ბრძანება N 23871

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.07.2019
№ დოკუმენტი 23871
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 23871

17/07/2019

შპს -----

(მის: -----)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2019 წლის 23 მაისს და 2019 წლის 6 ივნისს გამართულ სხდომებზე (ოქმი N33 და N37) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 31 დეკემბრის N007-530 „საგადასახადო მოთხოვნა“-ს.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივრის მიხედვით სადავო საკითხი:

დღგ-ს ჩათვლების პროპორცია.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 13 აპრილის N8572 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ----- საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. 2015 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 28 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2018 წლის 28 დეკემბერს გამოსცა N39428 ბრძანება და 2018 წლის 31 დეკემბრის N007-530 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 179362,32 ლარი, მათ შორის, ძირითადი გადასახადი 106035 ლარი, ჯარიმა 55350 ლარი, საურავი 17977,32 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს უფიქსირდება დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნევბი. აგრეთვე დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული და დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები (ფინანსური ოპერაციები). ამ ფონზე, გაუმიჯნავი დღგ-ის ჩათვლები წარმოებს პროპორციის დაცვის გარეშე.

სსკ-ის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:

ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით;

ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.

შემოწმების მიერ, გაანგარიშებულ იქნა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების ხვედრითი წილი და გაუქმებულ იქნა გაუმიჯნავ მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლები. ასევე, თითოეული საანგარისო პერიოდის ბოლოს (დეკემბერი) მოხდა თანხების გადაანგარიშება და გადაანგარიშებულს შედეგები გათვალისწინებულ იქნა ჩათვლებში. პერიოდის ცვლილების ნაწილში საწარმოს დაერიცხა ჯარიმა 10%-ის ოდენობით.

საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს სსკ-ის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

სსკ-ის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის: ა) დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე;

სსკ-ის 174-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება: ა.ა) დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა;

სსკ-ის 174-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება: ამ მუხლის მე-4–მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენებული ან/და გამოსაყენებელი საქონლის/მომსახურების საწარმოებლად გაწეულ ხარჯზე გადახდილ დღგ- ის თანხებზე;

სსკ-ის 174-ე მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით ამ მუხლის მე-5–მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, თუ საქონელი/მომსახურება, რომლის მიხედვითაც დღგ-ის გადამხდელმა მიიღო დღგ-ის ჩათვლა, გამოყენებულ იქნა ისეთ ოპერაციებში, რომელთა დროსაც დღგ-ის გადამხდელს არ აქვს ჩათვლის მიღების უფლება, ჩათვლილი დღგ- ის თანხა ექვემდებარება გაუქმებას იმ საანგარიშო პერიოდში, როდესაც ის ამგვარ ოპერაციებში იქნა გამოყენებული.

სსკ-ის 174-ე მუხლის მეექვსე ნაწილის მიხედვით თუ საქონელი ან მომსახურება ერთდროულად გამოიყენება ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში და მათი გამიჯვნა შეუძლებელია, მაშინ:

ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა გაიანგარიშება საანგარიშო პერიოდში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით;

ბ) ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტება ხდება მიმდინარე საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში წლის განმავლობაში საერთო ბრუნვის თანხაში ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციების თანხის ხვედრითი წონის მიხედვით.

სსკ-ის 174-ე მუხლის მეათე ნაწილის მიხედვით ამ მუხლით განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გადაანგარიშება ან/და გაუქმება სავალდებულო არ არის, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია.

სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების მიერ, გაანგარიშებულ იქნა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების ხვედრითი წილი და გაუქმებულ იქნა გაუმიჯნავ მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლები. ასევე, თითოეული საანგარიშო პერიოდის ბოლოს (დეკემბერი) მოხდა თანხების გადაანგარიშება და გადაანგარიშებულს შედეგები გათვალისწინებულ იქნა ჩათვლებში. პერიოდის ცვლილების ნაწილში საწარმოს დაერიცხა ჯარიმა 10%-ის ოდენობით.

საქმეში არსებული მასალებით, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში ერთდროულად გამოყენებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ს ჩასათვლელი თანხების სისწორის დადგენის მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 22 აპრილის N12871 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ N1183 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით ჩათვლის უფლების მქონე და ჩათვლის უფლების გარეშე ოპერაციებში ერთდროულად გამოყენებულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ს ჩასათვლელი თანხების სისწორის დადგენის მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 22 აპრილის N12871 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ N1183 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით გაანგარიშებულ დღგ-ს ჩათვლების პროპორციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

საწარმოს უფიქსირდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნევბი. აგრეთვე დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული და დღგ-ის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვები (ფინანსური ოპერაციები). ამ ფონზე, გაუმიჯნავი დღგ-ის ჩათვლები წარმოებს პროპორციის დაცვის გარეშე.

სსკ-ის 174-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, შემოწმების მიერ, გაანგარიშებულ იქნა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ბრუნვების ხვედრითი წილი და გაუქმებულ იქნა გაუმიჯნავ მომსახურებაზე გადახდილი დღგ-ის ჩათვლები. ასევე, თითოეული საანგარისო პერიოდის ბოლოს (დეკემბერი) მოხდა თანხების გადაანგარიშება და გადაანგარიშებულს შედეგები გათვალისწინებულ იქნა ჩათვლებში. პერიოდის ცვლილების ნაწილში საწარმოს დაერიცხა ჯარიმა 10%-ის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

 

დღგ-ს ჩასათვლელი თანხების სისწორის დადგენის მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა იხელმძღვანელოს შემოსავლების სამსახურის „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ N1183 სიტუაციური სახელმძღვანელოს მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით უზრუნველყოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 01.01.2021 წლამდე მოქმედი: 174

„საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ N1183 სიტუაციური სახელმძღვანელო