გადაწყვეტილება №19321/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.05.2023
№ დოკუმენტი 19321/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№119321/2/2023

5.05.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 5.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“ 4.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19321/2/2023).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 9.12.2022 წლის №16122/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების

შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 მარტის №041-5 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 137 318,94 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 72 930,33

დღგ - 25 856

საშემოსავლო გადასახადი - 47 073

ჯარიმა - 35 375,66

საურავი - 29 012,95

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა რძის გადამუშავება და რძის პროდუქტების წარმოება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 სექტემბრის №29773 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 20 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის №40248 ბრძანება და №041- 119 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 284 521 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 20 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 9 მარტის №5817 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე მომჩივნის მიერ შესყიდული ნედლი რძის მიხედვით გამოსავლიანობის კოეფიციენტი;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები, მ.შ. ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილი საექსპერტო დასკვნა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, წინა პუნქტების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, პირველ და მე-2 სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს ყველის/სულგუნის წარმოების შედეგად დარჩენილი შრატის ოდენობა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 მარტის №5817 ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.09.2022 წლის დასკვნა, 16.09.2022 წლის №23930 ბრძანება და №041-34 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 112 496 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 162 863 ლარი.

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 მარტის №5817 ბრძანება 23.03.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 9.12.2022 წლის №16122/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნა, 7.03.2023 წლის №4345 ბრძანება და 9.03.2023 წლის №041-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შემცირდა დარიცხული თანხა 25 443 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 137 318,94 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

1. 2018 წლის საანგარიშო პერიოდში ყველის და სულგუნის წარმოების შედეგად მისაღები შემოსავლების განსაზღვრა.

შემოწმების შედეგად 2018 წლის განმავლობაში განხორციელდა შესყიდული ნედლი რძის მიხედვით ყველის წარმოება. შემოწმების მიერ არამართლზომიერად იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის ასახული სამართლებრივი დასაბუთება, თუ რა საფუძვლით განხორციელდა კომპანიის შემოსავლების გაანგარიშება არაპირდაპირი მეთოდით.

2018 წლის განმავლობაში საწარმო ახორციელებდა ნედლი რძის შეძენას და ხორციელდებოდა დავარგებული ყველის (იგივე ქერქიანი ყველის დასახელებით) წარმოება. აღნიშნული ყველი წარმოადგენს ტექნოლოგიურად დამუშავებულ, გამომშრალ (თხევადი მასისგან გათავისუფლებულ) ყველის სახეობას, რომლის წარმოებისთვის საჭიროა ჩვეულებრივ ყველთან შედარებით 75%-ით მეტი ოდენობის რძის გამოყენება. კერძოდ, თუ ჩვეულებრივი ე.წ. იმერული ყველის 1 კილოგრამის წარმოებისთვის საჭიროა 6.75-7 ლიტრი რძე, დავარგებული ყველის 1 კილოგრამის წარმოებისთვის საჭირო რძის რაოდენობა შეადგენს 12 ლიტრს. ამასთან, შესაბამისია აღნიშნული დავარგებული ყველის სარეალიზაციო ფასი და აღნიშნული აღემატება 22 ლარს. შემოწმების მიერ კი შესყიდული ნედლი რძის მიხედვით გამოსავლიანობის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ყველის სახეობა და სტანდარტულად გამოსავლიანობის კოეფიციენტი განისაზღვრა 1 კგ ყველზე 6,75 ლიტრი რძე.

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადაანგარიშება, თუმცა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით საგადასახადო შემოწმების შედეგები არასწორად იქნა კორექტირებული, კორექტირების შედეგები შეიცავს უზუსტობას, რამდენადაც მომჩივნის გაანგარიშებით საგადასახადო ვალდებულებები უნდა შემცირებულიყო მეტი ოდენობით, ვიდრე აღნიშნული განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

2. ფულადი სახსრების ანალიზის მიხედვით განსაზღვრული ვალდებულებები.

შემოწმების შედეგად კომპანიის შემოსავლების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდის მიხედვით. კერძოდ, 2018-2021 წლების საანგარიშო პერიოდში წარმოებული პროდუქციის გამოსავლიანობა განსაზღვრულ იქნა შემოწმების მიერ, განისაზღვრა მისაღები შემოსავლები და აღნიშნული შემოსავლების მიხედვით გაანგარიშდა ფულადი ნაშთის მოცულობა, რომელიც თავის მხრივ განხილულ იქნა პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას. შემოწმების მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გარეშე განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები არამართლზომიერად იქნა განსაზღვრული, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ფულადი ნაშთის არასწორად განსაზღვრა. საგადასახადო შემოწმების შედეგებს არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ შემოსავლებთან დაკავშირებით არ ეთანხმება არც ერთ ეპიზოდში და მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული შემოსავლების კორექტირებასთან ერთად, კორექტირებას უნდა დაექვემდებაროს აღნიშნულის საფუძველზე ფულადი ნაშთის პასუხისმგებელ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები.

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადაანგარიშება, თუმცა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით საგადასახადო შემოწმების შედეგები არასწორად იქნა კორექტირებული. კორექტირების შედეგები შეიცავს უზუსტობას, რამდენადაც მომჩივნის გაანგარიშებით საგადასახადო ვალდებულებები უნდა შემცირებულიყო მეტი ოდენობით, ვიდრე აღნიშნული განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

3. 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდზე შემოწმების შედეგად დამატებით წარმოებული პროდუქციის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა შემოსავლების განსაზღვრა. კერძოდ, გამოსავლიანობის კოეფიციენტის გამოყენებით, შესყიდული რძის მიხედვით დაანგარიშდა წარმოებული პროდუქციის ოდენობა და აღნიშნულის მიხედვით განისაზღვრა დამატებითი შემოსავლები, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ფულადი ნაშთის გაზრდა და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

შემოწმების შედეგად, არამართლზომიერად, საკითხის გამოუკვლევლად და მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების უზუსტობებით იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ:

შემოწმების მონაცემებით 2019 წლის პერიოდში გამოვლენილია მზა პროდუქციის წარმოებისთვის გამოყენებული ნედლი რძის დანაკლისი. აღნიშნული სხვაობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი არის 2019 წლის მაისის საანგარიშო პერიოდში შემოწმების მიერ შეცდომით დუბლირებული რეალიზაციის დოკუმენტები. კერძოდ, სასაქონლო ზედნადებების და ფაქტურების დაუწყვილებლობამ გამოიწვია ერთი და იგივე რეალიზაციის დასაბეგრ ბრუნვაში ორჯერ ასახვა. შესაბამისად, შემოწმების მიერ დუბლირებულ იქნა აღნიშნულ რეალიზაციისას მიწოდებული ყველის რაოდენობა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია წარმოებული მზა პროდუქციის სიჭარბე და გამოყენებული ნედლეულის არასაკმარისი ოდენობა; 2020 წლის საანგარიშო პერიოდში შემოწმების მიერ შესყიდული ნედლეულის მიხედვით წარმოებულ იქნა მზა პროდუქცია, რომელზეც განისაზღვრა სარეალიზაციო ფასი და აღნიშნულის მიხედვით გაზრდილ იქნა ფულადი ნაშთის მოცულობა, რომელიც განხილულ იქნა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. 2020 წელს საწარმოს ძირითადი შემსყიდველი იყო შპს „------------“ (-------), რომლის მოთხოვნა იყო მაღალი ხარისხის და ცხიმიანი ყველის შესყიდვა. შესაბამისად, კომპანია ორიენტირებული იყო მაღალცხიმიანი პროდუქტის წარმოებაზე, ხოლო იმ გარემოების გამო რომ შესყიდული რძე იყო დაბალცხიმიანი, საჭირო ხარისხის პროდუქციის საწარმოებლად გამოიყენებოდა განსაზღვრულზე მეტი ოდენობის ნედლი რძე.

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადაანგარიშება, თუმცა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით საგადასახადო შემოწმების შედეგები არასწორად იქნა კორექტირებული. კორექტირების შედეგები შეიცავს უზუსტობას, რამდენადაც მომჩივნის გაანგარიშებით საგადასახადო ვალდებულებები უნდა შემცირებულიყო მეტი ოდენობით, ვიდრე აღნიშნული განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

4. დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

შემოწმების შედეგების მიხედვით, რიგ თვეებში გამოვლინდა მზა პროდუქციის ნაშთი, ხოლო აღნიშნული პროდუქციის საწარმოებლად არასაკმარისია შეძენილი ნედლეულის მოცულობა, რის გამოც შემოწმების მიერ მიჩნეულ იქნა რომ ნედლეული არ აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პროდუქციას და შედეგად, კომპანიის მიერ შემოსავლები არ იქნა დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულ ბრუნვად განხილული და დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.

კომპანია ყველის წარმოებას ახორციელებს მხოლოდ ნედლი რძისგან. აღნიშნული წარმოადგენს როგორც საწარმოს მიდგომას, აგრეთვე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მრავალჯერადი გადამოწმების შედეგად არასდროს გამოვლენილა კომპანიის მიერ რძის ფხვნილისგან წარმოებული ყველის არსებობა. ამასთან, კომპანიის ძირითად შემსყიდველს წარმოადგენს შპს „----------“ (----------), რომელსაც საწარმოს აწვდის უმაღლესი ხარისხი წარმოებული პროდუქციას.

ამასთან, კომპანია პროდუქციის ხარისხის კონტროლის მიზნით პერიოდულად ახორციელებს მის მიერ წარმოებული პროდუქციის სასაქონლო ექსპერტიზას. აღნიშნული ექსპერტიზის შედეგებით დადასტურებულია, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ყველი წარმოადგენს ნედლი რძისგან წარმოებულ პროდუქტს. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები მომჩივნის მიერ წარდგენილია შემოწმების პროცესში.

მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საწარმოს მიერ ყველის რეალიზაციისას ხორციელდება სარეალიზაციო ყველის ეტიკეტირება, რომელსაც არეგულირებს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი. აღნიშნული რეგლამენტი ითვალისწინებს ეტიკეტზე პროდუქციის შემადგენლობის, სტანდარტის ნომრის, დამზადების თარიღის, ვარგისიანობის ვადის, შენახვის პირობების, ენერგეტიკული ღირებულებისა და მასის მითითებას. რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დაუშვებელია ეტიკეტზე, თანმხლებ დოკუმენტაციაში ან/და სხვა სახის საინფორმაციო მასალაში, სურსათზე, რომელიც არ წარმოდგენს რძეს, რძის ნაწარმს, იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი მინიშნება, რომ პროდუქტი წარმოადგენს რძეს, რძის ნაწარმს. შესაბამისად, კომპანია აღნიშნული რეგლამენტის სრული დაცვით ახორციელებს პროდუქციის წარმოებას და ეტიკეტირებას, ხოლო სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მრავალჯერადი გადამოწმების შედეგად, კომპანიის მიერ წარმოებული და ეტიკეტირებული პროდუქცია შეესაბამება დადგენილ ნორმებს და წარმოადგენს ნედლი რძისგან წარმოებულ პროდუქტს და შემოწმების მიერ, ნედლი რძის შესყიდვის დოკუმენტის მოუძიებლობის გამო აღნიშნული ყველის დღგ-ით დასაბეგრ პროდუქციად განხილვა არამართლზომიერია.

შემოწმებას არ გააჩნდა არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი განსახილველი პროდუქცია განეხილა დღგ-ით დასაბეგრ პროდუქციად. საწარმოს მიერ რეალიზებული პროდუქცია წარმოადგენს საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველს, აკმაყოფილებს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროდუქციის კრიტერიუმებს და აღნიშნულის მიწოდება გათავისუფლებულია დღგ-სგან ჩათვლის უფლებით.

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადაანგარიშება, თუმცა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით საგადასახადო შემოწმების შედეგები არასწორად იქნა კორექტირებული. კორექტირების შედეგები შეიცავს უზუსტობას, რამდენადაც მომჩივნის გაანგარიშებით საგადასახადო ვალდებულებები უნდა შემცირებულიყო მეტი ოდენობით, ვიდრე აღნიშნული განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

5. დამატებით წარმოებული შრატის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. არამართებულად იქნა გაანგარიშებული პროდუქციის წარმოების შედეგად მიღებული შრატის ოდენობა და შემოწმების მიერ მზა პროდუქციის წარმოების მოცულობების მომჩივნის არგუმენტაციის მიხედვით გადაანგარიშებისას, ასევე კორექტირებას უნდა დაექვემდებაროს დამატებით განსაზღვრული დარჩენილი შრატის მოცულობა.

დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა გადაანგარიშება, თუმცა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით საგადასახადო შემოწმების შედეგები არასწორად იქნა კორექტირებული. კორექტირების შედეგები შეიცავს უზუსტობას, რამდენადაც მომჩივნის გაანგარიშებით საგადასახადო ვალდებულებები უნდა შემცირებულიყო მეტი ოდენობით, ვიდრე აღნიშნული განხორციელდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭოს 9.12.2022 წლის №16122/2/2022 გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/შეაფასოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძველების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით განისაზღვრა დავარგებული ყველისთვის საჭირო რძის რაოდენობა. საგადასახადო ორგანოს მიერ გათვალისწინებულ იქნა აღნიშნული დოკუმენტი. შესაბამისად, გადაანგარიშდა ყველის წარმოებისთვის საჭირო რძე. შედეგად მოხდა ფულის მოძრაობის გადაანგარიშება და შემცირდა 2018 წლის ფულადი ნაშთის ოდენობა. შესაბამისად, დაკორექტირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.

გადაანგარიშების შედეგად საწარმოს შეუმცირდა დარიცხული თანხა 25 443 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 16 963 ლარი და ჯარიმა - 8 480 ლარი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების შედეგები არასწორად იქნა კორექტირებული, თუმცა არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას ან/და არგუმენტირებულ დასაბუთებას, რაც შეიძლება გამხდარიყო დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი. საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს 9.12.2022 წლის №16122/2/2022 გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“

 

ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1.შემოწმების მიერ შესყიდული ნედლი რძის მიხედვით გამოსავლიანობის განსაზღვრისას არ იქნა გათვალისწინებული ყველის სახეობა და სტანდარტულად გამოსავლიანობის კოეფიციენტი განისაზღვრა 1 კგ ყველზე 6,75 ლიტრი რძე.

2.მომჩივანი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ითხოვს დარიცხული თანხების სრულად გაუქმებას.

3.შემოწმების შედეგად არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განხორციელდა შემოსავლების განსაზღვრა. კერძოდ, გამოსავლიანობის კოეფიციენტის გამოყენებით, შესყიდული რძის მიხედვით დაანგარიშდა წარმოებული პროდუქციის ოდენობა და აღნიშნულის მიხედვით განისაზღვრა 4 დამატებითი შემოსავლები, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ფულადი ნაშთის გაზრდა და დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

4.მომჩივანი არ ეთანხმება დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა.

5.არ ეთანხმება დამატებით წარმოებული შრატის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 მარტის №5817 ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.09.2022 წლის დასკვნა, 16.09.2022 წლის №23930 ბრძანება და №041-34 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 112 496 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 162 863 ლარი.შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 9 მარტის №5817 ბრძანება 23.03.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 9.12.2022 წლის №16122/2/2022 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 24.02.2023 წლის დასკვნა, 7.03.2023 წლის №4345 ბრძანება და 9.03.2023 წლის №041-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 25 443 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 137 318,94 ლარი. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს 9.12.2022 წლის №16122/2/2022 გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

304(1გ)