ბრძანება N 20872

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 24.09.2024
№ დოკუმენტი 20872
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 20872

24 სექტემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ ------)

(მის.: ------)

2024 წლის 16 სექტემბრის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 24 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №103) იმსჯელა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 16 სექტემბრის №91957/1/2024 საჩივარზე, რომლითაც მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულების საფუძვლით და განხილვის შედეგების გათვალისწინებით მის გაუქმებას.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „------“ (ს/ნ ------) მიერ 2023 წლის 9 ივნისს წარმოდგენილი №81580/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის №15052 ბრძანებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6076 ბრძანებით, შპს „------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 2 მარტის №88216/1/2024 და ამავე წლის 4 მარტის №88223/1/2024 საჩივრები, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულების საფუძვლით და მიუთითებს იგივე არგუმენტებზე, რაც წარმოდგენილი ჰქონდა წინამდებარე საჩივრებით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ ------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულების საფუძვლით და განხილვის შედეგების გათვალისწინებით მის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით მომჩივანის მიერ 2023 წლის 9 ივნისს წარმოდგენილი საჩივარი, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 ივნისის №15052 ბრძანებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 მარტის №6076 ბრძანებით, მომჩივანის 2024 წლის 2 მარტის №88216/1/2024 და ამავე წლის 4 მარტის №88223/1/2024 საჩივრები, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი ითხოვს დავის განახლებას ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულების საფუძვლით და მიუთითებს იგივე არგუმენტებზე, რაც წარმოდგენილი ჰქონდა წინამდებარე საჩივრებით.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომჩივანის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 აპრილის №068-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(„ზ“)