ბრძანება N 3893
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 3893
01.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ -----)
(მის.: ქ.-------------------)
2023 წლის 16 იანვრის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №19) იმსჯელა შპს „----------“ (ს/ნ ---------) №354869 (რეგ. №6012/21) საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის ID: ------- შესაგებელთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნაზე გამოცემულ უარის თქმის შესახებ შესაგებელს. აცხადებს, რომ შპს „----------“ (ს/ნ ---------) 2022 წელს განახორციელა იმპორტი შეფასების ნომერი A-------, შეფასების თარიღი 2022 წლის 20 ივლისი, საიდანაც დამატებული ღირებულების გადასახადმა შეადგინა 1 754.01 ლარი, გადასახადის გარკვეული ნაწილი დაექვემდებარა ჩათვლას, შესაბამისად, ჩათვლილი თანხა 997.82 ლარი უნდა დაბრუნებულიყო შპს „----------“ (ს/ნ ---------) ანგარიშზე. შედეგად, გადამხდელმა მოითხოვა მითითებული ზედმეტობა, რაზეც უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ გპაბ-ზე არ ფიქსირდებოდა ზედმეტობა. ფაქტობრივი გარემოებები: საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“ ზედმეტად გადახდილი ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ, გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილ იქნა 2022 წლის 9 დეკემბერს (ID: ---------). შესწავლის პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო გადამხდელს, ID: ------------ შესაგებლით, ეთქვა უარი „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ, მიეთითა, რომ დასკვნის შედგენის თარიღისთვის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ ფიქსირდებოდა ზედმეტობა.
შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა წარმოდგენილ საჩივარზე და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში კვლავ იქნა წარდგენილი 2023 წლის 23 თებერვლის ID: ---------- განცხადება ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნების თაობაზე, რაზეც გადამხდელს 2023 წლის 23 თებერვლის ID: ---------- წერილით ეცნობა, რომ წარდგენილ მოთხოვნაზე, მიღებულია გადაწყვეტილება ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზე არ არის დავის საგანი, ამდენად საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.