ბრძანება N 1237
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1237
30.01.2023
„------„ (ს/ნ ----- )
(მის.: ------ )
2022 წლის 29 დეკემბრის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5) იმსჯელა „------„ (ს/ნ ------) №238463/21 საჩივარზე, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ საურავს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, გადამხდელის მიერ 2022 წლის 28 დეკემბერს წარმოდგენილია 2019-2021 წლის ქონების გადასახადის დაზუსტებული დეკლარაციები. დეკლარაციების დაზუსტების შემდგომ, გადამხდელს ერთი დღის შედარების აქტის (29.12.2022წ.) მიხედვით გადაანგარიშებით დაერიცხა საურავი - 36257.51 ლარის ოდენობით. ამდენად, გადამხდელის მიერ გასაჩივრებული საურავი წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო დავალიანებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს,თუ გასაჩივრებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულია აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
მითითებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.“------„ (ს/ნ ------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.