გადაწყვეტილება №24114/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.11.2024
№ დოკუმენტი 24114/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№24114/2/2024

18 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ 15.10.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24114/2/2024).

 

დავის საგანი:

დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №005-231 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5194 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 248 328 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 144 070

დღგ - 49 450

საშემოსავლო გადასახადი - 94 620

ჯარიმა - 62 588

საურავი - 41 670

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ოქტომბრის №26517 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 25 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №33059 ბრძანება და №005-231 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 248 328 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 5 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 11 მარტის №5194 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 12.03.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 14.06.2024 წლის №22546/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელმა 10.07.2024 წელს კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და ითხოვა დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო. საბჭოს 13.09.2024 წლის №23460/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

15.10.2024 წელს გადასახადის გადამხდელმა, იგივე არგუმენტაციით, კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 დეკემბრის №005-231 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 11 მარტის №5194 ბრძანება 12.03.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 14.06.2024 წლის №22546/2/2024 გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

გადასახადის გადამხდელმა 10.07.2024 წელს კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და ითხოვა დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო. საბჭოს 13.09.2024 წლის №23460/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

15.10.2024 წელს გადასახადის გადამხდელმა, ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო დავის განახლების მოთხოვნით, კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საჩივარი (მომჩივნის არგუმენტაცია) 10.07.2024 წელს წარმოდგენილი საჩივრის იდენტურია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 5 თებერვალს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 11 მარტის №5194 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 12.03.2024 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 14.06.2024 წლის №22546/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გადასახადის გადამხდელმა 10.07.2024 წელს კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში და ითხოვა დავის განახლება ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების გამო. საბჭოს 13.09.2024 წლის №23460/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

15.10.2024 წელს გადასახადის გადამხდელმა, იგივე არგუმენტაციით, კვლავ წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ზ)