ბრძანება N 14138
📄 სრული ტექსტი
N 14138
17 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
სს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 27 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2024 წლის 20 მაისის (ოქმი N52) და 14 ივნისის (ოქმი N64) სხდომებზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 25 აპრილის №21716/2/2023 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული სს „----------“ (ს/ნ ------------) №85371/1/2023 საჩივარი 2023 წლის 30 ოქტომბრის ID------------ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ განცხადების მიზანი იყო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა საიჯარო ურთიერთობების მიმდინარეობის დროს. მოიჯარეს წარმოადგენს სუპერმარკეტების ქსელი - -----------. კომპანიის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება და დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს საბანკო ამონაწერებს. ამბობს, რომ შემოსავლების სამსახურის უარი კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე დაუსაბუთებელია და ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, სს „-----------“ (ს/ნ ----------) როგორც გადასახადის გადამხდელად, ასევე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2022 წლის 10 მაისს, რომლის დირექტორია ------------ (პ/ნ -----------). საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს უძრავი ქონების მართვა გასამრჯელოს ან ხელშეკრულების საფუძველზე. საქმიანობის განხორციელების ადგილია ქ. თბილისი, ---------- ქ. N-------. 2023 წლის 16 ოქტომბერს გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ელექტრონული განცხადება (ID-----------) „კვალიფიციურ დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ“).
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და საკითხის შესწავლის შედეგად დგინდება, რომ სს „----------“ (ს/ნ ---------) ერთ-ერთი კომპანიისგან 2023 წლის 15 მაისს შეიძინა უძრავი ქონება მის:--------- (საკადასტრო კოდი: -----------, ------------, ) 646 677 ლარად. გასათვალისწინებელია ის გარემოება, სს „------------“ (ს/ნ -----------) დირექტორი ----------- (პ/ნ -----------) ფიქსირდება გამყიდველი კომპანიის დირექტორად.
სს „-------------“ მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით ირკვევა, რომ მყიდველის მიერ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად გადარიცხულია 646 677.80 ლარი მოცემული კომპანიისათვის.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მიმწოდებელი კომპანიის მიერ 2023 წლის 27 აგვისტოს დაზუსტებულია 2021 წლის საანგარიშო პერიოდიდან დღგ-ის დეკლარაციები, რომლის საფუძველზეც 2023 წლის 27 აგვისტოს გადამხდელს წარმოეშვა აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე ჯამში 771,798.84 ლარის ოდენობით.
გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე და საკითხის შესწავლის შედეგად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სს „------------“-ს (ს/ნ ---------) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 30 ოქტომბრის ID:-----------გადაწყვეტილებით უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს შეუჩეროს ამ ინსტრუქციის 51-ე და 561 მუხლებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და საგადასახადო დოკუმენტების ელექტრონული ფორმით გამოწერის/დადასტურების უფლება, ან/და პირს უარი უთხრას აღნიშნული დოკუმენტების მატერიალური ფორმით გაცემაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის მიხედვით.
„ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის N3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციიის მომენტიდან, ასევე წინამდებარე „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქცით(შემდგომში - ინსტრუქცია) განსაზღვრული სხვა საფუძვლების არსებობისას ენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის ან არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამავე ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველია გადასახადის გადამხდელის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია. ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიმართვის შემთხვევაში, არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელისთვის კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.სს „---------- (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ განცხადების მიზანი იყო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა საიჯარო ურთიერთობების მიმდინარეობის დროს. ითხოვს კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს უძრავი ქონების მართვა. გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ელექტრონული განცხადება „კვალიფიციურ დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. შესწავლის შედეგად დგინდება, რომ მომჩივანს ერთ-ერთი კომპანიისგან შეძენილი აქვს უძრავი ქონება. სს-ის დირექტორი ფიქსირდება გამყიდველი კომპანიის დირექტორად. მიმწოდებელი კომპანიის მიერ 2023 წლის 27 აგვისტოს დაზუსტებულია 2021 წლის საანგარიშო პერიოდიდან დღგ-ის დეკლარაციები, რომლის საფუძველზეც 2023 წლის 27 აგვისტოს გადამხდელს წარმოეშვა აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სს-ას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის 51-ე და 561 მუხლებს.