ბრძანება N 17975
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 17975
12/07/2018
შპს -----------------------
(მის:----------------------)
2018 წლის 15 ივნისის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 04 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N58) განიხილა შპს ----- ელ. საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 17 მაისის N086-12 კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნას“.
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგად დარიცხულ თანხებს და აცხადებს, რომ მის მიერ წარდგენილ იქნა სრულყოფილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები არ იქნა მიჩნეული საკმარის საფუძვლად დარიცხული თანხების შესამცირებლად. ამასთან, გადამხდელი განმარტავს, რომ მის მიერ წარდგენილი იქნა საბანკო ამონაწერები უშუალოდ სასესხო ანგარიშებზე სასესხო ვალდებულებები ნაშთებისა და მათი დაფარვის მიმდინარეობაზე თანხების მოძრაობის შესახებ, რის საფუძველზეც არ განხორციელდა დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გადამხდელის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 09 მარტის N5021 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ----- საჩივარი, კერძოდ:
1. შპს ----- საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში 2014-2015-2016 წლებში ბანკიდან აღებული სესხის თანხის ეტაპობრივ დაფარვაზე ვალუტის კურსთა შორისი სხვაობით გამოწვეული ზარალის (არასაოპერაციო ხარჯის) განსაზღვრის მიზნით აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალსიწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა განახორციელა შპს ----- მიმართ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება, რაზედაც 2018 წლის 10 მაისს შედგენილ იქნა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე. აღნიშნული დასკვნის მიხედვით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გამოცემული დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 09 მარტის N5021 ბრძანების შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის არ მოხდა იმ დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ შესამოწმებელ პერიოდში კურსთაშორისი სხვაობებიდან წარმოქმნილი ზარალის არსებობას, კერძოდ: სესხის ხელშეკრულება და სესხის დაფარვის გრაფიკი. სსკ-ს 43-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები; საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
ბასს 21. მ.28 შესაბამისად საკურსო სხვაობები, რომლებიც წარმოიშობა ფულადი მუხლების განაღდების ან ფულადი მუხლების გადაანგარიშების დროს ისეთი სავალუტო კურსით, რომელიც განსხვავდება მოცემულ პერიოდში, ან წინა პერიოდის ფინანსურ ანგარიშგებაში თავდაპირველი აღიარების დროს გადასაანგარიშებლად გამოყენებული სავალუტო კურსისაგან, უნდა აღიარდეს მოგებაში ან ზარალში იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც წარმოიშობა;
ბასს 21. მ.16. ფულადი მუხლისათვის დამახასიათებელი არსებითი ნიშანია ფიქსირებული ან განსაზღვრადი რაოდენობის ფულის ერთეულების მიღების უფლება (ან მიწოდების ვალდებულება).
შემოწმებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება შპს გადამხდელის მიერ აღებულ საბანკო სესხს გააჩნია თუ არა ის კრიტერიუმები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ბასს 21-ით დადგენილ მოთხოვნებთან, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბუღალტრული მუხლი/ვალდებულება ექვემდებარება გადაფასებას საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ხოლო კურსთაშორისი სხვაობებით გამოწვეული შედეგი საანგარიშო პერიოდის მოგება-ზარალში ასახვას. შესაბამისად გადაანგარიშებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიაჩნია, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, აუდიტორის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და სადავო საკითხის შესწავლა. ამასთან, საბჭო მიუთითებს, რომ გადამხდელის მიერ დავის პროცესში არცერთ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი შესამოწმებელ პერიოდში კურსთაშორისი სხვაობებიდან წარმოქმნილი ზარალის არსებობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, კერძოდ სესხის ხელშეკრულება და სესხის დაფარვის გრაფიკი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად „დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.“
საქმეში არსებული მასალებით და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 17 მაისის N086-12 კორექტირებული „საგადასახადო მოთხოვნა“ გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2018
წლის 09 მარტის N5021 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, საბჭომ მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს ----- საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და 301-ე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებულ „საგადასახადო მოთხოვნას".
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემული დასკვნის თანახმად ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის არ მოხდა იმ დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენა, რომლებიც დაადასტურებდნენ შესამოწმებელ პერიოდში კურსთაშორისი სხვაობებიდან წარმოქმნილი ზარალის არსებობას, კერძოდ: სესხის ხელშეკრულება და სესხის დაფარვის გრაფიკი. შემოწმებისათვის წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დგინდება შპს გადამხდელის მიერ აღებულ საბანკო სესხს გააჩნია თუ არა ის კრიტერიუმები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ბასს 21-ით დადგენილ მოთხოვნებთან, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბუღალტრული მუხლი/ვალდებულება ექვემდებარება გადაფასებას საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ხოლო კურსთაშორისი სხვაობებით გამოწვეული შედეგი საანგარიშო პერიოდის მოგება-ზარალში ასახვას. შესაბამისად გადაანგარიშებით გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
გადაწყვეტილება
დავების განხილვის საბჭო მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, სსკ-ს 301-ე მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე გადამხდე;ოს საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(,,გ“); 301,,თ“
ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 21