ბრძანება N 8346

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.04.2023
№ დოკუმენტი 8346
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 8346

18.04.2023

---------------- (ს/ნ ----------------)

მის.: ---------------------

2023 წლის 23 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 7 აპრილის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა --------------------- (ს/ნ ----------------) №50780/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 18 მარტის №AL042462 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

მომჩივნის არგუმენტაცია:

მომჩივანი სადავო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ასახულ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ის არის მძღოლი და სატრანსპორტო საშუალება არ არის მისი საკუთრება, შესაბამისად სავალდებულო დაზღვევის ყიდვის ვალდებულება მას არ გააჩნდა.

აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 17 მარტს, საბაჟო გამშვები პუნქტი „------------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შევიდა თურქმენეთში რეგისტრირებული №------------- სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე -------------------- (პ/ნ --------------).

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საპასპორტო კონტროლისა და დოკუმენტების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ №------------- სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე.

ვინაიდან, ------------- მართვის ქვეშ მყოფი №----------- სატვირთო ავტომობილი საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „--------------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 18 მარტს შედგენილ იქნა №AL042462 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლს --------------- (პ/ნ ------------) დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1911 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით, მაგრამ არანაკლებ ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ვადისა. სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს სავალდებულო დაზღვევის პოლისში მითითებული ვადით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 1911 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილება ავტობუსით, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება, ან სატვირთო ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება, – გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივანი №------------ სატრანსპორტო საშუალებას საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე. შესაბამისად, მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს მის მიერ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას, რაც არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1911 მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.

მომჩივნის არგუმენტზე შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალება არის უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი შესაბამისი სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილდება. ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი კი არის პირი, რომლის საკუთრებაშია უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან პირი, რომელიც მართლზომიერად ფლობს მას. მოცემულ შემთხვევაში მომჩივანი არის დაუზღვეველი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი (მართლზომიერად მფლობელი პირი), რომელიც შესაბამისი სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებდა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ----------------- (ს/ნ ------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში (მის: ქ. მარნეული, ნარიმანოვის ქ. №4) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და ითხოვს სადავო ოქმით დაკისრებული ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საპასპორტო კონტროლისა და დოკუმენტების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ თურქმენეთში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე. შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლს დაეკისრა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1911 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგ ნორმებს: 10, 23, 1911"ბ".