წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
📄 სრული ტექსტი
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2019 წლის 1 აპრილი
ქ. წალკა
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ.“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 2000 ლარი;
ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.
წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 28 ივნისის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 02.07.2024წ.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის №60 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 03/01/2012, 210020010.35.155.016066).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წალკის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
ირაკლი გიგინეიშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე