ბრძანება N 12195

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 01.06.2023
№ დოკუმენტი 12195
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12195

01 ივნისი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

---------- (პ/ნ ----------)

(მის.: ----------, ----------)

2023 წლის 22 მაისის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა ---------- (პ/ნ ----------) №86468/21-11 საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ნოემბრის №ELC19905 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საბაჟო კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 29 მაისის №11777 ბრძანებით გაუქმდა 2022 წლის 29 ნოემბრის №ELC19905 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ---------- (პ/ნ ----------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ საბაჟო დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 29 მაისის №11777 ბრძანებით გაუქმდა 2022 წლის 29 ნოემბრის №ELC19905 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი. შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(დ); 304