გადაწყვეტილება №27886/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27886/2/2026
07 ოქტომბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 23.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27886/2/2026).
დავის საგანი:
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხის ჩამოწერის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 28.01.2026 წლის №024-89 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;
2. ვალის მართვის დეპარტამენტის 27.01.2026 წლის №024-2026-016584 ბრძანება საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ;
3. შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3986 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
მომჩივანს, 2026 წლის 27 იანვრის მდგომაროებით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება (გადასახადი 194 207.12 ლარი, ჯარიმა 82 839.9 ლარი, საურავი 59 274.20 ლარი), რის საფუძველზეც გამოიცა საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ 2026 წლის 27 იანვრის №024-2026-016584 ბრძანება (საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 336 224.11 ლარს) და გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან ჩამოიწერა 812.16 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 28 იანვრის №024-89 ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების გაუქმების მოთხოვნით მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3986 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელმა წინამდებარე აქტების გაუქმების მოთხოვნით მიმართა ------- საქალაქო სასამართლოს, რომლის 16.07.2026 წლის №------- გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3986 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.
სადავო საკითხან დაკავშირებით წარმოდგენილია ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 10.09.2026 წლის №86104-08 წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მომჩივანს ------- საქალაქო სასამართლოში წარდგენილი აქვს სარჩელი, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის 28 იანვრის №024-89 ბრძანების, საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხის ჩამოწერის შესახებ 2026 წლის 27 იანვრის №024-2026-016584 ბრძანების და შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3986 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, რაზეც მიღებულია ------- საქალაქო სასამართლოს 16.07.2026 წლის №------- გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამგვარად, ვინაიდან მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს, საბჭო მიიჩნევს, რომ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანების და საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხის ჩამოწერის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანს, ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, რის საფუძველზეც გამოიცა საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ბრძანება და ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ყადაღა დაედო მის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების გაუქმების მოთხოვნით მომჩივანმა მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3986 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადასახადის გადამხდელმა წინამდებარე აქტების გაუქმების მოთხოვნით მიმართა საქალაქო სასამართლოს, გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3986 ბრძანება, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს, საბჭო მიიჩნევს, რომ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ი)