შემოღებულ იქნეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე კვარტალში 25 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე კვარტალში 3000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 18%ის ოდენობი
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებ სისტემატურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 10 000 ლარის ოდენობით;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე კვარტალში 5 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 2
მოსაკრებლის ადმინისტრირებას (ამოღებას) ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია