N 10 - 05/07/2024 - „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 03 აგვისტოს N63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2024 წლის 5 ივლისი
ქ. ლაგოდეხი
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 03 აგვისტოს №63 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 აგვისტოს №63 დადგენილებაში, (www.matsne.gov.ge, 10.08.2018; 210020010.35.167.016413).
მუხლი 2
„ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 03 აგვისტოს №63 დადგენილების პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე – კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე –კვარტალში 250 000 ლარი;“.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია 2024 წლის 1 ივნისიდან.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
კარლო ჯამბურია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე