გადაწყვეტილება №26001/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.11.2025
№ დოკუმენტი 26001/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№26001/2/2025

25 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 14.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 9.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26001/2/2025).

 

დავის საგანი:

არ ირკვევა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19716 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 109 313.12 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 65 412.2

ჯარიმა - 33 452.8

საურავი - 10 448.12

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 8.06.2023 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების საანგარიშო პერიოდების საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების და მიღებული ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის განსაზღვრის მიზნით, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 7.07.2025 წლის №15235 ბრძანება და №261-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19716 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამატებით შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19716 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 300-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს წარმოებაში არ იღებს, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ პროცედურულ მოთხოვნებს:

ბ) საჩივარში არ არის მითითებული მომჩივნის საკონტაქტო მონაცემები;

გ) საჩივრიდან არ ირკვევა მოთხოვნის არსი (საჩივარს არ ერთვის საჩივრის ტექსტი);

დ) საჩივარს არ ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) საჩივრის ან მისთვის დართული დოკუმენტების გვერდები დაუნომრავია.

საგადასახადო კოდექსის 300-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს, მომჩივანს წერილობით ეცნობება ამის შესახებ და მიეცემა არანაკლებ 5 დღე საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად. დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, მომჩივნის მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში გააგრძელოს ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, საჩივარი არ აკმაყოფილებს პროცედურულ მოთხოვნებს და მომჩივანმა ხარვეზი არ გამოასწორა დავის განმხილველი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში.

ვინაიდან, საჩივარი არ აკმაყოფილებდა საგადასახადო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, (საჩივრიდან არ ირკვეოდა მოთხოვნის არსი, საჩივარში არ იყო მითითებული მომჩივნის საკონტაქტო მონაცემები, საჩივარს არ ერთვოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მის გამოცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების ასლი, საჩივრის ან მისთვის დართული დოკუმენტები არ იყო დანომრილი), მომჩივანს 13.10.2025 წლის №03/71659 წერილით დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა მისი გამოსწორების ვადა - წერილის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღე. ასევე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში დადგენილი ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის შედეგებზე.

გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 13.10.2025 წლის №03/71659 წერილს გაეცნო 13.10.2025 წელს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზის შეტყობინების გაცნობიდან საჩივრის განხილვამდე ხარვეზის წერილთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში მომჩივნის ვებგვერდზე არსებულ მობილური ტელეფონის ნომერზე კომპანიის დირექტორთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, რომელმაც გამოთქვა მზაობა ხარვეზის გამოსასწორებლად, მომჩივანს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

აღნიშნული გარემოებების და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხარვეზი გამოსწორებული არ არის, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19716 ბრძანება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 9.09.2025 წლის №19716 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა როგორც წარდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამატებით შესწავლა და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხარვეზი გამოსწორებული არ არის, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ვ)