ბრძანება N 26113

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.10.2023
№ დოკუმენტი 26113
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული სხვა , საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26113

24 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„----------“ (პ/ნ ----------);

მის.: ----------.

2023 წლის 4 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №107) განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №83903/1/2023 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 12 სექტემბრის №AL047251 და №AL047252 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმებს და განმარტავს, რომ ----------ში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებდა პროდუქცია „----------“ ექსპორტს ----------ში. სატრანსპორტო საშუალებაზე არ ჰქონდა სავალდებულო დაზღვევა. დაზღვევის საფასური გადაიხადა სხვა პირმა, რომელსაც შეცდომით გაატანა სხვა სატრანსპორტო საშუალების პასპორტი. დაჯარიმებისას გადიოდა საქართველოდან, შესაბამისად 10 დღის ვადაში ვერ შეძლო გასაჩივრება. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 12 სექტემბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ კონტროლის ზონაში საქართველოს მხრიდან შემოვიდა ----------ში რეგისტრირებულ №---------- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა საქართველოს მოქალაქე „----------“.

სატვირთო სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო დაზღვევის ცენტრის ვებ-გვერდზე (www.tpl.ge) გადამოწმებისას დადგინდა, რომ გამწევსა და მისაბმელზე არ იყო „უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა“. შესაბამისად, „----------“ მებაჟე-ოფიცრისთვის არ წარმოუდგენია სავალდებულო დაზღვევის პოლისები.

გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 12 სექტემბერს შედგენილი №AL047251 და №AL047252 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით „----------“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1911 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 100 და 200 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც მიღებულია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანომ (თანამდებობის პირმა).

საქმის მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით ირკვევა, რომ 2023 წლის 12 სექტემბრის №AL047251 და №AL047251 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები მომჩივანს ჩაჰბარდა პირადად იმავე დღეს, რაც დასტურდება სადავო ადმინისტრაციულ აქტების შესაბამის გრაფაში არსებული ხელმოწერით, საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2023 წლის 4 ოქტომბერს (10 დღიანი გასაჩივრების ვადის შემდგომ).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანმა სადავო აქტების ჩაბარების დღეს დატოვა საქართველოს ტერიტორია და დაბრუნდა 2023 წლის 28 სექტემბერს. აღნიშნული გარემოება კი შესაძლებელია მიჩნეულ იქნეს საჩივრის წარდგენის ვადის გაშვების საპატიოდ ჩათვლის საფუძვლად.

„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი/მძღოლი ვალდებულია დააზღვიოს თავისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა მის მფლობელობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის სრული პერიოდით, მაგრამ არანაკლებ ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ვადისა. სავალდებულო დაზღვევა მოქმედებს სავალდებულო დაზღვევის პოლისში მითითებული ვადით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

ამავე საკანონმდებლო აქტის 1911 მუხლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილება:

ა) მოტოციკლით, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, მსუბუქი ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა − 8-ს არ აღემატება, სასოფლო-სამეურნეო მანქანით, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანით ან მისაბმელით – გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;

ბ) ავტობუსით, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება, ან სატვირთო ავტომობილით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება, – გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის/მძღოლის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიერ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების გამწევისა და მისაბმელის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას, რაც არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1911 მუხლის შესაბამისად დაჯარიმება მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს 2023 წლის 12 სექტემბრის №AL047251 და №AL047252 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები;

3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზ. №358) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სადავო ოქმებს და განმარტავს, რომ 10 დღის ვადაში ვერ შეძლო გასაჩივრება. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მხრიდან ადგილი ჰქონდა მის მიერ უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალების გამწევისა და მისაბმელის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას, რაც არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2911