ბრძანება N 5043

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 15.03.2023
№ დოკუმენტი 5043
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 5043

15.03.2023

ი/მ --------- (ს/ნ ----------)

(მის: -----------------------)

2022 წლის 19 მაისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 17 ნოემბრის №17209/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული ი/მ ------------ის (ს/ნ ------) №70994/1/2022 საჩივარი, რომელიც ეხება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 19 აპრილის №037-3 და №037-4 საგადასახადო მოთხოვნებს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №15).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის №5752 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის №5752 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრებოდა ტრანსპორტირებული ხე-მასალის საბაზრო ღირებულება. ხოლო საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაავალა, დამატებით შეესწავლა მის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა 2021 წლის 30 დეკემბრის №CB1251263 და №CB1251125 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება). მან შეასრულა აღნიშნული ბრძანების მოთხოვნა და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული NV-01/18.03.2022 ხელშეკრულება და მის საფუძველზე შედგენილი ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით ტრანსპორტირიებული ხე-მასალის ღირებულება ერთ შემთხვევაში შეადგენს 828 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში 897 ლარს. მიუხედავად ამისა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით შეფარდებული ფულადი ჯარიმების შემცირება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს 2022 წლის 18 აპრილის №9883 ბრძანებისა და 2022 წლის 19 აპრილის №037-3 და №037-4 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობას. ამასთან, მომჩივანი ითხოვს მის მიერ წარმოდგენილი ექპერტიზის დასკვნის გათვალისწინებასა და მისი ქმედების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11 ნაწილით დაკვალიფიცირებას.

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის №5752 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ --------ს (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ: გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტისთვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრებოდა ტრანსპორტირებული ხე-მასალის საბაზრო ღირებულება. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეესწავლა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა 2021 წლის 30 დეკემბრის №CB1251263 და №CB1251125 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება).

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის №5752 ბრძანების აღსრულების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში, გადასახადის გადამხდელის მიერ, წარმოდგენილ იქნა --------თან გაფორმებული ,,მომსახურების შესახებ ხელშეკრულება“ NV-01/18.03.2022, შემფასებელთა და ექსპერტთა პროფესიული განვითარების ცენტრის სერთიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერთიფიკატები - --------- (პ/ნ -------------) - ,,უძრავი ქონების შემფასებელი“; -------- (პ/ნ ---------) - ,,მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებელი“ და ,,საშემფასებლო ანგარიში“.

აღნიშნულ საშემფასებლო ანგარიშში მითითებულია: ,,შესაფასებელი ქონება წარმოადგენს ქ. -------ში, ------ გამზირის №--ში, სასაწყობე მეურნეობის ანგარის ტიპის შენობა-ნაგებობაში დასაწყობებულ ხე-ტყის პირველადი გადამუშავებით მიღებულ პროდუქტს - ერთ მეტრამდე დაჭრილ წიფლის ჯიშის მრგვალ მერქნულ რესურსს. მოცემული ხე-ტყის მასალა 2021 წლის 30 დეკემბრის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების №CB1251263 – 7.2 მ 3 და №CB1251125 – 7.8 მ 3 მიხედვით ჩამოერთვა მომჩივანს (ს/ნ ------) ტვირთის ტრანსპორტირების წესების დარღვევის გამო და დასაწყობდა ზემოთ ხსენებულ მისამართზე. ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხეტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ერთ მეტრამდე დაჭრილი მორი გადის საშეშე მერქნის კატეგორიაში. - ,,საშეშე მერქანი: - ხე-ტყის დამზადების შედეგად, მათ შორის ძირნაყარი ხე-ტყისგან მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი“. შესაბამისად, შემფასებელმა ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, შესადარებელ ანალოგებად გამოიყენა ინტერნეტ სივრცეში განთავსებული მსგავსი კატეგორიის მერქნული რესურსის შეთავაზებები და შესაბამისი კორექტირების მიხედვით დაადგინა 1 მ 3 საშეშე მერქნის საბაზრო ღირებულება, რომელმაც 2022 წლის 21 მარტის მდგომარეობით შეადგინა: 115 ლარი. №CB1251263 ოქმით - 7.2 მ 3 მერქნული რესურსის ღირებულება არის 828 ლარი. ხოლო და №CB1251125 ოქმით - 7.8 მ 3 მერქნული რესურსის საბაზრო ღირებულება არის - 897 ლარი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნებზე:

ა)დასკვნა №54275/12/21-ზე (7.2 მ3 მერქნული რესურსი), რომლის მიხედვითაც: გამოკვლევით დადგინდა: შესაფასებელი ობიექტი წარმოადგენს წიფლის ჯიშის 1 მეტრამდე მრგვალ ხე-ტყის მერქანს ზომებით: დიამეტრი 0.50 - 0.75მ, სიგრძე: 0.92 - 0.98 მ.

წარმოდგენილი წიფლის ჯიშის 1 მეტრამდე მრგვალი ხე-ტყის მერქნის გამოყენება შეიძლება პარკეტის, ფრიზის, ფანერის, ავეჯის დეტალების და სხვა პირველადი გადამუშავების პროდუქტების დასამზადებლად. წარმოდგენილი წიფლის ჯიშის 1 მეტრამდე მრგვალი ხე-ტყის მერქნის საბაზრო ღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნა შეფასების შედარების მიდგომა. ამ მიდგომის ძირითად დაშვებას წარმოადგენს ის, რომ ქონების საბაზრო ღირებულება ყალიბდება შესადარებელი ქონების (ანალოგების) გაყიდვის ან შეთავაზების ფასებთან მიმართებაში. ამრიგად, შედარების მეთოდის პრინციპია - ღირებულების განსაზღვრა ანალოგიური ობიექტების ფასების ანალიზის საფუძველზე.

მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გამოსაკვლევის ანალოგიურის, წიფლის ჯიშის 1 მეტრამდე მრგვალი ხე-ტყის მერქნის საბაზრო ღირებულება 1 კუბ. მ.-ისთვის შეადგენს 200 ლარს, შესაბამისად სულ წარმოდგენილი 7.2 კუბ.მ. წიფლის ჯიშის მერქნული რესურსის ჯამური საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისთვის შეადგენს 1440 ლარს (7.2X200).

ბ)ა)დასკვნა 54243/12/21 - ზე (7.8მ3 მერქნული რესურსი), რომლის მიხედვითაც: გამოკვლევით დადგინდა: შესაფასებელი ობიექტი წარმოადგენს წიფლის ჯიშის 1 მეტრამდე მრგვალ ხე-ტყის მერქანს ზომებით: დიამეტრი 0.44 – 0.72მ სიგრძე: 0.92 – 0.98 მ.

წარმოდგენილი წიფლის ჯიშის 1 მეტრამდე მრგვალი ხე-ტყის მერქნის გამოყენება შეიძლება პარკეტის, ფრიზის, ფანერის, ავეჯის დეტალების და სხვა პირველადი გადამუშავების პროდუქტების დასამზადებლად. წარმოდგენილი წიფლის ჯიშის 1 მეტრამდე მრგვალი ხე-ტყის მერქნის საბაზრო ღირებულების დასადგენად გამოყენებული იქნა შეფასების შედარების მიდგომა. ამ მიდგომის ძირითად დაშვებას წარმოადგენს ის, რომ ქონების საბაზრო ღირებულება ყალიბდება შესადარებელი ქონების (ანალოგების) გაყიდვის ან შეთავაზების ფასებთან მიმართებაში. ამრიგად, შედარების მეთოდის პრინციპია - ღირებულების განსაზღვრა ანალოგიური ობიექტების ფასების ანალიზის საფუძველზე.

მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გამოსაკვლევის ანალოგიურის, წიფლის ჯიშის 1 მეტრამდე მრგვალი ხე-ტყის მერქნის საბაზრო ღირებულება 1 კუბ. მ.-ისთვის შეადგენს 200 ლარს, შესაბამისად სულ წარმოდგენილი 7.8 კუბ.მ. წიფლის ჯიშის მერქნული რესურსის ჯამური საბბ.თ) დაპობილ-დაჩეხილ სათბობ შეშაზე; დ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყეზე.აზრო ღირებულება შეფასების თარიღისთვის შეადგენს 1560 ლარს (7.8X200).

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 252 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე, მათ შორის:

ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე/მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 12 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული;

ბ.თ) დაპობილ-დაჩეხილ სათბობ შეშაზე;

დ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) და წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყეზე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ წარმოების პროცესში მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი (იმის გათვალისწინებით, რომ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს საუკეთესო და ეფექტური გამოყენების პრინციპი) ცხადხჰყოფს, რომ ი/მ ------------- (ს/ნ ----------) მიმართ შეფარდებული საგადასახადო სანქციებთან დაკავშირებით არ არსებობს სხვა დამატებითი სახის არგუმენტები და მტკიცებულებები, რომელიც საგადასახადო ორგანოს შესაბამის უფლებამოსილ პირს მისცემდა შესაძლებლობას მიეღო უკვე არსებულისაგან განსხვასაქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2022 წლის 19 მაისს ი/მ ------------- (ს/ნ ----------) მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილ იქნა №70994/1/2022 საჩივარი. ვებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, საგადასახადო ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს არსებულისგან განსხვავებული გადაწყვეტილება და განახორციელოს 2021 წლის 30 დეკემბრის №CB1251263 და №CB1251125 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2022 წლის 18 აპრილის №9883 ბრძანება და 2022 წლის 19 აპრილის №037-3 და №037-4 საგადასახადო მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 ივნისის №16112 ბრძანებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 24 ივნისის №16112 ბრძანება გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 19 ივლისს №17209/2/2022 საჩივრით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის 07.03.2022 წლის №5752 ბრძანებით “გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ტრანსპორტირებული ხე-მასალის საბაზრო ღირებულება. აღნიშნული ხელშეკრულების წარდგენის შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს 2021 წლის 30 დეკემბრის №CB1251263 და №CB1251125 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება).”

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 18.04.2022 წლის №9883 ბრძანებით ადმინისტრაციულ წარმოების პროცესში მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზი (იმის გათვალისწინებით, რომ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს საუკეთესო და ეფექტური გამოყენების პრინციპი) ცხადჰყოფს, რომ ი/მ -----------ის (ს/ნ ------------------) მიმართ შეფარდებული საგადასახადო სანქციებთან დაკავშირებით არ არსებობს სხვა დამატებითი სახის არგუმენტები და მტკიცებულებები, რომელიც საგადასახადო ორგანოს შესაბამის უფლებამოსილ პირს მისცემდა შესაძლებლობას მიეღო უკვე არსებულისაგან, განსხვავებული გადაწყვეტილება, შესაბამისად, საგადასახადო ორგანო მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს არსებულისგან განსხვავებული გადაწყვეტილება და განახორციელოს 2021 წლის 30 დეკემბრის №CB1251263 და №CB1251125 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებით დაკისრებული ჯარიმების კორექტირება (შემცირება).

საბჭომ ყურადღება გაამახვილა მომჩივნის არგუმენტებზე, საქმის გარემოებებზე, მათ შორის შემოსავლების სამსახურის 07.03.2022 წლის №5752 ბრძანების აღსრულების ეტაპზე მომჩივნის მიერ წარდგენილ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე და მიიჩნია, რომ აღნიშნული ბრძანების მართლზომიერად აღსრულების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3.დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;

ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;

გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11 ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

ამავე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ---- გაფორმებულ ,,მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაზე“ NV01/18.03.2022 და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გამოცემულ საშემფასებლო ანგარიშზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის №5752 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ------- გაფორმებული ,,მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა“ (NV-01/18.03.2022) და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გამოცემული საშემფასებლო ანგარიშის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის მიმართ სადავო საგადასახადო მოთხოვნებით დაკისრებული ფულადი ჯარიმების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ------------- (ს/ნ ----------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 7 მარტის №5752 ბრძანების აღსრულების მიზნით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ---------------- გაფორმებული ,,მომსახურების შესახებ ხელშეკრულებისა“ (NV-01/18.03.2022) და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გამოცემული საშემფასებლო ანგარიშის გათვალისწინებით, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის მიმართ 2022 წლის 19 აპრილის №037-3 და №037-4 საგადასახადო მოთხოვნებით დაკისრებული ფულადი ჯარიმების კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.