ბრძანება N 18955 -2
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 18955
12/06/2019
სს ---------------------------------
(შპს ----- უფლებამონაცვლე)
(მის: ------------------------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 10 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N30) განიხილა სს ----- საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მასთან შერწყმული შპს ------ შერწყმული შპს ----- მიმართ დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 31 დეკემბრის N002-488 „საგადასახადო მოთხოვნას“.
წარმოდგენლი საჩივრის მიხედვით სადავო საკითხი:
არ ეთანხმება ფიზიკური პირების გადახდის წყაროსთან დაბეგრვას.
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 13 ივნისის N13629 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ----- (იურიდ. მისამართი: -----) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება მხოლოდ მასთან შერწყმული შპს ----- შერწყმული შპს ----- დამოუკიდებლად ფუნქციონირების ნაწილში) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 28 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის 31 დეკემბერს გამოსცა N39659 ბრძანება და ამავე თარიღის N002-488 „საგადასახადო მოთხოვნა“.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება :
გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე განაცემი შეღავათების გათვალისწინებით შეადგენს სულ 40 280 853 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოწმების არ მქონე ფიზიკურ პირებზე განაცემი 247 964 ლარს. შემოწმებით, სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლებით, დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე განაცემი შეღავათების გათვალისწინებით შეადგენს სულ 40 229 699 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოწმების არ მქონე ფიზიკურ პირებზე განაცემი 280 739 ლარს, გადამხდელს დაერიცხება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად.
საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 79-ე მუხლზე, რომლის თანახმად საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია : ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი;
სსკ-ის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
სსკ-ის მე-101 მუხლის თანახმად ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
სსკ-ის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება:
ა) შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე:
ა.ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების;
ა.ბ) პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება; ა.გ) მარტოხელა დედის;
ა.დ) პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში); ა.ე) პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი;
ა.ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სამ- ან მეტშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3 000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება;
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით „ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი“.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და საბჭოზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების აქტში მითითებული დარიცხვის საფუძვლები საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სსკ-ის 82-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებზე გაცემული ხელფასის საშემოსავლო გადასახადით დაკავების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რის გამოც აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს დაადგინოს საგადასახადო შეღავათით დაქირავებულ ფიზიკურ პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში სხვა კომპანიაში სარგებლობის ფაქტი და თუ დადასტურდება, რომ ფიზიკურ პირებს არ აქვთ სსკ-ის 82-ე მუხლის მიხედვით დადგენილი შეღავათით სარგებლობის უფლება გამოყენებული, გავრცელებულ იქნას საგადასახადო შეღავათი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სს ----- (შპს -----) უფლებამონაცვლე) საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დაადგინოს საგადასახადო შეღავათით დაქირავებულ ფიზიკურ პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში სხვა კომპანიაში სარგებლობის ფაქტი და თუ დადასტურდება, რომ ფიზიკურ პირებს არ აქვთ სსკ-ის 82-ე მუხლის მიხედვით დადგენილი შეღავათით სარგებლობის უფლება გამოყენებული, გავრცელებულ იქნას საგადასახადო შეღავათი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი ვ. გორგასლის ქ. N16), ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება ფიზიკური პირების გადახდის წყაროსთან დაბეგრვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტით დგინდება, რომ გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე განაცემი შეღავათების გათვალისწინებით შეადგენს სულ 40 280 853 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოწმების არ მქონე ფიზიკურ პირებზე განაცემი 247 964 ლარს. შემოწმებით, სსკ-ის 101-ე და 154-ე მუხლებით, დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე განაცემი შეღავათების გათვალისწინებით შეადგენს სულ 40 229 699 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მოწმების არ მქონე ფიზიკურ პირებზე განაცემი 280 739 ლარს, გადამხდელს დაერიცხება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად.
გადაწყვეტილება
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დაადგინოს საგადასახადო შეღავათით დაქირავებულ ფიზიკურ პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში სხვა კომპანიაში სარგებლობის ფაქტი და თუ დადასტურდება, რომ ფიზიკურ პირებს არ აქვთ სსკ-ის 82-ე მუხლის მიხედვით დადგენილი შეღავათით სარგებლობის უფლება გამოყენებული, გავრცელებულ იქნას საგადასახადო შეღავათი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 82(2,,ა“); 82(5); 101; 154(1,,ა“); 275