ბრძანება N 861
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 861
24.01.2023
„----------“ - ის (პასპ/ნ ----------)
(მის.: ------------)
2022 წლის 20 ივლისის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 13 იანვრის სხდომაზე (ოქმი №2) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 21 ოქტომბრის №17738/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული „----------“-ის (პასპ/ნ ----------) №130078/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 28 ივნისის №EL171173 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით „----------“-ს (პასპ/ნ ----------) მიმართ დაკისრებული სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნით შედგენილ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთვევის №---------- დოკუმენტს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივნის განმარტებით, ქუთაისის აეროპორტის გავლით კვიპროსში დასასვენებლად წასვლისას, დაადეკლარირა მისი კუთვნილი 10 000 აშშ დოლარი, თუმცა დაბრუნებისას დეკლარირება არ მოახდინა, ვინაიდან დაბრუნების დღისთვის არსებული კურსით თანხა მისი მოსაზრებით არ აჭარბებდა 30 000 ლარს. მომჩივანი მიუთითებდა, რომ №---------- საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთვევის დოკუმენტით ჩამორთმეული 10 000 აშშ დოლარი ეკუთვნის მას.
აღნიშნულზე მითითებით, ითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთვევის №---------- დოკუმენტი და დაუბრუნდეს სანქციის უზრუნველყოფის მიზნით ჩამორთმეული თანხა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილება არის საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული ქმედება ან/და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც პირის ან დაინტერესებულ პირთა მიმართ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამავე კოდექსის 33-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საბაჟო დავა განიხილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად საგადასახადო დავის განხილვისთვის დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.
„საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებისა და მათი განხორციელების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 27 აგვისტოს №254 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესის“ (დანართი №2) პირველი მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფა მოიცავს სამართალდამრღვევი პირის, საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოსაყენებელ ღონისძიებებს (შემდგომში – უზრუნველყოფის ღონისძიება) და მათი განხორციელების პროცედურებს.
ამავე წესის მე-3 მუხლის მე-10 ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნტის შესაბამისად, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვა ხორციელდება სანამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისას მოახდენენ ჩამორთმეული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციას ან დაუბრუნებენ საქონლის მფლობელს.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 დეკემბრის №30937 ბრძანების შედეგებიდან გამომდინარე, აღარ არსებობს საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად საქონლის ჩამორთმევის სამართლებრივი საფუძველი, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთვევის№---------- დოკუმენტს არ მოჰყვება სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, არ არსებობს დავის საგანი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. „----------“ -ის (პასპ/ნ ----------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.