გადაწყვეტილება №25008/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.05.2025
№ დოკუმენტი 25008/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25008/2/2025

20 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: -----------ვ (ს/ნ --------------------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება -----------ვის 3.04.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №----/2/2025).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.03.2025 წლის №24890/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

მომსახურების დეპარტამენტის 28.03.2025 წლის №21-11/------- გადაწყვეტილება.

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 5.12.2024 წელს №----- (რეგ. №------/21) წერილით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული თანხების გაანგარიშება/შემცირება საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად. მომსახურების დეპარტამენტის 12.12.2024 წლის №21-11/----- წერილით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მომსახურების დეპარტამენტის ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 30.01.2025 წლის №936 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 20.03.2025 წლის №24890/2/2025 წლის გადაწყვეტილებით, დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, მომჩივნის ბარათზე ასახული საურავის ოდენობის მართლზომიერების საკითხის შესწავლა და თუ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის პირობები, გადაიანგარიშოს/დააკორექტიროს მომჩივნის ბარათზე ასახული საურავის ოდენობა ხსენებული ნორმის გათვალისწინებით, საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 28.03.2025 წლის №21-11/---- გადაწყვეტილება, რითაც მომჩივანს უარი ეთქვა საურავის ოდენობის გადაანგარიშებაზე.

მომსახურების დეპარტამენტის 28.03.2025 წლის №21-11/---- გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომსახურების დეპარტამენტმა ისევ არ შეისწავლა აღნიშნული საკითხი და არ აღასრულა საბჭოს დავალება, რითაც უნდა შეემცირებინა საურავის ოდენობა საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 შესაბამისად. ითხოვს განმეორებით დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს ბარათზე ასახული საურავის ოდენობის მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბჭოს 20.03.2025 წლის №24890/2/2025 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 30.01.2025 წლის №936 ბრძანება და მომსახურების დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის ბარათზე ასახული საურავის ოდენობის მართლზომიერების საკითხის შესწავლა და თუ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის პირობები, გადაიანგარიშოს/დააკორექტიროს მომჩივნის ბარათზე ასახული საურავის ოდენობა ხსენებული ნორმის გათვალისწინებით, საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 28.03.2025 წლის №21-11---- გადაწყვეტილება, რითაც მომჩივანს უარი ეთქვა საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საურავის ოდენობის გადაანგარიშებაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 11.12.2024 წლის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელს ერიცხება საგადასახადო დავალიანება 106 596.68 ლარი. მათ შორის, გადასახადი 41 528.54 ლარი, ჯარიმა 29 465 ლარი და საურავი 35 603.14 ლარი. 11.12.2024 წლის მდგომარეობით პროგრამულად ჩართული საურავის შეზღუდვის გათვალისწინებით, მისი დავალიანება საურავის ნაწილში შეადგენს 35 603.14 ლარს, ხოლო საურავის ოდენობა, რომელიც დაერიცხებოდა პირს, რომ არ იყოს ჩართული პროგრამულად საურავის შეზღუდვა, შეადგენს 41 039.45 ლარს. 11.12.2024 წლის მდგომარეობით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დავალიანებიდან (41 528.54 ლარიდან) სამ წელში დარიცხული გადასახადი, რომელსაც ერიცხება საურავი, შეადგენს 996.00 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი კორექტირებას არ დაექვემდებარა.

ამდენად, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 20.03.2025 წლის №24890/2/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს №24890/2/2025 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა წერილით მიმართა მომსახურების დეპარტამენტს და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული თანხების გაანგარიშება/შემცირება საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად. მომსახურების დეპარტამენტის წერილით მომჩივანს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მომსახურების დეპარტამენტის ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №936 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს №24890/2/2025 წლის გადაწყვეტილებით, დაევალა მომსახურების დეპარტამენტს, მომჩივნის ბარათზე ასახული საურავის ოდენობის მართლზომიერების საკითხის შესწავლა და თუ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის 21 ნაწილის პირობები, გადაიანგარიშოს/დააკორექტიროს მომჩივნის ბარათზე ასახული საურავის ოდენობა ხსენებული ნორმის გათვალისწინებით.

საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილება, რითაც მომჩივანს უარი ეთქვა საურავის ოდენობის გადაანგარიშებაზე.აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს №24890/2/2025 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272(21) ;