ბრძანება N 20310
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20310
13 სექტემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 13 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 ივლისის და 6 სექტემბრის სხდომებზე (ოქმები №73 და №96) განიხილა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) №90166/1/2024 საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებულია შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №000057/2024 წინასწარ გადაწყვეტილება „სეს ესნ შესაბამისად სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ“.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ---------- (-----------) შეიძინა საწყობი დაშლილ მდგომარეობაში. გამომგზავნის მიერ ტვირთზე გამოიწერა ინვოისი №----------- და გაიცა წარმოშობის სერტიფიკატი №------------. ინვოისში საქონლის ----------- კოდი მითითებულია----------. საქონლის იმპორტის წინასწარი დეკლარირებისას მომჩივანს, მებაჟე ოფიცრის მიერ ეცნობა, რომ ინვოისში მითითებული ----------- კოდი --------- არასწორია და დეკლარაციაში უნდა მიეთითოს ------------ (მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონისაგან).
კომპანიამ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოთხოვა სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება. კომპანამ 2024 წლის 15 მაისს მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, სადაც საქონლის კოდი განისაზღვრა --------, რასაც არ ეთანხმება შემდეგი მიზეზების გამო:
1. საქონელი წარმოადგენს საწყობს დაშლილ მდგომარეობაში და მიეკუთვნება ---------- სასაქონლო კოდს, რადგან ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის“ (კარი XX, სხვადასხვა სამრეწველო საქონელი, 94-ე ჯგუფის მიხედვით სასაქონლო კოდი ---------- განიმარტება როგორც „სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები და შენიშვნის მიხედვით, 9406 სასაქონლო პოზიციაში ტერმინი ,,სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები’’ აღნიშნავს შენობებს, რომლებიც მთლიანად არიან დამზადებული საწარმოში ან მიეწოდებიან როგორც ადგილზე ასაწყობი ელემენტების ერთობლიობა, მაგალითად: საცხოვრებელი და საწარმო სათავსოები, კანტორები, სკოლები, მაღაზიები, ფარდულები, ფარეხები ან ანალოგიური ნაგებობები. სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები მოიცავს ფოლადის „მოდულურ სამშენებლო ერთეულებს", რომლებიც ჩვეულებრივ წარმოდგენილია სტანდარტული სატრანსპორტო კონტეინერის ზომით და ფორმით, მაგრამ არსებითად ან მთლიანად წინასწარ აღჭურვილია შიგნიდან. მსგავსი მოდულურ სამშენებლო ერთეულები ჩვეულებრივ განკუთვნილია მუდმივი შენობების შესაქმნელად.
----------- სასაქონლო კოდი კი წარმოადგენს მეტალოკონსტრუქციებს შავი ლითონებისაგან. გამომდინარე აქედან, მომჩივნის მოსაზრებით, რადგანაც ინვოისში მითითებული საქონელი არის საწყობი დაშლილ მდგომარეობაში, ინვოისშივე მითითებული სასაქონლო კოდი ----------- არის სწორი.
2. RS.GE-ზე არის სასაქონლო კოდების საძიებო სისტემა, რომელიც იძლევა სასაქონლო კოდების ძებნის საშუალებას აღწერის მიხედვით (კონკრეტულ დასახელების და აღწერის საქონელზე რა სასაქონლო კოდი იქნა გამოყენებული საბაჟო დეპარტამენტის მიერ საქონლის გაფორმებისას). აღნიშნულ ბაზაში ანალოგიური და მსგავსი საქონლის გაფორმებისას ყოველთვის გამოყენებულია ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის“ 9406 სასაქონლო პოზიცია.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს საქართველოს საბაჟო კოდექსის 23-ე მუხლის 6-ე პუნქტის საფუძველზე გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისის №--------- წინასწარი გადაწყვეტილება, რადგანაც ის გაცემულია არასწორად ან არასრული ინფორმაციის საფუძველზე და ---------- (22/05/2024) საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდეს შესაბამისი ცვლილება.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 29 აპრილს შპს „----------“ მომართა (ელექტრონული განცხადება №---------) საბაჟო დეპარტამენტს და მოითხოვა სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების გამოცემა
შპს „---------“ (ს/ნ ---------) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (ინვოისი №--------- 03.01.2024; საქონლის ნახაზი; შესაბამისი შეფუთვის ფურცელი; ფოტო მასალა) საფუძველზე საქონელი წარმოადგენდა შავი ლითონისგან დამზადებულ მეტალოკონსტრუქციას.
№---------- (03.01.2024) ინვოისში მითითებულ საქონლისთვის სეს ესნ-ის კოდის მინიჭების საკითხი განხილულ იქნა 2024 წლის 30 აპრილს განხორციელებულ წინასწარი გადაწყვეტილებების პროექტების შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. ხსენებული ფაქტობრივი გარემოებების, მოქმედი სამართლებრივი ნორმებისა და მსგავსი საქონლის კლასიფიცირების შესახებ ევროპული კომისიის მიერ გამოცემული გადაწყვეტილებების საფუძველზე, საწყობისთვის განკუთვნილი მეტალოკონსტრუქცია შავი ლითონის მასალისგან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისს მიღებული №---------- წინასწარი გადაწყვეტილებით კლასიფიცირდა „------------“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილს შესაბამისად, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე გამოსცეს სასაქონლო კოდის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება ან საქონლის წარმოშობის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილება.
ამავე კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს, რომ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიება გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებულ ღონისძიებს.
ამავე საკანონმდებლო აქტის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ადგენს, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. ამასთან, საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ კარების, ჯგუფების და ქვეჯგუფების სახელწოდებები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციის ძიების გასამარტივებლად. იურიდიული მიზნებისთვის საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით.
ამასთან, სასაქონლო პოზიციებს გააჩნიათ შესაბამისი განმარტებითი კომენტარები (პრაქტიკული ინსტრუქცია საქონლის იდენტიფიკაციისთვის), სადაც ასახულია პროდუქტების ჩამონათვალი აღწერილობით, რომელიც კლასიფიცირდება ან/და გამორიცხულია სასაქონლო პოზიციიდან. ასევე, პოზიციის განმარტებებში არსებული „გამორიცხვები“ მითითებას იძლევა, საქონლის აღწერილობიდან გამომდინარე, რომელ სასაქონლო პოზიციაშიც უნდა მოხდეს მისი კლასიფიცირება.
სეს ესნ-ის 94-ე ჯგუფის მე-4 შენიშვნის შესაბამისად, „სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები“ ნიშნავს შენობებს, რომლებიც დასრულებულია ქარხნულად ან აწყობილია ელემენტებად და წარმოდგენილია ერთად, ადგილზე ასაწყობად. როგორიცაა საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი, ოფისები, სკოლები, მაღაზიები, ფარდულები, ავტოფარეხები, ან მსგავსი შენობები.
„9406“ სასაქონლო პოზიციის „განმარტებებში“ მოცემულია დეტალური აღწერილობა აღნიშნულ პოზიციაში კლასიფიცირებული საქონლისთვის. კერძოდ, მითითებული პოზიცია მოიცავს ყველა მასალისგან დამზადებულ ასაწყობ შენობებს, დაპროექტებული სხვადასხვა მიზნებისთვის, რომელიც ცნობილია როგორც „ინდუსტრიული შენობები“ (როგორიცაა საცხოვრებელი სამუშაო ადგილი ოფისები, სკოლები, მაღაზიები, ფარდულები, ავტოფარხებები, სათბურები). ისინი ძირითადად უნდა იყოს სრულად აწყობილი და შესაძლოა არსებითად ან მთლიანად დამონტაჟებული იყოს კედლებით, იატაკით, ჭერით, კარებით, ფანჯრებით, ელექტრული და სანტექნიკური საშუალებებით, ისე რომ საქონელს ქონდეს შენობანაგებობის ხასიათი. აღნიშნულ პოზიციაში კლასიფიცირებული ნაგებობები შეიძლება აღჭურვილი იყოს სხვადასხვა მოწყობილობებით: კიბეები, ჩაშენებული ავეჯი, სამზარეულოს აღჭურვილობა, სანიტარული მოწყობილობები, გარე მოპირკეთება და გადახურვა. „9406“ პოზიციის განმარტებებში ნაწილების კლასიფიცირების შესახებ მოცემულია შემდეგი მითითება: 9406 სასაქონლო პოზიციის ასაწყობი შენობების ნაწილები, რომლებიც წარმოდგენილია ცალკე, ყველა შემთხვევაში კლასიფიცირებულია საკუთარ შესაბამის სათაურებში.
საგულისხმოა, რომ „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, „9406“ სასაქონლო პოზიციის დასახელება არის 9406 – „----------“, რომლის ქართული შესატყვისია 9406 – „სამშენებლო ასაწყობი კონსტრუქციები“.
ვინაიდან „9406“ სასაქონლო პოზიციაში მოიაზრება დასრულებული შენობა ან ასაწყობი შენობა დაუსრულებელი სახით, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს სხვადასხვა ელემენტებით (ჭერი, კედელი, იატაკი და ა.შ.) ისე, რომ საქონელს ჰქონდეს შენობა–ნაგებობის ხასიათი, შენობის ძირითადი ნაწილის – მეტალოკონსრუქციის კლასიფიცირება ვერ განხორციელდება „9406“ სასაქონლო პოზიციაში და უნდა განხორციელდეს შესაბამის სასაქონლო პოზიციაში.
„7308“ სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდება „მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან (9406 სასაქონლო პოზიციაში მოყვანილი ასაწყობი სამშენებლო კონსტრუქციების გარდა) და მათი ნაწილები (მაგალითად, ხიდები და მათი სექციები, რაბის ჭიშკრები, კოშკები, ცხაური ანძები, სახურავის საფარები, სამშენებლო ამწეები, კარები, ფანჯრები და მათი ჩარჩოები, კარების ზღურბლები, ჟალუზები, ბალუსტრადები, ბჯენები და სვეტები); ფურცლები, წნელები, კუთხოვანები, ფასონური პროფილები, მილები და ანალოგიური ნაწარმი შავი ლითონებისაგან, ლითონკონსტრუქციებში გამოსაყენებელი“.
დადგენილია, რომ შპს „---------“ (ს/ნ ---------) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (ინვოისი №----------03.01.2024; საქონლის ნახაზი; შესაბამისი შეფუთვის ფურცელი; ფოტო მასალა) საფუძველზე საქონელი წარმოადგენდა შავი ლითონისგან დამზადებულ მეტალოკონსტრუქციას, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ ინტერპრეტაციის ძირითადი წესებისა და ნომენკლატურის სტრუქტურის შესაბამისად, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, კლასიფიცირდა ---------- სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმებისა და მსგავსი საქონლის კლასიფიცირების შესახებ ევროპული კომისიის მიერ გამოცემული გადაწყვეტილებების საფუძველზე, საწყობისთვის განკუთვნილი მეტალოკონსტრუქცია შავი ლითონის მასალისგან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისს მიღებული №---------- წინასწარი გადაწყვეტილებით „---------“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შავი ლითონისგან დამზადებულ მეტალოკონსტრუქციის შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისს მიღებული №---------- წინასწარი გადაწყვეტილებით „-----------“ სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
კომპანიამ განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოთხოვა სასაქონლო კოდის განსაზღვრის შესახებ წინასწარი გადაწყვეტილების მიღება. კომპანამ 2024 წლის 15 მაისს მიიღო წინასწარი გადაწყვეტილება, სადაც საქონლის კოდი განისაზღვრა რასაც არ ეთანხმება.
ფაქტობრივი გარემოებები
საქონლისთვის სეს ესნ-ის კოდის მინიჭების საკითხი განხილულ იქნა 2024 წლის 30 აპრილს განხორციელებულ წინასწარი გადაწყვეტილებების პროექტების შემმუშავებელ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე. ხსენებული ფაქტობრივი გარემოებების, მოქმედი სამართლებრივი ნორმებისა და მსგავსი საქონლის კლასიფიცირების შესახებ ევროპული კომისიის მიერ გამოცემული გადაწყვეტილებების საფუძველზე, საწყობისთვის განკუთვნილი მეტალოკონსტრუქცია შავი ლითონის მასალისგან, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისს მიღებული წინასწარი გადაწყვეტილებით კლასიფიცირდა სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შავი ლითონისგან დამზადებულ მეტალოკონსტრუქციის შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 მაისს მიღებული წინასწარი გადაწყვეტილებით, სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირება შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 22(1);34;35(1);
„საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი