ბრძანება N 13483
📄 სრული ტექსტი
N 13483
07 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------);
მის: (----------)
2024 წლის 26 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 მაისის სხდომაზე (ოქმი №58) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №71560/21-10 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 19 აპრილის №AL052419, №AL052420, №AL052422, №AL052423, №AL052424, №AL052425 და №AL052426 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სადავო ფაქტი გამოწვეულია შემდეგი ერთი კონკრეტული ავტომობილის სადგომზე შემოსავლისა და პარკირების შემდგომ მისი გაფუჭების გამო. ვერ ხერხდებოდა მისი გადაადგილება. გამოძახებულ იქნა ტექნიკური ჯგუფი, რომელიც შეაკეთებდა ზემოაღნიშნულ ავტომობილს, თუმცა მისასვლელად 7 ავტომობილი უშლიდა ხელს. სწორედ ამ მიზნით 7 ავტომობილი გამოყვანილ იქნა და განთავსდა პარკის მომიჯნავედ დროებით მანამ სანამ შეკეთდებოდა ავტომობილი. გამოუცდელობის გამო აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს საბაჟო ორგანოს.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს პატიებას და სადავო ოქმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 19 აპრილს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ მიმდებარედ არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული, შპს „----------“ კუთვნილი ავტოსადგომის კამერალურად შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 2024 წლის 19 აპრილს, რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები (ა/მ ----------, რიგის ნომერი ----------, 19/04/2024 03:26; ა/მ ----------, რიგის ნომერი ----------; 19/04/2024 03:21; ა/მ ----------, რიგის ნომერი ----------, 19/04/2024 06:57; ა/მ ----------, რიგის ნომერი ----------, 19/04/2024 06:10; ა/მ ----------, რიგის ნომერი ----------, 19/04/2024 06:08; ა/მ ----------, რიგის ნომერი ----------, 19/04/2024 10:12; ა/მ ----------, რიგის ნომერი ----------, 19/04/2024 10:21) შპს „----------“ ავტოსადგომიდან გამოვიდნენ ურიგოდ, ამასთან ავტოსადგომის ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ არ აცნობა საბაჟო დეპარტამენტს.
ვინაიდან შპს „----------“ მიერ დაირღვა ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 19 აპრილს შედგენილ იქნა №AL052419, №AL052420, №AL052422, №AL052423, №AL052424, №AL052425 და №AL052426 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „----------“ დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა თითოეული ოქმით 500 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №258/№73 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის“ პირველი მუხლი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესი განსაზღვრავს სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით საზღვრის გადაკვეთისას ფიზიკურ პირთა საპასპორტო კონტროლისა და ფოტოგადაღების, ამ პირთა მიერ გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვისა და კონტროლის წესებს, კონტროლის განხორციელების პროცესში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და საბაჟო ორგანოების ფუნქცია-მოვალეობებს და მათ შორის თანამშრომლობის წესებს.
ამავე წესის მე-16 მუხლის მე-17 პუნქტის მიხედვით, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ასახული მონაცემების გამოყენებით განსაზღვრულ ვადაზე ადრე ავტოსატრანსპორტო საშუალების ავტოსადგომიდან გასვლის შემთხვევაში, ავტოსადგომის ადმინისტრაცია ვალდებულია, „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში“ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის გაუქმების მიზნით, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საბაჟო ორგანოს. ამასთან, ავტოსადგომზე დაბრუნების შემთხვევაში, ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება რიგის ნომრის თავიდან მინიჭებას.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მე-10 მუხლით დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 23-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელი წარმოადგენს პასუხისმგებლობის ზომას და გამოიყენება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 1271 -ე მუხლის 31 ნაწილი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან არაუმეტეს 20 კმ-ის რადიუსში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებული და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ დაირღვა ავტოსადგომის მუშაობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები („საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვის წესის“ მე-16 მუხლის მე-17 პუნქტი). შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, შესაბამისად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1271 -ე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმა) დადება მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. ახალქალაქი, მაშტოცის ქუჩა №110) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესით ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სადავო ფაქტი გამოწვეულია შემდეგი ერთი კონკრეტული ავტომობილის სადგომზე შემოსავლისა და პარკირების შემდგომ მისი გაფუჭების გამო. ვერ ხერხდებოდა მისი გადაადგილება. გამოძახებულ იქნა ტექნიკური ჯგუფი, რომელიც შეაკეთებდა ზემოაღნიშნულ ავტომობილს, თუმცა მისასვლელად 7 ავტომობილი უშლიდა ხელს. სწორედ ამ მიზნით 7 ავტომობილი გამოყვანილ იქნა და განთავსდა პარკის მომიჯნავედ დროებით მანამ სანამ შეკეთდებოდა ავტომობილი. გამოუცდელობის გამო აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს საბაჟო ორგანოს. აღნიშნულზე მითითებით, ითხოვს პატიებას და სადავო ოქმების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 19 აპრილს საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფლებამოსილი პირის მიერ განხორციელდა საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარედ არსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული, მომჩივანის კუთვნილი ავტოსადგომის კამერალურად შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ 2024 წლის 19 აპრილს, რიგის მართვის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებები მომჩივანის ავტოსადგომიდან გამოვიდნენ ურიგოდ, ამასთან ავტოსადგომის ადმინისტრაციამ აღნიშნულის შესახებ არ აცნობა საბაჟო დეპარტამენტს. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედებას, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდეგ ნორმებს: 1271(31)