ბრძანება N 3235

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 21.02.2023
№ დოკუმენტი 3235
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3235

21.02.2023

შპს „--------ს“ (ს/ნ----------)

(ფაქტ. მის.: ----იურ. -----)

2023 წლის 14 თებერვლის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №16) იმსჯელა შპს „---------------ს“ (ს/ნ-------------------)№79084/1/2023 საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №081-160 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „---------------ს“ (ს/ნ-------------------) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №081-160 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2022 წლის 10 ოქტომბერს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 27 დეკემბრის №32973 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №081-160 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა საჩივარი 2023 წლის 16 იანვარს, რაც შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 30 იანვრის №1213 ბრძანებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დარჩა განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „----------------“ (ს/ნ -----------) 2023 წლის 14 თებერვლის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 სექტემბრის №081-160 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს „---------------ს“ (ს/ნ-------------------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.