ბრძანება N 23785

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.09.2023
№ დოკუმენტი 23785
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23785

28 .09. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------ ---------ის“ (ს/ნ --------------)

(ფაქტ. მის.: ------------------------------;

იურ.მის: ----------------------------------)

2023 წლის 11 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა 2023 წლის 22 სექტემბრის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №99) განიხილა შპს „------ ---------ის“ (ს/ნ --------------) №83516/1/2023 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 7 სექტემბრის №002822 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.

 

მომჩივნის პოზიცია:

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გასაფორმებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნაცვლად შეეფარდოს გაფრთხილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, 2023 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით შპს „------ ---------ის“ (ს/ნ --------------) მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის N177 დადგენილება. კერძოდ „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“, რაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 7 სექტემბერს შედგენილ იქნა №002822 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და პირი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურმა საკითხის განხილვისას მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლითაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. სახდელის დადებისას მხედველობაში მიიღება ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება, მისი ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა საგანგებო სიტუაციის შედეგად მოსახლეობის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისა და ქონებისთვის მიყენებული ზიანის შემცირების მიზნით სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებიდან განსაზღვრავს მასობრივი თავშეყრის ობიექტებს და ადგენს მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესს.

დებულო დაზღვევის წესს. „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად:

1. მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, უზრუნველყოს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ამ წესით დადგენილი პირობებით;

2. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა სავალდებულოა მასობრივი თავშეყრის ობიექტის ფუნქციონირების სრული პერიოდის განმავლობაში.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის გ ქვეპუნქტის თანახმად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა:

ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის მფლობელის მიერ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე საქმიანობა – გამოიწვევს ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის მფლობელის დაჯარიმებას თითოეული დაუზღვეველი ობიექტის (სადგურის) რაოდენობის 1 000 ლარზე ნამრავლის ოდენობით;

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;

ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;

გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;

დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;

ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს „------ ---------ის“ (ს/ნ --------------) მიერ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------ ---------ის“ (ს/ნ --------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია არცოდნით. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გასაფორმებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნაცვლად შეეფარდოს გაფრთხილება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, მომჩივანის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის N177 დადგენილება. კერძოდ „მასობრივი თავშეყრის ობიექტების განსაზღვრისა და მათი მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესისა და პირობების დადგენის შესახებ“, რაც ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. აღნიშნული სამართალდარღვევის ფაქტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა №002822 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და პირი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანის მიერ დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნები. შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლები;

საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მე-10, 33-ე 17714 მუხლის პირველი ნაწილი;

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 29 მარტის №177 დადგენილების მე-2 მუხლი "გ" ქვეპუნქტი;

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი;