ბრძანება N 21347
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 21347
30 სექტემბერი 2026
ბრძანება
„-------“-ის (ს/ნ „-------“)
(ფაქტ. მის.:„-------“)
2026 წლის 31 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი № 86) განიხილა „-------“-ის (ს/ნ „-------“) №150735/21-11 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 26 აგვისტოს №184264 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
სადავო საკითხი:
სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 500 ლარი (სსკ-ის 273-ე მუხლი)
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა, რომ მომჩივანი ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე. კერძოდ, აქირავებდა მის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ ფართს აღნიშნულიდან გამომდინარე, 2026 წლის 26 აგვისტოს შედგა №184264 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე, დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით. სადავო ოქმი პირს ხელზე ჩაბარდა 2026 წლის 27 აგვისტოს.
სადავო ოქმის საფუძველზე მომჩივანი 2026 წლის 2 სექტემბრიდან რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
მომჩივანი აცხადებს, რომ ზაფხულის დასაწყისში დროებით იყო ჩამოსული „-------“-ში, რათა დაეწყო მის საკუთრებაში არსებული ბინის სარემონტო სამუშაოები. აღნიშნავს, რომ იმყოფებოდა თავისი და „-------“-დან ჩამოსული ძმის ოჯახთან ერთად. მიუთითებს, რომ ბინა ჯერ კიდევ რემონტდება და ახლო მომავალში გეგმავს გაქირავებას. ამდენად, მომჩივნის მოსაზრებით, მისი მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენას ადგილი არ ჰქონია.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის სრულად გაუქმებას.
შემოსავლების სამსახური მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან რეგისტრირებული და რომლებსაც მინიჭებული აქვთ პირადი ნომერი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებული არიან ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართონ საგადასახადო ორგანოს მათთვის საიდენტიფიკაციო ნომრების მინიჭების მიზნით.
ამავე კოდექსის 51-ე მუხლის „დ“ და „კ“ პუნქტების შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა - უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვა; გამოავლინოს ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას, და აღკვეთოს საგადასახადო სამართალდარღვევები, აწარმოოს საგადასახადო სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიყენოს პასუხისმგებლობის ზომები ამ კოდექსით დადგენილი წესით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა მოიცავს გადასახადის გადამხდელისთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებასა და რეგისტრირებული მონაცემების ერთიან კომპიუტერულ ბაზაში (საგადასახადო აღრიცხვის ერთიან რეესტრში) შეტანას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. „-------“-ის (ს/ნ „-------“) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კურაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს დაკისრებული ჯარიმის სრულად გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოვლინდა, რომ მომჩივანი ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე. კერძოდ, აქირავებდა მის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ ფართს.აღნიშნულიდან გამომდინარე, 2026 წლის 26 აგვისტოს შედგა №184264 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევი სსკ-ის 273-ე მუხლის საფუძველზე, დაჯარიმდა 500 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
273.