმ ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება, რომლებსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სისტემური მნიშვნელობის ავარია, ასევე საბითუმო დონეზე მრიცხველებისა და აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა ინსპექცია;
ი) მინისტრის ოპერატიული დავალების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემოწმება, ტექნიკურ უწესივრობათა აღმოფხვრისა და წინასაავარიო შემთხვევის დაფიქსირებისას მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
კ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №222-სსმ III, №142, 12.10.2007წ; მუხ.1570
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №186-სსმ III, №129, 22.10.2009წ; მუხ.1479
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აპრილის დადგენილება №108-სსმ III, №38, 12.04.2010წ; მუხ.611
მუხლი 7. სამინისტროს სიმბოლიკა
ა) სამინისტროს აქვს მრგვალი 50 მილიმეტრი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. ცენტრის გარშემო განთავსებულია წარწერა ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო“ – ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ბ) სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშასა და გერბს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდურ გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
+

ე) საჯაროდ გამოცხადების მიზნით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და სხვა სახის საჯარო ინფორმაცია განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ან/და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდის მისამართზე (www. minenergy.gov.ge);

მუხლი 6. სამინისტროს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები🔗

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;
გ) ენერგეტიკული დეპარტამენტი;
დ) იურიდიული დეპარტამენტი;
ე) გენერალური ინსპექცია.
2. სამინისტროს ერთიან სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია „ენერგოგენერაცია“, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის ,,ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო“, რომელთა ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებებით, ,,ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოსი“ _ ასევე ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მიზნით დარგის რესტრუქტურიზაციისა და ძირეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ენერგეტიკული დარგების მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკულ დარგში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა;
გ) დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების მონიტორინგი;
დ) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულებათა შესაბამისად ენერგეტიკის დარგში საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე ენერგეტიკის დარგის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ანალიზი;
ე) ენერგეტიკის დარგში მიზნობრივი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება;
ვ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების წარმოება, ანალიზი;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დაფინანსება და მათი ფინანსური მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) ენერგეტიკის დარგის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი;
ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისათვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავება;
კ) სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება;
ლ) სამინისტროს ელექტრონული ვებგვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. სამინისტროს ნორმატიული აქტების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა სახის სტატისტიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სამინისტროში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსება;
მ) სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა;
ნ) საჭიროების შემთხვევაში სამინისტროში გამართული თათბირების ოქმების შედგენის უზრუნველყოფა;
ო) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;
პ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი, სათანადო წინადადებების შემუშავება;
ჟ) საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ანგარიშების პროექტების მომზადება;
რ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
4. საერთაშორისო ურთირთობებისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სხვადასხვა სახის პროექტების განხილვისას ეკოლოგიური (გარემოსდაცვითი) ასპექტების გათვალისწინება;
ბ) სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
გ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია (სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში);
დ) მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობების კოორდინაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ე) ენერგეტიკის დარგში მიმზიდველი საინვესტიციო წინადადებების ინვესტორებისათვის წარდგენა;
ვ) საინვესტიციო წინადადებების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ზ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
5. ენერგეტიკული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტექნიკური დავალებების მომზადება, შესრულებული სამუშაოების ანალიზი და დასკვნების მომზადება;
გ) ენერგეტიკული ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ) ენერგეტიკის სფეროში მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავება;
ვ) ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მოცულობების მონიტორინგი;
ზ) ენერგოსექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
თ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, პროგრამების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგავი პოლიტიკის ოპტიმალურად გათვალისწინება;
ი) საქართველოს ენერგოსექტორის ლიცენზიატებსა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა;
კ) ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული კავშირურთიერთობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა;
ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა;
ო) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშვება;
პ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.“;
ე) მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების მონიტორინგი;“;
ვ) მე-8 პუნქტის ,,ა-ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი მოქმედებების კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
ბ) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი შემოწმება და მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა;
გ) სამინისტროს ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვისა და მათი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის კონტროლი; სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება;
დ) სამინისტროს მოხელეთა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მუშა-მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ე) სამინისტროს მოხელეთა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მუშა-მოსამსახურეთა ინტერესების შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათი თავიდან აცილება.
6. (ამოღებულია).
7. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის დარგში სამართლებრივი აქტების შემუშავება;
ბ) ენერგეტიკის დარგის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარების სამართლებრივი ბაზის შემუშავება;
გ) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში;
ვ) სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებათა პროექტების მომზადება;
ზ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნა-კების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
თ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
ი) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის; სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
კ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ლ) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგანიზება, საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალების სათანადოდ შესრულების კონტროლი;
მ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
8. გენერალური ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირის მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი მოქმედებების კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
ბ) სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი მოკვლევა და მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა;
გ) სამინისტროს ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვისა და მათი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის კონტროლი; სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება;
დ) სამინისტროს მოხელეთა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშა-მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ე) სამინისტროს მოხელეთა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშა-მოსამსახურეთა ინტერესების შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათი თავიდან აცილება;
ვ) დაწესებულების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კონტროლი;
ზ) მინისტრის დავალების საფუძველზე ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა სათანადოდ შესრულების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
თ) მომხდარი ავარიებისა და სხვა იმ ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება, რომლებსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სისტემური მნიშვნელობის ავარია, ასევე საბითუმო დონეზე მრიცხველებისა და აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა ინსპექცია;
ი) მინისტრის ოპერატიული დავალების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემოწმება – ტექნიკურ უწესივრობათა აღმოფხვრის და წინასაავარიო შემთხვევის დაფიქსირებისას მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
კ) მინისტრის და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №118, 21.08.2007წ; მუხ.1295
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №222-სსმ III, №142, 12.10.2007წ; მუხ.1570
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №186-სსმ III, №129, 22.10.2009წ; მუხ.1479
მუხლი 6. სამინისტროს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
დ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;
ე) ენერგეტიკული დეპარტამენტი;
ვ) იურიდიული დეპარტამენტი;
ზ) გენერალური ინსპექცია.
2. სამინისტროს ერთიან სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია ,,ენერგოგენერაცია“, ხოლო სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის ,,ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო“. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება ,,ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით და მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
2. სამინისტროს ერთიან სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის „ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო“. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით და მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
3. მინისტრის აპარატის ფუნქციებია:
ა) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება და ორგანიზება;
ბ) მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურება;
გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) მინისტრის შეხვედრების, თათბირების, სამინისტროში ზეპირი მოსმენების, პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;
ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ურთიერთობისა და პროტოკოლის საქმიანობა;
ვ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს მოხელეებისა და მოსამსახურეების დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებათა პროექტების მომზადება;
თ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
ი) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
კ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის, სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ლ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
მ) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგანიზება, სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი;
ნ) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება.
4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მიზნით დარგის რესტრუქტურიზაციისა და ძირეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ენერგეტიკული დარგების მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკულ დარგში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი ხელშეწყობა;
გ) სამინისტროს მიერ დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების მონიტორინგი თავისი კომპეტენ-ციის ფარგლებში;
დ) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულებათა შესაბამისად ენერგეტიკის დარგში საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე ენერგეტიკის დარგის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ანალიზი;
ე) ენერგეტიკის დარგში მიზნობრივი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება;
ვ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების წარმოება, ანალიზი;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დაფინანსება და მათი ფინანსური მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) ენერგეტიკის დარგის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი;
ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისათვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავება;
კ) სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება;
ლ) სამინისტროს ელექტრონული ვებგვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. სამინისტროს ნორმატიული აქტების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა სტატისტიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სამინისტროში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსება;
მ) სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;
ო) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი, სათანადო წინადადებების შემუშავება;
პ) საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ანგარიშების პროექტების მომზადება;
ჟ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
5. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
ბ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია (სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში);
გ) სხვა სახელმწიფოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობა, დასკვნების მომზადება, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ე) სხვადასხვა პროექტების განხილვისას ეკოლოგიური (გარემოსდაცვითი) ასპექტების გათვალისწინება;
ვ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
6. საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
ბ) მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობების კოორდინაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ენერგეტიკის დარგში მიმზიდველი საინვესტიციო წინადადებების შემუშავება და ინვესტორებისათვის წარდგენა;
დ) ენერგეტიკის დარგში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებისა და დადებული საინვესტიციო შეთანხმებების მონიტორინგი, მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ე) საინვესტიციო წინადადებების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ვ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
7. ენერგეტიკული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესახებ ტექნიკური დავალებების მომზადება, შესრულებულ სამუშაოთა ანალიზი და დასკვნების მომზადება;
გ) ენერგეტიკული ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ) ენერგეტიკის სფეროში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავება;
ვ) ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მოცულობათა მონიტორინგი;
ზ) ენერგოსექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
თ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, პროგრამების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგავი პოლიტიკის ოპტიმალურად გათვალისწინება;
ი) საქართველოს ენერგოსექტორის ლიცენზიატებსა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა;
კ) ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა;
ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა;
ო) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება;
პ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
8. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის დარგში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) ენერგეტიკის დარგის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარების სამართლებრივი ბაზის შემუშავება;
გ) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებსა და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობა და მათთან სამართლებრივი თანამშრომლობა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში;
ზ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
9. გენერალური ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის და მმათველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა, მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი მოქმედების კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
ბ) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი შემოწმება და მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა;
გ) სამინისტროს ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვისა და მათი რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფის კონტროლი; სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება;
დ) სამინისტროს მოხელეთა, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მუშა-მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ე) სამინისტროს მოხელეთა, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მუშა-მოსამსახურეთა ინტერესების შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათი თავიდან აცილება;
ვ) დაწესებულების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კონტროლი;
ზ) მინისტრის დავალების საფუძველზე ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა სათანადოდ შესრულების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
თ) მომხდარი ავარიებისა და სხვა იმ ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება, რომლებსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სისტემური მნიშვნელობის ავარია, ასევე საბითუმო დონეზე მრიცხველებისა და აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა ინსპექცია;
ი) მინისტრის ოპერატიული დავალების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემოწმება, ტექნიკურ უწესივრობათა აღმოფხვრისა და წინასაავარიო შემთხვევის დაფიქსირებისას მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
კ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
(ამოქმედდეს 2009 წლის 9 ნოემბრიდან).
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №118, 21.08.2007წ; მუხ.1295
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №222-სსმ III, №142, 12.10.2007წ; მუხ.1570
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №186-სსმ III, №129, 22.10.2009წ; მუხ.1479
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აპრილის დადგენილება №108-სსმ III, №38, 12.04.2010წ; მუხ.611
მუხლი 7. სამინისტროს სიმბოლიკა
ა) სამინისტროს აქვს მრგვალი 50 მილიმეტრი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. ცენტრის გარშემო განთავსებულია წარწერა ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო“ – ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ბ) სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშასა და გერბს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდურ გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №71
2006 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №49 დადგენილება (სსმ III, 2005 წ., №33, მუხლი 328) ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №118, 21.08.2007წ; მუხ.1295
2. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №222-სსმ III, №142, 12.10.2007წ; მუხ.1570
3. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ივნისის დადგენილება №141-სსმ III, №91, 27.06.2008წ; მუხ.987
4. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №186-სსმ III, №129, 22.10.2009წ; მუხ.1479
5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აპრილის დადგენილება №108-სსმ III, №38, 12.04.2010წ; მუხ.611
6. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ივნისის დადგენილება №161-სსმ III, №73, 22.06.2010წ; მუხ.1066
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და სახელმწიფო პოლიტიკას საქართველოს ენერგეტიკის დარგში.
2. სამინისტრო შექმნილია ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. სამინისტრო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ დებულებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
4. სამინისტროს ამოცანები, უფლებამოსილება და სტრუქტურა განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.
5. სამინისტრო თავისი ერთიანი სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო კონტროლსა და სამსახურებრივ ზედამხედველობას.
6. სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე.
7. სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.
8. სამინისტრო არის საბიუჯეტო დაწესებულება და მისი დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
9. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
10. სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მისამართია www.minenergy.gov.ge, აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს საჯარო ადგილს.
11. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ბარათაშვილის ქ. №2, V სართული.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №118, 21.08.2007წ; მუხ.1295
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 26 ივნისის დადგენილება №141-სსმ III, №91, 27.06.2008წ; მუხ.987
მუხლი 2. სამინისტროს ძირითადი ამოცანები და საქმიანობის სფერო🔗
1. სამინისტრო შეიმუშავებს სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს ენერგეტიკის დარგში და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფს მათ განხორციელებას.
2. საქართველოს ენერგეტიკის დარგის, როგორც ერთიანი კომპლექსის, განვითარებისა და მისი ცალკეული დარგების სტაბილურად ფუნქციონირების, ენერგეტიკული სისტემის უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომარეობისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო შეიმუშავებს ენერგეტიკის დარგში განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიან სახელწიფო სტრატეგიასა და პრიორიტეტებს.
3. სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესაბამისად სამინისტრო შეიმუშავებს ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, მიწოდებისა და მოხმარების, აგრეთვე იმპორტ-ექსპორტის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებათა ერთიან სახელმწიფო პროგრამებს.
4. სამინისტრო ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის, ენერგოსისტემის უსაფრთხოების, მისი ნორმალური ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტების რეალიზაციის მიზნით მოითხოვს საბიუჯეტო დაფინანსებას და ახორციელებს დარგში სახელმწიფო ინვესტირებას.
5. სამინისტრო ახორციელებს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მონიტორინგს, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას, შეისწავლის შესრულების მიმდინარეობას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს.
მუხლი 3. სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილება🔗
1. სამინისტრო თავისი ფუნქციების მიხედვით:
ა) ახორციელებს ენერგორესურსების შიდა ბაზრის მონიტორინგს მისი გაჯერებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო ინვესტირებას; იღებს გადაწყვეტილებას დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე; შეიმუშავებს საიმედოობის სტანდარტებს; ამტკიცებს ენერგეტიკის დარგში ბალანსებსა და ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას; შეისწავლის სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობას;
გ) ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში რეაბილიტაციისა და განვითარების უზრუნველყოფის მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციებისა და საკრედიტო რესურსების მოზიდვას;
დ) უზრუნველყოფს ენერგორესურსების ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნასა და კონკურენციის განვითარებას, ამ მიზნით ახორციელებს ენერგეტიკაში დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფას, ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში საიმედოობის სტანდარტების დამკვიდრებას და ენერგეტიკის მდგრადი ფუნქციონირებისათვის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვას, ასევე შეიმუშავებს ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიასა და წესებს;
ე) მონაწილეობს ენერგეტიკის დარგში საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შექმნასა და განვითარებაში, უზრუნველყოფს დარგის ტექნიკური და ეკონომიკური მდგომარეობის მონიტორინგს;
ვ) შეისწავლის ენერგეტიკაში მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზებს, რომლებსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სისტემური მნიშვნელობის ავარია, და ამზადებს სათანადო დასკვნებს;
ზ) ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელებას;
თ) ხელს უწყობს საქართველოს ენერგეტიკის დარგებისა (მათ შორის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს) და უცხო ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარებას, და ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში ტრანზიტისა და ექსპორტ-იმპორტის ურთიერთობის გაღრმავებას;
ი) ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში საგარეო ურთიერთობათა დამყარებას; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებთან და კერძო ინვესტორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას;
კ) ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარებას;
ლ) ხელს უწყობს რესურსების მოპოვების გაფართოებას, განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების უპირატეს ათვისებას, ენერგოეფექტიან ღონისძიებათა განხორციელებას, რომლებიც დაკავშირებულია წარმოების ეფექტიანობის გაზრდასთან;
მ) ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში სხვადასხვა სახის პროექტებისა და პროგრამების შემუშავებისას ბუნების დაცვის უზრუნველყოფას და მათი განხორციელებისას ეკოლოგიური ასპექტების ოპტიმალურად გათვალისწინებას;
ნ) ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსური მდგომარეობისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან მისი ურთიერთობის მონიტორინგს;
ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და წარმართავს საკადრო პოლიტიკას, ხელს უწყობს ენერგეტიკის დარგში კადრების შერჩევის, მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შექმნას;
პ) ელექტროენერგიის დამატებითი, ალტერნატიული და განახლებადი წყაროების მოძიების, ენერგიის შემცველი წყაროების უპირატესი ათვისებისა და ამ კუთხით დარგის სტაბილური განვითარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისას განსაზღვრავს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების კლასიფიკაციასა და სტატუსს, აგრეთვე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის განხორციელების პირობებს;
ჟ) სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის ან მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ლიცენზიისა და ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის განხორციელების შესახებ;
რ) განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისებისა და ამ კუთხით განხორციელებული ინვესტიციის ამოღების ხელშეწყობის მიზნით ახლად აშენებული ელექტროსადგურის განსაზღვრა, რომლის მიერ წარმოებული ელექტროენერგია (სიმძლავრე) ექვემდებარება სრულად ან ნაწილობრივ სავალდებულო წესით შესყიდვას.
2. სამინისტრო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ადმინისტრაციული წესით, გარდა ამ პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული სამართლებრივი აქტებისა, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით იღებს შემდეგ სამართლებრივ აქტებს:
ა) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბალანსი;
ბ) ბუნებრივი გაზის ბალანსი;
გ) ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესები;
დ) ბუნებრივი გაზის ბაზრის წესები;
ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესები;
ვ) გადაწყვეტილება დერეგულირების ან ნაწილობრივი დერეგულირების თაობაზე.
3. სამინისტროს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს ყველა სახელმწიფო დაწესებულებისა და ორგანოებისაგან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ინფორმაციული, დოკუმენტური და სხვა მასალები, რომლებიც საჭიროა მინიჭებული უფლებამოსილების სრულფასოვანი განხორციელებისათვის;
ბ) (ამოღებულია);
გ) არსებული წესის დაცვით დაამყაროს ურთიერთობა სხვა ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან; დადოს ხელშეკრულებები მინიჭებული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში;
დ) ბაზრის წესების შესაბამისად განახორციელოს მრიცხველებისა და აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა ინსპექცია;
ე) საჯაროდ გამოცხადების მიზნით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან/და სხვა სახის საჯარო ინფორმაცია განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ან/და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდის მისამართზე (www. minenergy.gov.ge);
ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №118, 21.08.2007წ; მუხ.1295
მუხლი 4. სამინისტროს ხელმძღვანელობა🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
2. მინისტრი:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას, აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს, ხოლო სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის კანდიდატურას თანამდებობაზე დასანიშნად ან თანამდებობიდან გასათავი-სუფლებლად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზნობრივად შესრულებისათვის;
ე1) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მისი შესრულების კონტროლს და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ; ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს;
ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
ზ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
თ) წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში. ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, კონტრაქტებს, ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ი) პერსონალურად აგებს პასუხს საქართველოს მთავრობის წინაშე დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის;
კ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, აგრეთვე ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელმწიფო კონტროლს. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს თავის პირველ მოადგილეს;
ლ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელთა სამართლებრივ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს;
მ) მინისტრი უფლებამოსილია აგრეთვე ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტში მითითებულ ხელმძღვანელთა აქტები მიზანშეუწონლობის მოტივით;
ნ) დადგენილი წესით განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად;
ო) კანონით განსაზღვრული წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, ზედამხედველობს მათ შესრულებას;
პ) დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეწყებო დაწესებულების დებულებას; ასევე ამტკიცებს სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტით;
ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
რ) წყვეტს სამართლებრივ დავებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირსა და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;
ს) პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის, ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ტ) სამინისტროსათვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების, მათ შორის, სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით გამოსცემს ბრძანებას;
უ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
3. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის, ერთი – პირველი.
4. მინისტრის არყოფნისას მის უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე.
5. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის მოვალეობების განაწილება ხდება მინისტრის ბრძანებით. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №118, 21.08.2007წ; მუხ.1295
მუხლი 5. მინისტრის სათათბირო ორგანოები🔗
1. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
2. სათათბირო ორგანო იქმნება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად და შესასწავლად. სათათბირო ორგანოს ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესს სათათბირო ორგანოს შექმნისას განსაზღვრავს მინისტრი.
3. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა და მომსახურე სტრუქტურული ქვედანაყოფი.
4. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოსამსახურე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობით. მის მუშაობაში შეიძლება თავიანთი თანხმობით ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.
5. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და მის სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს სათათბირო ორგანოს მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
6. სათათბირო ორგანო უფლებამოსილია დასახულ ამოცანათა შესასრულებლად გამოითხოვოს საჭირო დოკუმენტები.
7. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
მუხლი 6. სამინისტროს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები🔗
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან:
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
დ) საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტი;
ე) ენერგეტიკული დეპარტამენტი;
ვ) იურიდიული დეპარტამენტი;
ზ) გენერალური ინსპექცია.
ზ) გენერალური ინსპექცია. (ამოღებულია - ამოქმედდეს 2010 წლის 20 ივლისიდან)
თ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი. (ამოქმედდეს 2010 წლის 20 ივლისიდან)
2. სამინისტროს ერთიან სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება არის „ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო“. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით და მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.
3. მინისტრის აპარატის ფუნქციებია:
ა) მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება და ორგანიზება;
ბ) მინისტრის უშუალო ორგანიზაციული, საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურება;
გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
დ) მინისტრის შეხვედრების, თათბირების, სამინისტროში ზეპირი მოსმენების, პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;
ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ურთიერთობისა და პროტოკოლის საქმიანობა;
ვ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს მოხელეებისა და მოსამსახურეების დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებათა პროექტების მომზადება;
თ) სამინისტროს სისტემის მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
ი) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, მოხელეთა რეზერვის მიზნობრივი გამოყენება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი;
კ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი დროულად მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის, სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
ლ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
მ) სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმისწარმოების ორგანიზება, სამინისტროს საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი;
ნ) მინისტრის სხვა დავალებათა შესრულება.
4. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საქართველოს ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მიზნით დარგის რესტრუქტურიზაციისა და ძირეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ენერგეტიკული დარგების მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკულ დარგში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მისი ხელშეწყობა;
გ) სამინისტროს მიერ დადებულ ხელშეკრულებათა განხორციელების მონიტორინგი თავისი კომპეტენ-ციის ფარგლებში;
დ) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულებათა შესაბამისად ენერგეტიკის დარგში საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე ენერგეტიკის დარგის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და ანალიზი;
ე) ენერგეტიკის დარგში მიზნობრივი პროგრამებისა და გეგმების შემუშავება;
ვ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების წარმოება, ანალიზი;
ზ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დაფინანსება და მათი ფინანსური მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
თ) ენერგეტიკის დარგის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი;
ი) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისათვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავება;
კ) სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, აგრეთვე სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა ინფორმაციის შიდა კომპიუტერულ ქსელში განთავსება;
ლ) სამინისტროს ელექტრონული ვებგვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. სამინისტროს ნორმატიული აქტების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა სტატისტიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სამინისტროში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის სამინისტროს ელექტრონულ ვებგვერდზე განთავსება;
მ) სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა;
ნ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა;
ო) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი, სათანადო წინადადებების შემუშავება;
პ) საქართველოს მთავრობისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ანგარიშების პროექტების მომზადება;
ჟ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
5. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სამინისტროს მხრიდან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;
ბ) ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია (სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში);
გ) სხვა სახელმწიფოების ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მოლაპარაკებაში მონაწილეობა, დასკვნების მომზადება, ხელშეკრულების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოქმედებათა კოორდინაცია;
ე) სხვადასხვა პროექტების განხილვისას ეკოლოგიური (გარემოსდაცვითი) ასპექტების გათვალისწინება;
ვ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
6. საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ორგანიზაციებთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
ბ) მიმდინარე და დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობების კოორდინაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) ენერგეტიკის დარგში მიმზიდველი საინვესტიციო წინადადებების შემუშავება და ინვესტორებისათვის წარდგენა;
დ) ენერგეტიკის დარგში მიმდინარე საინვესტიციო პროექტებისა და დადებული საინვესტიციო შეთანხმებების მონიტორინგი, მათი განხორციელების ხელშეწყობა;
ე) საინვესტიციო წინადადებების შესახებ მიღებული ინფორმაციისა და წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ვ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
7. ენერგეტიკული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) საპროექტო, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოთა შესახებ ტექნიკური დავალებების მომზადება, შესრულებულ სამუშაოთა ანალიზი და დასკვნების მომზადება;
გ) ენერგეტიკული ბალანსების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ) ენერგეტიკის სფეროში მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) ენერგეტიკაში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავება;
ვ) ენერგოშემცველების ექსპორტ-იმპორტის მოცულობათა მონიტორინგი;
ზ) ენერგოსექტორის ეფექტიანი ფუნქციონირების შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
თ) ენერგეტიკის სფეროში სამეცნიერო, კვლევით და საპროექტო მიმართულებათა განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია, პროგრამების შედგენისას ეკოლოგიური მოთხოვნებისა და ენერგოდამზოგავი პოლიტიკის ოპტიმალურად გათვალისწინება;
ი) საქართველოს ენერგოსექტორის ლიცენზიატებსა და სხვა ქვეყნების ენერგეტიკულ საწარმოებს შორის კავშირურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა;
კ) ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისათვის ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული ურთიერთობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ოპტიმალურ მიმართულებათა განსაზღვრა და მათი რეალიზაციის კოორდინაცია;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში მონაწილეობა;
ნ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვის ხელშეწყობა;
ო) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება;
პ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
8. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ენერგეტიკის დარგში სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) ენერგეტიკის დარგის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარების სამართლებრივი ბაზის შემუშავება;
გ) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მთავრობასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებსა და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებაში მონაწილეობა და მათთან სამართლებრივი თანამშრომლობა;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში;
ზ) მინისტრისა და მისი მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
9. გენერალური ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია:
9. გენერალური ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია: (ამოღებულია - ამოქმედდეს 2010 წლის 20 ივლისიდან)
ა) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის და მმათველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა, მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი მოქმედების კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი;
ბ) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი შემოწმება და მინისტრისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა;
გ) სამინისტროს ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვისა და მათი რაციონალურად გამოყენების უზრუნველყოფის კონტროლი; სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება;
დ) სამინისტროს მოხელეთა, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მუშა-მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
ე) სამინისტროს მოხელეთა, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მუშა-მოსამსახურეთა ინტერესების შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათი თავიდან აცილება;
ვ) დაწესებულების საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კონტროლი;
ზ) მინისტრის დავალების საფუძველზე ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა სათანადოდ შესრულების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
თ) მომხდარი ავარიებისა და სხვა იმ ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება, რომლებსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სისტემური მნიშვნელობის ავარია, ასევე საბითუმო დონეზე მრიცხველებისა და აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა ინსპექცია;
ი) მინისტრის ოპერატიული დავალების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემოწმება, ტექნიკურ უწესივრობათა აღმოფხვრისა და წინასაავარიო შემთხვევის დაფიქსირებისას მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
კ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სხვა დავალებათა შესრულება.
10. შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციებია: (ამოქმედდეს 2010 წლის 20 ივლისიდან)
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება და მის სამართავად სათანადო ზომების მიღება;
ბ) სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სისტემაში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ნორმატიული აქტების განუხრელი შესრულებისა და დაცვის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების შემოწმება;
დ) სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების კანონიერების შესწავლა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების სათანადოდ შესრულების შემოწმება;
ე) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ვ) სამინისტროს სისტემის ორგანოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ზ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
თ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება, ასევე მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, წინასწარი ღონისძიებების განხორციელება უფლებამოსილების ფარგლებში;
ი) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და დაწესებულების ხელმძღვანელისათვის წარდგენა;
კ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ლ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა საქმიანობები და მიზნები, რომლებიც გამომდინარეობს ,,სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონიდან, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონიდან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 17 აგვისტოს დადგენილება №173-სსმ III, №118, 21.08.2007წ; მუხ.1295
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 10 ოქტომბრის დადგენილება №222-სსმ III, №142, 12.10.2007წ; მუხ.1570
საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №186-სსმ III, №129, 22.10.2009წ; მუხ.1479
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აპრილის დადგენილება №108-სსმ III, №38, 12.04.2010წ; მუხ.611
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ივნისის დადგენილება №161-სსმ III, №73, 22.06.2010წ; მუხ.1066
მუხლი 7. სამინისტროს სიმბოლიკა🔗
ა) სამინისტროს აქვს მრგვალი 50 მილიმეტრი დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. ცენტრის გარშემო განთავსებულია წარწერა ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო“ – ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ბ) სამინისტრო გამოიყენებს სახელმწიფო დროშასა და გერბს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდურ გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ““, №71, 01.04.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.455 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.04.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9862-5/