გადაწყვეტილება №21694/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21694/2/2023
22 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ს 24.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21694/2/2023).
დავის საგანი:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-490 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადი;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-493 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-490 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-493 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 დეკემბრის №30154 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 443 953 ლარი.
მათ შორის:
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-490 საგადასახადო მოთხოვნით:
გადასახადი - 19 874
დღგ - 7 323
საშემოსავლო გადასახადი - 11 661
ქონების გადასახადი - 890
ჯარიმა - 7 717
საურავი - 1 963
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-493 საგადასახადო მოთხოვნით:
გადასახადი - 132 050
დღგ - 75 981 საშემოსავლო გადასახადი - 56 069
ჯარიმა - 217 987 საურავი - 64 362
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისს №14088 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 16 ივნისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №24766 ბრძანება და №006-490 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 29 554 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №22980 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №24722 ბრძანება და №006-493 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 414 399 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-490 და №006-493 საგადასახადო მოთხოვნები 2023 წლის 1 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 4 დეკემბრის №30154 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის №267 განკარგულების საფუძველზე 2024 წლის 6 მარტს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება შპს „------“-სა და შემოსავლების სამსახურს შორის. გადასახადის გადამხდელს, 2023 წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით, პირადი აღრიცხვის ბარათზე საგადასახადო დავალიანების თანხა განესაზღვრა 200 000 ლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისს №14088 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2021 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 16 ივნისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №24766 ბრძანება და №006-490 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 29 554 ლარი.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 სექტემბრის №22980 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა საწარმოს საქმიანობის ხელახალი კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 მაისამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №24722 ბრძანება და №006-493 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 414 399 ლარი. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის №006-490 და №006-493 საგადასახადო მოთხოვნები 2023 წლის 1 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 4 დეკემბრის №30154 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301("ო").