გადაწყვეტილება №22977/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 30.07.2024
№ დოკუმენტი 22977/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№22977/2/2024

30 ივლისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 29.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22977/2/2024).

 

დავის საგანი:

უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2024 წლის ID:------- შესაგებელი;

2. შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8708 ბრძანება.

 

სადავო თანხა: 72 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ხილ-ბოსტნეულის შეძენა (ძირითადად იმპორტი) და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია.

23.02.2024 წელს მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ID:------- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, რომლითაც მოითხოვა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე 12.03.2024 წლის ID:------- შეტყობინებით, განისაზღვრა ხარვეზი: კერძოდ:

● წარმოსადგენია დეტალური განმარტება ზედმეტობის წარმოშობის შესახებ;

● წარმოსადგენია საწარმოს სალაროში არსებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის აქტი მიმდინარე თარიღით, რათა დადასტურდეს შესაბამისობა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებთან;

● წარმოსადგენია ბუღალტრული აღრიცხვა/ანგარიშგების შესახებ ინფორმაცია, 2021 წლიდან ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის თარიღამდე. გადასახადის გადამხდელს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.

გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით 19.03.2024 წლის წარადგინა „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომლის დაკმაყოფილებაზე აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2024 წლის ID:------- შესაგებლით ეთქვა უარი იმ მიზეზით, რომ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

აუდიტის დეპარტამენტის 25.03.2024 წლის ID:------- შესაგებელი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8708 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 65-ე მუხლზე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური, თვითმმართველი ერთეულების, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების შემოსულობათა აღრიცხვა-ანგარიშგება და ანგარიშსწორების შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამის პერიოდში მოქმედი რედაქციის 131 მუხლის პირველ პუნქტზე, 134 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტზე და მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილ ვადაში გადამხდელმა სრულად არ გამოასწორა ხარვეზი და არ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

რამდენჯერმე მიმართა შემოსავლების სამსახურს ზედმეტობის დაბრუნების მოთხოვნით, რაზეც დაუდგინდა ხარვეზები და დადგენილ ვადაში ხარვეზის სრულად აღმოუფხვრელობის გამო ეთქვა უარი. აღნიშნული ხარვეზები სრულად გამოასწორა და 23.02.2024 წლის ისევ მიმართა აუდიტის დეპარტამენტს ზედმეტობის დაბრუნების მიზნით, რაზეც დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ:

1. ხარვეზი: „წარმოსადგენია დეტალური განმარტება ზედმეტობის წარმოშობის შესახებ“

- პასუხი: „ხილ-ბოსტნეულის ბაზრისათვის დამახასიათებელი პრობლემაა პერიოდული კრიზისული სიტუაცია, კერძოდ დროის რაღაც მონაკვეთში ბაზარზე შეიძლება აღმოჩნდეს იმაზე მეტი პროდუქტი ვიდრე მოთხოვნაა. იმის გათვალისწინებით, რომ ხილ-ბოსტნეული წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქტს, ასეთი კრიზისული სიტუაცია მნიშვნელოვან ზარალთან არის დაკავშირებული. ასეთი კრიზისული სიტუაცია იყო შექმნილი 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში და როგორც მომჩივნისთვის არის ცნობილი, ამ პერიოდში განსაკუთრებით ბანანის სხვა რეალიზატორებსაც შეექმნათ პრობლემები, თუმცა ისინი დიდი ხნის განმავლობაში ოპერირებენ ბაზარზე და შეძლეს შექმნილი სიტუაციის დაძლევა. რაც შეეხება უშუალოდ კომპანიას, საქმიანობის დაწყებიდან უმოკლეს პერიოდში შექმნილი კრიზისული სიტუაცია კომპანიისთვის აღმოჩნდა განსაკუთრებით დიდი ზიანის მომტანი, რადგან საქმიანობის დასაწყებად კომპანიამ აიღო სესხი და იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ ბაზარზე მოძლიერებას და მასშტაბის გაზრდას, თუმცა კრიზისულმა სიტუაციამ ჩააგდო გამოუვალ მდგომარეობაში, კერძოდ კომპანიას აღარ დარჩა სახსრები, რომ შეძლოს საქმიანობის გაგრძელება. უფრო ზუსტად იმპორტირებული 586 934 კგ (თვითღირებულებით 1 308 840 ლარო) ბანანიდან განადგურებულია 122 100 კგ საქონელი თვითღირებულებით 282 665 ლარი (დადასტურებულია შემოსავლების სამსახურის მიერ). ეს ფაქტი აღმოჩნდა კომპანიისათვის დაუძლეველი პრობლემა. ზედმეტობის წარმოშობის ძირითადი მიზეზი სწორედ პროდუქციის განადგურებასთან არის დაკავშირებული (დაახლოებით 50 000 ლარის ზედმეტობა). ზედმეტობის დარჩენილი ნაწილის წარმოშობა გამოიწვია საქონლის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზაციამ. იმ მიზეზით, რომ საქონელი სათანადო ფასად არ გაიყიდა და მიმდინარეობდა პროდუქციის გაუვარგისების პროცესი, კომპანიამ დაიწყო სახედაკარგული საქონლის დაბალ ფასად (თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად) რეალიზაცია, ვინაიდან ცდილობდნენ შეემცირებინათ მიღებული ზიანი. თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად რეალიზაციიდან მნიშვნელოვანი ნაწილი რეალიზებულია დოკუმენტურად.

2. ხარვეზი: „წარმოსადგენია საზოგადოების სალაროში არსებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის აქტი მიმდინარე თარიღით, რათა დადასტურდეს შესაბამისობა სააღრიცხვო დოკუმენტაციაში არსებულ მონაცემებთან“

- პასუხი: წარმოდგენილია 18.03.2024 წლის მდგომარეობით საზოგადოების სალაროში არსებული ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის აქტი, რომლის მიხედვით კომპანიის სალაროში განთავსებულია 47 389 ლარი. ასევე წარმოდგენილია კომპანიის ბუღალტრული პროგრამის ასლი, რომლის მიხედვით სალაროს ანგარიშზე არსებული თანხა ემთხვევა ინვენტარიზაციით დაფიქსირებულ ოდენობას. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ 2023 წლის ოქტომბრიდან სრულად შეაჩერა ეკონომიკური აქტივობა და აღნიშნული პერიოდიდან სალაროში არსებული თანხიდან ყოველთვიურად იფარება კომპანიის სასესხო ვალდებულება, რაც ფიქსირდება ბანკის ამონაწერებით და ბუღალტრული აღრიცხვით.

3. ხარვეზი: „წარმოდგენას ექვემდებარება ბუღალტრული აღრიცხვის/ანგარიშგების შესახებ ინფორმაცია, 2021 წლიდან ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის თარიღამდე“

- პასუხი: „კომპანია 2021 წლიდან 2023 წლამდე არ საქმიანობდა და შესაბამისად ნაღდი ფულის ნაშთიც არ ჰქონდა, ხოლო 2023 წლიდან სალაროს ინვენტარიზაციის თარიღამდე (18.03.2024) ნაღდი ფულის ნაშთის შესახებ ინფორმაციის მოწოდების მიზნით გამოგზავნილია ბუღალტრული პროგრამის ასლი.

გადასახადის გადამხდელი დამატებით აღნიშნავს, რომ კომპანიამ 2023 წლის ოქტომბრიდან სრულად შეაჩერა ეკონომიკური საქმიანობა და აღნიშნული პერიოდიდან სალაროში არსებული თანხიდან ყოველთვიურად იფარება კომპანიის სასესხო ვალდებულება, რაც ფიქსირდება საბანკო ამონაწერებით და ბუღალტრული აღრიცხვით. მომჩივნისთვის გაუგებარია კონკრეტულად რა მიზეზის გამო ეთქვა კომპანიას უარი ზედმეტად რიცხული თანხის დაბრუნებაზე.

მომჩივანი ითხოვს დაჩქარებულ ვადებში იქნეს განხილული საჩივარი, რადგან ორგანიზაციას ადგება არსებითი ზიანი ზედმეტად გადახდილი თანხების დაუბრუნებლობის გამო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

საგადასახადო კოდექსის 65-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

საქმის გარემოებებით დგინდება, რომ მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა 23.02.2024 წლის ID:------- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა და მოითხოვა ზედმეტად გადახდილი თანხიდან 72 000 ლარის დაბრუნება.

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა. ამავე მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შესაგებლით (ID: -------) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, საწარმომ სრულყოფილად არ გამოასწორა ხარვეზი.

საბჭო აღნიშნავს, რომ ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების საფუძვლებს, წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე და 65-ე მუხლები და „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანება.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.04.2024 წლის №8708 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგნეს უარი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა, რომლითაც მოითხოვა ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება.

„ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 30.12.2009 წლის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, განისაზღვრა ხარვეზი.

გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარადგინა „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომლის დაკმაყოფილებაზე აუდიტის დეპარტამენტის შესაგებლით ეთქვა უარი იმ მიზეზით, რომ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1)