ბრძანება N 44579-3
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 44579
19/12/2019
შპს -------------------
(მის: -----------------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- 2019 წლის 01 ოქტომბრის N200265/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 17 სექტემბრის N070-18 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 01 ნოემბერს და 13 დეკემბერს გამართულ სხდომებზე (ოქმი N78, N90).
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტს, მის საფუძველზე გამოცემულ „საგადასახადო მოთხოვნას“ და ითხოვს აღნიშნულის ბათილად ცნობას.
საჩივარში წარმოდგენილი სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება შპს „---------“ სთვის გაწეული მომსახურების (შპს „-----“ საკუთრებაში არსებული სასმელების შპს „-----“ ცისტერნებში შენახვა) დღგ-ით დაბეგვრას და აღნიშნულის მომსახურების ფასს.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 26 ოქტომბრის N31236 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- საქმიანობის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 9 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 17 სექტემბრის N31832 ბრძანება და ამავე თარიღის N070-18 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 176 911.64 ლარი, მათ შორის: გადასახადი 103 029 ლარი, ჯარიმა 73 471 ლარი, ხოლო საურავი 411.64 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტით მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა, რომ საწარმო 2018 წლის იანვრიდან მომსახურებას უწევს შპს ----- ს,კერძოდ ახორციელებს ამ კომპანიის საკუთრებაში არსებული ალკოჰოლური სასმელების შენახვას ცისტერნებში. აღნიშნულზე მხარეებს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია შენახვასთან დაკავშირებული საზღაურის ოდენობა.
შემოწმებით შესასწავლილი იქნა პირველადი საგადასხადო დოკუმენტები, წარმოდგენილი ხელშეკრულების პირობები, ხელშეკრულების შედგენის პერიოდში ფიქსირდება შპს ----- ს შიდა გადაზიდვის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, სადაც ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია შპს ----- ს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი (ქარხნის ტერიტორია, ცისტერნებითა და მანქანა-დანადგარებით), რითაც დასტურდება ალკოჰოლური სასმელის მიტანისა და დასაწყობების ფაქტი. შესაბამისად, სსკ-ის 161-ე მუხლის თანახმად აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის მე-14 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურების გაწევას მიეკუთვნება საქონლის ან სხვა ქონების შენახვის მომსახურება.
სსკ-ის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
სსკ-ს 161-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა)დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
სზაკ-ის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
1.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
2.ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და საკითხის ზეპირი განხილვისას გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მასალებით, დოკუმენტურად დასტურდება შპს ----- ს მიერ მომსახურების გაწევის ფაქტი (ალკოჰოლური სასმელების შენახვა შპს ----- ს საკუთრებაში არსებულ ცისტერნებში), შესაბამისად, აღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს სზაკ-ის 60 1 მუხლით დადგენილი საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი და ფორმალური საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთნ დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება სასმელების ცისტერნებში შენახვის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრას და აღნიშნულის მომსახურების ფასს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტით მიხედვით ირკვევა, რომ მომჩივანი 2018 წლის იანვრიდან საწარმოს უწევს ცისტერნებში ალკოჰოლური სასმელების შენახვის მომსახურებას. აღნიშნულზე მხარეებს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია შენახვასთან დაკავშირებული საზღაურის ოდენობა.
შემოწმებით შესწავლილი იქნა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ხელშეკრულების შედგენის პერიოდში ფიქსირდება ზემოაღნიშნული მომსახურების მიმღები შპს-ს შიდა გადაზიდვის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, სადაც ტრანსპორტირების დასრულების ადგილად მითითებულია მომჩივანი საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი (ქარხნის ტერიტორია, ცისტერნებით და მანქანა-დანადგარებით), რითაც დასტურდება ალკოჰოლური სასმელის მიტანისა და დასაწყობების ფაქტი. შესაბამისად, სსკ-ის 161-ე მუხლის თანახმად აღნიშნული ოპერაცია დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ოპერაცია წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას. ამდენად, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან და აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი და ფორმალური საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 14(1,,უ“); 100
01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161(1,,ა“)