ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.08.2018 ბოლო ცვლილება 05.07.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№63
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.167.016413
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №63

2018 წლის 3 აგვისტო

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-5  მუხლის  საფუძველზე,   ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და განისაზღვროს  შემდეგნაირად:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე კვარტალში 25 000 ლარის ოდენობით; 

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე   კვარტალში 3000 ლარის  ოდენობით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე   საპრიზო ფონდის 10%-ის   ოდენობით;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;

ე)  ლატარიების მოწყობაზე - ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამური ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10% ოდენობით.

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებ სისტემატურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 10 000 ლარის  ოდენობით;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე  კვარტალში 5 000 ლარის   ოდენობით.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 ივნისის დადგენილება №10  - ვებგვერდი, 07.06.2022 წ.

+
მუხლი 2
მოსაკრებლის ადმინისტრირებას (ამოღებას) ახორციელებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის   მერიის შესაბამისი  სამსახური.
+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 სექტემბრიდან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკარლო ჯამბურია
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“, №63, 03.08.2018, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.167.016413 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4288954-1/