გადაწყვეტილება №24031/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.11.2024
№ დოკუმენტი 24031/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 24031/2/2024

20 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს----------- (ს/ნ --------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 1.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24031/2/2024).

 

დავის საგანი:

წინასწარი გადაწყვეტილება - სეს ესნ შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წლის №----------- წინასწარი გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 13.09.2024 წლის №20310 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიამ 29.04.2024 წელს მიმართა (ელექტრონული განცხადება №---------) საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა.

შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წელს მიღებული №----------- წინასწარი გადაწყვეტილებით საქონელი (მეტალოკონსტრუქცია შავი ლითონისგან) კლასიფიცირდება 7308 90 980 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

წინასწარი გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 13.09.2024 წლის №20310 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საბაჟო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 34-ე მუხლზე, ამავე საკანონმდებლო აქტის 35-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე, ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26.01.2024 წლის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე და სეს ესნ-ის 94-ე ჯგუფის მე-4 შენიშვნაზე.

„9406“ სასაქონლო პოზიციის „განმარტებებში“ მოცემულია დეტალური აღწერილობა აღნიშნულ პოზიციაში კლასიფიცირებული საქონლისთვის. კერძოდ, მითითებული პოზიცია მოიცავს ყველა მასალისგან დამზადებულ ასაწყობ შენობებს, დაპროექტებული სხვადასხვა მიზნებისთვის, რომელიც ცნობილია როგორც „ინდუსტრიული შენობები“ (როგორიცაა საცხოვრებელი სამუშაო ადგილი ოფისები, სკოლები, მაღაზიები, ფარდულები, ავტოფარეხები, სათბურები). ისინი ძირითადად უნდა იყოს სრულად აწყობილი და შესაძლოა არსებითად ან მთლიანად დამონტაჟებული იყოს კედლებით, იატაკით, ჭერით, კარებით, ფანჯრებით, ელექტრული და სანტექნიკური საშუალებებით, ისე რომ საქონელს ქონდეს შენობანაგებობის ხასიათი. აღნიშნულ პოზიციაში კლასიფიცირებული ნაგებობები შეიძლება აღჭურვილი იყოს სხვადასხვა მოწყობილობებით: კიბეები, ჩაშენებული ავეჯი, სამზარეულოს აღჭურვილობა, სანიტარული მოწყობილობები, გარე მოპირკეთება და გადახურვა. „9406“ პოზიციის განმარტებებში ნაწილების კლასიფიცირების შესახებ მოცემულია შემდეგი მითითება: 9406 სასაქონლო პოზიციის ასაწყობი შენობების ნაწილები, რომლებიც წარმოდგენილია ცალკე, ყველა შემთხვევაში კლასიფიცირებულია საკუთარ შესაბამის სათაურებში.

საგულისხმოა, რომ „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, „9406“ სასაქონლო პოზიციის დასახელება არის 9406 – „----------“, რომლის ქართული შესატყვისია 9406 – „----------“.

ვინაიდან „9406“ სასაქონლო პოზიციაში მოიაზრება დასრულებული შენობა ან ასაწყობი შენობა დაუსრულებელი სახით, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს სხვადასხვა ელემენტებით (ჭერი, კედელი, იატაკი და ა.შ.) ისე, რომ საქონელს ჰქონდეს შენობა–ნაგებობის ხასიათი, შენობის ძირითადი ნაწილის – მეტალოკონსტრუქციის კლასიფიცირება ვერ განხორციელდება „9406“ სასაქონლო პოზიციაში და უნდა განხორციელდეს შესაბამის სასაქონლო პოზიციაში.

„7308“ სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდება „მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან (9406 სასაქონლო პოზიციაში მოყვანილი ასაწყობი სამშენებლო კონსტრუქციების გარდა) და მათი ნაწილები (მაგალითად, ხიდები და მათი სექციები, რაბის ჭიშკრები, კოშკები, ცხაური ანძები, სახურავის საფარები, სამშენებლო ამწეები, კარები, ფანჯრები და მათი ჩარჩოები, კარების ზღურბლები, ჟალუზები, ბალუსტრადები, ბჯენები და სვეტები); ფურცლები, წნელები, კუთხოვანები, ფასონური პროფილები, მილები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან, ლითონკონსტრუქციებში გამოსაყენებელი“.

დადგენილია, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (ინვოისი №------------ 03.01.2024; საქონლის ნახაზი; შესაბამისი შეფუთვის ფურცელი; ფოტო მასალა) საფუძველზე საქონელი წარმოადგენდა შავი ლითონისგან დამზადებულ მეტალოკონსტრუქციას, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26.01.2024 წლის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესებისა და ნომენკლატურის სტრუქტურის შესაბამისად, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კლასიფიცირდა 7308 90 980 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმებისა და მსგავსი საქონლის კლასიფიცირების შესახებ ევროპული კომისიის მიერ გამოცემული გადაწყვეტილებების საფუძველზე, საწყობისთვის განკუთვნილი მეტალოკონსტრუქცია შავი ლითონის მასალისგან, შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წელს მიღებული №---------- წინასწარი გადაწყვეტილებით „7308 90 980 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შავი ლითონისგან დამზადებულ მეტალოკონსტრუქციის შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წელს მიღებული №--------- წინასწარი გადაწყვეტილებით „7308 90 980 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანია პროექტ „---------“ ფარგლებში ახორციელებს საწყობის აშენებას -------------ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რის თაობაზეც აქვს ნებართვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან (ბრძანება №-----------). აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ორგანიზაციამ ----------- შეიძინა საწყობი დაშლილ მდგომარეობაში, ღირებულებით 145 000 აშშ დოლარი, საერთო წონით 95 152,03 კგ. ტვირთი განთავსებული იყო 5 კონტეინერში. გამომგზავნის მიერ ტვირთზე გამოიწერა ინვოისი 3.01.2024წ. ------------- და გაიცა წარმოშობის სერტიფიკატი №-----------. ინვოისში საქონლის HS კოდი მითითებულია 94069090

კომპანიის მიერ გაკეთდა განაცხადი იმპორტის წინასწარ დეკლარირებაზე, რა დროსაც მებაჟე ოფიცრის მიერ ეცნობა, რომ ინვოისში მითითებული HS კოდი 94069090 არასწორია და დეკლარაციაში უნდა მიეთითოს 73089098000 (მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონისაგან), რომელიც საგადასახადო კოდექსის 197-ე მუხლის თანახმად იბეგრება იმპორტის გადასახადის 12%-ით.

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განცხადებით მიემართა შემოსავლების სამსახურისთვის და მიეღო სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება საბაჟო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე. სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილებით საქონლის კოდი განისაზღვრა 73089098000, დასაბუთებად გამოყენებული იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესები. იმის გამო, რომ დროში შეზღუდული იყო და დამტკიცებული პროექტის განხორციელების ვადებს საფრთხე შეექმნებოდა, დაიბეჭდა 22.05.2024 წ. №---------- იმპორტის წინასწარი დეკლარაცია წინასწარი გადაწყვეტილებაში მითითებული სასაქონლო კოდის მითითებით და საქონელი დამატებით დაიბეგრა იმპორტის გადასახადის 12%-ით

(55 645 ლარი).

წინასწარი გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, სადაც მოსთხოვეს/შესთავაზეს სსიპ --------- ეროვნული ბიუროს დასკვნის წარდგენა კონკრეტულ შემთხვევაზე (შემოტანილ საქონელზე-საწყობზე) კოდის განსაზღვრის თაობაზე. მიმართა შესაბამისი განცხადებით (კოდის განსაზღვრის თაობაზე) სსიპ ---------- ეროვნული ბიუროს, თუმცა პასუხად მიიღო, რომ „ვერ დგინდება აღნიშნული ტვირთის პრიორიტეტული ფუნქცია-დანიშნულება. შესაბამისად თქვენს მიერ დანიშნული ექსპერტიზა გიბრუნდებათ შეუსრულებლად“. აღნიშნული პასუხი წარედგინა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მომჩივანი არ ეთანხმება 2.05.2024 წელს №---------- სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარ გადაწყვეტილებას შემდეგი მიზეზების გამო:

1. საქონელი წარმოადგენს საწყობს დაშლილ მდგომარეობაში, ინვოისში მითითებულია სასაქონლო კოდი 94069090.

გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ ფინანსთა მინისტრის 26.01.2024 წლის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის“ (კარი XX, სხვადასხვა სამრეწველო საქონელი, ჯგუფი 94) მიხედვით სასაქონლო კოდი 94069090 განიმარტება როგორც, „სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები“, ხოლო შენიშვნებში არის შემდეგი განმარტება:

ა) 9406 სასაქონლო პოზიციაში ტერმინი „სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები“ აღნიშნავს შენობებს, რომლებიც მთლიანად არიან დამზადებული საწარმოში ან მიეწოდებიან როგორც ადგილზე ასაწყობი ელემენტების ერთობლიობა, მაგალითად: საცხოვრებელი და საწარმო სათავსოები, კანტორები, სკოლები, მაღაზიები, ფარდულები, ფარეხები ან ანალოგიური ნაგებობები;

ბ) სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები მოიცავს ფოლადის „მოდულურ სამშენებლო ერთეულებს“, რომლებიც ჩვეულებრივ წარმოდგენილია სტანდარტული სატრანსპორტო კონტეინერის ზომით და ფორმით, მაგრამ არსებითად ან მთლიანად წინასწარ აღჭურვილია შიგნიდან. მსგავსი „მოდულურ სამშენებლო ერთეულები“ ჩვეულებრივ განკუთვნილია მუდმივი შენობების შესაქმნელად.

სასაქონლო კოდი 73089098 კი წარმოადგენს მეტალოკონსტრუქციებს შავი ლითონებისაგან. აქედან გამომდინარე, რადგანაც ინვოისში მითითებული საქონელი არის საწყობი დაშლილ მდგომარეობაში, სასაქონლო კოდი 94069090 არის სწორად მისადაგებული.

2. RS.GE-ზე არის საძიებო სისტემა, რომელიც იძლევა სასაქონლო კოდების ძებნის საშუალებას საქონლის აღწერის მიხედვით (კონკრეტულ დასახელების და აღწერის საქონელზე რა სასაქონლო კოდი იქნა გამოყენებული საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქონლის გაფორმებისას).

აღნიშნულ ბაზაში ანალოგიური და მსგავსი საქონლის გაფორმებისას ყოველთვის გამოყენებულია ფინანსთა მინისტრის 26.01.2024 წლის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის“ 9406 სასაქონლო პოზიცია.

3. შემოსავლების სამსახურმა სასაქონლო კოდის დადგენის გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და მომჩივანთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

4. მომჩივნის მიერ მოპოვებულ იქნა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროებს შორის გაფორმდა ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რაც ითვალისწინებს შესაბამისი ფორმის წარმოშობის სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში იმპორტის გადასახადისგან ორგანიზაციის გათავისუფლებას.

გადასახადის გადამხდელმა მიმართა საქონლის მომწოდებელს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე, რომლისგანაც მოწოდებული იქნა პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი №--------. აღნიშნული სერთიფიკატი მომჩივანმა წარუდგინა საბაჟო დეპარტამენტს დეკლარაციაში შესაბამისი ჩასწორების განსახორციელებლად, თუმცა საბაჟო დეპარტამენტისგან მიიღო უარი იმ მოტივით, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა მას შემდეგ, რაც ტვირთი გამოვიდა ექსპორტიორი ქვეყნიდან.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები, საბაჟო კოდექსის 23-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, რადგანაც იგი გამოცემულია არასწორად ან არასრული ინფორმაციის საფუძველზე. ასევე, იმპორტის წინასწარ საქონლის დეკლარაციაში 22.05.2024წ. №------ შევიდეს შესაბამისი ცვლილება (შეიცვალოს დეკლარაციაში მითითებული სასაქონლო კოდი 79089098 სასაქონლო კოდით 94069090), რაც ავტომატურად გამოიწვევს დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახადის, 55645 ლარის დაბრუნებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად:

1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მიხედვით:

7308 მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან (9406 სასაქონლო პოზიციაში მოყვანილი ასაწყობი სამშენებლო კონსტრუქციების გარდა) და მათი ნაწილები (მაგალითად, ხიდები და მათი სექციები, რაბის ჭიშკრები, კოშკები, ცხაური ანძები, სახურავის საფარები, სამშენებლო წამწეები, კარები, ფანჯრები და მათი ჩარჩოები, კარების ზღურბლები, ჟალუზები, ბალუსტრადები, ბჯენები და სვეტები); ფურცლები, წნელები, კუთხოვანები, ფასონური პროფილები, მილები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან, ლითონკონსტრუქციებში გამოსაყენებელი:

7308 90 – დანარჩენი:

7308 90 980 00 – – დანარჩენი

9406 სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები:

9406 90 – დანარჩენი:

9406 90 900 00 – – – დანარჩენი მასალებისგან

შემოსავლების სამსახურის მიერ წინასწარი გადაწყვეტილებით საქონელი (მეტალოკონსტრუქცია შავი ლითონისგან) კლასიფიცირდება 7308 90 980 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

მომჩივანი განმარტავს, რომ საქონელი წარმოადგენს საწყობს დაშლილ მდგომარეობაში, ინვოისში მითითებულია სასაქონლო კოდი 94069090. 9406 სასაქონლო პოზიციაში ტერმინი „სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები“ აღნიშნავს შენობებს, რომლებიც მთლიანად არიან დამზადებული საწარმოში ან მიეწოდებიან როგორც ადგილზე ასაწყობი ელემენტების ერთობლიობა. RS.GE-ზე არის საძიებო სისტემა, რომელიც იძლევა სასაქონლო კოდების ძებნის საშუალებას საქონლის აღწერის მიხედვით და აღნიშნულ ბაზაში ანალოგიური და მსგავსი საქონლის გაფორმებისას ყოველთვის გამოყენებულია 9406 სასაქონლო პოზიცია. გადასახადის გადამხდელმა მიმართა საქონლის მომწოდებელს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე, რომლისგანაც მოწოდებული იქნა პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი №---------. აღნიშნული სერთიფიკატი მომჩივანმა წარუდგინა საბაჟო დეპარტამენტს დეკლარაციაში შესაბამისი ჩასწორების განსახორციელებლად, თუმცა საბაჟო დეპარტამენტისგან მიიღო უარი იმ მოტივით, რომ ----- და ------- შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა მას შემდეგ, რაც ტვირთი გამოვიდა ექსპორტიორი ქვეყნიდან.

მომჩივნის არგუმენტებზე მოპასუხე ორგანოს მიერ 11.10.2024 წლის №--------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, „9406“ სასაქონლო პოზიციის „განმარტებებში“ მოცემულია დეტალური აღწერილობა აღნიშნულ პოზიციაში კლასიფიცირებული საქონლისთვის. კერძოდ, მითითებული პოზიცია მოიცავს ყველა მასალისგან დამზადებულ ასაწყობ შენობებს, დაპროექტებული სხვადასხვა მიზნებისთვის, რომელიც ცნობილია როგორც „ინდუსტრიული შენობები“ (როგორიცაა საცხოვრებელი სამუშაო ადგილი ოფისები, სკოლები, მაღაზიები, ფარდულები, ავტოფარეხები, სათბურები). ისინი ძირითადად უნდა იყოს სრულად აწყობილი და შესაძლოა არსებითად ან მთლიანად დამონტაჟებული იყოს კედლებით, იატაკით, ჭერით, კარებით, ფანჯრებით, ელექტრული და სანტექნიკური საშუალებებით, ისე რომ საქონელს ქონდეს შენობა-ნაგებობის ხასიათი. აღნიშნულ პოზიციაში კლასიფიცირებული ნაგებობები შეიძლება აღჭურვილი იყოს სხვადასხვა მოწყობილობებით: კიბეები, ჩაშენებული ავეჯი, სამზარეულოს აღჭურვილობა, სანიტარული მოწყობილობები, გარე მოპირკეთება და გადახურვა. „9406“ პოზიციის განმარტებებში ნაწილების კლასიფიცირების შესახებ მოცემულია შემდეგი მითითება: 9406 სასაქონლო პოზიციის ასაწყობი შენობების ნაწილები, რომლებიც წარმოდგენილია ცალკე, ყველა შემთხვევაში კლასიფიცირებულია საკუთარ შესაბამის სათაურებში. საგულისხმოა, რომ „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, „9406“ სასაქონლო პოზიციის დასახელება არის 9406 - „----------“, რომლის ქართული შესატყვისია 9406 - „---------“. ვინაიდან, „9406“ სასაქონლო პოზიციაში მოიაზრება დასრულებული შენობა ან ასაწყობი შენობა დაუსრულებელი სახით, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს სხვადასხვა ელემენტებით (ჭერი, კედელი, იატაკი და ა.შ.) ისე, რომ საქონელს ჰქონდეს შენობანაგებობის ხასიათი, შენობის ძირითადი ნაწილის - მეტალოკონსტრუქციის კლასიფიცირება ვერ განხორციელდება „9406“ სასაქონლო პოზიციაში და უნდა განხორციელდეს შესაბამის სასაქონლო პოზიციაში.

ამდენად, კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტების (ინვოისი №--------; საქონლის ნახაზი; შესაბამისი შეფუთვის ფურცელი; ფოტო მასალა) საფუძველზე საქონელი წარმოადგენდა შავი ლითონისგან დამზადებულ მეტალოკონსტრუქციას. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად „კარების, ჯგუფებისა და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასაადვილებლად. იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია სეს ესნ-ში ხორციელდება სასაქონლო პოზიციების ტექსტების, აგრეთვე კარებისა და ჯგუფების შესაბამისი შენიშვნების მიხედვით. ამავდროულად, სასაქონლო პოზიციებს გააჩნიათ შესაბამისი განმარტებითი კომენტარები (პრაქტიკული ინსტრუქცია საქონლის იდენტიფიკაციისთვის), სადაც ასახულია პროდუქტების ჩამონათვალი აღწერილობით, რომელიც კლასიფიცირდება ან/და გამორიცხულია სასაქონლო პოზიციიდან. ასევე, პოზიციის განმარტებებში არსებული „გამორიცხვები“ მითითებას იძლევა, საქონლის აღწერილობიდან გამომდინარე, რომელ სასაქონლო პოზიციაშიც უნდა მოხდეს მისი კლასიფიცირება.

94-ე ჯგუფის მე-4 შენიშვნის შესაბამისად: „სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები“ - ნიშნავს შენობებს, რომლებიც დასრულებულია ქარხნულად ან აწყობილია ელემენტებად და წარმოდგენილია ერთად, ადგილზე ასაწყობად. როგორიცაა საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი, ოფისები, სკოლები, მაღაზიები, ფარდულები, ავტოფარეხები ან მსგავსი შენობები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „ვინაიდან „9406“ სასაქონლო პოზიციაში მოიაზრება დასრულებული შენობა ან ასაწყობი შენობა დაუსრულებელი სახით, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს სხვადასხვა ელემენტებით (ჭერი, კედელი, იატაკი და ა.შ.) ისე, რომ საქონელს ჰქონდეს შენობა-ნაგებობის ხასიათი, შენობის ძირითადი ნაწილის - მეტალოკონსტრუქციის კლასიფიცირება ვერ განხორციელდება „9406“ სასაქონლო პოზიციაში და უნდა განხორციელდეს შესაბამის სასაქონლო პოზიციაში. „7308“ სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდება „მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან (9406 სასაქონლო პოზიციაში მოყვანილი ასაწყობი სამშენებლო კონსტრუქციების გარდა) და მათი ნაწილები (მაგალითად, ხიდები და მათი სექციები, რაბის ჭიშკრები, კოშკები, ცხაური ანძები, სახურავის საფარები, სამშენებლო ამწეები, კარები, ფანჯრები და მათი ჩარჩოები, კარების ზღურბლები, ჟალუზები, ბალუსტრადები, ბჯენები და სვეტები); ფურცლები, წნელები, კუთხოვანები, ფასონური პროფილები, მილები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან, ლითონკონსტრუქციებში გამოსაყენებელი“. ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმებისა და მსგავსი საქონლის კლასიფიცირების შესახებ ევროპული კომისიის მიერ გამოცემული გადაწყვეტილებების საფუძველზე, საწყობისთვის განკუთვნილი მეტალოკონსტრუქცია შავი ლითონის მასალისგან, კლასიფიცირდა „7308 90 980 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში“.

ამდენად, დადგენილია, რომ შპს „---------“ (ს/ნ -----------) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (ინვოისი №---------; საქონლის ნახაზი; შესაბამისი შეფუთვის ფურცელი; ფოტო მასალა) საფუძველზე საქონელი წარმოადგენდა შავი ლითონისგან დამზადებულ მეტალოკონსტრუქციას, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26.01.2024 წლის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესებისა და ნომენკლატურის სტრუქტურის შესაბამისად, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კლასიფიცირდა 7308 90 980 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წელს მიღებული №---------წინასწარი გადაწყვეტილებით შავი ლითონისგან დამზადებულ მეტალოკონსტრუქციის „7308 90 980 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

წინასწარი გადაწყვეტილება - სეს ესნ შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დადგენილია, რომ მომჩივანის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (ინვოისი საქონლის ნახაზი; შესაბამისი შეფუთვის ფურცელი; ფოტო მასალა) საფუძველზე საქონელი წარმოადგენდა შავი ლითონისგან დამზადებულ მეტალოკონსტრუქციას, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 26.01.2024 წლის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესებისა და ნომენკლატურის სტრუქტურის შესაბამისად, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კლასიფიცირდა 7308 90 980 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2.05.2024 წელს მიღებული წინასწარი გადაწყვეტილებით შავი ლითონისგან დამზადებულ მეტალოკონსტრუქციის „7308 90 980 00“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 35(1,2);

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)