გადაწყბეტილება №19650/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19650/2/2023
25.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: : საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 25.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---------- 10.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19650/2/2023).
დავის საგანი:
1. საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა;
2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა,რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო
საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №EL195031, №EL195035, №EL195046, №EL195048,№EL195062, №EL195056, №EL195058, №EL195059, №EL195060, №EL195054 საბაჟო
სამართალდარღვევის ოქმები და №EL69050/3352 (№081-3352), №EL69050/3353 (№081-3353),№EL69050/3354 (№081-3354), №EL69050/3355 (№081-3355), №EL69014/4 (№081-4) საგადასახადო
მოთხოვნები.
2. შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის №8677 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 61 189,83 ლარი.
ფაქტების აღწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ასახული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის 19, 21, 23 და 24 მარტს ----------ის მიერ განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებების (ს/ნ ------------; ს/ნ --------------; ს/ნ ----------; ს/ნ -----------; ს/ნ -----------) ზოგადი დეკლარირება. გაფორმების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა, შესაბამისად, 2020 წლის 18, 20, 22 და 23 მაისი.
აღნიშნულ ვადაში, გადამხდელს ზემოაღნიშნული საქონელი დანიშნულების საბაჟო ორგანოში არ წარუდგენია, ხოლო მომჩივნის 2022 წლის 25 ოქტომბრის №193358/21-11 განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ პირს არ მოეპოვებოდა ინფორმაცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წელს შემოყვანილი 5 სატრანსპორტო საშუალების (ს/ნ -----------; ს/ნ -----------; ს/ნ -----------; ს/ნ ----------- ს/ნ ----------) ადგილმდებარეობის შესახებ, რომელთა ზოგადი დეკლარირება განხორციელებული იყო სწორედ მის მიერ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს 2022 წლის 21 დეკემბრის №EL195031, №EL195046, №EL195054, №EL195058 და №EL195060 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, შეეფარდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით სანქცია - ჯარიმა თითოეული ოქმით 1 000 ლარის ოდენობით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების ვადის დარღვევისთვის, ხოლო საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, №EL195035, №EL195048, №EL195056, №EL195059 და №EL195062 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებებზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით
ამასთან, 2022 წლის 21 დეკემბერს გამოიცა №EL69050/3352, №EL69050/3353, №EL69050/3354, №EL69050/3355 და №EL69014/4 საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც -----------ეს უკანონოდ განკარგულ საქონელზე დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელები, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე – საურავი.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 21.04.2023 წლის №8677 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლზე, 14 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, ამავე მუხლის მე-5 ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, 70-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 71-ე მუხლის პირველ ნაწილზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის (დანართი №3) პირველი მუხლის პირველ და მე-2 პუნქტზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 165-ე მუხლზე, 172-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ განხორციელებული იყო ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება, რომლებზეც დარღვეულია დეკლარირების/გამოცხადების ვადები, ხოლო -----------ის (პ/ნ -----------) 2022 წლის 25 ოქტომბრის №193358/21-11 განცხადებით, საბაჟო დეპარტამენტისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ პირს არ მოეპოვება ინფორმაცია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წელს შემოყვანილი 5 სატრანსპორტო საშუალების ადგილმდებარეობის შესახებ. შესაბამისად, ადგილი აქვს სატრანსპორტო საშუალებების გამოცხადების ვადის დარღვევას და საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელ ქმედებას, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ საქართველოს საბაჟო კოდექსით (165-ე მუხლი და 172-ე მუხლის პირველი ნაწილი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რომელიც ასევე წარმოშობს საბაჟო ვალდებულებას (იმპორტის გადასახდელი). ამდენად, მომჩივნის მიმართ სადავო აქტების გამოცემა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არ დარღვეულა გამოცხადების ვადა და არ განხორციელებულა საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება, რამაც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა/დაკარგვა/განადგურება გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შედგენილია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი აცხადებს, რომ ის არის მინდობილი პირი და 2020 წელს ტერმინალიდან გამოიყვანა ------- მოქალაქის ----------- კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დატვირთა ევაკუატორზე, რაც წარმოადგენდა მის ერთადერთ ვალდებულებას. მომჩივნის მოსაზრებით, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მინდობილობის გამცემ პირს. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ადმინისტრაციული აქტების გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საბაჟო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების თანახმად:
1. პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობა განახორციელოს კანონიერი წარმომადგენლის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით.
4. ფიზიკური პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოქმედებს ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე
5. საბაჟო წარმომადგენელი არის პირი, რომელიც სხვა პირის დავალებით საბაჟო ორგანოსთან ამ სხვა პირის ურთიერთობისას ახორციელებს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქმედებებსა და საბაჟო ფორმალობებს.
საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლის მიხედვით, საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა იწვევს დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.
საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამისი ქმედების ჩამდენ პირს.
საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს“.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით „საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე რჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება“.
საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა იგი საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული მარშრუტით დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად „იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა“.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად „ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია“.
ამგვარად, მომჩივანი, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ აიღო მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობა, ვალდებული იყო საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოცხადებულიყო შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.
ვინაიდან, დანიშნულების საბაჟო ორგანომდე სატრანსპორტო საშუალებების მიტანისათვის განსაზღვრულ ვადაში მომჩივანი არ გამოცხადებულა საბაჟო კონტროლის ზონაში და ამასთან, არც სატრანსპორტო საშუალებას არ დაუტოვებია საქართველოს საბაჟო ტერიტორია, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 165-ე მუხლით და ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის ჯარიმის დაკისრება, იმპორტის გადასახდელების და შესაბამისი საურავის დარიცხვა მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საქონლის წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/საქონლის დეკლარირების ვადის ან
სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა;
2. საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედება ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა,რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო
საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება;
3. იმპორტის გადასახდელების დარიცხვა.
ფაქტობრივი გარემოებები
2020 წლის 19, 21, 23 და 24 მარტს,მომჩივანის მიერ, განხორციელდა სატრანსპორტო საშუალებების ზოგადი დეკლარირება.გაფორმების საბაჟო ორგანოში წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა, შესაბამისად, 2020 წლის 18, 20, 22 და 23 მაისი.აღნიშნულ ვადაში, გადამხდელს ზემოაღნიშნული საქონელი დანიშნულების საბაჟო ორგანოში არ წარუდგენია.აღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს შეეფარდა ჯარიმა.
ხოლო საბაჟო ორგანოსთან შეუთანხმებელი ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება დაეკისრა პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალებებზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
14(1,4,5);165;172(1)163(4);70(1,2);71(1,2);49(1ა,3ბ);