გადაწყვეტილება №25690/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 06.11.2025
№ დოკუმენტი 25690/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25690/2/2025

06 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,10.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“ 20.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25690/2/2025).

 

დავის საგანი:

დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.07.2025 წლის ID:„--------“ გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 17.07.2025 წლის №16173 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

2025 წლის 19 ივნისს, შემოსავლების სამსახურს წარედგინა შპს „--------“ განცხადება (ID „--------“) დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.07.2025 წლის ID: „--------“გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 17.07.2025 წლის №16173 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შესაბამისი სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საჩივარში აღნიშნულია, რომ საზოგადოების მიერ იმპორტით შემოტანილი იქნა საქონელი სარეგისტრაციო ნომრით „--------“, საბაჟო პროცედურების სრული დაცვით. მოცემული პროდუქცია გაიყიდა სრულად რამოდენიმე ფიზიკურ პირზე, ჯამური თანხით 54 280 ლარი. მოთხოვნილი იქნა დღგს კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი, მრავალჯერადად მიმართვის მიუხედავად მათი განცხადება არ დაკმაყოფილდა, რაც საზოგადოებას აყენებს მძიმე სიტუაციაში, რადგანაც ვერ ახერხებს იმპორტზე გადახდილი დღგ-ს ჩათვლას და კომპანია განიცდის ზარალს. შემოსავლების სამსახურთან სატელეფონო კომუნიკაციებით გაირკვა, რომ უარის საფუძველია ის, რომ არ მოხდა გაყიდვებზე ზედნადებების ამოწერა და ჩეკის ამორტყმა, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტებით შეუძლიათ მოახდინონ იდენტიფიკაცია საქონლის დასახელების, რაოდენობის, ფასის, გამყიდველის და მყიდველის, რაც სრულიად აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს.

მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოხერხდა ფიზიკურ პირებზე ზედნადებების გამოწერა და ჩეკების ამორტყმა, რადგანაც მყიდველებმა არ ისურვეს ზედნადებები, ასევე თანხები გადახდილი იქნა შემდგომ და სხვადასხვა სიტუაციებში და სხვადასხვა ფორმით, კომპანიის დირექტორი დაბარებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, აუდიტის დეპარტამენტში და მოხდა ახსნა-განმარტების მიცემა. ოფიციალურად დაადასტურეს, რომ საქონლის ნაშთი იმ მომენტისათვის აღარ გააჩნდათ. ასევე მათ მიერ უკვე დეკლარირებულია აღნიშნული საქონლის რეალიზაცია და ბიუჯეტში გადახდილია რეალიზაციის შედეგად გადასახდელ დღგ-სა და იმპორტზე გადახდილ, ჩასათვლელ დღგ-ს შორის სხვაობა. თებერვლის თვეში მათ მიერ განხორციელდა ანალოგიური ტრანზაქციები (იმპორტი, რეალიზაცია, კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მოთხოვნა, დეკლარირება და გადასახადის გადახდა) და მაშინ მიენიჭათ კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი ერთი თვით.

მომჩივანი ითხოვს მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი, თუნდაც ერთი თვით, რათა საზოგადოებამ შეძლოს იმპორტზე გადახდილი დღგ-ს კანონიერად ჩათვლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებით დამტკიცებული, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციით (შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.

ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ „გ“ და „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია:

ა) გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;

ბ) თუ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა) ან წარადგინა და მის საფუძველზე დასარიცხი გადასახადის თანხა ერთ ლარს არ აღემატება, ამასთან უფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის უკანასკნელი მინიჭებიდან გასულია 6 კალენდარული თვე;

გ) თუ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის მიხედვით, არ უფიქსირდება მოქმედი საბანკო ანგარიშის ნომერი, გარდა სახაზინო სამსახურში არსებული ხაზინის ერთიანი ანგარიშისა;

დ) შემოსავლების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილება.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.09.2025 წლის №„--------“ წერილის თანახმად, შპს „-------“ (ს/კ „--------“) 2025 წლის 24 მარტს წარადგინა განცხადება (№„--------“) დღგ-ს კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

გადასახადის გადამხდელს იმ მომენტისათვის განხორციელებული ჰქონდა 301 294 ლარის ღირებულების გაყინული თევზი ორაგულის იმპორტი „--------“-დან , რომლის რეალიზაცია განახორციელა სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების გარეშე. აღნიშნული ოპერაცია პირმა დაბეგრა შესაბამისი თვის დღგ-ს დეკლარაციით. საქმის შესწავლის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 4 დეკემბრის N 25425 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს მოთხოვნების გათვალისწინებით, შპს „------“ გადაყვანილი ყოფილიყო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოყენების სპეციალურ წესზე 1 თვის ვადით.

გადასახადის გადამხდელმა განმეორებით მიმართა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დღგ-ს კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით („--------“) 2025 წლის 5 ივნისს, პირს მაისის თვეში განხორციელებული ქონდა 40 602 ლარის ღირებულების გაყინული თევზის (კაპარჭინა) იმპორტი „--------“-დან. ვინაიდან გადამხდელს კვლავ არ ქონდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადები და არ ქონდა გამოყენებული საკონტროლო-სალარო აპარატი, საგადასახდო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის №11535 ბრძანებით ჩატარდა შპს „--------“ სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვა და დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა სმფ-ების ფაქტიური ნაშთი.

5.06.2025 წლის №„--------“განცხადება შემოსავლების სამსახურის მიერ არ დაკმაყოფილდა.

19.06.2025 წელს, შემოსავლების სამსახურს ხელახლა წარედგინა შპს „-------“ განცხადება (№„--------“) დღგ-ს კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელს სმფ-ების რეალიზაციის არცერთ ფაქტზე არ ქონდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადები, არ ქონდა გამოყენებული საკონტროლო-სალარო აპარატი და წარდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით უფიქსირდებოდა ძალიან დაბალი ფასნამატი (დაახლოებით 5%), 2.07.2025 წელს მიღებული იქნა №„--------“ გადაწყვეტილება შპს „-------“ დღგ-ს კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე.

საჩივარში აღნიშნულია, რომ საზოგადოება არის მძიმე ვითარებაში, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ვერ იღებს დღგ-ის ჩათვლას, ზედნადებების გარეშე საქონლის რეალიზაცია განპირობებული იყო იმ გარემოებით რომ მყიდველებს არ მოუთხოვიათ აღნიშნული დოკუმენტის გამოწერა, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების საჭიროება გადახდის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებიდან გამომდინარე არ დამდგარა თუმცა არსებობს მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც შესაძლებელია გადასახადების ადმინისტრირებისთვის საჭირო ინფორმაციის მიღება.

მომჩივანი ითხოვს მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი, რათა საზოგადოებამ შეძლოს იმპორტზე გადახდილი დღგ-ს კანონიერად ჩათვლა.

განსახილველ საქმეზე მხარეების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის/მასალების შესწავლით, არ დგინდება „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პირობების არსებობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მხოლოდ სასაქონლო ზედნადების, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ან დეკლარაციაში მითითებული ფასნამატის ოდენობის გათვალისწინებით კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა არამართლზომიერია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მოთხოვნა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შესაბამისი ღონისძიების გატარება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.07.2025 წლის №16173 ბრძანება;

3. გაუქმდეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2.07.2025 წლის ID:„-------“ გადაწყვეტილება;

4. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივანს მიანიჭოს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს მიენიჭოს კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი, თუნდაც ერთი თვით, რათა საზოგადოებამ შეძლოს იმპორტზე გადახდილი დღგ-ს კანონიერად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურს წარედგინა მომჩივანის განცხადება დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების თაობაზე.შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, მომჩივანს უარი ეთქვა დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის მოთხოვნა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შესაბამისი ღონისძიების გატარება.

 

დასაბუთება

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მუხლი : 563