გადაწყვეტილება №22638/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 13.08.2024
№ დოკუმენტი 22638/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22638/2/2024

13 აგვისტო 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 21.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22638/2/2024).

 

დავის საგანი:

1. ყოფილი დამფუძნებლის ურთიერთდამოკიდებულ პირად განხილვა, გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა, ამასთან, შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული ოპერაციისათვის კვალიფიკაციის განსაზღვრის დამატებით შესწავლის აუდიტის დეპარტამენტისათვის დავალდებულება;

2. შპს ------- მიერ ამხანაგობა „-------“ გაწეულ მომსახურებაზე დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების და ავანსების განაშთვის სისწორის განსაზღვრა;

3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების განსაზღვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №007-445 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5190 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 604 431 ლარი.

მათ შორის:

მოგების გადასახადი - 246 298

ჯარიმა - 246 298

საურავი - 111 835

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.06.2023 წლამდე, გასვლითი საგადასახადო შემოწმება, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 28 მაისის №14041 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2023 წლის №33914 ბრძანება და №007-445 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5190 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე.

მომჩივანმა 27.06.2024 წელს წარმოადგინა №23389/2/2024 განცხადება, რომლითაც უარი განაცხადა 21.03.2024 წლის №22638/2/2024 საჩივარზე დავის გაგრძელებაზე.

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ მომჩივანმა უარი განაცხადა 21.03.2024 წლის №22638/2/2024 საჩივართან დაკავშირებით დავის გაგრძელებაზე, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

დავის საგანს წარმოადგენს:

1. ყოფილი დამფუძნებლის ურთიერთდამოკიდებულ პირად განხილვა, გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრა;

2. შპს მიერ ამხანაგობა გაწეულ მომსახურებაზე დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვების და ავანსების განაშთვის სისწორის განსაზღვრა;

3. დღგ-ის ჩასათვლელი თანხების განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.03.2024 წლის №5190 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

მომჩივანმა უარი განაცხადა 21.03.2024 წლის №22638/2/2024 საჩივართან დაკავშირებით დავის გაგრძელებაზე, საბჭოს მიაჩნია, რომ არსებობს საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(ა)