ბრძანება N 7895
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7895
10.04.2023
შპს „-------ს“ (ს/ნ -------------------)
(მის.: ---------------------------------)
2023 წლის 14 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 აპრილის სხდომაზე (ოქმი №36) განიხილა შპს „-------ს“ (ს/ნ -------------------) №44027/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 თებერვლის №3331 ბრძანებას შპს -----”-სათვის (ს/ნ ----------) „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო აქტს და განმარტავს, რომ ოქმის კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრება პროცედურული ნაწილია და არ წარმოადგენს კომპანიის მხრიდან მნიშვნელოვან დარღვევას, რასაც ზიანი შეიძლება მოეტანა, ის რომ აღნიშნული ფაქტი კომპანიას „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსს დააკარგვინებდა, კომპანიას არ ჰქონდა ინფორმაცია. ასევე მიუთითებს იმ ფაქტზეც, რომ კომპანიის ბრალეულობა №EL190795 ოქმის მიხედვით არ დასტურდება, სხვისი ბრალეულობის გამო კი კომპანიამ არ უნდა აგოს პასუხი და არ უნდა გაუუქმდეს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას და შპს „-----“-სთვის „ოქროს სიის მონაწილის სტატუსის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა შპს „-------ს“ (ს/ნ -------------------) მიერ ამავე ინსტრუქციის 27-ე მუხლით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობის შემოწმება.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს „-----ს“, იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1 000 ლარზე მეტით შემცირებისათვის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრა 2022 წლის 12 ნოემბერს შედგენილი №EL190795 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და შესაბამისად, წარმოადგენს ძალაში შესულ გადაწყვეტილებას.
ვინაიდან ადგილი ჰქონდა შპს „-------თვის“ საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 29-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 22 თებერვლის №3331 ბრძანებით შპს „-------ს“ (ს/ნ -------------------) გაუუქმდა „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 213-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, ოქროს სიაში შეყვანით პირს 2026 წლის 1 იანვრამდე ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ოქროს სიაში“ შეყვანილ პირს ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ისარგებლოს გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით. აღნიშნული სტატუსის მიღება პირს არ უკრძალავს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი, ამ თავისაგან განსხვავებული წესით განახორციელოს საბაჟო ფორმალობები.
აღნიშნული ინსტრუქციით დადგენილია, როგორც „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭების პირობები და „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭების წესები, ისე „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძვლები და წესი.
მითითებული ინსტრუქციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭების პირობების (საგადასახადო დავალიანების გარდა) დაკმაყოფილების მდგომარეობას შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მინიჭების თარიღიდან ყოველი 6 თვის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობას – სტატუსის მინიჭების თარიღიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ხოლო ამ ინსტრუქციის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას − სტატუსის მინიჭების თარიღიდან 6 თვის შემდეგ და 1 წლის (12 თვის) შემდეგ.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების ერთ ერთ საფუძველს წარმოადგენს იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1000 ლარზე მეტით შემცირებისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით, 2019 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არსებობა.
დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 29-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა, რომ მომჩივანს, იმპორტის გადასახდელის ოდენობის 1 000 ლარზე მეტით შემცირებისათვის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დაეკისრა 2022 წლის 12 ნოემბერს შედგენილი №EL190795 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და, შესაბამისად, წარმოადგენს ძალაში შესულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული კი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წარმოადგენს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს.
მომჩივნის არგუმენტზე სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------ს“ (ს/ნ -------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ითხოვს სადავო ბრძანების ბათილად ცნობას და მომჩივანის „ოქროს სიის მონაწილის სტატუსის გაუქმებას
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა
ვინაიდან ადგილი ჰქონდა კომპანიისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 29-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურისბრძანებით მომჩივანს გაუუქმდა „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის სემდეგ ნორმებს: 289(1 5); 302(6);
ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის:167(1.2); 213(7);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების და მოვალეობების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №1) 29-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.ამავე ინსტრუქციის 27-ე მუხლი.26-ე მუხლის პირველი პუნქტი.