გადაწყვეტილება №23250/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.11.2024
№ დოკუმენტი 23250/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№23250/2/2024

15 ნოემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,8.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------

“-ს 12.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23250/2/2024).

 

დავის საგანი:

დავების განხილვის საბჭოს 22.09.2023 წლის №19725/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №081-184 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №081-185 საგადასახადო მოთხოვნა;

3. შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9335 ბრძანება;

4. შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9336 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 379 026 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 149 300

დღგ - 91 514

მოგების გადასახადი - 56 827

ქონების გადასახადი - 959

ჯარიმა - 78 324

საურავი - 151 402

 

პროცედურული გარემოებები/ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 12.06.2024 წელს №23250/2/2024 საჩივრით მიმართა დავების განხილვის საბჭოს 22.09.2023 წლის №19725/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილებით:

1. საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 28.04.2023 წლის №9335 და №9336 ბრძანებები;

3. ნაწილობრივ გაუქმდა აუდიტის დეპარტამენტის 19.10.2022 წლის №081-184 და №081-185 საგადასახადო მოთხოვნები;

4. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა. აღნიშშნული გადაწყვეტილების მიღებისას საბჭომ ყურადღება გაამახვილა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით:

მომჩივანს ადგილობრივ ბაზარზე ფიზიკური პირისაგან შესყიდვის აქტებით შეძენილი აქვს ხსენებული ხილი (ვაშლი, ყურძენი, კივი), ერთის მხრივ საგადასახადო ორგანო აღნიშნული შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული ხილის რაოდენობის და ღირებულების ნამდვილობას ეჭქვეშ არ აყენებს, ვინაიდან ამ შესყიდვის აქტებით განსაზღვრა ამ ნაწილში დასაბეგრი ობიექტი, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, გაითვალისწინა ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვით ხარჯებში და შეძენის ღირებულებით (ფასნამატის გარეშე) ჩათვალა მიწოდებად და განიხილა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად, ხოლო მეორეს მხრივ აღნიშნული შესყიდვის აქტებით შეძენილ ხილს არ განიხილავს ადგილობრივ პროდუქტად და მიიჩნევს იმპორტირებულად, ისე, რომ აღნიშნულის (იმპორტირებულად ჩათვლის) დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს, შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს აღნიშნული პოზიცია შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო დაუსაბუთებელია და შეძენილი ხილი უნდა ჩაითვალოს საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტად, რომლის მიწოდებაც (მის სამრეწველო გადამუშავებამდე) დღგ-ით დაბეგვრისაგან გათავისუფლებულია, აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ე.წ. ხილის ასორტის ღირებულების მიწოდებად განხილვის შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული დღგ-ის კორექტირება (შემცირება). დანარჩენ სადავო საკითხებზე, საბჭომ მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი გათვალისწინების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მიუთითებს დავების განხილვის საბჭოს 22.09.2023 წლის №19725/2/2023 გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის ივნისამდე აღსრულება არ მომხდარა, გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებასთან დაკავშირებით 30.04.2024 წელს №"-------" განცხადებით მიმართა აუდიტის დეპარტამენტს, რაზეც პასუხი არ მიუღია და არც გადაანგარიშებას ჰქონია ადგილი. ითხოვს გაირკვეს რა არის აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან საბჭოს 22.09.2023 წლის №19725/2/2023 გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მიზეზი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად:

2. დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

3. მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.

4. დავის განმხილველი ორგანოს შუალედური ან საბოლოო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა ან აღსრულების არამართლზომიერი შეფერხება ითვლება დისციპლინურ გადაცდომად და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

დავების განხილვის საბჭოს აპარატის 1.07.2024 წლის №61447-03 წერილით აუდიტის დეპარტამენტს ეთხოვა წარმოედგინა ინფორმაცია საბჭოს 22.09.2023 წლის №19725/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების მიზეზების შესახებ.

აღნიშნულის პასუხად აუდიტის დეპარტამენტის 4.11.2024 წლის №103467-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, დავების განხილვის საბჭოს 22.09.2023 წლის №19725/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოცემული იქნა აუდიტის დეპარტამენტის 29.10.2024 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა 107 941 ლარით, მათ შორის, გადასახადი 71 961 ლარით და ჯარიმა 35 980 ლარით, რაზეც გამოიცა ამავე დეპარტამენტის 1.11.2024 წლის №23389 ბრძანება და №081-213 საგადასახადო მოთხოვნა.

მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დავების განხილვის საბჭოს 22.09.2023 წლის №19725/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემულია შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ან აღსრულების არამართლზომიერ შეფერხებას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გაირკვეს რა არის აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან საბჭოს 22.09.2023 წლის №19725/2/2023 გადაწყვეტილების აღუსრულებლობის მიზეზი.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა 12.06.2024 წელს №23250/2/2024 საჩივრით მიმართა დავების განხილვის საბჭოს 22.09.2023 წლის №19725/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების თაობაზე.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საბჭოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობას ან აღსრულების არამართლზომიერ შეფერხებას ადგილი არ ჰქონია და შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

306.