ბრძანება N 27248
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27248
06 ნოემბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“ (ს/ნ ------)
(მის.: -------)
2023 წლის 20 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №111) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „------ს“ (ს/ნ ----) 2023 წლის 20 მარტის №79810/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №006-64 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას. მიუთითებს, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში ავტომობილების დატვირთვაზე დასაქმებული და გამოყენებული ჰქონდა ოთხი ერთეული ექსკავატორი (-----; -----; -----; -----), რომელთა მიერ გახარჯული საწვავი არ არის გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტის გადაანგარიშების დასკვნაში, ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ექსკავატორების მიერ გახარჯული საწვავი შეადგენს 51 602 ლიტრს. გადამხდელი ასევე არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებულ საწარმოს მიერ შეძენილი საწვავის ოდენობას (174 046,51 ლიტრი დიზელის საწვავი) და განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით (ეა -----, ეა -----) შეძენილი აქვს 171 747,5 ლიტრი დიზელის საწვავი, ხოლო შეცდომა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საწარმოს 2021 წლის 1 სექტემბერს სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული აქვს 2 299 ლიტრი საწვავი, რომელიც არ შედის შესამოწმებელ პერიოდში და შესაბამისად, მისი ხარჯვაც არ უნდა იყოს აღნიშნულ პერიოდში გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დარიცხული თანხების შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 სექტემბრის №30743 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,-----ს“ (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 29 დეკემბრის №41649 ბრძანება და ამავე თარიღის №006-1062 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 738 398 ლარი, მათ შორის გადასახადი 468 751 ლარი, ჯარიმა 234 374 ლარი, საურავი 35 273 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2022 წლის 7 მარტის №5764 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „შპს ,,------ს“ (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ნაშთად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შესახებ დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (მათ შორის, ავტოსატრანსპოტო საშუალებების მიერ საწვავის მოხმარების ნორმის შესახებ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/შეაფასოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის, ოპერაციაზე კვალიფიკაციის ცვლილება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველი და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით უზრუნველყოს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაანგარიშებული შემოსავლის საწარმოს პასუხისმგებელ პირზე სახელფასო განაცემად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის №5764 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 504 373 ლარი, მათ შორის, გადასახადი 335 995 ლარი, ჯარიმა 168 378 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 20 თებერვლის №006-64 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 11 აპრილის №7904 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 16 აგვისტოს №19629/2/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 11 აპრილის №7904 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 აგვისტოს №19629/2/2023 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი სრულად არ შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.04.2023 წლის №7904 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შეძენილი სამშენებლო მასალებისგან სამშენებლო ბლოკის წარმოებას, ასევე სამშენებლო მასალების და ავტონაწილების რეალიზებულად განხილვის ნაწილში) დღგ-ის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას 2 488 ლარის ოდენობით, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში - 4 097 ლარის ოდენობით.
საწარმოს მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 11 ოქტომბერს წარმოადგინა ექსპერტიზის 2022 წლის 10 ოქტომბრის დასკვნა №09/04, რომლის მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა ავტომობილის მარკა/მოდელის გათვალისწინებით შესრულებულ რეისზე გახარჯული საწვავის (დიზელის) რაოდენობა საშუალოდ 32.97 ლიტრის ოდენობით. აღნიშნულის შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას 124 827 ლარის ოდენობით, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში - 204 583 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის, კერძოდ ექსპერტიზის 2022 წლის 10 ოქტომბრის №09/04 დასკვნის საფუძველზე, გაანგარიშებული იქნა ავტომობილის მარკა/მოდელის გათვალისწინებით შესრულებულ რეისზე გახარჯული საწვავის (დიზელის) რაოდენობა საშუალოდ 32.97 ლიტრის ოდენობით, რის საფუძველზეც საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით დგინდება, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა შემოწმებასთან, მესამე პირ(ებ)ისგან გამოთხოვილი იქნა შპს „------ს“ მიერ იჯარით მიღებულ ექსკავატორებთან დაკავშირებით ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში შპს „------ს“ შპს „-----“ -სგან იჯარით მიღებული ჰქონდა მხოლოდ ორი ერთეული ექსკავატორი (------ და -----), რომლებზეც გახარჯული საწვავი გათვალისწინებულია 2023 წლის 25 იანვრის დასკვნაში, ხოლო გადამხდელის მიერ დამატებით მოხსენიებული ექსკავატორების ნაწილში შემოწმებით შემოსავლები და ხარჯები არ არის გაანგარიშებული დოკუმენტური მტიცებულებების არაარსებობის გამო.
რაც შეეხება გადამხდელის არგუმენტს, კერძოდ შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ შეძენილი საწვავის შესამოწმებელ პერიოდში გახარჯულად განხილვასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში (01.01.2018- 01.09.2021) საწარმოს შეძენილი აქვს 174 046,51 ლიტრი დიზელი, ხოლო სპეც-ფაქტურებით (ეა ----- და ეა -----) ოპერაციის განხორციელების პერიოდს წარმოადგენს 2023 წლის 31 აგვისტო, რაც მოიცავს შესამოწმებელ პერიოდს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ საწვავის შეძენა ხორციელდება ყოველდღიურად, რომლის გათვალისწინებითაც, 2023 წლის 31 აგვისტოს შეძენილი საწვავი შემოწმების მიერ სრულად ჩაითვალა შესამოწმებელ პერიოდში ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებულად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „------“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს და ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით შეძენილი სამშენებლო მასალებისგან სამშენებლო ბლოკის წარმოებას, ასევე სამშენებლო მასალების და ავტონაწილების რეალიზებულად განხილვის ნაწილში) დღგ-ის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას 2 488 ლარის ოდენობით, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში - 4 097 ლარის ოდენობით.
საწარმოს მიერ გაწეული სატრანსპორტო მომსახურების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 11 ოქტომბერს წარმოადგინა ექსპერტიზის 2022 წლის 10 ოქტომბრის დასკვნა №09/04, რომლის მონაცემებზე დაყრდნობით გაანგარიშებული იქნა ავტომობილის მარკა/მოდელის გათვალისწინებით შესრულებულ რეისზე გახარჯული საწვავის (დიზელის) რაოდენობა საშუალოდ 32.97 ლიტრის ოდენობით. აღნიშნულის შესაბამისად საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში დაექვემდებარა შემცირებას 124 827 ლარის ოდენობით, ხოლო საშემოსავლო გადასახადის ნაწილში - 204 583 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304.