გადაწყვეტილება №21153/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.11.2023
№ დოკუმენტი 21153/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21153/2/2023

13 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „------ - ის “ (ს/ნ "------")

ყოფილი გაკოტრების მმართველი"------"(პ/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ - ის “ (ს/ნ "------") ყოფილი გაკოტრების მმართველის "------"-ის (პ/ნ "------") 24.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21153/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21003 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 2 448 362,72 ლარი

მათ შორის:

დღგ - 2 428 845,48 ლარი (გადასახადი - 1 060 953 ლარი,ჯარიმა - 530 477 ლარი, საურავი - 837 415,48).

მოგების გადასახადი - 3 492,71 ლარი (გადასახადი - 2 556 ლარი,ჯარიმა - 639 ლარი, საურავი - 297,71 ლარი).

საშემოსავლო გადასახადი - 6 757,05 ლარი (გადასახადი - 2 464 ლარი,ჯარიმა - 616 ლარი, საურავი - 3 677,05

ლარი)

სოც დაზღვევის გადასახადი - 4 308,07 ლარი (გადასახადი - 3 258 ლარი,ჯარიმა - 815 ლარი, საურავი - 235,07

ლარი).

ქონების გადასახადი - 4 959,03 ლარი (გადასახადი - 3 306 ლარი,ჯარიმა - 1 653 ლარი, საურავი - 0,03 ლარი).

სხვა გადასახადები (გაუქმებული) - 0,38 ლარი

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 4.12.2013 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია შპს "------"-ის (ს/ნ "------") საქმიანობის 1.01.2007 წლიდან 7.12.2012 წლამდე პერიოდი.

შემოწმების აქტის საფუძველზე შპს "------" ის (ს/ნ "------") წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნა, რაც შპს "------"-ის (ს/ნ "------") მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.03.2014 წლის №17749 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

შპს "------"-ის (ს/ნ "------") ყოფილმა გაკოტრების მმართველმა, "------"-მ (პ/ნ "------") აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, 29.06.2023 წელს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21003 ბრძანებით, შპს "------"-ის (ს/ნ "------") ყოფილი გაკოტრების მმართველის ფ/პ"------"- ის (პ/ნ "------") 29.06.2023 წლის საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს "------" ის (ს/ნ "------") მიერ აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 10.01.2014 წელს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 26.03.2014 წლის №17749 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს "------"-ის (ს/ნ 245415313) ყოფილი გაკოტრების მმართველის ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") 29.06.2023 წლის საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 6.12.2013 წლის №81-617 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

"------"-ის საქალაქო სასამართლოს 4.11.2005 წლის განჩინებით (საქმე №2-1034) შპს "------"-ში გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა "------".

შპს "------"-ში საგადასახადო შემოწმება დაინიშნა 23.10.2012 წელს კომბინატის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების გამო, როგორც ეს მითითებულია თვითონ ბრძანებაში. შემოწმება დასრულდა 4.12.2013 წელს ანუ 14 თვის შემდეგ და მოიცვა 2007-2012 წლები.

2.06.2023 წელს საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოში "------"-ს ჩააბარეს საგადასახადო შემოწმების აქტი, შემოწმების საფუძველზე დამატებით თანხების დარიცხვის შესახებ 6.12.2013 წლის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა. აქედან გამომდინარე, მისთვის ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სწორედ ამ დროიდან, რადგან არც თავად შემოწმების პერიოდში და არც შემოწმების დასრულების შემდეგ მისთვის არავის უცნობებია არც შემოწმების მიმდინარეობის შესახებ და მითუმეტეს არავის მოუთხოვია რაიმე განმარტება შემოწმების საკითხებთან დაკავშირებით.

მიუღებელია აუდიტორის პოზიცია, რადგან სავარაუდოდ ეს წარმოდგენს ხარჯს, რაც გაწეული იქნა გაკოტრების საქმის წარმოების ფარგლებში და ყველა ამ ხარჯზე არსებობდა გადახდის დოკუმენტი. ყველა ის ხარჯი, რაც გაწეული იქნა გაკოტრების საქმის წარმოების პერიოდში მოწმდებოდა სასამართლოს მიერ გაკოტრების მმართველის ანგარიშის საფუძველზე. ამიტომ თუ აუდიტორი მოითხოვდა განმარტებას გაკოტრების მმართველისგან, მას წარედგინებოდა ყველა აუცილებელი დოკუმენტი. თავად შემოწმების აქტიდან არ იკვეთება თუ კონკრეტულად რა ხარჯები ამოიღო შემმოწმებელმა და ეს მოსაზრება, რაც აქ არის მითითებული წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. თუ დაზუსტდება ფაქტობრივი გარემოება, შესაძლებელი იქნება კონკრეტული პასუხის გაცემა.

გაკოტრების საქმის წარმოების პერიოდში მართლაც იქნა გასხვისებული საწარმოს კუთვნილი ქონებები, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. მაგრამ, თავად საწარმოს ბუღალტერიაში მიწის ნაკვეთი და შენობები ცალ-ცალკე ჰქონდა აღრიცხული როგორც ამას მაშინ აკეთებდნენ ბუღალტრები არსებული პრაქტიკით. საერთოდ მიწის ნაკვეთი არ იყო საწარმოს საკუთრება და იგი საწარმოს კაპიტალში შეტანილი იქნა 2007 წელს. ამის გამო გაყიდვის შემდეგ როგორც ჩანს საწარმოს ბუღალტერმა მხოლოდ შენობა-ნაგებობების ღირებულება დაბეგრა. ეს შენობები იყო ძველი ამორტიზირებული და ფაქტიურად უვარგისი. აქედან გამომდინარე მყიდველები ამ ქონებას ყიდულობდნენ ძირითადად მიწის ნაკვეთისადმი არსებული ინტერესის გამო. გარდა ამისა, ქონების გაყიდვის დროს გაკოტრების მმართველის მიერ, როგორც საწარმოს ფაქტიური მმართველის მიერ არ მომხდარა მყიდველებზე დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, რის გამოც შემძენებმა ვერ განახორციელეს ჩათვლა და ბიუჯეტში დამატებით გადაიხადეს საკმაოდ სოლიდური თანხა დღგ-ის სახით. ამდენად, ამ ოპერაციებით სახელმწიფო ბიუჯეტს რაიმე ზარალი არ მიდგომია.

იმ ფაქტს, რომ ამ ქონებას ყიდულობდნენ მიწის ნაკვეთის ინტერესის გამო ადასტურებს ის, რომ საგადასახადო შემოწმების დასრულების დროისათვის შენობები მყიდველების მიერ დანგრეული იყო. ასევე, შენობა-ნაგებობების დიდი უმრავლესობა მაგალითად, "-----"-ის ქუჩაზე არსებული საფერმენტაციო წარმოება მყიდველის მიერ დანგრეული იქნა შეძენისთანავე. შემოსავლების სამსახურის მიერ შენობა-ნაგებობის არსებითი მდგომარეობა და ღირებულება რეალურად არ იქნა დადასტურებული და შესწავლილი. მათ ამის დადასტურება მოითხოვეს მყიდველებისგან, რაც არარეალური და მიზანმიმართული ქმედება იყო შემოსავლების სამსახურისგან, რადგან თუ მყიდველი იტყოდა, რომ მისთვის შენობა-ნაგებობა არ წარმოადგენდა არანაირ ღირებულებას მათ მიერ ჩათვლილი დღგ უნდა დაებრუნებინათ უკან (რაც მათ ინტერესებში არ შედიოდა), ასევე შესყიდვის დროს არცერთ მყიდველს არ დაუფიქსირებია პრეტენზია დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა გაცემულიყო მათ მიერ გადახდილ მთლიან თანხაზე.

აუდიტის დეპარტამენტს შეეძლო გამოეთხოვა სრული ინფორმაცია ამ ქონების რეალური მდგომარეობის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან, რომელიც მესაკუთრე იყო შპს "------"- ის. ქალაქ "------"-ის მერიიდან არსებული ბუღალტრული დოკუმენტაციიდანაც კი ჩანს შენობა-ნაგებობების მდგომარეობა და ღირებულება, დაედგინა რეალურად არსებული მდგომარეობა, ასევე გამოეკითხა ყოფილი გაკოტრების მმართველი, მოესმინა მისი მოსაზრება, რაც რატომღაც არ გააკეთეს თავის დროზე შემოწმების მსვლელობის დროს.

შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის ბრძანების დასაბუთება არის ძალიან ზერელე, კერძოდ როგორც ირკვევა თავის დროზე შემოსავლების სამსახურმა იმსჯელა შპს "------"- ის საჩივარზე და ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი, მაგრამ ამ შემთხვევაში სადავოა კონკრეტულად ის შემოწმებული პერიოდი, როდესაც "------" იყო გაკოტრების მმართველი და მის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე და საქმიანობაზე არის დარიცხული დამატებითი თანხები, რაც ზემოთ აღნიშნული მოსაზრების გამო არასწორი და დაუსაბუთებელია. ასევე, დავის არსიდან გამომდინარე, გაკოტრების მმართველს უფლება აქვს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო სამსახურებში, საქართველოს სასამართლოთა სისტემაში ჰქონდეს უფლება მის წინააღმდეგ ან მის საწინააღმდეგოდ არსებულ საკითხებთან დაკავშირებით მოახდინოს მისი გასაჩივრება და მისი უფლებების დაცვა, დღეის მდგომარეობით შემოსავლების სამსახურმა გაკოტრების მმართველს ეს უფლება შეუზღუდა, არ აძლევს საშუალებას დაიცვას თავისი უფლებები, მით უმეტეს თავის დროზე ყოფილი დირექტორის მიერ ბოლომდე არ იქნა მიყვანილი სასარჩელო განცხადება, რაც ბადებს ეჭვს შემოსავლების სამსახურის და დირექტორის შეთანხმებულ მოქმედებაზე.

შემოწმების ჩატარების დროს აუდიტორები არ დაკავშირებიან "------"-ს და არ მოუთხოვიათ განმარტებები. აქედან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურს არსებითად უნდა ემსჯელა საჩივარზე და გაეცა პასუხი არგუმენტებზე და მოსაზრებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ ადმინისტრაციული ორგანო ართმევს საჩივრის წარდგენის უფლებას. უარს ამბობს რა მის განხილვაზე და ეს მაშინ, როცა ედავებიან თითქოს გადასახადების დამალვას.

დარღვეულია 1.09.2021 წლამდე მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნები( 1.09.2021 წელს ამოქმედებულ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში იგივე რეგულაცია გადმოტანილია უცვლელად. კერძოდ: დაცული არ არის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ვადები.

შპს"------"- ის ლიკვიდაცია გამოცხადდა 2012 წლის ოქტომბერში, რაც დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

საწარმოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით კამერალური საგადასახადო შემოწმება დაიწყო აუდიტის დეპარტამენტის 23.10.2012 წლის №22570 ბრძანებით და დასრულდა 4.12.2013 წელს, როგორც ეს აღნიშნულია საგადასახადო შემოწმების აქტში, ანუ 14 თვის შემდეგ.

პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციას მარეგისტრირებელი ორგანო უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - შემოსავლების სამსახურს, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოსთვის სუბიექტის საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას. საგადასახადო ვალდებულების არსებობის რისკის თაობაზე ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მითითებას საგადასახადო შემოწმების ჩატარებისა და დავალიანების არსებობის ფაქტის დადასტურების ვადის შესახებ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს საწარმოს ლიკვიდაციის დაწყებიდან 90 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში საგადასახადო შემოწმების 90-დღიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთხელ, არა უმეტეს ორი თვისა. ამ პუნქტით განსაზღვრული რისკის არსებობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების 10-დღიანი ვადის, ასევე ამ ინფორმაციით განსაზღვრული საგადასახადო შემოწმების ვადის გაშვების შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სუბიექტი საგადასახადო დავალიანების არმქონეა.

აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით სასამართლომ გაითვალისწინა რა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით დადგენილი იმპერატიული წესი, ბათილად ცნო ვადის დარღვევით ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოცემული ის აქტები, რომლითაც ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საწარმოს დამატებით დაერიცხა თანხები სახელწმიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემების მიხედვით 30.08.2012 წლის მდგომარეობით ჩანაწერში მითითებულია ლიკვიდაციის სტატუსი. ხოლო, საგადასახადო შემოწმება ლიკვიდაციის გამო დანიშნულია 12.10.2012 წელს. ანუ გასულია შემოწმების დანიშვნის 10 დღიანი ვადა, რაც იმპერატიულად იყო დადგენილი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი საწარმოებისთვის.

ზემოთ მოყვანილი ყველა სადავო საკითხიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, უფრო მეტიც თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მოპოვებულია კანონის დარღვევით და თავისთავად ბათილია ამ მტკიცებულებების საფუძველზე გამოცემული აქტები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ამ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: მომჩივანი – პირი, რომელიც არ ეთანხმება საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საგადასახადო/საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას და მას ასაჩივრებს დავის განმხილველ ორგანოში. ამასთან, ამ რეგლამენტის მიზნებისთვის, მომჩივნად ასევე ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც სადავო საკითხის/საკითხების შესაბამის პერიოდში/პერიოდებში ასრულებდა საწარმოს/ორგანიზაციის ხელმძღვანელის მოვალეობას და აღნიშნული საკითხის/საკითხების საგადასახადო შემოწმების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ამ საწარმოზე/ორგანიზაციაზე დამატებით დარიცხული თანხა 100 000 ლარს აღემატება და იწვევს აღნიშნული ფიზიკური პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას − მხოლოდ შესაბამის დავასთან მიმართებით.

ამავე რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურმა არამართლზომიერად დატოვა საჩივარი განუხილველად.

მომჩივანი მიუთითებს, რომ საგამოძიებო სამსახურის აჭარის სამმართველოში 2.06.2023 წელს ჩააბარეს საგადასახადო შემოწმების აქტი, შემოწმების საფუძველზე დამატებით თანხების დარიცხვის შესახებ 6.12.2013 წლის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის 26.03.2014 წლის №17749 ბრძანება გამოცემულია შპს "------"- ის (ს/ნ "------") საჩივარზე, მიიჩნევს, რომ შპს "------"-ის (ს/ნ "------") ყოფილი გაკოტრების მმართველის, ფ/პ "------"-ის (პ/ნ "------") იმავე პირად მიჩნევა არამართლზომიერია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21003 ბრძანებით, შპს "------"-ის (ს/ნ "------") ყოფილი გაკოტრების მმართველის, ფ/პ "------" ის (პ/ნ "------") 29.06.2023 წლის საჩივრის, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხუილველად დატოვება არამართლზომიერია. უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21003 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21003 ბრძანება;

3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიჩნევს,რომ საგადასახადო ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, უფრო მეტიც თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მოპოვებულია კანონის დარღვევით და თავისთავად ბათილია ამ მტკიცებულებების საფუძველზე გამოცემული აქტები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21003 ბრძანებით, საწარმოს ყოფილი გაკოტრების მმართველის 29.06.2023 წლის საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია,რომ შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის№21003 ბრძანებით,საწარმოს ყოფილი გაკოტრების მმართველის საჩივრის,საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხუილველად დატოვება არამართლზომიერია.უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21003 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301.