გადაწყვეტილება №19073/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.04.2023
№ დოკუმენტი 19073/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

19073/2/2023

26.04.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ --------------------ე (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.04.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --------------------ის (ს/ნ ----------------) 11.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19073/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.11.2022 წლის №17928/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.03.2023 წლის №058-2 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

 

ფაქტების აღწერა

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.07.2022 წლის CB1363166 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების (სახ. ნომ. -------), გადამოწმების დროს (--.06.2022 წ. 11:25 სთ) გამოვლინდა 4 232 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების - დახერხილი ხე-მასალის (ფიცარი 5.29 მ 3 X 800 ლარი), ტრანსპორტირება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაზეც მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევა.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.09.2022 წლის №24277 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 3.11.2022 წლის №17928/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა, მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ემსჯელა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების თაობაზე.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.03.2023 წლის №4293 ბრძანებით უცვლელად დარჩა ი/მ ---- --------ის მიმართ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 19.07.2022 წლის CB1363166 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია, აღნიშნულზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 7.03.2023 წლის №058-2 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ტრანსპორტირებული ხის მასალა არის კანონიერად მოპოვებული და გადამუშავებული სახერხ საამქროში, რაზედაც სახერხი საამქროს ელ. ჟურნალიდან გაცემულია შესაბამისი ცნობები. სასაქონლო ზედნადებში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა. რაც დასტურდება აგრეთვე ------------ ------ის სამმართველოს თანამშრომლების მოხსენებითი ბარათით. კერძოდ:

„მითითებულია რომ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ------------------- --------------ის რეგიონული სამმართველოს 2022 წლის 20 ივნისის №DES 3 22 00044317 წერილის საფუძველზე გადამოწმდა ------ -------------ის (პ/ნ -------------) მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა „------“-ს (სახელმწიფო ნომერი ----------), რა დროსაც დადგინდა, --------- ---------------ე ახორციელებდა ი.მ------- ---------ის (ს/ნ ----------) საკუთრებაში არსებული, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი დახერხილი ხის მასალის ტრანსპორტირებას №0673268631 ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადებით. ამასთან, №0673268631 ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადების მიხედვით, ი.მ------- ---------ის (ს/ნ ----------) გადაზიდავდა 27,05 მ³ დახერხილ ხის მასალას (21,9 კუბ. მეტრი ფიცარი და 5,15 კუბ. მეტრი ძელაკი). აღნიშნული ხე-ტყის ზედნადების მე-20 გრაფაში (მრგვალი ხე-ტყის (მორი), ხე/მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტის წარმოშობის, შეძენის ან იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის დასახელება, თარიღი და ნომერი) მითითებული იყო №0667415479 ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადები, ხოლო ზედნადების „სასაქონლო ზედნადების“-ს 21-ე (პროდუქციის ცხრილი) სვეტში მითითებული იყო ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის №0001774-2022-641-0001 (12,38 კუბ. მეტრი ფიცარი) და №0001774-2022-642-0004 (5,15 კუბ. მეტრი ძელაკი და 9,52 კუბ. მეტრი ფიცარი) ცნობები ჩვენს მიერ აღნიშნული დოკუმენტების გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემაში გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ №0001774-2022-641-0001 მიღებული აქვს 14 კუბ. მეტრი ძელაკი, ხოლო №0001774-2022-642-0004 ჰქონდა 6 კუბ. მეტრი ძელაკი და 12,57 კუბ. მეტრი ფიცარი, შესაბამისად გამოვლინდა შეუსაბამობა სახერხი საამქროს მიერ გაცემული №0001774-2022-641-0001 ცნობით მიღებულ და №06732686318 ხეტყის ელ.სასაქონლო ზედნადების 21-ე გრაფაში მითითებულ პროდუქტს შორის (ნაცვლად ძელაკისა მითითებული ჰქონდა ფიცარი)“.

ამასთან, სახერხი საამქროდან გატანის შესახებ №0001774-2022-641-0001 ცნობით დასტურდება, რომ სახერხი საამქროდან პირველადი გადამუშავების პროდუქტის გატანა მოახდინა ------- --------ემ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით სახელმწიფო ნომრით --------, რითაც შემდგომში ახდენდა ტრანსპორტირებას, ანუ დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ სახერხი საამქროდან გატანილი პირველადი გადამუშავების პროდუქტი და შემდგომ ტრანსპორტირებული ერთი და იგივე პროდუქციაა.

ვინაიდან, ჩამორთმეული ხის მასალა მიქცეულია სახელმწიფო საკუთრებაში და რაოდენობრივადაც არის მცირე, მომჩივანი უარს აცხადებს ხის მასალის დაბრუნებაზე და ითხოვს, დარიცხული ჯარიმის მოხსნას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.11.2022 წლის №17928/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა, მომჩივნის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ემსჯელა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ნაცვლად, ამავე კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების თაობაზე.

საბჭოს სხდომაზე, საკითხის ზეპირი განხილვისას საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით არ არის გამოკვლეული ელ-ზედნადებში მითითებული ცნობები: №0001774-2022-641-0001 და №0001774-2022-642-0004 მომჩივანს გამოყენებულ ჰქონდა თუ არა სხვა ელ-ზედნადებებში და ამოწურული ჰქონდა თუ არა მათი გამოყენების ლიმიტი.

მომჩივანი განმარტავს, რომ ტრანსპორტირებული ხის მასალა არის კანონიერად მოპოვებული და გადამუშავებული სახერხ საამქროში, რაზედაც სახერხი საამქროს ელ. ჟურნალიდან გაცემულია შესაბამისი ცნობები. სასაქონლო ზედნადებში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, რაც დასტურდება აგრეთვე ---------- ------------ის სამმართველოს თანამშრომლების მოხსენებითი ბარათითაც. ვინაიდან ჩამორთმეული ხის მასალა მიქცეულია სახელმწიფო საკუთრებაში და რაოდენობრივადაც არის მცირე მომჩივანი უარს აცხადებს ხის მასალის დაბრუნებაზე და ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დარიცხული ჯარიმის მოხსნას.

საგადასახადო მონტორინგის დეპარტამენტის 7.03.2023 წლის №4293 ბრძანების თანახმად, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემაში გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს №0001774-2022-641-0001 ცნობით მიღებული აქვს 14 კუბ. მეტრი ძელაკი, ხოლო №0001774- 2022-642-0004 ცნობით ჰქონდა 6 კუბ. მეტრი ძელაკი და 12,57 კუბ. მეტრი ფიცარი, შესაბამისად გამოვლინდა შეუსაბამობა სახერხი საამქროს მიერ გაცემული №0001774-2022-641-0001 ცნობით მიღებულ და №06732686318 ხე-ტყის ელ.სასაქონლო ზედნადების 21-ე გრაფაში მითითებულ პროდუქტს შორის (ნაცვლად ძელაკისა მითითებული ჰქონდა ფიცარი).

დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, გამოწერილ ელ-ზედნადებში მითითებული იყო ხის მასალის დასახელება - ფიცარი, მაშინ როდესაც მომჩივანს ელ-ზედნადებში მითითებული ცნობით სახერხი საამქროდან გატანილი ჰქონდა ძელაკი. შესაბამისად, ელ-ზედნადებში უფლება ჰქონდა მიეთითებინა ძელაკი და არა ფიცარი.

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. მათ შორის, ელ-ზედნადებში მითითებული ცნობები: №0001774-2022-641-0001 და №0001774-2022-642-0004 მომჩივანს გამოყენებულ ჰქონდა თუ არა სხვა ელ-ზედნადებებში და ამოწურული ჰქონდა თუ არა მათი გამოყენების ლიმიტი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ დადასტურდება ტექნიკური შეცდომის ფაქტი და ასევე ცნობების სხვა ელ-ზედნადებებში გამოუყენებლობა, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა უნდა იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების თაობაზე.

საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 3.11.2022 წლის №17928/2/2022 გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ აღსრულებული და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალოს, სადავო საკითხის ხელახლა შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში იმსჯელოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ნაცვლად, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის შეფარდების თაობაზე;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.11.2022 წლის №17928/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო მონტორინგის დეპარტამენტის ბრძანების თანახმად, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემაში გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს ცნობით მიღებული აქვს 14 კუბ. მეტრი ძელაკი, ხოლო მეორე ცნობით ჰქონდა 6 კუბ. მეტრი ძელაკი და 12,57 კუბ. მეტრი ფიცარი, შესაბამისად გამოვლინდა შეუსაბამობა სახერხი საამქროს მიერ გაცემული ცნობით მიღებულ და ხე-ტყის ელ.სასაქონლო ზედნადების 21-ე გრაფაში მითითებულ პროდუქტს შორის (ნაცვლად ძელაკისა მითითებული ჰქონდა ფიცარი). საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ სატრანსპორტო საშუალებაზე, გამოწერილ ელ-ზედნადებში მითითებული იყო ხის მასალის დასახელება - ფიცარი, მაშინ როდესაც მომჩივანს ელ-ზედნადებში მითითებული ცნობით სახერხი საამქროდან გატანილი ჰქონდა ძელაკი. შესაბამისად, ელ-ზედნადებში უფლება ჰქონდა მიეთითებინა ძელაკი და არა ფიცარი.

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. მათ შორის, ელ-ზედნადებში მითითებული ცნობები მომჩივანს გამოყენებულ ჰქონდა თუ არა სხვა ელ-ზედნადებებში და ამოწურული ჰქონდა თუ არა მათი გამოყენების ლიმიტი.

 

გადაწყვეტილება

 

საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 3.11.2022 წლის №17928/2/2022 გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ აღსრულებული და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(4); 269(7); 286(12 , 12 ); 291 ;