გადაწყვეტილება №24987/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.05.2025
№ დოკუმენტი 24987/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24987/2/2025

19 მაისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 28.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24987/2/2025).

 

დავის საგანი:

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 14.01.2025 წლის №EL272511 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. საბაჟო დეპარტამენტის 14.01.2025 წლის №EL272512 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

3. საბაჟო დეპარტამენტის 14.01.2025 წლის №EL272513 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

4. შემოსავლების სამსახურის 18.03.2025 წლის №4810 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 6 000 ლარი (თითოეული ოქმით 2 000 ლარი).

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საბაჟო დეპარტამენტის 16.12.2024 წლის №26411 ბრძანების საფუძველზე, 2024 წლის 17 და 18 დეკემბერს განხორციელდა აეროპორტის დასახლებაში მდებარე, მომჩივნის კუთვნილი საბაჟო საწყობის (--------) საქმიანობის სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი. შემოწმების შედეგები აისახა საბაჟო საწყობისთვის (---------) სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების ---------- აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

ა) რეალურად არსებული მონაცემები არ ემთხვეოდა საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობანაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილ დეტალურ სიტუაციურ გეგმაზე (ნახაზი) და ტექნოლოგიურ სქემაზე დატანილ მონაცემებს, კერძოდ:

საბაჟო საწყობის №23 დახურული ტიპის სათავსში არის კარი, რომელიც გადის ნახევარსარდაფში (საერთო ჯამში 4 ოთახი), რომელიც არ არის დატანილი ნახაზზე;

საბაჟო საწყობის №2 და №3 დახურული ტიპის სათავსის ქვეშ არის სარდაფები, რომელიც ასევე არ არის დატანილი ნახაზზე;

ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალებებით არ ფიქსირდება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილები (№2, №8 და №23 სათავსებთან, საფოსტო გზავნილების სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვის პროცესი).

გ) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების დასახელებულ ადგილებთან/სათავსებთან განთავსებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობები არ იძლევა იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის (სანომრე ნიშანი) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას (დღე-ღამის განმავლობაში), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.

შემოწმების აქტის საფუძველზე მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 14.01.2025 წლის №EL272511, №EL272512 და №EL272513 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქცია (თითოეული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით - 2 000 ლარის ოდენობით).

აღნიშნული ოქმები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 18.03.2025 წლის №4810 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, „ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3, 33-ე და 34-ე მუხლებზე, საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 163-ე მუხლზე, 176-ე მუხლზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-5, მე-8 და მე-17 მუხლებზე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 11 მუხლის მე-4 პუნქტზე.

დადგენილია, რომ მომჩივანი არის საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი, რომელმაც ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში არ უზრუნველყო „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილების მე-5 მუხლის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-8 მუხლის „ა“ „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულება. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობების დარღვევას, რაც წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტებს. ამდენად, სადავო აქტებით მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

საჩივარში მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული მთლიანი ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას და ამ ტერიტორიიდან საქონლის გატანასა და ამ ტერიტორიაზე საქონლის შეტანაზე სრული ინფორმაცია (მათ შორის, საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების შესახებ) მნიშვნელოვანია საბაჟო კონტროლის ეფექტურად განხორციელებისთვის. რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაცემს, განსაკუთრებით ვიდეოჩანაწერით დამუშავებადი მონაცემებისთვის. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე (მ.შ. შესასვლელში და გასასვლელში) დამონტაჟებული ვიდეოჩამწერი საშუალებებით არ აღიქმება ან სათანადოდ არ აღიქმება საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილი/გასატანი ან საბაჟო კონტროლის ზონაში შეტანილი/შესატანი საქონლის (მათ შორის, საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის) გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ საბაჟო ორგანოს არ მიეწოდება ინფორმაცია ასეთი სატრანსპორტო საშუალების შესახებ.

შესაბამისად, საბაჟო ორგანოს, როგორც ნებართვის გამცემის, მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისას სანებართვო პირობების შესრულების მდგომარეობა მოწმდება შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით და არა თითოეული სანებართვო პირობის შესრულების მდგომარეობის შემოწმებით.

მომჩივნის არგუმენტზე, რომ სადავო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია ერთი და იმავე სამართალდარღვევის გამო, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, საბაჟო სანქცია (ჯარიმა) დადგენილია საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისთვის. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მხრიდან დარღვეულია საბაჟო საწყობის საქმიანობის რამდენიმე პირობა და შესაბამისად, ჩადენილია რამდენიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ამდენად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების გათვალისწინებით, მის მიმართ წარმოიშვა თითოეულ სანებართვო პირობის დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს იმის საფუძველს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მხრიდან საბაჟო სამართალდამრღვევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურს არგუმენტებად ძირითადად კანონმდებლობიდან აქვს დაკოპირებული ამონარიდები მუხლების მითითებით, ყოველგვარი განმარტებების გარეშე, რაც არ იძლევა არანაირ სიცხადეს, თუ რა არგუმენტების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა საჩივარი.

განმარტებაში ასევე მითითებულია, რომ რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაცემს, განსაკუთრებით კი ვიდეოჩანაწერით დამუშავებადი მონაცემებისთვის. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე (მათ შორის, შესასვლელში და გასასვლელში) დამონტაჟებული ვიდეოჩამწერი საშუალებებით არ აღიქმება ან სათანადოდ არ აღიქმება საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილი/გასატანი ან საბაჟო კონტროლის ზონაში შეტანილი/შესატანი საქონლის (მათ შორის, საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის) გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ საბაჟო ორგანოს არ მიეწოდება ინფორმაცია ასეთი სატრანსპორტო საშუალების შესახებ.

აღნიშნული განმარტება მცდარია და არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან ------ (დანართი №2) შემოწმების აქტში მითითებულია, რომ სანომრე ნიშანი ბუნდოვნად ჩანს მხოლოდ საწყობთან მიყენების დროს და არაფერია ნახსენები საწყობის შემოსასვლელ-გასასვლელი კამერების შესახებ. აღსანიშნია, რომ საწყობის ტერიტორიაზე შემოსასვლელ-გასასვლელის ვიდეოჩამწერი მოწყობილობები იდეალურად აჩვენებს შემოსული და გასული ავტომანქანის სანომრე ნიშანს და მანქანის მარკას, რაც დასტურდება შემოწმების აქტითაც. საწყობის მთელ ტერიტორიაზე შესაძლებელია აღნიშნული ავტომანქანის იდენტიფიცირება საწყობში არსებული ყველა კამერის საშუალებით. სათავსოსთან მიყენების დროსაც მხოლოდ სანომრე ნიშანი ჩანს ბუნდოვნად, თუმცა, სავსებით შესაძლებელია ავტომანქანის იდენტიფიცირება (რადგან შემოსვლის დროს დაფიქსირდა ავტომანქანის ნომერი, ფერი, მარკა და ტიპი, აქედან გამომდინარე, სათავსოსთან მიყენებისას მისი იდენტიფიცირების პრობლემაც არ არის).

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას, საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება. ამასთანავე, უფრო მკაცრი საბაჟო სანქცია არ შთანთქავს ნაკლებად მკაცრ საბაჟო სანქციას. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ მიიჩნევა, თუ აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევები ჩადენილია ერთსა და იმავე დღეს.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობისას თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა – იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

14.01.2025 წელს გამოცემული გასაჩივრებული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის - საბაჟო საწყობის საქმიანობისას თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა. ფაქტია, რომ შემმოწმებლის მიერ გამოვლენილია საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ერთი სახის საბაჟო სამართალდარღვევა - სანებართვო პირობების დარღვევა.

რადგანაც №-------- შემოწმების აქტში მითითებულია მხოლოდ ერთი სახის სამართალდარღვევა (საბაჟო კოდექსის მუხლი 176-ე მუხლის პირველი ნაწილი) მომჩივანს მიაჩნია, რომ ერთი სახის საბაჟო სამართალდარღვევაზე სამი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემა უკანონო, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

შეუძლებელია რელევანტურად ჩაითვალოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ერთი სახის საბაჟო სამართალდარღვევაზე (სანებართვო პირობების დარღვევა) სამი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემა.

მომჩივანი საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვას ფლობს 2005 წლიდან, რა დროსაც წარადგინა სიტუაციური ნახაზი, რომელის შესაბამისობა რეალურ სიტუაციასთან შედარდა და აღნიშნული ნახაზის საფუძველზე გაიცა ნებართვა.

შემოსავლების სამსახურის 9.11.2012 წლის №24138 ბრძანების (დანართი N6) საფუძველზე, გაუქმდა საწყობის სანებართვო მოწმობა №-------- და გაიცა ახალი ნებართვა №-------. აღნიშნულ ბრძანებით კონტროლის ზონად განისაზღვრა ------- 22 425 მ 2 ფართის ტერიტორია, საიდანაც 17 618.8 მ 2 წარმოადგენს ღია მოედანს, 3 811.7 მ 2 დახურულ შენობა-ნაგებობას, ხოლო 694.05 მ 2 დამხმარე შენობა-ნაგებობებს.

შემოსავლების სამსახურის 9.12.2019 წლის №42838 (დანართი №7) ბრძანების საფუძველზე, გაუქმდა საწყობის სანებართვო მოწმობა №-------- და გაიცა ახალი ნებართვა №--------. აღნიშნულ ბრძანებით, კონტროლის ზონად ისევ განისაზღვრა -------- მდებარე 22 425 მ 2 ფართის ტერიტორია, საიდანაც 17 667.09 მ 2 წარმოადგენს ღია მოედანს, 3 811.7 მ 2 დახურულ შენობანაგებობას, ხოლო 694.05 მ 2 დამხმარე შენობა-ნაგებობებს, ხოლო 189.16 მ 2 დათვალიერების ადგილს (----------). ნახაზზე ასევე დატანილია სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების ტექნოლოგიური სქემა და გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებები.

მომჩივანმა №4/450 (დანართი №8) წერილით 15.06.2021 წელს საწყობის ტერიტორიაზე ცვლილებების განხორციელების თაობაზე მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაც გამოიხატებოდა შემდგომში:

№8 საწყობს შეუერთდება დერეფანი;

№8 საწყობში დაიდგმება სკანერის აპარატი და მოეწყობა დათვალიერების ადგილი, ასევე დამონტაჟდება ვიდეოგადამღები კამერა;

№8 საწყობს ექნება მეორე გასასვლელი, რომელზეც ასევე დამონტაჟდება ვიდეოგადამღები კამერა;

№9 საწყობის შესასვლელ-გასასვლელი კარის მდებარეობა შეიცვლება, ასევე დამონტაჟდება ვიდეოგადამღები კამერა;

ყველაფერი დანარჩენი უცვლელი დარჩება.

 

შემოსავლების სამსახურის თანხმობის შემდგომ, განახორციელა აღნიშნული ცვლილებები და წარადგინა განახლებული სიტუაციური გეგმა (ტექნოლოგიური სქემა).

შემოსავლების სამსახურის 18.06.2021 წლის №19914 (დანართი №9) ბრძანების საფუძველზე, გაუქმდა საწყობის სანებართვო მოწმობა №-------- და გაიცა ახალი ნებართვა №---------. აღნიშნულ ბრძანებით, კონტროლის ზონად კვლავ განისაზღვრა --------- მდებარე 22 425 მ 2 ფართის ტერიტორია, საიდანაც 17 667.09 მ 2 წარმოადგენს ღია მოედანს, 3811.7 მ 2 დახურულ შენობანაგებობას, 694.05 მ 2 დამხმარე შენობა-ნაგებობებს, ხოლო 189,16 მ 2 დათვალიერების ადგილს (--------).

16.05.2024 წელს №---------- (დანართი №--------) წერილით კვლავ მიმართა შემოსავლების სამსახურს და ითხოვა №8 საწყობის შესასვლელთან მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვის და გამჭირვალე შემოღობვის გაკეთება, რაზედაც შემოსავლების სამსახურმა 24.05.2024 წლის №--------- წერილით, განუცხადა თანხმობა (დანართი №-------). მომჩივნის მიერ განხორციელდა აღნიშნული სამუშაოები და წარადგინა განახლებული სიტუაციური გეგმა ნახაზი.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც აიღო საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა, შენობანაგებობებში არანაირი ცვლილება არ განუხორციელებია (მხოლოდ ერთხელ შეიცვალა საწყობის შესასვლელი კარების განლაგება), ასევე არ შეუცვლია ტერიტორიისა და საწყობის ფართები და არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია. შემოწმების აქტში მოთითებული №23 საწყობში არსებული ნახევარსარდაფი არსებობდა პირველი ნებართვის აღების დღიდან და არის №23 საწყობის შიგნით და არანაირი ცალკე გასასვლელი არ გააჩნია და შედის საწყობის საერთო ფართში. საბაჟო საწყობის №2 და №3 დახურული ტიპის სათავსის ქვეშ არის სარდაფები, რომლებსაც ცალკე შესასვლელი აქვს და არანაირი კავშირი არ აქვთ №2 და №3 საწყობებთან. ისინი არ გამოიყენება ტვირთის შესანახად და აქედან გამომდინარე არაა დანომრილი. აღნიშნული სარდაფები ჯერ კიდევ პირველი ნებართვის აღების დღიდან არსებულია.

რაც შეეხება შემოწმების აქტში მითითებულ განცხადებას, რომ სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალებებით არ ფიქსირდება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი (№2, №8 და №23 სათავსოებთან, საფოსტო ამანათების სატრანსპორტო საშუალებებიდან გადმოტვირთვის პროცესი), ასევე აღნიშნულ სათავსოებთან განთავსებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობები არ იძლევა იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას, რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი, აღსანიშნავია, რომ კონტროლის ზონაში შემოსვლის დროს ვიდეოჩამწერი კამერით ფიქსირდება საწყობის ტერიტორიაზე შემოსული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემები, ასევე მათი გადაადგილებისას და საწყობთან მიყენებისას შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება. სატრანსპორტო საშუალება იხსნება მხოლოდ მებაჟე ოფიცრის თანდასწრებით, რომელიც ამოწმებს იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობას, ასევე ტვირთი იცლება მხოლოდ მებაჟე ოფიცრის თანდასწრებით და ტარდება სკანერში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ აქტში მითითებულ №2, №8 და №23 საწყობებში განთავსებულია საფოსტო სკანერები, რომლებიც წარმოადგენს დათვალიერების ადგილებს, სადაც დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობა, რომელიც უშუალოდ სკანერში ტვირთის გატარებას აფიქსირებს, მიმდინარეობს ტვირთის სკანერში გატარების და დამუშავების უწყვეტი ჩაწერა და 6 თვის განმავლობაში ინახება ჩანაწერი.

მომჩივანი მრავალჯერ ყოფილა შემოწმებული საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულებაზე, მათ შორის:

2015 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №38046 (დანართი №12), რითიც სამუშაო ჯგუფს დაევალა საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმება და შედგა შესაბამისი აქტი;

2017 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №28994 (დანართი №13), რითიც სამუშაო ჯგუფს (რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდა მებაჟე ოფიცერი ---------) დაევალა საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმება და შედგა შესაბამისი აქტი;

2021 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება №33142 (დანართი №14), რითიც სამუშაო ჯგუფს (რომლის შემადგენლობაშიც იმყოფებოდა მებაჟე ოფიცერი --------) დაევალა საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემოწმება და შედგა შესაბამისი აქტი.

ზემოთაღნიშნული შემოწმებების დროს შემოწმდა საბაჟო საწყობის სანებართვო პირობები სრულად, მათ შორის სიტუაციურ ნახაზთან შესაბამისობა და ვიდეოჩამწერი მოწყობილობების მუშაობა, თუმცა, არცერთ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფს (მათ შორის ----------) შემოწმების აქტებში არ დაუფიქსირებია ნახაზთან შეუსაბამობა, სარდაფების არსებობა და ვიდეოჩამწერი საშუალებების გამოსახულების გაუმართავად მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ №------- შემოწმების აქტში მითითებული სარდაფები არსებობს კომპანიის ფუნქციონირების დღიდან და არც ვიდეოჩამწერი საშუალებების განლაგება შეცვლილა. ზეპირი მითითებაც კი არ ყოფილა ხარვეზის თაობაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სადაო აქტების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ლიცენზიებისა და ნებართვების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, სანებართვო პირობებს წარმოადგენს კანონით ან კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ნუსხა, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას.

საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად, განცხადებას თან უნდა ერთოდეს საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობანაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილი, ქაღალდზე ამობეჭდილი ან/და ელექტრონული დეტალური სიტუაციური გეგმა (ნახაზი), შესაბამისი განმარტებებით (დამოწმებული ნახაზის შემდგენლის ხელმოწერითა და, არსებობის შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის ბეჭდით) და ტექნოლოგიური სქემა.

ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის „ა“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია:

ა) დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მიღებისათვის დადგენილი პირობები და შეასრულოს საბაჟო ორგანოს მოთხოვნები;

კ) საბაჟო საწყობის, აგრეთვე მის ტერიტორიაზე არსებული სათავსის (სათავსში განთავსებული სათავსების გარდა) შესასვლელი და გასასვლელი აღჭურვილი ჰქონდეს გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით. გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უწყვეტად უნდა ფიქსირდებოდეს (უნდა იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღე-ღამის განმავლობაში) ნებართვის მფლობელის მიერ სათავსისათვის მინიჭებული ნომერი, სათავსის შესასვლელი ან/და გასასვლელი, იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი. ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობის შემთხვევაში, გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით უნდა ფიქსირდებოდეს: საბაჟო საწყობის შესასვლელში ან/და გასასვლელში გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი (სანომრე ნიშანი), გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი და საბაჟო კონტროლის ზონაში შემავალი და გამავალი – ნავთობპროდუქტების გამტარი მილსადენ(ებ)ის დამცავი (ჩამკეტი და გამშვები) მოწყობილობები;

ლ) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის (სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომელთა შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3 -ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებისა და ნახევრადმისაბმელების გარდა) დათვალიერების, სინჯის ან/და ნიმუშის აღების განხორციელების, გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილი იმგვარად ჰქონდეს აღჭურვილი გამოსახულების ვიდეოჩამწერი საშუალებებით, რომ აღნიშნული ადგილები უწყვეტად ფიქსირდებოდეს (იძლეოდეს ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას დღეღამის განმავლობაში). ამასთან, ტერიტორიულად განცალკევებული შენობა-ნაგებობისაგან (მათ შორის, საყარი ან/და თხევადი საქონლის შესანახი სათავსი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა) შემდგარ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, გადატვირთვის ოპერაციების რეალურად განხორციელების ადგილიდან საბაჟო საწყობის ტერიტორიამდე არსებული ტერიტორიაც ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს მუდმივი (უწყვეტი) ვიდეოკონტროლით;

ამავე ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) 11 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საბაჟო კონტროლის ზონა უნდა იმყოფებოდეს ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ. ამისათვის იგი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ საბაჟო ორგანოს საშუალება ჰქონდეს თვალყური ადევნოს საბაჟო კონტროლის ზონის მთელ ტერიტორიას, მიიღოს ინფორმაცია პირების, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების ზონის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკე გამოიყენება.

საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივანს, საბაჟო საწყობის საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევის გამო, სამი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საბაჟო კოდექსის მუხლი 176-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქცია (თითოეული ოქმით - 2000 ლარის ოდენობით). სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი გამოიხატა შემდეგში:

ა) საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის რეალურად არსებული მონაცემები არ ემთხვეოდა აღნიშნულ ობიექტების კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილ დეტალურ სიტუაციურ გეგმაზე (ნახაზი) და ტექნოლოგიურ სქემაზე დატანილ მონაცემებს, კერძოდ:

საბაჟო საწყობის №23 დახურული ტიპის სათავსში არის კარი, რომელიც გადის ნახევარსარდაფში (საერთო ჯამში 4 ოთახი), რომელიც არ არის დატანილი ნახაზზე;

საბაჟო საწყობის №2 და №3 დახურული ტიპის სათავსის ქვეშ არის სარდაფები, რომელიც ასევე არ არის დატანილი ნახაზზე;

ბ) საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალებებით არ ფიქსირდება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილები (№2, №8 და №23 სათავსებთან, საფოსტო გზავნილების სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოტვირთვის პროცესი);

გ) საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების დასახელებულ ადგილებთან/სათავსებთან განთავსებული ვიდეოჩამწერი მოწყობილობები არ იძლევა იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის (სანომრე ნიშანი) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას (დღე-ღამის განმავლობაში), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.

მომჩივანი განმარტავს, რომ:

№06-WHS-2024 შემოწმების აქტში მითითებულია მხოლოდ ერთი სახის სამართალდარღვევა (საბაჟო კოდექსის მუხლი 176-ე მუხლის პირველი ნაწილი) მომჩივანს მიაჩნია, რომ ერთი სახის საბაჟო სამართალდარღვევაზე სამი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემა უკანონო, დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

სანომრე ნიშანი ბუნდოვნად ჩანს მხოლოდ საწყობთან მიყენების დროს და არაფერია ნახსენები საწყობის შემოსასვლელ-გასასვლელი კამერების შესახებ. აღსანიშნია, რომ საწყობის ტერიტორიაზე შემოსასვლელ-გასასვლელის ვიდეოჩამწერი მოწყობილობები იდეალურად აჩვენებს შემოსული და გასული ავტომანქანის სანომრე ნიშანს და მანქანის მარკას, რაც დასტურდება შემოწმების აქტითაც;

მას შემდეგ, რაც აიღო საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა, შენობა-ნაგებობებში არანაირი ცვლილება არ განუხორციელებია (მხოლოდ ერთხელ შეიცვალა საწყობის შესასვლელი კარების განლაგება), ასევე არ შეუცვლია ტერიტორიისა და საწყობის ფართები და არანაირი სამშენებლო სამუშაოები არ განუხორციელებია. შემოწმების აქტში მოთითებული №23 საწყობში არსებული ნახევარსარდაფი არსებობდა პირველი ნებართვის აღების დღიდან და არის №23 საწყობის შიგნით და არანაირი ცალკე გასასვლელი არ გააჩნია და შედის საწყობის საერთო ფართში. საბაჟო საწყობის №2 და №3 დახურული ტიპის სათავსის ქვეშ არის სარდაფები, რომლებსაც ცალკე შესასვლელი აქვს და არანაირი კავშირი არ აქვთ №2 და №3 საწყობებთან. ისინი არ გამოიყენება ტვირთის შესანახად და აქედან გამომდინარე არაა დანომრილი. აღნიშნული სარდაფები ჯერ კიდევ პირველი ნებართვის აღების დღიდან არსებულია;

კომპანია მრავალჯერ ყოფილა შემოწმებული საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულებაზე. აღნიშნული შემოწმებების დროს შემოწმდა საბაჟო საწყობის სანებართვო პირობები სრულად, მათ შორის სიტუაციურ ნახაზთან შესაბამისობა და ვიდეოჩამწერი მოწყობილობების მუშაობა, თუმცა, არცერთ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფს შემოწმების აქტებში არ დაუფიქსირებია ნახაზთან შეუსაბამობა, სარდაფების არსებობა და ვიდეოჩამწერი საშუალებების გამოსახულების გაუმართავად მუშაობა.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივნის არგუმენტებზე საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ:

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნებართვის მფლობელის მიერ კანონით დადგენილი სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, საბაჟო სანქცია (ჯარიმა) დადგენილია საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევისთვის. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მხრიდან დარღვეულია საბაჟო საწყობის საქმიანობის რამდენიმე პირობა და შესაბამისად, ჩადენილია რამდენიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება. ამდენად, საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების გათვალისწინებით, მის მიმართ წარმოიშვა თითოეულ სანებართვო პირობის დარღვევისათვის ჯარიმის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობით გათვალისწინებული მთლიანი ტერიტორია წარმოადგენს საბაჟო კონტროლის ზონას და ამ ტერიტორიიდან საქონლის გატანასა და ამ ტერიტორიაზე საქონლის შეტანაზე სრული ინფორმაცია (მათ შორის, საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების შესახებ) მნიშვნელოვანია საბაჟო კონტროლის ეფექტურად განხორციელებისთვის.

რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი) წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაცემს, განსაკუთრებით ვიდეოჩანაწერით დამუშავებადი მონაცემებისთვის. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე (მ.შ. შესასვლელში და გასასვლელში) დამონტაჟებული ვიდეოჩამწერი საშუალებებით არ აღიქმება ან სათანადოდ არ აღიქმება საბაჟო კონტროლის ზონიდან გატანილი/გასატანი ან საბაჟო კონტროლის ზონაში შეტანილი/შესატანი საქონლის (მათ შორის, საბაჟო კონტროლის/ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის) გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი, მიჩნეულ უნდა იქნეს, რომ საბაჟო ორგანოს არ მიეწოდება ინფორმაცია ასეთი სატრანსპორტო საშუალების შესახებ.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი ხორციელდება შერჩევით შემოწმებაზე დამყარებული პრინციპით და არა თითოეული სანებართვო პირობის შესრულების მდგომარეობის შემოწმებით. ამდენად, მომჩივნის არგუმენტი, რომ კომპანია მრავალჯერ შემოწმდა საბაჟო საწყობის სანებართვო პირობების შესრულებაზე, თუმცა, არცერთ შემთხვევაში დაფიქსირებულა ნახაზთან შეუსაბამობა, სარდაფების არსებობა და ვიდეოჩამწერი საშუალებების გამოსახულების გაუმართავად მუშაობა, საფუძველს მოკლებულია. ასევე უსაფუძვლოა მომჩივნის არგუმენტი, რომ შემოწმების აქტში მითითებული ერთი სახის სამართალდარღვევისთვის (საბაჟო კოდექსის მუხლი 176-ე მუხლის პირველი ნაწილი) ჯარიმა შეფარდებული აქვს სამჯერ. ვინაიდან მომჩივნის მხრიდან დარღვეულია საბაჟო საწყობის საქმიანობის რამდენიმე პირობა და შესაბამისად, ჩადენილია რამდენიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას, საბაჟო სანქცია თითოეული საბაჟო სამართალდარღვევისთვის ცალკეა გამოყენებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს დარღვეული აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები, ხოლო ერთდროულად გამოვლენილი რამოდენიმე პირობის დარღვევისთვის, თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი სანქციის ცალკე გამოყენება მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბაჟო საწყობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს-ს კუთვნილი საბაჟო საწყობისთვის სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლისას,დადგინდა, რომ რეალურად არსებული მონაცემები არ ემთხვეოდა საბაჟო საწყობისათვის განკუთვნილი შენობანაგებობის ან/და ასაშენებელი შენობა-ნაგებობის, მიწის ნაკვეთის კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით შედგენილ დეტალურ სიტუაციურ გეგმაზე (ნახაზი) და ტექნოლოგიურ სქემაზე დატანილ მონაცემებს. საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო მოწმობით განსაზღვრული ვიდეოჩამწერი საშუალებებით არ ფიქსირდება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე საქონლის გადატვირთვის ოპერაციების განხორციელების ადგილები. ასევე არ იძლევა იმ სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის (სანომრე ნიშანი) ზუსტი იდენტიფიცირების საშუალებას (დღე-ღამის განმავლობაში), რომლითაც გადაიზიდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილი ქმედებებით შპს -ს მხრიდან ადგილი ჰქონდა სანებართვო პირობების დარღვევას, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის და სანქციის სახით თითოეული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.

 

გადაწყვეტილება

აბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს დარღვეული აქვს საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები, ხოლო ერთდროულად გამოვლენილი რამოდენიმე პირობის დარღვევისთვის, თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი სანქციის ცალკე გამოყენება მართლზომიერია, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს;127(3,8);163(1,7);176(1);