,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.11.2006 ძალადაკარგული 23.05.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№682
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 152, 13/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №682

2006 წლის 9 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 აგვისტო ს ბრძანებულება №541 - სსმ III,  №106, 27.08.2009 წ., მუხ.1217

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი (შემდეგში – კომპლექსი).

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 აგვისტო ს ბრძანებულება №541 - სსმ III,  №106, 27.08.2009 წ., მუხ.1217

2. კომპლექსის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 აგვისტო ს ბრძანებულება №541 - სსმ III,  №106, 27.08.2009 წ., მუხ.1217

3. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ ერთ თვეში უზრუნველყოს კომპლექსის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 აგვისტო ს ბრძანებულება №541 - სსმ III,  №106, 27.08.2009 წ., მუხ.1217

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს ქ. თბილისში, უნივერსიტეტის ქ. №2-ში მდებარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობის (სპორტული კომპლექსი, გენ. გეგმით №14) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის, ამასთან, სენაკის სამხედრო ბაზაზე არსებული სპორტული კომპლექსის (სენაკის სამხედრო ქალაქი) კანონმდებლობით დადგენილი წესით კომპლექსისათვის გადაცემა.

    მ. სააკაშვილი

     შეტანილი ცვლილებები:

    1. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 აგვისტო ს ბრძანებულება №541 - სსმ III,  №106, 27.08.2009 წ., მუხ.1217

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის შექმნის შესახებ““, №682, 09.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/99298-1/