ბრძანება N 9697
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9697
03.05.2023
ფ/პ ---ის (პ/ნ ---)
(მის: ---) 2022 წლის 16 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვლის №18311/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული ფ/პ ---ის (პ/ნ ---) №148632/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება მის კუთვნილ ქონებაზე (ს/კ ---) გავრცელებულ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლებას.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით განმარტავს, რომ ქალაქ ---ში განთავსებული უძრავი ქონება შეიძინა ყოველგვარი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გარეშე და სხვისი ვალდებულებისთვის მან პასუხი არ უნდა აგოს. ზემოაღნიშნულზე მითითებით მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს ---- საკადასტრო კოდზე გავრცელებული შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
ფაქტების აღწერა:
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ ,,--“ (ს/ნ ---) 2021 წლის 23 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, რის გამოც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ,, ---“-ს (ს/ნ ---) მთელ ქონებაზე 2021 წლის 23 აპრილის №040-774 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის 2022 წლის 11 აგვისტოს №--- ამონაწერი, რომლითაც დგინდება, რომ ქონების (ს/კ ---) მესაკუთრეს წარმოადგენს ფ/პ --- (პ/ნ ---), საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ,,---“ გადაწყვეტილებები (დამოწმების თარიღი: 04/10/2017 და 19/09/2017, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო), ხოლო უფლების რეგისტრაციის თარიღია 2022 წლის 11 აგვისტო.
ზემოაღნიშნულ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შეტყობინება გადასახადის გადამხდელმა შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა 2022 წლის 16 აგვისტოს №148632/21- 11 საჩივრით. გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 ოქტომბრის №25829 ბრძანებით უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 თებერვლის №18311/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბჭომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა.
მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. საბჭომ ყურადღება გაამახვილა მომჩივნის არგუმენტებზე და მიიჩნია, რომ მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით. შესაბამისად, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 ოქტომბრის №25829 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა; მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; ქონებაზე ყადაღის დადება; ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა; გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.
საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ „---“-ს (ს/ნ ---) მთელ ქონებაზე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება გავრცელებულია 2021 წლის 23 აპრილის №040-774 შეტყობინების საფუძველზე.
საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, ფ/პ --- ქონების (ს/კ ---) მესაკუთრედ დარეგისტრიდა 2022 წლის 11 აგვისტოს, ხოლო საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია მითითებულია ---- გადაწყვეტილებები (დამოწმების თარიღი: 04/10/2017 და 19/09/2017, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო). ამდენად, მომჩივანს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოეშვა უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების უფლება, ხოლო --- (ს/ნ -- ) - ქონების ფ/პ --- (პ/ნ ---) საკუთრებაში გადაცემის ვალდებულება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ ---) ---“-ს (ს/ნ ---) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ---ის (პ/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ფ/პ ---ის (პ/ნ ---) კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ს/კ ---) ,,--“-ს (ს/ნ ---) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება;
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივანს 2021 წლის 23 აპრილის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება, რის გამოც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, მთელ ქონებაზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.
გადაწყვეტილება
მომჩივანს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციამდე წარმოეშვა უძრავი ქონების საკუთრებაში მიღების უფლება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8 (23); 238; 239; 265.